Jump to content
×
×
  • Create New...

ყავა და სხვა


Recommended Posts

  • ფორუმელი

 

1 minute წინ, kvipriane said:

ქრისტეს შექმნილია ადამიანი და როგორ თუ რა კავშირშია ?

კონცეფციაზე მოგახსენებთ სენიორ ადამი როგორც ჭურჭელი და შემდეგ მისი დაცემის მერე ამ ჭურჭლის მრავალ ნაწილად მსხვრევა )

თუ "ადამიანზე" როგორც კრებით სახელზე საუბრობთ გასაგებია)

თუ კრებითი ნიშნის გარდა აზრს დებთ რომ მე, თქვენ, ის  ერთნი ვართ, ზემოთ აღნიშნულ კონცეფციას გამოხატავს არა? 

ამ კონცეფციას ქრისტიანობასტან კავშირი არ აქვს რამდენადაც მახსოვსთქო ამას ვამბობ სენიორ 

Share on other sites

  • ფორუმელი
20 minutes წინ, Beqa said:

მარა აქ საინტერესოა რა წილით არის ინდივიდის ცხოვრების ხარისხის განმაპირობებელი მისივე სენტიმენტი) 

გააჩნია ინდივიდს გააჩნია სენტიმენტს.

ალბათ.

 

Share on other sites

  • ფორუმელი
8 საათის წინ, kvipriane said:

საფუძველი არ უნდა იცვლებოდეს; დანარჩენი ცვლადია

იეპ.

8 საათის წინ, Mulan said:

ისედაც ყველაფერი ამაოა სამყაროში და  ამის გარეშე თუ მემკვიდრეობის დაკიდება ნორმალური ამბავია კიდევ უფრო დებილობა გამოდის. 

ამაო რატომაა? 

გაქვთ კონკრეტული ვადა და მეტ/ნაკლებად თანაბარი ადამიანური საწყისები სხვა ჰომოსაპიენსებთან.

ითს იქსაითინგ, არა? 

რაც გინდათ გააკეთეთ, ფული გნებავთ კიბატონო, ძალაუფლება გნებავთ აგერ ბატონო, პროფესორობა გნებავთ აგერ, სულზე ზრუნავთ აგეთ მობრძანდით :დ

მემკვიდრეობაზე ვამბობ ამ კუთხით - ეს არის ჰომო საპიენსის მიერ მოგონილი სოციალური ქონსთრაქტი სხვა ჰომო საპიენსებზე კონკრერული ქცევის მოდელის თავზე მოსახვევად, კონტროლის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

რატომ?

ა) არსად სამყაროში ასეთ ქონსთრაქთს ვერ შეხვდებით. არც ცხოველებში და არც ფრინველებში.

ბ) რატომ უნდა გადარდებდეთ რომ მოკვდებით თქვენს 1 მლრდს რა მოუვა? :spy: რა, გაიგებთ სად წავიდა თუ რა? :დ

გ) კონცეპტი - მემკვდრეობის უზრუნველყოფა გხდით არარაციონალურს, რადგან საქმე ეხება შვილებს/შვილიშვილებს.  შესაბამისად 10-დან 9 შემთხვევაში განწირული ხართ. და სწორედ ამ მახინჯი ქონსთრაქთის გამო თქვენს 1 მლრდს ან საქმეს წაიღებენ სისტემის ჭანჭიკები.

 

პ.ს. ვუყურე რამდენიმე სერიას პატივცემულებო და როგორც ჩანს ყიდიან ხომ რანჩოს? ეგრეც ვფიქრობდი, ან მეორე ვარიანტი მქონდა რომ რიპს დაუტოვებდა თვითონ.

8 საათის წინ, Mulan said:

ანუ შვილებმა რომ ჯონ დატონის ქონება გაყიდეს ასე მსუბუქად და მარტივად თქვენ ამაში ვერაფერი დრამატული ვერ დაინახეთ?

ვერა. და მეტიც, თვითონ ჯონ დატონის ბრალია რომ გაყიდეს. 

Share on other sites

  • ფორუმელი
4 საათის წინ, Seth said:

ვუყურე რამდენიმე სერიას პატივცემულებო და როგორც ჩანს ყიდიან ხომ რანჩოს? ეგრეც ვფიქრობდი, ან მეორე ვარიანტი მქონდა რომ რიპს დაუტოვებდა თვითონ.

გოგო და ის ინდიელის ქმარი ბიჭი რომ ყავს ეგენი ყიდიან ; ოღონდ კარგი მომენტია ეგ მუსიე სეტ ; როგორ ; ვისზე და რა ფასად გაყიდიან :)

არ გეტყვით ; თქვენ თვითონ ნახეთ ;)

4 საათის წინ, Seth said:

გ) კონცეპტი - მემკვდრეობის უზრუნველყოფა გხდით არარაციონალურს, რადგან საქმე ეხება შვილებს/შვილიშვილებს.  შესაბამისად 10-დან 9 შემთხვევაში განწირული ხართ. და სწორედ ამ მახინჯი ქონსთრაქთის გამო თქვენს 1 მლრდს ან საქმეს წაიღებენ სისტემის ჭანჭიკები.

