Jump to content
×
×
  • Create New...

მე არ ვარ ალფა


სამურაი
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
22 minutes წინ, Damnoc said:

ეგ ჩამოთვლილი ტიპები, დომინანტური პოზიციის დაკავება რომ უნდათ, არიან დომინანტების ყველაზე დაბალი კასტა, დომინანტ-ჰედონისტები, შემდეგ 15 წუთზე ორიენტირებულები, და ამიტომ ვერ აღწევენ გრძელ ვადაში სასურველ პოზიციებს.

იმჰო არ არის სწორი მაგ ტიპების აღება "ალფა"-ს ავატარად.

სწორედ მაგიტოც სიტუაცია ქმნის ლიდერებს, გარემო და სიტუაცია. თუ პიროვნებაში არის პოტენციური ენერგია ამის, მოვა მოქმედებაში შედეგიც... 

Edited by Mulan

 

 

Share on other sites

15 minutes წინ, Mulan said:

სწორედ მაგიტოც სიტუაცია ქმნის ლიდერებს

და რამოდენიმე წარსულში მყოფი ლიდერი თუ მოხვდება ერთ სიტუაციაში მაშინ როგორაა?
ყველა ჰომ ვერ იქნება ლიდერი? იქაც ერთი უნდა იყოს და ის სხვა ლიდერები რომლებიც ალფები იყვნენ ბეტები გამოდიან

ამიტომ ვიმეორებ და კიდევ ბევრჯერ ვიტყვი რომ ადამიანი სიტუაციის გამოძახილია
დღესაც იბადებიან ჰიტლერები და სტალინები მაგრამ არაფერიც არ ხდება განსაკუთრებული

სადღაც ალფა ხარ სადღაც ბეტა
სადღაც არავინ, სადღაც ყველა გიცნობს და გადიდებს 

მე ის ხალხი მეცოდება ყოველთვის რაღაცეებ რომ ეპოტინებიან
იი მე ალფა ვარ ძმაოო :boli: 

Share on other sites

  • ფორუმელი
58 minutes წინ, Damnoc said:

ეგ ჩამოთვლილი ტიპები, დომინანტური პოზიციის დაკავება რომ უნდათ, არიან დომინანტების ყველაზე დაბალი კასტა, დომინანტ-ჰედონისტები, შემდეგ 15 წუთზე ორიენტირებულები, და ამიტომ ვერ აღწევენ გრძელ ვადაში სასურველ პოზიციებს.

თქვენივე სიტყვებით - როგორია დომინანტების საშუალო და მაღალი კასტა,

შეგიძლიათ დაახასიათოთ?

Life is serious.

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
4 საათის წინ, Micawber said:

ერთის მხრივ ლექსიკონის მიხედვით,

alpha male - the most successful and powerful male in any group და a strong and successful man who likes to be in charge of others

მეორეს მხრივ, გხვდება სტატიები How to Be a Respectable Alpha Male ან The Myth of the Alpha Male და ა.შ.

სენიორ,

დასავლური მოთხოვნილება დაშალონ ყველა "ტერმინი" მარტივ მამრავლებად ხშირად (მათივე აღიარებით) იწვევს არასწორ და ნეგატიურად მოულოდნელ შედეგებს. + ამდაგვარად დაშლილი განმარტება განსხვავდება სოციალური/ეკონომიკური/კულტურული მახასიათებლების დონეზე და ზუსტად ამიტომ ვერ იქნება უნივერსალურად გამოყენებადი.

ამიტომ (მათ შორის), დასავლურ მიდგომები არ იყენებენ ამ ტერმინს არაფერში და პირიქით ე.წ. ფერსონალითი თრეითების დადგენით და ანალიზით ხელმძღვანელობენ. დასავლეთში ვერსად ვერ შეხვდებით ამ ნიშნით ადამიანის დადგენა/ანალიზს და შემდგომ გამოყენებას. და ვერ შეხვდებით იმიტომ რომ ფიზიკურად შეუძლებელია მისი "ჩაშლა" ისე როგორც ესაა მანდ მიღებული.

 ერთადერთი ძალიან ზოგადი მახასიათებელი პოტენციური ალფა-სი - the strongest desire to do anything to win (in) everything (does not matter the cost). ეს არის თანდაყოლილი და ასეა ბავშვობაშიც და ასაკშიც, ანუ არ იცვლება. სხვა დანარჩენი უკვე შეძენადია, შესაბამისად მეორეხარისხოვანი და უამრავ სხვა ფაქტორზეა დამოკიდებული.

