Jump to content
×
×
  • Create New...

რანაირები ვართ

Mulan
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

ერთხელ ამათთვის უნდა დავთვრე

აფთიაქში:
ვკითხულობ   ორლარნახევრიან წამალს. 
ფარმაცევტი:  ეგ არ გვაქვს, მაგრამ მაგის შემცვლელი გვაქვს, ტაჯიკური ფირმის, ძაან კარგია და127 ლარი ღირს. გნებააავთ?

მაღაზიაში:
- სამი ლარის ორცხობილა ამიწონეთ.
- 19 ლარისაა და იყოს?

ბანკში:
- ბარათის გაუქმება და ანგარიშის დახურვა მინდა.
- კარგით, დაგვჭირდება თქვენი პირადობა, პასპორტი, დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა, ნასამართლეობის ცნობა, სკოლის ატესტატი, ბანკეტის ფოტოალბომი,  უნივერსიტეტის ორი დიპლომი, ინგლისურის ცოდნის დამადასტურებელი B2 დონის სერტიფიკატი, ოჯახის ყველა წევრის, ორი მეზობლისა და რამდენიმე სისხლით ნათესავის თანხმობა, სამსახურის უშუალო უფროსისა და მთელი დეპარტამენტის წერილობითი დასტური, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რეკომენდაცია თქვენი პირველი დამსაქმებლისგან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბეჭედი და შარლ მიშელის ხელმოწერა.

მარშუტკაში: 
- ზოოპარკთან გაივლით?
- ნახალოვკაში გავივლი და იქიდან გადაირბენ, რა.

ყიდვა-გაყიდვის ჯგუფებში:
- წითელი კაბა დამიდეთ, მუხლამდე სიგრძის.
- შავი ელასტიკი/ლურჯი მაისური/ კოპლებიანი ჩანთა/ყვითელი შორტი/ეივონის პროდუქცია/სტამბულის თეთრეული/მაისის თაფლი/ვარკეთილში ოთახნახევრიანი მაქვს და დაგიდეეეფ <3

ქალების ჯგუფებში:
- გოგოებო, ჩემი ქმარი მამწარებს. ყოველ დღე  მაგინებს, მღალატობს, ზოგჯერ ღამე ქუჩაში მაგდებს, თან არ მუშაობს, სვამს, ხელფასს მართმევს და თამაშობს, სულ ბირჟაზე დგას და ბავშვი რაც დაიბადა, მას მერე ხელში არ აუყვანია. რას მირჩევთ, როგორ მოვიქცე? ოღონდ დაშორება არ მირჩიოთ, ძალიან გვიყვარს ერთმანეთი და სხვა მხრივ იდეალური ურთიერთობა გვაქვს!

სამედიცინო ჯგუფებში:
- გოგოებო, 17 წელია მტკივა კუჭი, ისე, რომ საჭმელი არ მიჭამია ბოლო 7-8 წელი იქნება. ახლა ღვიძლიც ჩაითრია და თირკმელსაც გადასცემს ტკივილს. სუნთქვაც მიჭირს, ვერც ხელებს ვამოძრავებ ხეირიანად და მარცხენა თვალიდანაც ვეღარ ვიყურები. ექიმთან წადიო, არ მითხრათ, რაიმე შინაურული მასწავლეთ, რა დავლიო?

თინეიჯერების ჯგუფებში:
- აუუუუ, შეყვარებული ვნახე 4 თვის წინ. კაფეში ნაყინი ვჭამეთ და ხელი-ხელ ჩაკიდებულები გამოვედით. დამშვიდობებისას ლოყაზეც მაკოცა და ორსულად ხომ არ ვიქნებიიიი, გთხოოოვთ, დამამშვიდეეეეეეეთ🥹

ცხოველების მოყვარულთა ჯგუფებში:
- ჩემმა უსაყვარლესმა ცუგამ ორი მეზობელი შეჭამა, სამს კიდურები მოაგლიჯა და თორმეტიოდე აპარატზეა შეერთებული. ეტყობა აურა აქვთ ბინძური და იგრძნო ძაღლმა, რას გამოაპარებ. კიდე აქეთ მემდურებიან, ზოგი რა ბოროტიააააა🙄

სასოწარკვეთილების ჯგუფში:
- ასოცდამეთოთხმეტედ გამოვიძახე საშაურმე „რითვერგასკდაშენიმუცელიდან“ შაურმა და ისევ აკლია წიწაკა. აი, პროსტა, რა გახდააააა??? მეორედ აღარ შევცდები!

