Jump to content
×
×
  • Create New...

წყალტუბო


Rossi
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
1 საათის წინ, ნაკო said:

(მეორედ მოსვლა-"მკვდრები აღდგებიან" აქ კეთილშობილ სულთა მკვიდრი სხეულები მოიაზრება მხოლოდ :)

არა პატივცემულო - მეორედ მოსვლისას უკლებლივ ყველა გარდაცვლილნი აღსდგებიან და ეს ვინმესთვის რაიმე პრივილეგიას არ წარმოადგენს

მხოლოდ "კეთილშობილ სულთა" აღდგომას ეგრედ წოდებული "იეღოვას მოწმეები" ქადაგებენ და თუ სწორად მახსოვს ამ პერიოდს "არმაგედონის" სახელით მოიხსენიებენ :) სხვათაშორის ამ პროცესმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია; უნდა გენახათ რა ფორს-მაჟორი ქონდატ 1929 წელს :D

1 საათის წინ, ნაკო said:

და სხეული ხომ ისედაც იშლება, კრემაცია უბრალოდ ამ დაშლის დაჩქარებული პროცესია.

ნუ ფანატიზმსა და უცოდინარობაზე პასუხს ვერ გაგცემთ ; მაგრამ ზემოთ მოყვანილ ფრაზასთან დაკავშირებით ასეთ მაგალითს შემოგთავაზებთ :

- ერთ-ერთ პროფესორს კითხეს მოსწავლეებმა იგივე; - სხეული ხომ იშლება და როგორ აღადგენს მას უფალიო ? პროფესორმა უბრალო მაგალითს მიმართა : სუფთა ფურცელზე რკინის ფხვნილი აურია ქვიშაში შემდგომ ზემოდან გადაატარა მაგნიტი რომელმაც მხოლოდ რკინის ფხვნილი მიიზიდა და უპასუხა მოსწავლეებს : - მიახლოებით ასეო ;)

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, ნაკო said:

ან როგორ შეიძლება ღმერთმა ვერ შეძლოს აღდგენა მერე რა რომ ნაშთი არ არის, ან უბედური შემთხვევის დროს დამწვართა სულებმა რა ჰქმნან,

ჰმ ... წაიკითხეთ და კარგად დაუკვირდით თითოეულ სიტყვას მშვენიერო ლედი : (ეს არ არის მხოლოდ ლიტონი სიტყვები)

ნახეთ ვისზე ვსაუბრობთ ; ნახეთ როგორი მფარველი გვყავს - განა შესაძლებელია შემთხვევით რაიმე მოხდეს ? 

დაიწვა თუ დაიბუგა თუ დაიკარგა - განა არის მისთვის საერთოდ რაიმე შეუძლებელი ??? 

მაგრამ რატომ უნდა უნდოდეს ადამიანს დაწვას ის სხეული რომელშიც მან იცხოვრა ???

 

90- ფსალმუნი

1. რომელი დამკვიდრებულ არს შეწევნითა მაღლისაითა, საფარველსა ღმრთისა ზეცათაისა განისუენოს.
2. ჰრქუას უფალსა: ხელის აღმპყრობელი ჩემი ხარი შენ და შესავედრებელი ჩემი, ღმერთი ჩემი, და მე ვესავ მას.
3. რამეთუ მან გიხსნეს შენ საფრხისა მისგან მონადირეთაისა და სიტყვისა მისგან განსაკრთომელისა.
4. ბეჭთ-საშუალითა მისითა გფარვიდეს შენ, და საგრილსა ფრთეთა მისთასა ესვიდე; საჭურველად გარე-მოგადგეს შენ ჭეშმარიტებაი მისი.
5. არა გეშინოდის შიშისაგან ღამისა და ისრისაგან, რომელი ფრინავნ დღისი;
6. ღუაწლისაგან, რომელი ვალნ ბნელსა შინა, შემთხუევისაგან და ეშმაკისა შუა დღისა.

7. დაეცნენ მარცხენით შენსა ათასეულნი და ბევრეულნი - მარჯუენით შენსა, ხოლო შენ არა მიგეახლნენ.
8. ხოლო შენ თუალითა შენითა ჰხედვიდე და მისაგებელი ცოდვილთაი იხილო.
9. რამეთუ შენ, უფალი, ხარ სასოი ჩემდა და მაღალი გიყოფიეს შესავედრებელად შენდა.
10. არა შევიდეს შენდა ძვირი, და გუემაი არა მიეახლოს საყოფელთა შენთა.
11. რამეთუ ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთვის დაცუად შენდა ყოველთა შინა გზათა შენთა;
12. ხელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერხი შენი;
13. ასპიტსა და ვასილისკოსა ზედა ხვიდოდი და დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი.
14. რამეთუ მე მესვიდა, და ვიხსნა იგი და დავიფარო იგი, რამეთუ იცნა სახელი ჩემი.

15. ხმა-ჰყოს ჩემდამო, და მე ვისმინო მისი და მის თანა ვიყო ჭირსა შინა; ვიხსნა იგი და ვადიდო იგი.
16. დღეგრძელობითა განვაძღო იგი და უჩუენო მას მაცხოვარებაი ჩემი.

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

6 minutes წინ, kvipriane said:

90- ფსალმუნი

may I ask..

ეს ყველაფერი პირდაპირ უნდა გავიგოთ თუ გადატანითი მნიშვნელობით?

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, marguerite said:

სულ მაინტერესებდა, თქვენს ნიკზე და ფოტოზე ;(

კონკრეტულად რა გაინტერესებდათ ლედი ?

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, CHAOS said:

ეს ყველაფერი პირდაპირ უნდა გავიგოთ თუ გადატანითი მნიშვნელობით?

როდესაც ქვემოტ მოყვანილი პირობა სრულდება მერე პირდაპირი აღსრულება ხდება ;)

14. რამეთუ მე მესვიდა, და ვიხსნა იგი და დავიფარო იგი, რამეთუ იცნა სახელი ჩემი.

 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share

  • Who's Online   36 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 36 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(16)
    • YandexBot(2)