Jump to content
×
×
  • Create New...

ანუ რა ხდება ეუროპაში ? სეზონი II


Deutschland
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
48 minutes წინ, Eric said:

თუთაშხა და მუშნიზე რას იტყვით სენიორ

კიდევ ერთის დამატება შეიძლება: ზარანდია იცავს იდეალებს, თუთაშხია - ადამიანებს.

Share on other sites

  • ფორუმელი
49 minutes წინ, York Ge said:

საქართველოს იმპერია შეიქმნა მას შემდეგ, რაც ათონელმა მამებმა ინტელექტუალური დისკუსია მოუგეს ბიზანტიელებს.

          :up::drinks:

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
59 minutes წინ, York Ge said:

თუ სწორად მახსოვს, იგი შეეხებოდა არტიკლების (ნაწევრების) გამოყენების წესებს.

მილორდ დეტალურად სად შეიძლება ამის პოვნა/წაკითხვა ხომ არ იცით ???

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

ონლაინ, York Ge said:

შეიძლება, თუ არა, ზარანდიას განხილვა პროფესიონალის ეთიკის მქონე ადამიანის სახით?

ჩემთვის ეთიკა სხვადასხვა პროფესიებს "ვერ" ერგება - ან ეთიკურია, ან არა! 

არის პროფესიები, სადაც ეთიკის ნორმების დაცვით, ვერაფერს ვერ შეძლებ - მათ შორისაა ზარანდიას პროფესიაც. თუმცა ზარანდია მისი პროფესიიდან გამომდინარე საწყის ეტაპზე ძალიანც ეთიკური იყო დათასთან მიმართებაში და შემდეგაც, როცა პირობა დაირღვა, პროფესიული ეთიკა არ დაურღვევია, თუმცა ადამინურ ენაზე არაეთიკურია  ძმას მოთხოვო თავისუფლების აღკვეთა საკუთარი პროფესიული მოსაზრების თუ მიზნების გამო. 

Share on other sites

  • ფორუმელი
13 minutes წინ, York Ge said:

შეიძლება, იმიტომ, რომ სხვაგვარი საქციელით "სასტავიდან" ამოვარდებოდა.

ესეც შესაძლებელია.

მაგრამ მასე მიმინოც შეგიძლია ეგრე აღიქვა ვალერიან მიზანდარობის გარეშენ.

9 minutes წინ, York Ge said:

შეიძლება, თუ არა, ზარანდიას განხილვა პროფესიონალის ეთიკის მქონე ადამიანის სახით?

ლოგიკურია, მაგრამ ოჯახის ეთიკაც რომ აქვს ეს იმ შეხვედრაში სჩანს.

მხოლოდ პროფესიული ეთიკის მქონე ადამიანი არაა.

12 minutes წინ, York Ge said:

ზარანდია იცავს იდეალებს

მე მეჩვენა რო თავსატეხების ხსნის მუღამზეა და სვაგან რომ მისცემოდა ეგ მუღამი სხვაგან წავიდოდა.

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი
9 minutes წინ, kvipriane said:

მილორდ დეტალურად სად შეიძლება ამის პოვნა/წაკითხვა ხომ არ იცით ???

რაც მახსოვს, იმის შესახებ მოგახსენებთ, სენიორ.

ბიზანტიელები საყვედურობდნენ ქართველებს არტიკლის გამოუყენებლობას ღმერთთან მიმართებაში, რადგან თქვენ, ქართველები, განსაზღვრულ ნაწევარს არ იყენებთ, ამით პოლითეიზმით სცოდავთ, დაეხსენით თქვენს პრიმიტიულ დედაენას და ბერძნულს არ დასცილდეთო.

Quote

პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი.

სიტყუაჲ იგი, მაგრამ არა ღმერთი იგი.

კოინე კი არტიკლს იყენებს (pros ton Theon, πρὸς τὸν θεόν).

რის საპასუხოდად ერთ-ერთმა ქართველმა მამამ შექმნა გრამატიკული ტრაქტატი, სადაც ქართული ენის თავისებურებებს იცავდა. მერე, თუ არ მეშლება, ქართველების არგუმენტაციამ ტროლინგის სახე მიიღო, ეს თქვენ, ბერძნებს გჭირდებათ იმის შეხსენება, რომ ერთი ღმერთი არსებობს, ჩვენ, ქართველებს, არაო.

ჯეიმსის ინგლისური ბიბლია ამ შემთხვევაში ქართულ მიდგომას ემსგავსება:

In the beginning was the Word, and the Word was with God, and the Word was God.

Share on other sites

  • ფორუმელი
6 minutes წინ, t-90 said:

მაგრამ მასე მიმინოც შეგიძლია ეგრე აღიქვა ვალერიან მიზანდარობის გარეშენ.

მიმინო მთებიდან (ძეწი გორ") დედაქალაქში მიდის და აღმოჩნდება, რომ მოსკოვი სულაც არაა დედაქალაქი :))

წარმოიდგინეთ, მილორდ, დ'არტანიანს დე ტრევილისთვის რომ ეთქვა, ჯანდაბას თქვენი პაღიჟი, გასკონში ვბრუნდები თხების სამწყემსადო.

მიმინოს ფაბულა ხომ დ'არტანიანისას იმეორებს.

Share on other sites

  • ფორუმელი

@ASIA @t-90

მოდით, ზარანდია და თუთაშხია არქეტიპულ ევროპელებს, მაგალითად, დ'არტანიანს შევადაროთ.

მე ასეთი განტოლება გამომდის:

დ'არტანიანი=ზარანდია + თუთაშხია.

თქვენ?

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share