Jimmy Posted 16 თებერვალი, 2023 Posted 16 თებერვალი, 2023 6 minutes წინ, York Ge said: თუ ნებისმიერი წიგნი პროპაგანდისთვისაა განკუთვნილი, კონკურენტის პროპაგანდის ჩახშობას ვინღა შეძლებს? ერთი წიგნის ჩახშობა მეორე წიგნით შეიძლება სენიორ მხოლოდ )) და ფილტრი ეს ტვინშია სენიორ. ფილტრით ან იბადება ადამიანი არ აარა. ჩემი კლასიფიკაციით )) ასეა სენიორ Share on other sites More sharing options...
ფორუმელი kvipriane Posted 16 თებერვალი, 2023 Posted 16 თებერვალი, 2023 1 საათის წინ, York Ge said: არ უნდა დავივიწყოთ, რომ პაპი არა მხოლოდ რომის ეპისკოპოსია, არამედ იმპერიის პონტიფეს მაქსიმუსიც. არც ის უნდა დავივიწყოთ მილორდ როგორ მიიღო რომმა მსოფლიო ქარისტიანული ეკლესიების გვირგვინი : - თავთა მოციქულთა რომში მოღვაწეობა-წამებით ; სხვათაშორის ეს მიზეზი მოჰყავთ კათოლიკებს მათი უპირატესობის აღსანიშნავად და ამ მიზეზით მისცეს პაპს პრიმატი მაგრამ ავიწყდებათ რომ : - პავლე მოციქული ქრისტიანობამდე ქრისტიანების ჩამშვები (მაპატიოს უფალმა) სავლე იყო ; მხოლოდ უფალთან ჰარმონიაში ყოფნამ გახადა იგი წმინდა თავი მოციქულთა პავლე ; და პეტრე მოციქულიც ასევე სამჯერ ჩავარდა მძიმე ცოდვაში; მამლის ყივილამდე სამჯერ უარჰყო უფალი და ასევე უფლის ჩარევით მოხდა მისი მონანიება შესაძლებელი - მაშ; გამოდის რომ სავსებით შესაძლებელია რომ პაპიც შეცდეს მძიმედაც კი ?! და მეორე : - საყოველთაო მონანიების გარეშე ვერ უშველით ვერც/არც წნიდა პავლე და ვერც/არც წმიდა პეტრე მოციქულები გნებავთ პორფიროგენოსი დაირქვას და გნებავთ იოანიუს მაქსიმუსი 1 საათის წინ, Eric said: რა გინდათ რას შვრებით ერთად ხართ თუ ცალცალკე ვინ ხართ უაბშე რამდენი ხართ? ითმენენ სენირ; ითმენენ და ერთი თუ დათვრა ლოთივით და გამოვარდა გარეთ : - გამოდით უნდა დაგთვალოთო; დაიყვირა - მერე რას შობიან ? თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი kvipriane Posted 16 თებერვალი, 2023 Posted 16 თებერვალი, 2023 1 საათის წინ, t-90 said: გეთანხმებით. ოღონდ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. 337 წელს აღიმართა არმაზზე ჯვარი - და აქედან თითქმის ორი საუკუნის შემდეგ გორგასლის დროს მოგვანიჭეს ავტოკეფალია კონსტანტინეპოლში; ამას საფუძვლად დაედო : 1. უფლის კვართის ამბავი 2. ღვთისმშობლის წილხვედრილობის ამბავი და 3. სამი მოციქულის მიერ იბერიასა შინა საქადაგებლად მოგზაურობა ; ხოლო ნიშნად აღიარება-პატივისცემისა კონსტანტინეპოლმა მცხეთის ავტოკეფალურ ეკლესიას გადმოსცა იმ ჯვრის ნაწილი რომელზედაც ქრისტე გააკრეს ; ამავე დროს ავტოკეფალიის აღიარებიდანვე (რომელსაც მოწინააღმდეგე არ ჰყოლია) ქართული ენა გახდა მეოთხე ქრისტიანულ-სამღვდელმსახურო და წმინდა წერილის სათარგნი ენა (არამეულ; ლათინურ და ძველ-ბერძულ ენებთან ერთად) ... თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი kvipriane Posted 16 თებერვალი, 2023 Posted 16 თებერვალი, 2023 1 საათის წინ, York Ge said: მეც ამას ვკითხულობ: ჩვენი კონსტანტინოპოლის მიმართ დამოკიდებულება ანტიოქიიდან გამოგვყვა, თუ ჩვენი თვითშემოქმედებაა? მსოფლიო საპატრიარქოა კონსტანტინეპოლი იმთავითვე მილორდ ... მსოფლიო პატრიარქი კონსტანტინეპოლის პატრიარქია ანუ ავტოკაფალურ ეკლესიებს შორის იგია მომრიგებელ-ტონის წამყვანი ... თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი York Ge Posted 16 თებერვალი, 2023 Posted 16 თებერვალი, 2023 1 საათის წინ, kvipriane said: მსოფლიო საპატრიარქოა კონსტანტინეპოლი იმთავითვე მილორდ ... მსოფლიო პატრიარქი კონსტანტინეპოლის პატრიარქია ეს მათ რომიდან გადმოჰყვა, სენიორ, ქსეროქსით. რასაც რომზე ვამბობთ, იგივე ითქმის კონსტანტინოპოლზეც. 2 საათის წინ, kvipriane said: ორი საუკუნის შემდეგ გორგასლის დროს მოგვანიჭეს ავტოკეფალია კონსტანტინეპოლში ავტოკეფალია განა ანტიოქიამ არ მოგვანიჭა? Share on other sites More sharing options...
