Jump to content
×
×
  • Create New...

ფუტკრები


 Share

Recommended Posts

ფუტკრების ყველა სკას თავისი ლიდერი ჰყავს ->  დედოფალი.

დედოფალი კონკრეტულია ერთადერთი და განუმეორებელი, მისი ფერონომების სუნთქვით ზუზუნებს მთელი სკა, მუშები , მეომრები, ყველამ თავისი ადგილი იცის

დედოფალი როგორც სახელიდან ჩანს მდედრია ისევე როგორც ყველა მუშა ფუტკარი, მაგრამ რანაირად ხდება რომ გენეტიკურად აბსოლუტურად ერთნაირი მდედრი ფუტკრებიდან ერთი დედოფალი ხდება ხოლო დანარჩენები მუშაობენ?

საინტერესოა.

ერთი ფუტკარი იღებს ცხოვრების ყველა სიამოვნებას, არაფერს აკეთებს მხოლოდ სექსაობს და კვერცხებს დებს ხოლო ყველა სხვა დანარჩენი დღე და ღამე შრომობს.

 

მიზეზი რის გამოც ერთი დედოფალი ხდება, ხოლო დანარჩენებიდან ვერცერთი არის -> კვება და აღზრდა 

 

დედოფალი ფუტკარი იდეალური ელიტაა, არცერთ გრამ თაფლს  არ ქმნის და ჭამს ყველაზე ბევრს და აბსოლუტურად შეუცვლელი ინდივიდია

 

მაგრამ ხანდახან ხდება რომ დედოფალი იბრიდება, ეს როცა სკას მტერი შემოესევა, ან ჩიტი გადაყლაპავს, ან სკაში დიდი ბუნტი ხდება და თავად ფუტკრები კლავენ ...

 

დედოფლის სიკვდილისთანავე ფუტკრების კონსტიტუციით ახალი დედოფლის აღზრდა იწყება, მუშა ფუტკრები არჩევენ შესაფერიის ლარვებს შორის ყველაზე შესაფერისს და მასთან მუშაობს იწყებენ ...

 

და რაც ძალია საინტერესოა, დედოფლის კანდიდატი უნდა იყოს ყველაზე მცირე ასაკის ლარვებიდან, რადგან

ზრდასრული ასაკის ლარვებიდან როგორც არ უნდა ზარდო აჭამო და წიგნები უკითხო დედოფალი ვეღარ იზრდება.

 

ხო საინტერესოა?

 

კიდევ უფრო საინტერესო ისაა რომ თურმე

ეს დაწუნებული ზრდასრული ლარვები შეთქმულებას აწყობენ ...

Share on other sites

Posted (შესწორებული)

დაწუნებული მოზრდილი ლარვები ხოცავენ ტახტის მემკვიდრეობის კანდიდატებს, შემდეგ ემსგავსებიან ბიოლოგიურად დედოფალს ინვითარებენ რა მის მსგავს ფსევდოორგანოებს და მოითხოვონ რომ აჭამონ როგორც დედოფალს

 

ეს კიდევ არაფერი, მთავარი ისაა რომ ესეთი ფსევდოდედოფალი ნორმალურ თაობას ვერ იძლევა, მხოლოდ მამრ ფუტკრებს აჩენს და არცერთ მუშა ფუტქკარს.

მამრი ფუტკრები კი მხოლოდ ჭამენ.

 

შედეგად ფუტკრების ძველ მხიარულ სკაში ჩნდება რამდენიმე ფსევდოდედოფალი და რამდენიც არიან იმდენივეს აჭმევენ

ამათ ემატება მათივე დაჩეკილი უსაქმური მამრი ფუტკრები რომელთა რაოდენობა იზრდება

 

ხოლო მუშა ფუტკრების რაოდენობა მცირდება უწყვეტი დაუნტრენდით ...

Edited by Eric
Share on other sites

დატვირთვა მუშა ფუტკრებზე იზრდება მის ბიოლოგიურ მონაცემებთან შედარებით, ერთის მაგივრად რამდენიმე დედოფალს აჭმევს და + ამ დედოფლების დაჩეკილ უსაქმურ ფუტკრებს აჭმევს, ადრე ბერდება ადრე კვდება

+ არ იზრდებიან ახალი მუშა ფუტკრები რადგან ფსევდოდედოფალი მუშა ფუტკარს ვერ ბადებს

ხოლო შიგნით დედოფლები და უსაქმური ფუტრკები სულ უფრო და უფრო მეტ საჭმელს მოითხოვებ და თუ შემთხვევით ნამდვილი დედოფალი გამოჩნდა ერთაინდებიან და კლავენ

დროთა განმავლობაში სკა პატარავდება პატარავდება და ერთ დღეს

ბრახ და ლორის ოლქი დაიკარგა, რატო დაიკარგა? იმიტო რო ინგლისმა საფრანგეთს საფრანგეთმა ინგლისსს ...

