Jump to content
×
×
  • Create New...

მე არ ვარ ალფა


სამურაი
 Share

Recommended Posts

@Mulan სხვა რამეს ვამბობ, პირიქით ძალიანაც ბედნიერად არის ახლა ის ვისზეც ვთქვი, უბრალოდ მარტივი ბიოლოგიაა, შენ ის აღარ ხარ რაც აქამდე იყავი სანამ იქორწინებდი 

Share on other sites

  • ფორუმელი

@სამურაი უი რას ამბობ

სოციალურ სტატუსს იცვლი გარემო და სიტუაცია გეცვლება პასუხისმგებლობებიც და დროც სხვაგავრად ნაწილდება

რანაირად უნდა იყო იგივე ვერ ამიხსნი?

თუ ჭინკები აღარ გყავს თვალებში და სევდიანი მზერა გაგიხდა მაშინ გასაგებია რაც გჭირს მაგრამ ის რომ ოჯახის შექმნა ბევრ რამეს ცვლის ადამიანის ცხოვრებაში სხვგავრად რატო უნდა იყოს??

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

ვინაა დომინანტი და ვინ არა, ჩამოვწეროთ ყველამ

 

:გულახდილისაუბრები:

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

@Mulan კარგავ საკუთარ მეს, საკუთარ სამყაროს, ისე აღარ იცინი როგორც ადრე, ნებისმიერ შემთხვევაში ან ერთი ქაჩავს მეორეს სათავისოდ ან პირიქით, არავითარი შეთანხმება არ არსებობს, ჯუნგლებია ყველგან და ყოველთვის, თუნდ მაგ "ადამიანურ" ურთიერთობებში, და კი თუ გადაქაჩვაა ყოველთვის ჩემსკენ გადავქაჩავ, იმიტომ რომ ბანჯვლები მე ამომდის ტანზე, ცხვირში და არა მას :boli:

მე ვტ*ნავ და არა ის 

ამაზე მეტი მტკიცებულება არაა საჭირო

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

გადავხედე ამ ალფობის საკითხს ნეტში -

ერთის მხრივ ლექსიკონის მიხედვით,

alpha male - the most successful and powerful male in any group და a strong and successful man who likes to be in charge of others

მეორეს მხრივ, გხვდება სტატიები How to Be a Respectable Alpha Male ან The Myth of the Alpha Male და ა.შ.

ე.ი. ალფობას ორი მხარე აქვს - ბიოლოგიური და სოციალური.

აქ შეგვიძლია კითხვაც დავსვათ - რამდენად ხშირად იმკვიდრებს ბიულოგიური ალფა თავს სოციალურ ვერხუშკაში?

ეხლა ჩემი გამოცდილებიდან და მეხსიერებიდან რომ ამოვიდე - ტიპები რომლებიც ყველგან და ყოველთვის

ცდილობდნენ დომინირებას, არც ერთი არ არის დღეს ალფა სოციალური გაგებით. უკეთეს შემთხვევაში

დისტრიბუტორები გახდნენ, უარეს შემთხვევაში გაბომჟდნენ. ნუ გამონაკლისები კრიმინალური ავტორიტეტები გახდენენ

(აქაც არ მახსენდებიან განსაკუთრებით წარმატებულები).

ჩვენს რეალობაში ბიოლოგიური და სოციალური ალფობა ერთ ადამიანში იშვიათად ემთხვევა, იმჰო

ასევე ასეთ ტიპს უამრავი სხვა სქილი დაჭირდება, რომ იალფოს გურჯისტანში,

მათ შორის, სქილი, რომ როცა საჭიროა უარი თქვას თავის ალფობაზე :დ

 

ეხლა ეს ალფობა, როგორ და რანაირად ხურდავდება საწინააღმდეგო სქესთან,

კიდევ ცალკე საკითხია :დ და ინდივიდუალური, იმჰო

 

ჩემი აზრი ალფებზე ნეგატიურია, ყოველთვის კონფლიქტში ვიყავი ბიოლოგიურ ალფებთან.

სოციალური ალფებიც არ მევასებიან, დაცილებულები არიან „ნაღდობას“

არც მიწისა ვარ არც ცისა, აკაკის არ იყოს :gigi::boli:

Edited by Micawber

Life is serious.

Share on other sites

@Micawber ეგრეა კი, არასდროს უნდა იყვრო რომ ალფა ხარ ან რამე ხარ, რაც ხარ ის ხარ და მთელი შენი ცხოვრება კი ამის გამოხატულებაა, ნებისმიერ სიტუაციაში და ნებისმიერ ვინმესთან მიმართებაში. როგორ კარგადაც არ უნდა ჟღერდეს ეგ იდეა რომ რამე იყო, იდეაა და მორჩა, ის ხარ რაც ხარ და ამას ვერსად გაექცევი. საქმეც იმაშია რომ არცაა საჭირო გაექცე შენს ყოფას, მიიღე საკუთარი თავი და მერე დაგესახება სამოქმედო გეგმები თავისით :boli: 

Share on other sites

  • ფორუმელი
33 minutes წინ, Micawber said:

ტიპები რომლებიც ყველგან და ყოველთვის ცდილობდნენ დომინირებას, არც ერთი არ არის დღეს ალფა სოციალური გაგებით.

უკეთეს შემთხვევაში დისტრიბუტორები გახდნენ, უარეს შემთხვევაში გაბომჟდნენ.

ოოოოო, ფაქტები კი სწორია მაგრამ პათოსს ვერ ვეთანხმები.

მაგალითად, ძველი ბერძენი ფილოსოფოსების საკმაოდ დიდი ნაწილი თანხმდება იმაზე რომ სიამოვნებაა ცხოვრებაში მთავარი, მაგრამ მაშინ როცა ჰედონისტები ამას უდგებიან იმ კუთხიდან რომ "შემდეგ 15 წუთში როგორ მივიღო მაქსიმალური სიამოვნება", ეპიკურეანელები ამბობენ "სიამოვნება ძალიან ხშირად მოითხოვს ექვივალენტ ან შეიძლება უფრო მეტ მსხვერპლს, დისკომფორტს და ტკივილს. ამიტომ რეალურად სიამოვნების მაქსიმიზაციისთვის სწორია რომ ეცადო გინდოდეს რაც შეიძლება ცოტა".

იგივე შეგვიძლია გადმოვთარგმნოთ დომინაციიც განზომილებაში.

ეგ ჩამოთვლილი ტიპები, დომინანტური პოზიციის დაკავება რომ უნდათ, არიან დომინანტების ყველაზე დაბალი კასტა, დომინანტ-ჰედონისტები, შემდეგ 15 წუთზე ორიენტირებულები, და ამიტომ ვერ აღწევენ გრძელ ვადაში სასურველ პოზიციებს.

იმჰო არ არის სწორი მაგ ტიპების აღება "ალფა"-ს ავატარად.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   121 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 120 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(11)
    • Googlebot(10)