და რადგან ეს ასეა, პოტენციურმა ალფამ ყველაფერი უნდა მოიგოს, სახლშიც, სამსახურშიც, სოციალურ წრეშიც, სპორტშიც და კოსმოსშიც :დ თუ ვინმე interferes მას კარგი დღე არ ელის, რადგანაც ის ეწინააღმდეგება მის core ხასიათს, შესაბამისად შეუთავსებელია 100%-ით. ეს კონკრეტული საკითხი განაპირობებს იმას რომ ოჯახში ალფა ან მარტოა, ან თოჯინა/ები ჰყავს ან დიამეტრალურად განსხვავებული მეორე ნახევარი (ეს უკანასკნელი ძალიან საინტერესო საკითხია ცალკე აღებული). 

 

Edited by Seth
Share on other sites

  • ფორუმელი

@Mulan დომინანტი დამჩმორებელს ხო არ ნიშნავს. ჭკვიანი ქალი რო გყავს გვერდით, პირიქით, გესიამოვნება კიდეც მასთან ერთად რაღაცის განხილვა და სტრატეგიის დასახვა, მაგრამ არ ნიშნავს რო ერთ-ერთი დომინანტი არაა. სხვაგვარად არ არსებობს, უბრალოდ ზოგ წყვილში მეტადაა გამოკვეთილი, ზოგში ნაკლებად. 

ისეთ წყვილებში, სადაც ვითომ არცერთია დომინანტი, სინამდვილეში ქალს მიჰყავს პალაჟენია ))

Angels lie to keep control.

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
1 საათის წინ, Seth said:

სენიორ,

დასავლური მოთხოვნილება დაშალონ ყველა "ტერმინი" მარტივ მამრავლებად ხშირად (მათივე აღიარებით) იწვევს არასწორ და ნეგატიურად მოულოდნელ შედეგებს. + ამდაგვარად დაშლილი განმარტება განსხვავდება სოციალური/ეკონომიკური/კულტურული მახასიათებლების დონეზე და ზუსტად ამიტომ ვერ იქნება უნივერსალურად გამოყენებადი.

ჩემთვის პროფესიული ჩვევაა სენიორ )) და დიახ, გააჩნია საკითხს, ზოგჯერ არ მუშაობს.

თუმცა განსახილველ შემთხვევაში იმის თქმა მინდოდა, რომ ალფობა ბიოლოგიურია, რაც თქვენს პოსტშიც იკითხება -

1 საათის წინ, Seth said:

ერთადერთი ძალიან ზოგადი მახასიათებელი პოტენციური ალფა-სი - the strongest desire to do anything to win (in) everything (does not matter the cost). ეს არის თანდაყოლილი და ასეა ბავშვობაშიც და ასაკშიც, ანუ არ იცვლება. სხვა დანარჩენი უკვე შეძენადია, შესაბამისად მეორეხარისხოვანი და უამრავ სხვა ფაქტორზეა დამოკიდებული.

და რომ ალფობის უმთავრესი მარკერი არ შეიძლება იყოს სოციალური სტატუსი. მე კიდევ პირველივე დასერჩვისას

შემხვდა მთელი რიგი სტატიები, როგორ უნდა გახდე ალფა :დ

და კრიტერიუმებში მართალია, იყო მითითება ლიდერობაზე და გარშემომყოფების მიზიდულობის უნარზე,

თუმცა უფრო ბევრი სოციუალურ სტატუსზე.

ეს ძალიან გაქვს იმას, თუ ,,როგორ უნდა შევაბათ ქალები“ და ა.შ. :დ 

შესაბამისად, ალფობის გავრცელებული გაგება ხელვნური ტერმინი მგონია.

 

1 საათის წინ, Seth said:

და რადგან ეს ასეა, პოტენციურმა ალფამ ყველაფერი უნდა მოიგოს, სახლშიც, სამსახურშიც, სოციალურ წრეშიც, სპორტშიც და კოსმოსშიც :დ თუ ვინმე interferes მას კარგი დღე არ ელის, რადგანაც ის ეწინააღმდეგება მის core ხასიათს, შესაბამისად შეუთავსებელია 100%-ით. ეს კონკრეტული საკითხი განაპირობებს იმას რომ ოჯახში ალფა ან მარტოა, ან თოჯინა/ები ჰყავს ან დიამეტრალურად განსხვავებული მეორე ნახევარი (ეს უკანასკნელი ძალიან საინტერესო საკითხია ცალკე აღებული). 

და გულწრფელად რომ დადგეს და დაფიქრდეს ასეთი ალფა ტიპი, ხომ მიხვდება, რომ მისი ყველა „გამარჯვება“ პირობითია

და არა აბსოლუტური, შესაბამისად, და თუ არ არის აბსულუტური, მაშინ როგორღა ,,კაიფობს“ თავისი გამარჯვებებით,

თავის თავს ატყუებს? ანუ სისულელეა ყველაგან მოგებისკენ სწრაფვა, იმ სფეროებში, სადაც მუღამი გაქვს და

ნიჭიც კი ბატონო, აქ შეიძლება დიდი შედეგებიც დადო, მაგრამ ყველგან? ჯერ შეუძლებელია და მერე - თავის მოტყუება სენიორ ))

იმჰო რა თქმა უნდა

 

 

Edited by Micawber

Life is serious.

