Jump to content
×
×
  • Create New...

ყავა და სხვა


Recommended Posts

  • ფორუმელი

დღეს მქონდა კამათი მელომანებთან რომლებიც არ აღიარებენ ლაზერის საშუალებით დამზადებულ ვინილის ფირფიტებს, ავუხსენი მასტერ ფირფიტაზე ბგერა უნდა ამოიკაწროს და როგორ ამოკაწრავ რა მნიშვნელობა აქვს თქო და მაინც დებილი თვალებით იყურებოდნენ. არაააო აიო სხვა რამეს ვგრძნობთო მაგნიტურად ჩაწერილი ფირფიტებიდან მუსიკასო, მეთქი ეგ სუბიექტური განცდებია და გეჩვენებათ. ფიზიკურად ერთნაირი სიგრძის ბგერებია ამოკაწრული იქაც და აქაც ჰო და მითებში ცხოვრობთ ჰო და აპპპპპაააა

მგონი ცოტა ავად ვარ ასეთი გაფანატებული რომ არ მაქვს, მტერივით მიყურებენ ხოლმე კოლექციონერები.

ვაფშე ეს ყველაფრის მგროვებელი ხალხი მაგარი საშიში ხალხია. 

 

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
28 minutes წინ, Seth said:

@Mulan აბა, გაამართლა ბერძნულმა კუნძულებმა იმედები?

არ წავსულვარ კუნძულებზე სენიორ, ისედაც სიცხიანი დავბრუნდი :lool:

მხოლოდ ათენში და შემოგარენში ვიბოდიალე. დავბრუნდი მშიერი და სიცხიანი. ფულიც კი ვერ დავხარჯე. რანაირი ქვეყანაა :givi:

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

@Seth ძნ მაგარი სიტყვა ვისწავლე ბერძნულად- წლის სიტყვად უნდა ვაქციოო!

 

:lool:

თვითმფრინავშივე, დაფრენისას უკვე ჰაერიდანვე შევნიშნე რომ  ნუში ყვაოდა ულამაზესი იყო და ტაქსიში  ვეუბნები მძღოლს ვაიმეე ათენში უკვე ნუში ყვავის თქო და მიუხედავად იმისა რომ ინგლისურად მესაუბრებოდა ეს კაცი ვერ გაიგო   ალმონდ რა არის, სანამ ჩავრთე ინტერნეტი დამტანჯა მობინექსმა ჰო და ვაჩვენე, ფოტოს რომ დახედა ოჰჰ, ამიგდალაა? :lool:

 

ნუშისებრ კომპლექსს ტვინში ამიგდალა  ტყუილად არ ქვია თურმე მარა სად მოვტნივე ეგ ალმონდით რომ გავუბურღე ტვინი :givi: 

მერე იმის ახსნა რომ ნუშისებრი კომპლექსია ტვინში რომელსაც ამიგდალა ქვია არ დამიწყია აზრი არ ქონდა ვერ მიხვდა რა გამიხარდა :lool: 

ეს ერთადერთი კაი ამბავი იყო და ნუ კიდევ ვინილების მაღაზია, ის რაც თბილისში გვაკლია. :user:

და კიდევ: მოგზაურობა არის უდიდესი ღლეობა. ეს არის თვალისთვის წყლის დალევინება. ვერაფერს ნორმალურად ვერ ათვალიერებ, ამიტომ ტყუილია რომ შემეცნების პროცესია მოგზაურობა. 

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
17 minutes წინ, Mulan said:

არ წავსულვარ კუნძულებზე

არაუშავს. შემდეგისთვის.

8 minutes წინ, Mulan said:

და კიდევ: მოგზაურობა არის უდიდესი ღლეობა. ეს არის თვალისთვის წყლის დალევინება. ვერაფერს ნორმალურად ვერ ათვალიერებ, ამიტომ ტყუილია რომ შემეცნების პროცესია მოგზაურობა.

აჰ, ამაში ვერ დაგეთანხმებით სენიორიტა. 

მოგზაურობას რას სჯობს, ოღონდ როგორც ყველაფერში ამაშიც ფრეფარეიშნს აქვს დიდი როლი.

10 minutes წინ, Mulan said:

ამიგდალაა

მართლა? :დ საინტერესოა :დ

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, Seth said:

არაუშავს. შემდეგისთვის.

კი. სექტემბრის ბოლოს სავარაუდოდ. ნაკელბი ხალხი როცა იქნება მარა ჯერ კიდევ სეზონი.

 

1 minute წინ, Seth said:

მოგზაურობას რას სჯობს, ოღონდ როგორც ყველაფერში ამაშიც ფრეფარეიშნს აქვს დიდი როლი.

კარგით რა სენიორ, რა მომზადება, აკროპოლისს ვინ დაცლიდა ჩემ გამო? ან აგორას ან მუზეუმებს? დადიან ჯგუფებად ბეცებივით, ფოტოებისთვის დადის ხალხი. მაღიზიანებს მოკლედ. 

ერთადერთი ადგილობრივებთან კომუნიკაცია მომწონს. მეტი არაფერი. იმაზე მეტი რაც ვიცოდი საბერძნეთზე არაფერი ჩამომიტანია უკან. მაღალპოლიგრაფიული ალბომები და ციფრული ფოტოებიც საკმარისია. 

აი ამ ხორბლის თავთავებზე დამბურძგლა მეტი ყველაფერი ბევრად ახლოს და უკეთეს განათებაზე და ხარისხში მქონდა ნანახი.  რავიცი რა დავასკვნა სხვა. თავის მოტყუებაა უბრალოდ.Screenshot_20250216_144520_Gallery.thumb.jpg.7d6b87c45fd2205ce58dde02d14a1a1d.jpg

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
11 minutes წინ, Seth said:

მართლა? :დ საინტერესოა :დ

კი და ისე საყვარლად მითხრა, ამიგდალა, ახლაც ჩამესმის ყურში. მკვდარი სიტყვა არაა, როგორც ჩანს და რაღაცნაირად გაანათა ამ კაცის ამიგდალამ ყველაფერი :love:

 

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   182 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 182 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Googlebot(2)
    • Chrome(26)