Jump to content
×
×
  • Create New...

რა საშინელებაა


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

ბევრ სხვა უცნაურობასთან ერთად ისიც მჭირს რომ საკუთარ ტვინში მიმდინარე პროცესებს ასეთუისე შემიძლია "გვერდიდან" ვუყურო. საკმაოდ ღრმა პროცესებსაც ზოგჯერ, ისეთებს რომელიც ზედაპირზე არ ამოვიდოდა.

ხოდა ამ დილით რაღაცაზე მეფიქრებოდა, ახლობელმა რაღაც გააკეთა რაც კარგად არ მომხვდა გულზე, ხოდა ამ დროს პროცესს შევასწარი თვალი, თითქმის შემთხვევით.

მოლუსკი მარგალიტებს რატომ აკეთებს იცით? როცა მის რბილობში შიგნით რაღაც უცხო სხეული მოხვდება, კენჭი, ან რაღაცის ნატეხი, დ.ა.შ. ამ რაღაცამ რომ არ დააზიანოს, იწყებს მის შეფუთვას სპეციალურ ნივთიერებაში, და ეს სპეციალური ნივთიერებაა რაც ჩვენ ასე მოგვწონს. იდეაში მოლუსკისთვის ის არის თვით-გამომუშავებბული ნაგვის პარკი.

ხოდა მოკლედ რასაც შევესწარი, ტვინიც ზუსტად იგივე რაღაცას აკეთებდა. ოღონდ ერთი რაღაც არ აქვს უნივერსალური რაშიც ყველაფერს შეახვევს.

ანუ მაგიდაზე უდევს რაღაც რასაც ცუდი სუნი უდის, და ფიქრობს ეს როგორ შეფუთოს. მოიტანს და ეცდება მოარგოს ერთი გარსი, მაგალითად "ალბათ ვერ ხვდება თორე არ იზამდა". მაგრამ არის მერე მეორე ტიპიც, რომელიც აფასებს რამდენად კარგად მოერგო გარსი ამ პრობლემას თუ არა, მერე რომ არ გაჟონოს.

ვთქვათ თქვა რომ არა, ეს არ ერგება. მერე მოიტანს სხვას, მაგალითად "მის ადგილას შეიძლება მეც ეგრე მოვქცეულიყავი", არა, არც ეგ ერგება, დ.ა.შ.

ანუ ფუნდამენტურ დონეზე, ტვინში მოხვდა რაღაც უცხო და შემაწუხებელი სხეული, და მისი მიზანია რომ როგორმე გაანეიტრალოს.

საშინელება ხდება როცა ადამიანს ის მეორე ტიპი, შემფასებელი არ ყავს, ან +5 სათვალე რომ ჭირდება ისეთი ყავს, ან პოხუისტი, დ.ა.შ.

მაგ დროს რაღაც შემაწუხებელი შემოვა და პირველივე *ლე გარსს მიაფუჩეჩებს ზედ, მაგალითად "*ლეა", ან "ბოროტი ადამიანია". და არაფერი არ შეეწინააღმდეგება რომ, "შეჩემისა როგორ არის *ლე ეგ როცა შენს გვერდში დგას ამდენი ხანია და მისგან უსამართლო არაფერი გახსოვს".

Share on other sites

  • ფორუმელი

@Damnoc ძუძუმწოვრებში სხვაგვარადაა

უცხო სხეულს აღებინებენ ძუძუმწოვრები. ფეხმძიმობაც კი მეტწილად ღებინებით იწყება, ორგანიზმი ვერ ეგუება ახალ ცოცხალ ორგანიზმს საკუთარ სხეულში რაღაც დროის მერე ხდება ადაპტირება მასთან და ზრუნვა მასზე. თუ ადაპტირების პროცესი წავიდა მერე ვსო, გააჩნია რა უცხო სხეულია და ვისში...ანუ რას და ვისში აქვს მნიშვნელობა...

სარტრის ღებინება/Nausea -შიც ექსისტენციალურ დონეზეა ამ თემაზე საუბარი...

საინტერესო თემაა ძალიან ძალიან

 

ჩემი აზრით კიდევ, არის რაღაცები ალბათ რაც ჯობია დაიტოვო და არ არწყიო (სპეციალურად არ ვიყენებ სხვა სიტყვას). რასაც ვერ თუ არ უვლი სამკაულად გამოიყენო. რატომაც არა. 

რეალურად კულტურას რომელსაც მოვიხმართ მეტ-ნაკლებად ისიც იწვევს ჩვენში გულისრევას, რა არა? 

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, Mulan said:

უცხო სხეულს აღებინებენ ძუძუმწოვრები.

ინფორმაციას ვერ აღებინებ. რაც შევა, უკან აღარ გამოდის.

შესაბამისად სხვა მექანიზმი უნდა მიესადაგოს.

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
1 საათის წინ, Damnoc said:

ინფორმაციას ვერ აღებინებ. რაც შევა, უკან აღარ გამოდის.

შესაბამისად სხვა მექანიზმი უნდა მიესადაგოს.

ფსიქიკის დონეზე თუ ინფო ცნობიერებისთვის მიუღებელი და შოკისმომგვრელია არსებობს დავიწყების მექანიზმი რომელიც ყლაპავს ამ ინფოს და ვსო თითქოს არც ყოფილა მისი კოდირება არ ხდება მნემურ სისტემაში. ეს ტრავმულ მოვლენებს და ინფოს რაც შეეხება, სხვა მხრივ არანეიტრალური ემოციური შინაარსის ინფოს ღებინება მის წინააღმდეგ ქცევაა უბრალოდ. ყლაპავ ინფოს და მერე ქცევაში გამოხატავ გულისრევას, პოზიციაში გამოხატავ გულისრევას. მეტი რაღა გსურს? რას ითხოვ? ადამიანის ქცევა ყველაზე სრულყოფიი გაცნობიერებული ქცევაა,  სტიმულს+განწყობა+რეაქცია =ქცევას რომელ ძუძუმწოვარს აქვს იგივე ქცევის მოდელი?

Edited by Mulan

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share