Jump to content
×
×
  • Create New...

Iusticiashi vinme mushaobt?


კიჭარტი
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

@საწყალი ოსვალდო რიოსიმოდი შენც

მოკლედ ერთმა ჩემმა მეგობარმა ძლივს გაგზავნა სივები, 2 შვილის და სახლში ჩაჯდომის მერე და ყველანაირად ხელს ვუწყობ.

გასაუბრება აქვს უფროსი ოფიცრის პოზიციაზე საჯარო სერვისის მიმართულებით.

თუ მუშაობთ ვინმე მანდ, რჩევები მივცეთ რა: გასაუბრებაზე რა კითხვებია +-, ინგლ რამდენად ითხოვენ და ა.შ?

მერი ქრისმეს ია fილthი ენიმალს :shampan:

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, კიჭარტი said:

გასაუბრებაზე რა კითხვებია +-, ინგლ რამდენად ითხოვენ და ა.შ?

ახლა არ ვიცი, ბოლოს 3 წლის წინ ვმუშაობდი მანდ, ხოლო გასაუბრება 6 წლის წინ მქონდა.

შენს მოტივაციაში უნდათ დარწმუნება, რომ ნამდვილად ის ხარ, რაც cv-ში გიწერია, პოზიტიურ და ხალისიან პიროვნებად თუ წარმოაჩენს თავს, პლუსია. იუსტიციის სახლის კონცეფციას გაეცნოს მანამდე, სავარაუდოდ მაგასაც ჰკითხავენ, საიტზე საკმაოდ ბევრ ინფორმაციას ნახავს. ხრიკი თუ უნდა - გამსაუბრებლების დედობრივ გრძნობებზე შეუძლია ითამაშოს. თუ ატყობს რომ მაინც ცუდად მიდის საქმე, ჩურჩხელები დააძროს ჩანთიდან და გამსაუბრებლებს შესთავაზოს, ისინიც ადამიანები არიან და მთელი დღე გასაუბრებაზე ჯდომა ღლით (მით უმეტეს თუ დღის მეორე ნახევარში აქვს).

მე, მანდაურად რომ ვთქვა, "ბექში" ვმუშაობდი (მოგეხსენებათ არაპრეზენტაბელური გარეგნობა მაქვს და), ხოდა ენების ცოდნაზე როგორც მახსოვს არაფერი უკითხავთ, "ფრონტში" მომუშავის ვაკანსიაზე შეიძლება ითხოვდნენ კიდეც, ათასი უცხოელი დაეხეტება და საჭიროა. 

 

 

 

 

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share