Jump to content
×
×
  • Create New...

საპირფარეშოში მისალმების კულტურა


Recommended Posts

  • ფორუმელი

გამარჯობა ჩემო გულითადო და ყურადღებიანი ხალხო :uxe:

მოგეხსენებათ, აქ უმეტესობა ზრდასრული, საქმიანი ადამიანები ვართ და მათ დიდ ნაწილს თანამშრომლებიც გვყავს, რომლებთანაც ერთ სივრცეში ვმუშაობთ. 

და როცა პატიოსანი ადამიანი სამუშაო დროს ერთ სივრცეში ატარებს, მას პერიოდულად ესაჭიროება პირის ფარეშის მომსახურება. მიუხედავად იმისა, რომ პირის ფარეშის ინსტიტუტი მასობრივი მოხმარებიდან დიდი ხანია გადავარდა, საპირფარეშოები მაინც ჩვენს ყოველდღიურობას წარმოადგენს და ყველა სამსახური აღჭურვილია 1 მაინც ასეთი ოთახით. ხოოოდა ხდება ისეც, რომ თანამშრომელს თუ უბრალოდ იმავე სივრცეში მომუშავე სხვა ადამიანს პირველად საპირფარეშოში (შემდგომში - "საპ") ვხვდებით. შეხვედრა შეგვიძლია რადენიმე კატეგორიად დავყოთ: 

ა) თქვენ ახლა შედიხართ საპში, ის კი გამოსვლას აპირებს,

ბ) თქვენ ახლა შეხვედით საპში, ის კი კაბინიდან გამოვიდა და სავარაუდოდ ხელების დაბანას აპირებს,

გ) თქვენ ხელებს იბანთ, ის კი ახლა შემოვიდა და ზურგს უკან უნდა ჩაგიაროთ,

დ) ორივე ახლა გამოხვედით კაბინიდან ( თქვენ-თქვენი კაბინიდან),

ე) თქვენ გამოდიხართ საპიდან, ის შემოდის 

ვ) სხვა 

ზ) სხვა დვა 

და ა.შ. ასევე შეგვიძლია დაყოფა გავაკეთოთ თანამდებობრივი იერარქიის მიხედვითაც - თანატოლი, ზემდგომი, დაქვემდებარებული ან მასთან გათანაბრებული.

შეკითხვა შემდგომშია - რა შემთხვევაში როგორ ესალმებით?

მხოლოდ სიტყვიერად;

სიტყვიერად და ხელის ჩამორთმევით;

სიტყვიერად, ხელის ჩამორთმევით და გადაკოცნით;

აღტაცებული შეძახილით, გადახვევით და ბეჭებზე ტყაპუნით;

აღტაცებული შეძახილით, ბეჭზე ხელის მოკიდებით და სინათლეზე გამოყვანით, რომ კარგად შეხედო;

თავის დაკვრით და გაღიმებით;

მაჯის გაშვერით;

სხვა.

 

აბა რას იტყვით, როდის როგორ?

:wtf:

 

განიერი

Share on other sites

  • ფორუმელი

მაინც კლასიკა იმაში მდგომარეობს როდესაც გვერდი გვერდ იბანთ ხელებს და რამე ეგზიტენციალურ თემაზე წაისაუბრებთ 8,5 წამის განმავლობაში :boli: 

მთავარი ხელოვნება ცხოვრების მიღებაშია

Share on other sites

  • ფორუმელი
2 საათის წინ, სამურაი said:

მაინც კლასიკა იმაში მდგომარეობს როდესაც გვერდი გვერდ იბანთ ხელებს და რამე ეგზიტენციალურ თემაზე წაისაუბრებთ 8,5 წამის განმავლობაში :boli: 

small talk არაა მანდ საჭირო

კეთილგანწყობილი ღიმილი და თავის დაკვრაც საკმარისია

ხელის ჩამორთმევა და ცოლ-შვილის მოკითხვა კიდევ

ახლა თუ მეგობრობთ სხვა თემაა

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
12 minutes წინ, Mulan said:

კეთილგანწყობილი ღიმილი და თავის დაკვრაც საკმარისია

:up:

მე მხოლოდ ღიმილით შემოვიფარგლებოდი ხოლმე, მერე ყოველთვის აქეთ მიწყებდნენ საუბარს ოღონდ :lolz:

კაბინაში რო ვიყავი ისეც მესაუბრებოდა ზოგიერთი :lool: 

Share on other sites

  • ფორუმელი

@Mulan ვინ გაგაბრაზა? აა ჰო მოიცა კაცების სინსილა გაწყდა მაგათი საოხრე კიდევ :boli:

მთავარი ხელოვნება ცხოვრების მიღებაშია

Share on other sites

  • ფორუმელი
11 minutes წინ, იასამნისფერი said:

მე მხოლოდ ღიმილით შემოვიფარგლებოდი ხოლმე, მერე ყოველთვის აქეთ მიწყებდნენ საუბარს ოღონდ :lolz:

 

წესით თუ ახლობელი არაა და არ მეგობრობთ ღიმილიც საკმარისია. წესები უხერხულობების თავიდან ასარიდებლადაა მოფიქრებული და ნაფიქრი და დატესტილია ანუ მუშაობს :givi: 

ქალები სხვა თემა ვართ კიდევ მარა მანდაც ღირს მგონი ფორმალობების დაცვა. 

5 minutes წინ, სამურაი said:

@Mulan ვინ გაგაბრაზა? აა ჰო მოიცა კაცების სინსილა გაწყდა მაგათი საოხრე კიდევ :boli:

ვაფშე არ ვარ გაბრაზებული, უჭყლოპინები და ბედნიერი ვარ შენ წარმოიდგინე 

ფფჰჰჰ

:boli: 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

რავი შედიხარ გკიდია

გამოდიხარ გკიდია არ უყურებ

 

წინ თუ გადაგიდგა ვინმე ეტყვი ეხლავე გამოვალ

 

 

 

 

 

Ironfoot

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share