რემონტის ჯგუფში:
- 15 კვადრატულ ფართში როგორ გადავანაწილო ოთახები ისე, რომ კაი მოზრდილი მისაღები გამომივიდეს, სამზარეულო ცალკე (ოთახში რო საჭმლის სუნი დგება, არშემილია), სამი საძინებელი, აბაზანა და საკუჭნაოსთვისაც დამრჩეს ადგილი???

კულინარიულ ჯგუფებში:
- ვინც კარტოფილს ხახვის გარეშე წვავთ, პირში გემო არ გაგაჩნიათ საერთოდ!
- შემწვარ კარტოფილში ხახვს რა უნდა, რეგვენო!

ველური ბუნების ჯგუფში:
- ეს რა გველია? სამზარეულოში შემომიძვრა და შხამიანია?
-უსაყვარლესი პითონია. არაფერს დაგიშავებს, იმედია რძე დაალევინე, მუცელზე დაფხანე, დუდუკზე დაუკარი და მისთვის ბუნებრივ გარემო პირობებში გაუშვი, ისე, რომ არ დაგისტრესავს!

ბიუთი ჯგუფებში:
- თქვენი შილაკები ჩაყარეეეეთ <3

ჯანსაღი კვების ჯგუფებში:
- 18 გრამ ავოკადოს რამდენი კალორია აქვს? 23 გრამ სტაფილოზე ბევრად მეტი ექნება?

მოგზაურების ჯგუფში:
-სტამბულის აეროპორტის ვაიფაის პაროლი რა არიიიის?❤️

აბიტურიენტების ჯგუფში:
- ჩაწყობილია ყველაფერი!

ავეჯის ჯგუფებში:
- ოჯახიდან იყიდება გასაშლელი მდივანი.

ორსულების ჯგუფში:
- 30 კვირის ორსულები დამენახეეეეეთ ❤️

დედების ჯგუფში:
- დედიკოებო,  აბა ამ პამპერსის ფოტოს შეხედეთ, კაი ფერზე გავიდა?💩

გურმანების ჯგუფში:
- ხარჩოს რეცეპტი დამიდეეეეთ.
- ფუ, მაგას რა გაჭმევს.

სერიალების ჯგუფში:
- რას ერჩით ჩცდ-ს სოსოს, ვერ გავიგე, ტყუის რამეში???

გლდანის ჯგუფში:
- @კოტე ზარნაძე მტრედებმა ისევ ჩემს სარეცხს დაასკინტლეს, იქნებ ამ პრობლემასაც მიხედოთ!

სამეგობროს ჯგუფში:
- რა ვქნა, შევხვდე თუ სამუდამოდ დავიკიდო???

:lol:

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Mulan said:

:Dsheni shemoqmedebaa? 

Mere asklipa ristvis gvyavs mag jgufshi?  didi shaurmaa gashla chirdebao dauwers egreve :D

Share on other sites

  • ფორუმელი
29 minutes წინ, Rossi said:

ალაგ-ალაგ წავიკითხე

2 საათის წინ, Mulan said:

რანაირები ვართ

მართლაც

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი
8 საათის წინ, Tzeentch said:

:Dsheni shemoqmedebaa? 

10 საათის წინ, Mulan said:

nwu

ვიღაც გოგოს ქონდა დაწერილი ვიხალისე და დავაკოპირე :fofo:

Share on other sites

  • ფორუმელი
56 minutes წინ, ნაკო said:

რანაირები ვართ. თემა რატომ დახურეთ :დ

საჩატაო თემისთვის ზედმეტად სერიოზულად საუბრობდით :damnoc:

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share