ფორუმელი kvipriane Posted 16 თებერვალი, 2023 Posted 16 თებერვალი, 2023 3 minutes წინ, York Ge said: ავტოკეფალია განა ანტიოქიამ არ მოგვანიჭა? არა მილორდ კონსტანტინეპოლმა; ანტიოქიას ამის უფლებამოსილება არ აქვს ... თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი York Ge Posted 16 თებერვალი, 2023 Posted 16 თებერვალი, 2023 15 minutes წინ, kvipriane said: არა მილორდ კონსტანტინეპოლმა; ანტიოქიას ამის უფლებამოსილება არ აქვს ... ვერაფერი გამიგია, სენიორ - განა კ/პოლმა ტომოსი სულ ახლახანს არ მოგვანიჭა? მე რამდენადაც ვიცოდი, ავტიკეფალია იმპერატორმა მოგვანიჭა ანტიოქიის პატრიარქის შეამდგომლობით. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი kvipriane Posted 16 თებერვალი, 2023 Posted 16 თებერვალი, 2023 19 minutes წინ, York Ge said: რასაც რომზე ვამბობთ, იგივე ითქმის კონსტანტინოპოლზეც. რა საინტერესო ცნობებია მილორდ ნახეთ : 1. რომის პაპთან მიწერ-მოწერა და ურთიერთობა და 2. "ნესტორას ბიჭები" აქედანაც გაუბუნძულებიათ VI-VII საუკუნეებში საქართველოს ეკლესიის იერარქებს ჰქონდათ მიმოწერა რომის პაპთან და იერუსალიმის პატრიარქთან სარწმუნოების საკითხებზე. პირველად საქართველოს ეკლესია რელიგიურ პოლემიკაში ჩაერთო 506 წელს დვინის საეკლესიო კრებაზე, რომელშიც საქართველოს 24 ეპისკოპოსი მონაწილეობდა გაბრიელ მცხეთელის მეთაურობით. კრებამ დაგმო ნესტორიანელობა და მიიღო ზენონ კეისრის დიოფიზიტ-მონოფიზიტთა შემარიგებელი ჰენოტიკონი. VI საუკუნის განმავლობაში საქართველოს ეკლესია შემრიგებლური პოზიციიდან აშკარა დიოფიზიტობისკენ იხრებოდა. VI საუკუნის დამდეგისთვის ეკლესიაში ეპისკოპოსთა რიცხვი 33-ს შეადგენდა, VII საუკუნის დამდეგს კი 35-ს. VI საუკუნეში საქართველოს ტერიტორიაზე ჩავიდა 13 ასურელი მამა. მათ აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე შექმნეს მონასტრების ქსელი და საფუძველი ჩაუყარეს მონასტრულ ცხოვრებას. ასურელი მამების მოღვაწეობას მოჰყვა იბერიაში დიოფიზიტობის გაძლიერება. VII საუკუნეში ქართლის ეკლესიამ კირონ I-ის მეთაურობით საბოლოოდ გააკეთა არჩევანი დიოფიზიტობის სასარგებლოდ, რასაც მოჰყვა 604-609 წლების საეკლესიო განხეთქილება კავკასიაში. დაპირისპირების ფონზე საქართველოს ეკლესიამ დააკანონა ქართულ ენაზე მღვდელმსახურება სასაზღვრო რეგიონებში, სადაც შერეული მოსახლეობა იყო, როგორიც იყო, მაგალითად, გოგარენე. 620-იანი წლების ბოლოს ჰერაკლე კეისარმა ილაშქრა საქართველოში. კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იურისდიქციაში შევიდა. შავიზღვისპირა ტერიტორიებზე მყოფი 3 ოლქი: გუდაყვის (გუდავის), საისინის (ცაიშის) და როდოპოლისის (ვარდციხის) ოლქები. VI-VII საუკუნეებში განვითარდა საეკლესიო არქიტექტურა. მცხეთის მახლობლად, წმინდა ნინოს მიერ აღმართული ჯვრის ადგილას აიგო ჯვრის ტაძარი. თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
Recommended Posts