Jump to content
×
×
  • Create New...

პროდუქტის გამოყვანა და გაშრობა/გახმობას გრძელვადიანი შენახვის მიზნით.


t-90
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

მაცივარის, როგორც პროდუქტის შენახვის სახის ჩანასახი მოიგონეს ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში როდესაც ანტიკურ სარდაფებში ალპებიდან ჩამოტანილ ყინულს ყრიდნენ და ისე ინახავდნენ მალფუჭებად პროდუქტს. საქართველოშიც არსებობდა მსგავსი ტრადიცია როცა მთიდან მყინვარების ყინულს ეზიდებოდნენ, ღონდ ესეც მხოლოდ და მხოლოდ სამრეწველომასშტაბებით ხდებოდა და მხოლოდ დიდ ქალაქებში (ტფილისი, გორი, თელავი და ა.შ.) იყო შესაძლებელი და მეფეების კარზე.

მეოცე საუკუნის 30იან წლებში ტალინის დავალებითა და ამერიკის მიწვევით ანასტას მიქოიანი (აი ის от Ильича до Ильича, без инфаркта и паралича) წავიდა და ჩამოიტანა სსრკშI არსებული პირველი საოჯახო მაცივარი რამდენიმე ეგზემპლარად, ხოლო 50იანი წლებიდან კი უკვე მეტნაკლებად შემოდის საქართველოშიც საოჯახო მაცივრები.

მეოცეს 50იან წლებამდე კიდე ჩვეულებრივი ხალხისთვის სამი გზა იყო მალფუჭებადი პროდუქტის გრძელვადიანი შენახვის: გამოყვანა(მარილში,  ბოლშI და ა.შ.), გაშრობა/გახმობა და დამწნილება. დამწნილებით ამწნილებდნენ ძირიტადად ბოსტნეულს და ეს ფენომენი უმეტესობა დიასახლისისთვის ცნობილია. ხოლო გაშრობა/გახმობა და გამოყვანა ძირითადად ეხება ყველს, ხორცს და თევზს. თუმცა გაშრობა/გახმობა იგივე დაჩირვა მშვენივრად ეხება უმეტეოსობა ხილსაც და ბოსტნეულსაც.

ამ თემაში შევეხოთ გამოყვანას და გაშრობას.

jerky-1-800x571.jpg

Edited by t-90
I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
19 საათის წინ, Mulan said:

ხორცს რანაირად ახმობდნენ? :wtf:

შენ ლუდს არ სვამ თორე ლუდის თევზი როგორც ხმება ისე ახმობენ ხორცსაც.

დაჭერი წვრილ ნაჭრებად, დაამარინადე/დაამარილ-პილპილე და შეკიდე მშრალ ადგილას  35-45 გრადუს ტემპერატურაზე.

აცალე 2-3 დღე და კამფეტ.

ოღონდ ხორცი მჭლე უნდა იყოს.

ვაკუუმის შესაფუთი თუ გაქვს შეგიძლია შეფუთო და დააგდო სადმე გრილ ადგილას. 25 წელიწადი მინიმუმ არაფერი მოუვა.

Edited by t-90
I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

9 minutes წინ, t-90 said:

აცალე 2-3 დღე და კამფეტ.

ორი სამი დღე ძალიან ცოტაა სენიორ.

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

 

5 minutes წინ, Eric said:

ორი სამი დღე ძალიან ცოტაა სენიორ.

სენიორ ნაჭრების სისქეს გააჩნია.

თუ თქვენ მთლიანი ბარკლის დაკიდვა განგიძრახავთ მაშინ ცხადია ცოტაა.

თუ წვრილ და მეტნაკლებად თხელ ნაჭრებად დაჭრით და პაწაწინა შამფურუკებზე (მე ბამბუკი მაქვს მაგრამ რკინებიცაა) ჩამოკიდებთ და შეკიდებთ მაშინ მეტი არ დაგჭირდებათ.

თუ ნაჭერის სისქე არის 1 სანტიმეტრი საშუალოდ მაშინ 3 დღეში წყლის მოლეკულა არ დარჩება.

ასეთია ამერიკული ჯერკის და სამხრეთაფრიკული ბილტონგის მომზადების მეთოდი.

Edited by t-90
I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

Posted (შესწორებული)
17 minutes წინ, t-90 said:

ასეთია ამერიკული ჯერკის და სამხრეთაფრიკული ბილტონგის მომზადების სტრატეგია.

ანგლოსაქსური წესებით არ დავინტერესებულვარ სენიორ.

მე უფრო აპენინურ სამზარეულოს ვეცნობი ხორცის დამუშავებაში.

 

შაშხი და აპოხტი რა განსხვავებაა?

 

ქართლში ერთხელ შევესწარი ბებოს ჰქონდა შენახული ხის კასრში , ღორი რომ იკვლება ნაჭრებად იჭრება და კასრში ჯერ ფენა მარილი მერე ხორცის ნაჭერი ფენა მარილი ნაჭერი და ბოლოს მარილიანი წყლით იფარება და სიმძიმე ედება ზევიდან და ბოლოს ხის თავსახური. მარა მეტი ვერაფერი გამოვკითხე მაშინ არ მაინტერესებდა და საშინლად გემრიელი კი იყო.

ამოიღო წყალი გადაავლო გარეცხა და შეწვა.

ხო რაღაც ფოთლები ეყარა კიდევ შიგნით.

Edited by Eric
Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, Eric said:

ანგლოსაქსური წესებით არ დავინტერესებულვარ სენიორ.

მე უფრო აპენინურ სამზარეულოს ვეცნობი ხორცის დამუშავებაში.

ერთი ჰოლანდიური წესებია სენიორ და მეორე ამერიკელი ინდიელების. :D

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

2 minutes წინ, t-90 said:

ერთი ჰოლანდიური წესებია სენიორ და მეორე ამერიკელი ინდიელების.

ნუ საზღვაო ფლოტის ტრადიციებია და ანგლოსაქსური ფლოტი ჰოლანდიური გახლდათ და სანამ ჰოლანდიური გახდებოდა იტალიური გახლდათ და სანამ იტალიური გახდებოდა ფინიკიელები დაცურავდნენ სენიორ ))

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share