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, Micawber said:

ჩემთვის პროფესიული ჩვევაა სენიორ )) და დიახ, გააჩნია საკითხს, ზოგჯერ არ მუშაობს.

დიახ, გაააჩნია საკითხს. ამას ვამბობ მეც. იურისპრუდენციაში, ინჟინერინგში, ფინანსებში ეს საუკეთესო მიდგომაა, მაგრამ სოციაილურ, "ამორფულ" თემებში ვერ.

2 minutes წინ, Micawber said:

რომ ალფობა ბიოლოგიურია, რაც თქვენს პოსტშიც იკითხება

ნაწილობრივაა ასე იმჰო, ჯერჯერობით ალფობის 1 თანდაყოლილი თვისება "აღმოაჩინეს" , მეტი ასეთი ტიპის არ არსებობს.

3 minutes წინ, Micawber said:

შესაბამისად, ალფობის გავრცელებული გაგება ხელვნური ტერმინი მგონია.

იეპ

4 minutes წინ, Micawber said:

და გულწრფელად რომ დადგეს და დაფიქრდეს ასეთი ალფა ტიპი, ხომ მიხვდება, რომ მისი ყველა „გამარჯვება“ პირობითია

და არა აბსოლუტური, შესაბამისად, და თუ არ არის აბსულუტური, მაშინ როგორღა ,,კაიფობს“ თავისი გამარჯვებებით,

თავის თავს ატყუებს? ანუ სისულელეა ყველაგან მოგებისკენ სწრაფვა, იმ სფეროებში, სადაც მუღამი გაქვს და

ნიჭიც კი ბატონო, აქ შეიძლება დიდი შედეგებიც დადო, მაგრამ ყველგან? ჯერ შეუძლებელია და მერე - თავის მოტყუება

გააჩნია როგორ უყურებთ საკითხს სენიორ. თქვენი პოზიცია აბსოლუტურად გასაგებია ჩემთვის და ვინც მაგ პოზიციიდან უყურებს იმისთვის ასეცაა. მაგრამ არსებობს სხვა, ვალიდური პოზიციებიც.

მაგალითად, პირადად ვიცნობ ადამიანს რომელმაც მიაღწია კარიერულად იმას, რაც ჯერ არავის მიუღწევია ახალი ფორმაციის გურჯისტანიდან, ყოველი ახალი წარმატებისას სელებრეიშენის დროსაც კი აღარ იტოვებს :) პირდაპირ იწყება მუშაობა შემდეგი ეტაპისთვის. ბედნიერია ამით და ყველაზე დიდი კაიფი მისთვის ესაა ცხოვრებაში. 1 კვირაზე მეტი არ აქვს აღებული შვებულება რაც მე ვიცი :დ

ასე რომ იმჰო, რაც თანდაყოლილია იმას ვერაფერს უზამ, ვერ შეცვლი. ალფობაც მაგაზეა დამოკიდებული. და ბედნიერებაც ალბათ იმაში მდგომარეობს რომ ეს დააიდენტიფიცირო და ეცადო მაქსიმალურად მიყვე. 

Share on other sites

  • ფორუმელი

 

24 minutes წინ, Seth said:

გააჩნია როგორ უყურებთ საკითხს სენიორ. თქვენი პოზიცია აბსოლუტურად გასაგებია ჩემთვის და ვინც მაგ პოზიციიდან უყურებს იმისთვის ასეცაა. მაგრამ არსებობს სხვა, ვალიდური პოზიციებიც.

მაგალითად, პირადად ვიცნობ ადამიანს რომელმაც მიაღწია კარიერულად იმას, რაც ჯერ არავის მიუღწევია ახალი ფორმაციის გურჯისტანიდან, ყოველი ახალი წარმატებისას სელებრეიშენის დროსაც კი აღარ იტოვებს :) პირდაპირ იწყება მუშაობა შემდეგი ეტაპისთვის. ბედნიერია ამით და ყველაზე დიდი კაიფი მისთვის ესაა ცხოვრებაში. 1 კვირაზე მეტი არ აქვს აღებული შვებულება რაც მე ვიცი :დ

რაც უფრო ვფიქრობ ამ თემაზე სენიორ, ისე გამოდის, რომ პრაქტიკულად ყველა ადამიანი, ვისაც რაღაცის

მიღწევის სურვილი და მუღამი აქვს, და რაშიც რეალიზაციას ცდილობს და კონკურენტებზე იმარჯვებს

შეიძლება შესაბამისი სფეროს ალფად ჩაითვალოს :boli:

ეს სხვა თემაა - იმისი არ იყის, იგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უდევს დიდი ზღვარი :დ

 

 

 

Life is serious.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   96 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 95 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(11)
    • Googlebot(8)
    • YandexBot(1)