-ა ხო გასაგებია

ბრახ და საინგილო დაიკარგა

-რატო?

იმიტო რო საფრანგეთმა ინგლიისს და ინგლისმა საფრანგეთსს და მოსკოვმა ..

- ა ხო, გასაგებია

ბრაც და ცხინვალი დაიკარგა და ბრახ და აფხაზეთი დაიკარგა

-რატო რატო?

-იმიტო რო გერმანია რო გამოდიოდა საფრანგეტი შედიოდა და მოსკოვი და ინგლისმა ...

-გავიგე

-გაიგე? ვითამ?

Share on other sites

  • ფორუმელი

პოლიტიკასი გაგიხსნიათ თემა

მეთქი მე უკვე ფუტკრებზე გავხსენი თემა თვეების ან წლის წინაც :lol:

კარგი მეფუტკრე ხვდება ფსევდოდედოფლებს და ერთს და ნამდვილს ტოვებს დანარჩენებს ასუხარებს... პრაქტიკაში ასეა...

 

 

Share on other sites

25 minutes წინ, Mulan said:

კარგი მეფუტკრე ხვდება ფსევდოდედოფლებს და ერთს და ნამდვილს ტოვებს დანარჩენებს ასუხარებს... პრაქტიკაში ასეა...

აჰამ )

 

ასეთ გამოთაყვანებულ სკაში ნამდვილი დედოფალიც რომ ჩასვა ფსევდოდედოფლები კლავენ.

ამიტომ ჯერ ფსევდოდედოფლებს ხოცავენ, ასუფთავებენ და შემდეგ სვავენ ნამდვილს.

Share on other sites

1 საათის წინ, Eric said:

დაწუნებული მოზრდილი ლარვები ხოცავენ ტახტის მემკვიდრეობის კანდიდატებს,

:no:

ტახტის მემკვიდრეობის კანდიდატები ხოცავენ ერთმანეთს და რჩება ერთი.

57 minutes წინ, Eric said:

შემდეგ ემსგავსებიან ბიოლოგიურად დედოფალს

თავისივე სკაში გამოყვანილ დედოფალს არ კლავენ - უდედოდ დარჩენილი სკის შემთხვევაში შეიძლება არ მიიღონ სხვაგან გამოყვანილი დედოფალი. როცა სკაში დიდხანს არ ხდება კვერცხდება, მუშა ფუტკარები იწყებენ "დედობას"  და ესენი არიან  ფსევდოდედები ანუ ცრუდედები.

 

PS

ყოფილი მეფუტკრე ვარ ... 

 

Share on other sites

Posted (შესწორებული)
7 minutes წინ, ASIA said:

ტახტის მემკვიდრეობის კანდიდატები ხოცავენ ერთმანეთს და რჩება ერთი.

სენიორა თქვენდამი პატივისცემის მიუხედავად რა მეთოდით არჩევდით ტახტის მემკვიდრეებს დაწუნებული ტახტის მემკვიდრეებისგან?

Edited by Eric
Share on other sites

ონლაინ, Eric said:

რა მეთოდით არჩევდით ტახტის მემკვიდრეებს დაწუნებული ტახტის

როცა სკას გაყოფ ან დედა დაძველდა და აცილებ, ამის შემდეგ ერთდღიან კვერცხზე ხდება სადედეების ჩამოშენება ანუ რამდენიმე სადედე ჩამოშენდება, სანამ დედა  გამოჭრის სადედეს, აკვირდები სადედეების განვითარებას  - ზომას, ფორმას და ორს ან სამს ტოვებ, ზოგჯერ შემზარებია და ყველაც დამიტოვებია,  ამის შემდეგ გამოჩეკილი დედოფლები იწყებენ "დედობას" და რომელიც უფრო ძლიერ გუნდს შემოიკრებს, ის რჩება სკაში, დანარჩენებს დახოცავენ.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share