Jump to content
×
×
  • Create New...

ფიქრი მწუხრის ჟამს N985921903


01000001
 Share

Recommended Posts

რატომ ცდილობს ადამიანი იყოს უკეთესი? (პოზიორობას და ეგეთ რაღაცეებს არ ვგულისხმობ. ნუ ტიპა სხვის თვალში კარგად გამოჩენას).

 

ზოგი მაგალითად ვარჯიშობს მიუხედავად იმისა რომ მიღწევებს კონკრეტულ სპორტში არ გეგმავს, ზოგი თვალსაწიერს იფართოვებს კითხვით ან პრაქტიკის კუთხით.

ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება როგორც არგუმენტი შეგიძლიათ გადახაზოთ, ვიფიქრე მაგაზე და არ ჯდება ბალანსი ძალიხმევასა და მიღწევებს შორის.

 

'პიროვნული ზრდა' 'პიროვნული ზრდისათვის' ??

ვჩომ სმისლ'

Share on other sites

ვფიქრობ უკეთესი, სწორი, განვითარება, უმჯობესია და ა.შ ტერმინები, ინდივიდუალური ხედვებია
არცერთი ჩამოთვლილი არსებობს შენი ტყავის გარეთ
ყველაფერზე შენვე იყალიბებ შეხედულებებს, გააზრებულად ან გაუაზრებლად
არსად წერია რა არის სწორი და არასწორი

ყველაფერი ბავშობიდან იწყება
როდესაც ოჯახში, სოციუმში, სამეგობროში, სკოლებში, უნივერსიტეტებში, სამსახურებში გვასწავლიან რა უნდა ვქნათ ან როგორ
და თავის მხრივ ვინც გვასწავლის მაგათანც ასწავლეს ასე გაუაზრებლად
ესაა პიროვნების/ეგოს და სოციუმის ურთიერთობა
როგორც სხეულს სჭირდება ვიღაც ვისთანაც ექნება სექსი, ასეა პიროვნება/ეგო
მასაც სჭირდება მასები რომ მატერიალიზდეს 

როგორც ფილტვის ბუნებრივი მდგომარეობაა რომ ისუნთქოს
ვფიქრობ ჰომო საპიენსის ბუნებრივი მდგომარეობაა რომ ეგოს ილუზია გაუჩნდეს

რადგან არ არსებობს ბუნებაში მსგავსი რამ, ვიმეორებ მხოლოდ გონებაში
ადამიანი იყალიბებს ხედვებს, ჭრის და კერავს როგორც აწყობს და მთელი ცხოვრება მის გონებაში ომია
რადგან მან რაღაცას კარგი და რაღაცას ცუდი დაარქვა

ამ უკიდეგანო კოსმოსის უკიდეგანოდ პატარა ნაწილაკი აუმხედრდა შემოქმედს
და გადაწყვიტა რომ ეს სწორია ეს არასწორი, ა.შ...

შენ იმაზე იფიქრე რა არის სიკვდილის ბოლოს
მე ვფიქრობ რომ ეს არის აღშფოთება... თურმე ამდენი ტყუილად გიწვალია
რადგან არაფერს არ აქვს ზრი, თავის მხრივ ეგ მეტად ბუნებრივია რომ არ ჰქონდეს
მაგრამ ძალიან ბევრს სჯერათ რომ ცხოვრებას აუცილებლად უნდა ჰქონდეს აზრი, უბრალოდ ვერ უპოვნია ჯერ

ჰიტლერსაც ეგრე ეგონა რომ ცხოვრების აზრი ნაციონალ-სოციალიზმი იყო და რაც ქნა კი ვიცით
ანუ უბრალოდ აზრის გამო, იმიტომ რომ მას სჯეროდა ამან უამრავი ცოცხალი შეიწირა და დატანჯა

ანალოგიურად ყველა დიქტატორი თუ მოძალადე

ჰოდა რავიცი
ჩემთვის მარტოობა მეტად ბუნებრივია, რადგან ვხედავ არაა რამის აუცილებლობა ცხოვრებაში

Share on other sites

@NAVARA ისე აქ მსგავსი თემების გახსნას არ აქვს აზრი, მარტო ჟელიბონები აინტერესებს აქაურ საზოგადოებას :boli: 

Share on other sites

@marguerite  შენს გარშემო არ ბრუნავს დედამიწა :kiss:

ok ბარემ აქ ხარ. უპასუხე. ოღონდ დაფიქრდი ჯერ. ზედაპირზე არ დევს.

11 minutes წინ, სამურაი said:

როდესაც ოჯახში, სოციუმში, სამეგობროში, სკოლებში, უნივერსიტეტებში, სამსახურებში გვასწავლიან რა უნდა ვქნათ ან როგორ

ანუ თვლი რომ ძირითადი იმპულსი ამ თვითგანვითარების სოციუმიდან მოდის.

ტრენდის შემთხვევაში გასაგებია სიტყვაზე ბიბლიოთეკაწაკითხული ბევრი თუ იქნება ამით რაღაც კონკრეტულ მიზანს მიაღწევს საზოგადოება (როგორც მთლიანობა). მარა როცა ეს თვითრეალიზაციის მიმართულება ბევრია და ყველა თავისას უბერავს რანდომით რა ხეირი სოციუმს. just რაღაცით რო დაკავდნენ წევრები? ი ვსიო?

Share on other sites

3 minutes წინ, NAVARA said:

ანუ თვლი რომ ძირითადი იმპულსი ამ თვითგანვითარების სოციუმიდან მოდის.

რა არის თვითგანვითარება და ზოგადად განვითარება? 

თუ შენ კარიერულ წინსვლას გულისხმობ, ვინც მართლა პროფესიონალია რამის, მას უყვარს ის საქმე და მაგიტომ
სხვა მხრივ ხშირია როცა იქ აბარებენ რაც კონკრეტულ მომენტშია მოდური და არა რაც რეალურად მათია
აი თუ გახსოვს 7-10 წლის წინ სულ ტურიზმი რომ იყო მოდაში და ყველა ტურიზმზე აბარებდა ძველი ბიჭი - დედიკოს ბიჭიანა
მერე ბიზნესი შემოვიდა და რამდენი ვიცი რომ კარგად არ ქონდა გადაწყვეტილი და ბიზნესის ადმინისტრირებას მიჰყო ხელი
თან ისეთები ალგებრასთან რომ ვერ მეგობრობენ კარგად

ამას რომ გავცდეთ და ყოველდღიურ ყოფითზე გადავიდეთ
რატომაა რომ ხალხი ერთმანეთს ძალიან ჰგავს გემოვნების კუთხით?
აი როგორ ვთქვა, ძალიან ჰომოგენური ჯგუფებია სოციუმში
მარტივად მიხვდები ვინ ვისი მეგობარია

ეგ კიდევ ცალკე საკითხია როგორ ქმნის ტიკტოკი ან ინსტა მოდას და ზოგადად ცხოვრებისეულ შეხედულებებს

Share on other sites

  • ფორუმელი

@სამურაი

17 minutes წინ, სამურაი said:

მარტო ჟელიბონები აინტერესებს აქაურ საზოგადოებას

არ გიფიქრია, რომ ისედაც ბევრი პრობლემა და სანერვიულო გვაქვს ამ ,,ჟელიბონით დაინტერესებულ" საზოგადოებას და აქ განტვირთვას ვცდილობთ

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share