ხშირად მიფიქრია მუსიე სეტ; რატომ არის ასე 10-დან 9 შემთხვევაში მემკვიდრეებს რატომ ვერ ზრდიან ძლიერი წინამორბედნი ...

ვფიქრობ ; ძლიერი წინამორბედების სიძლიერე მის უკან (ან მის გვერდით) მდგომ ძლიერ და რაც მთავარია ჭკვიან ჯგუფს ემყარება ; ეს ერთობლივი სხეულია; ეს ჯგუფი ყველა მოწინაარმდეგე ჯგუფთან შედარებით ჭკვიანიცაა და განათლებულიც და გარკვეულ მოვლენებზე სხვაზე ადრე რეაგირებს - ამიტომ  იციან ზუსტად ვინ დაიყენოს ფრონტმენად; 

ფრონტმენის სიკვდილის შემდეგ მისი შთამომავალი; ხშირ შემთხვევებში უკვე უცხო სხეულია ამ ჯგუფისა. 

ეფექტურობას კარგავს ჯგუფი 

რა უნდა ქნას წინამორბედმა რომ თავისმა შთამომავალმა სრულად შეცვალოს იგი ? - სწავლა; განათლება ; საქმეში ჩახედვა და ა.შ. 

მაგრამ ერთიცაა : - "მხოლოდ წურთნა რას უშველის ; თუ განგებამ არ უშველა-ო"  :)

მოწინააღმდეგე ჯგუფებშიც ხომ არის თაობათა ცვლა ?! - ასე რომ ბურთი ხან იქეთაა; ხან აქეთ - ესაა ცხოვრება 

ასეა; ბურთი საითაცაა იქეთ ინაცვლებს რესურსი ... 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
6 minutes წინ, kvipriane said:

ფიქრობ ; ძლიერი წინამორბედების სიძლიერე მის უკან (ან მის გვერდით) მდგომ ძლიერ და რაც მთავარია ჭკვიან ჯგუფს ემყარება ; ეს ერთობლივი სხეულია; ეს ჯგუფი ყველა მოწინაარმდეგე ჯგუფთან შედარებით ჭკვიანიცაა და განათლებულიც და გარკვეულ მოვლენებზე სხვაზე ადრე რეაგირებს - ამიტომ  იციან ზუსტად ვინ დაიყენოს ფრონტმენად; 

ფრონტმენის სიკვდილის შემდეგ მისი შთამომავალი; ხშირ შემთხვევებში უკვე უცხო სხეულია ამ ჯგუფისა. 

ეფექტურობას კარგავს ჯგუფი 

+ "შიმშილი" და ინტერესი სენიორ.

მაგ. "ჯონ დიტონის" შვილი ეგეთი ტიპის "მშიერი" ვერ იქნება (ნუ გამონაკლისები არსებობს მაგრამ ძალიან ცოტა). შვილიშვილი კიდევ შეიძლება, მაგრამ შვილი იშვიათად.

Share on other sites

  • ფორუმელი
14 საათის წინ, Seth said:

რაც გინდათ გააკეთეთ, ფული გნებავთ კიბატონო, ძალაუფლება გნებავთ აგერ ბატონო, პროფესორობა გნებავთ აგერ, სულზე ზრუნავთ აგეთ მობრძანდით :დ

მემკვიდრეობაზე ვამბობ ამ კუთხით - ეს არის ჰომო საპიენსის მიერ მოგონილი სოციალური ქონსთრაქტი სხვა ჰომო საპიენსებზე კონკრერული ქცევის მოდელის თავზე მოსახვევად, კონტროლის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

რატომ?

ა) არსად სამყაროში ასეთ ქონსთრაქთს ვერ შეხვდებით. არც ცხოველებში და არც ფრინველებში.

ბ) რატომ უნდა გადარდებდეთ რომ მოკვდებით თქვენს 1 მლრდს რა მოუვა? :spy: რა, გაიგებთ სად წავიდა თუ რა? :დ

გ) კონცეპტი - მემკვდრეობის უზრუნველყოფა გხდით არარაციონალურს, რადგან საქმე ეხება შვილებს/შვილიშვილებს.  შესაბამისად 10-დან 9 შემთხვევაში განწირული ხართ. და სწორედ ამ მახინჯი ქონსთრაქთის გამო თქვენს 1 მლრდს ან საქმეს წაიღებენ სისტემის ჭანჭიკები.

