Jump to content
×
×
  • Create New...

ისრიმ-მაყვალი


L_Autre_monde
 Share

Recommended Posts

კომპანია "ისრიმი" აცხადებს ვაკანსიას VIP გაყიდვების აგენტი პოზიციაზე. ჩვენი კომპანია 6 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს მთელი საქართველოს მასშტაბით და ლიდერია წიგნების საცალო გაყიდვების მიმართულებით. კომპანიის წარმატება სრულიად დამოკიდებულია გაყიდვების გუნდზე, რომელიც გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით და დიდი გამოცდილებით. "ისრიმი" მომხმარებლებს სთავაზობს არა მხოლოდ ექსკლუზიურ პროდუქტს, არამედ ექსკლუზიურ ფასებსაც. 

 

თუ გსურთ კარიერული და ფინანსური ზრდა-განვითარება, საუკეთესო სამუშაო გამოცდილება, მეგობრული გარემო და სტაბილურობა თქვენ, ზუსტ ადგილას მოხვდით.

 

სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, ადამ მიცკევიჩის ქუჩა

სამუშაო გრაფიკი: არასრული განაკვეთი (10:00-16:00; 16:00-22:00)

ანაზღაურება: ფიქსირებული 650 GEL + საბონუსე სისტემა (საშუალო რეინჯი 1000-3500 Gel)

 

სამუშაო აღწერილობა:

 

** მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება სატელეფონო ზარის მეშვეობით;

** კომპანიის პროდუქტის შესწავლა, მისი პრეზენტაცია მომხმარებელთან;

** მომხმარებლების ბაზის მართვა;

** მომხმარებელთა მიმართ კეთილგანწყობილი საქმიანი ურთიერთობა;

** აქტიური მოლაპარაკებების წარმოება არსებულ მომხმარებლებთან

 

პიროვნული თვისებები:

 

** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი;

** პრეზენტაციის უნარი;

** ყურადღებით მოსმენის უნარი;

** დეტალებზე ორიენტირებული;

** პრობლემების სწრაფად აღმოჩენის და დროული/ეფექტური მოგვარების უნარი;

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

 

ბენეფიტები:

 

** უფასო ტრენინგი;

** ანაზღაურებადი სტაჟირება;

** მუდმივი ტრენინგები და გადამზადება გაყიდვების სფეროში;

** წარჩინებული თანამშრომლების წამახალისებელი სისტემა;

** Fitpass;

** მეგობრული, სამართლიანი და მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: jobs@isrim.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "VIP გაყიდვების აგენტი".

 

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

 

კომპანია "ისრიმი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   49 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 48 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(10)
    • Googlebot(5)