ფორუმელი t-90 Posted 18 ოქტომბერი, 2022 Posted 18 ოქტომბერი, 2022 (შესწორებული) 5 minutes წინ, York Ge said: მიმინო მთებიდან (ძეწი გორ") დედაქალაქში მიდის და აღმოჩნდება, რომ მოსკოვი სულაც არაა დედაქალაქი :)) წარმოიდგინეთ, მილორდ, დ'არტანიანს დე ტრევილისთვის რომ ეთქვა, ჯანდაბას თქვენი პაღიჟი, გასკონში ვბრუნდები თხების სამწყემსადო. მიმინოს ფაბულა ხომ დ'არტანიანისას იმეორებს. მიმინო იმიტომ წამოვიდა რომ პრაქტიკულად გამოლანძღეს და ტრაკში ჭიტლაყით გამოაგდეს. 4 minutes წინ, York Ge said: დ'არტანიანი=ზარანდია + თუთაშხია. დე ტრევილს უფრო ჰგავს. თუ იმას გავითვალისწინებთ რომ ისიც სოფლელია. Edited 18 ოქტომბერი, 2022 by t-90 I killed my master. Why did he then give me a weapon?" Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords. შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098 Why carry a gun? Because 1911 > 911. t90a.sarahah.com Share on other sites More sharing options...
ფორუმელი kvipriane Posted 18 ოქტომბერი, 2022 Posted 18 ოქტომბერი, 2022 (შესწორებული) 34 minutes წინ, York Ge said: ზარანდია იცავს იდეალებს, თუთაშხია - ადამიანებს. ზარანდია : - რომ არ გაეცა იუდას გვეცოდინებოდა თუ არა ქრისტე ? თუთაშხია : - ყანა ხომ გაგიმაგლავს ბექარ ძმაო ?! Edited 18 ოქტომბერი, 2022 by kvipriane თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
ASIA Posted 18 ოქტომბერი, 2022 Posted 18 ოქტომბერი, 2022 ონლაინ, York Ge said: დ'არტანიანი=ზარანდია + თუთაშხია. შეიძლება. ზარანდიას და თუთაშხიას სისუსტე საბოლოო ჯამში "მატრო საქმის კეთება"იყო - ერთად კეთება თავიდან ვერ შეძლეს და მერე არ შეეძლოთ! დარტანიანი გუნდური იყო გარდა ბევრი სხვა უპირატესობისა. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი kvipriane Posted 18 ოქტომბერი, 2022 Posted 18 ოქტომბერი, 2022 12 minutes წინ, York Ge said: ბიზანტიელები საყვედურობდნენ ქართველებს არტიკლის გამოუყენებლობას ღმერთთან მიმართებაში, რადგან თქვენ, ქართველები, განსაზღვრულ ნაწევარს არ იყენებთ, ამით პოლითეიზმით სცოდავთ, დაეხსენით თქვენს პრიმიტიულ დედაენას და ბერძნულს არ დასცილდეთო. ეს ადვილია მილორდ და გრიგოლ ხანძთელისეული პასუხიც ვიცი : - ... ადამიანთა მოდგმა ვერ მოიფირებს ისეთ სიტყვას/სახელს რომელშიც ყოვლისშემძლე შემომქმედ ღმერთს ჩასტევს მთელის თავისი სისავსით ... თვითონ ეს პოლემიკა იქნება კარგი წასაკითხი - იქნებ იცით-თქო სად შეიძლება მივაგნო - ეს გკითხეთ თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი York Ge Posted 18 ოქტომბერი, 2022 Posted 18 ოქტომბერი, 2022 @kvipriane @ASIA @t-90 ჩემი აზრით თუთაშხია და ზარანდია ნახევარპიროვნებები არიან, შემთხვევითობით, თუ ავი განზრახვით გაყოფილი. პირველს გული დარჩა, მეორეს - ტვინი. 8 minutes წინ, kvipriane said: თვითონ ეს პოლემიკა იქნება კარგი წასაკითხი - იქნებ იცით-თქო სად შეიძლება მივაგნო - ეს გკითხეთ ვერ გავიხსენე, სენიორ. თუ მოვძებნე, მოგახსენებთ. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი t-90 Posted 18 ოქტომბერი, 2022 Posted 18 ოქტომბერი, 2022 2 minutes წინ, York Ge said: ჩემი აზრით თუთაშხია და ზარანდია ნახევარპიროვნებები არიან, შემთხვევითობით, თუ ავი განზრახვით გაყოფილი. პირველს გული დარჩა, მეორეს - ტვინი. თუმცა პრაქტიკული უნარები ორივეს აქვს. I killed my master. Why did he then give me a weapon?" Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords. შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098 Why carry a gun? Because 1911 > 911. t90a.sarahah.com Share on other sites More sharing options...
Jimmy Posted 18 ოქტომბერი, 2022 Posted 18 ოქტომბერი, 2022 ზარანდიაც და თუთაშხიაც არასრული ნახევრებია ერთი მთლიანის. ცალკე არცერთი არაა ნახევარიც კი. ორივესგან ერთ მთლიანს ვერ იღებ. + ორივე ავადმყოფი ბავშვები. მთელ წიგნში გრაფი სეგედი უფრო საინტერესოა ჩემთვის ვიდრე ესენი. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი t-90 Posted 18 ოქტომბერი, 2022 Posted 18 ოქტომბერი, 2022 1 minute წინ, Eric said: მთელ წიგნში გრაფი სეგედი უფრო საინტერესოა ჩემთვის ვიდრე ესენი. გრაფი სეგედი რანაირად? რუსი არისტოკრატი რომელიც რატომღაც გერმანულს ასწავლის გაინტელიგენტებულ ქართველ არისტოკრატს? I killed my master. Why did he then give me a weapon?" Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords. შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098 Why carry a gun? Because 1911 > 911. t90a.sarahah.com Share on other sites More sharing options...
Recommended Posts