 

ვერ დაგეთანხმებით სენორ. სენორატში მითუმეტეს.

რამეთუ მემკვიდრეობითობა რეალური (და არა ფიქტიური) ძალაუფლების კონსტანტაა.

 

რეალურ ძალაუფლებაში შესვლა შეუძლებელია ერთი თაობის განმავლობაში, ამას ჭირდება სამი , ხუთი თაობა.

აქედან გამომდინარე რეალურ ძალაუფლებას ფლობს მხოლოდ ის ხალხი ვინც სათანადო მემკვიდრეს ზრდის და აქტივებს აბარებს თაობების განმავლობაში.

 

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

@Seth ადამიანს ქცევის დაგეგმვა შეუძლია და ასევე აქვს თვითცნობიერება ანუ ჩვეულებრივი რიგითი ცხოველი არაა ზოოსამყაროდან. 

მემკვიდრეობა და ოჯახი ხო ერთმანრთზეა მიბმული? ოჯახი როდის მერე არაა მთავარი სოციალური უჯრედი? 

ეგ თავისუფლება მემკვიდრეობისგან და რასაც მინდა იმას ვიზამ  მამაჩემის ქონებაზე უბრალოდ ეგოცენტრიკული გაპრავებაა თავისუფლების. ასე მგონია მე ამ ეტაპზე. 

მე მომწონს ჩენი სენტიმენტები და რაც მაჩუქეს ოჯახში ყველაფერს რუდუნებით ვუვლი. დედა როცა გავხდები შვილებსაც ეგრე გავზრდი. ეგ არ ნიშნავს ქონების და ნივთების მონა გახდე, ნამდვილად არ ნიშნავს ამას. მარა ბიზნესიდეების და წვეტიანი იდეების გამო მამაპაპისეულ სახლს მე პირადად არ გავყიდდი, სხვა გამოსავალს ვიპოვიდი. სხვა გამოსავლები ყოველთვის არსებობს კიდევ. უნდა მოჩიჩქნო უბრალოდ ადამიანმა.

 

 

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
2 საათის წინ, Houston said:

 

ვერ დაგეთანხმებით სენორ. სენორატში მითუმეტეს.

რამეთუ მემკვიდრეობითობა რეალური (და არა ფიქტიური) ძალაუფლების კონსტანტაა.

 

რეალურ ძალაუფლებაში შესვლა შეუძლებელია ერთი თაობის განმავლობაში, ამას ჭირდება სამი , ხუთი თაობა.

აქედან გამომდინარე რეალურ ძალაუფლებას ფლობს მხოლოდ ის ხალხი ვინც სათანადო მემკვიდრეს ზრდის და აქტივებს აბარებს თაობების განმავლობაში.

 

 

 

 

ძალაუფლების, მით უმეტეს რეალური გადაცემა სხვა საკითხია.

აქ მემკვიდრწობაზე როგორც სოციალურ ქონსთრაქთზეა საუბარი.

ძალიან მეეჭვება, საქასრიელი ჯემალა ან სიღნაღელი გივია რეალურ ძალაუფლებას ფლობდეს სენიორ, აი მემკვიდრებითობა კი მასახ ეხება.

1 საათის წინ, Mulan said:

@Seth ადამიანს ქცევის დაგეგმვა შეუძლია და ასევე აქვს თვითცნობიერება ანუ ჩვეულებრივი რიგითი ცხოველი არაა ზოოსამყაროდან. 

მემკვიდრეობა და ოჯახი ხო ერთმანრთზეა მიბმული? ოჯახი როდის მერე არაა მთავარი სოციალური უჯრედი? 

ეგ თავისუფლება მემკვიდრეობისგან და რასაც მინდა იმას ვიზამ  მამაჩემის ქონებაზე უბრალოდ ეგოცენტრიკული გაპრავებაა თავისუფლების. ასე მგონია მე ამ ეტაპზე. 

მე მომწონს ჩენი სენტიმენტები და რაც მაჩუქეს ოჯახში ყველაფერს რუდუნებით ვუვლი. დედა როცა გავხდები შვილებსაც ეგრე გავზრდი. ეგ არ ნიშნავს ქონების და ნივთების მონა გახდე, ნამდვილად არ ნიშნავს ამას. მარა ბიზნესიდეების და წვეტიანი იდეების გამო მამაპაპისეულ სახლს მე პირადად არ გავყიდდი, სხვა გამოსავალს ვიპოვიდი. სხვა გამოსავლები ყოველთვის არსებობს კიდევ. უნდა მოჩიჩქნო უბრალოდ ადამიანმა.

 

 

 

ვერ გამიგეთ რას ვამბობ. წნეხი და კონტროკი ხორციელდება არა მემკვიდრეობის მიმღებზე, არამედ გამცემზე.

Edited by Seth
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share