Jump to content
×
×
  • Create New...

კითხე სენიორ სეტს!


Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
1 საათის წინ, Mulan said:

ჰო და ტყუის ხო? 

ან იმას ტყუის რომ გაყო ან იმას რომ ვალდებულებები შეასრულა ხო? ან ორივეს? 

ამას სენიორა ვერავინ ვერ გეტყვით. ვერც მე.

ზოგადად შემიძლია გითხრათ ასეთი რამ. გურჯისტანში ბიზნესის (განსაკუთრებით მეტნაკლებად სერიოზული გურჯული მასშტაბებით)   ყველა წესის და კანონის დაცვით კეთება არის შეუძლებელთან ძალიან ახლოს. ბევრი მიზეზის გამო. 

ეს კიდევ უფრო რთულდება როდესაც საქმე ბიუჯეტის ფულს ეხება. 

შესაბამისად ეგ ტიპი დიდი ალბათობით ბოლომდე მართალი ვერ იქნებოდა. ისევე როგორც გიჟის გაწეწილი ბიზ(მ)ესმენების ძალიან დიდი ნაწილი. 

მაგალითი: სადღაც 2010-ში თუ სწორად მახსოვს ჰარი პოტერმა ისეთი განკარგულება გამოაცემინა ეკონ. სამინისტროს რომ ფიზიკურად შეუძლებელი იყო არსებულიყო რომელინე კომპანია (ბიუჯეტთან შეხებაში მყოფი) რომ სუფთად გამომძვრალიყო.

პ.ს. მეორეს მხრივ, ყველა მათგანმა ძალიან კარგად იცოდა რაზეც მიდიოდა და ხშირად იმიტომაც მიდოოდნენ რომ ნაწილს ბიუჯეტში რიცხავდნენ და ნაწილს ჯიბეში იტოვებდნენ რამდენიმეწლიანი ციხის სანაცვლოდ.

Edited by Seth
Share on other sites

  • ფორუმელი

@Seth ეს "ტრადიცია" ახლაც გრძელდება ანუ? 

ფჰ

არ ვიცი, რაც მოყვა თითქოს დამაჯერებლად მარა მეორედ დავაზუსტებინე დეტალები და უკვე სხვაგვარად რომ მოყვა მეთქი მგონი რაღაცას არ ამბობს. 

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

@Mulan ძმაკაცის მამამ მოიგო ტენდერი 600Kზე ქუთაისის სახლების სახურავის გადაუხრვაზე.

ხოდა გადახურა, მაგრამ კაპიკი არ გადაუხადეს და კინაღამ დაიჭირეს.

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი
2 საათის წინ, Mulan said:

ეს "ტრადიცია" ახლაც გრძელდება ანუ? 

არა, ამჯერად ყველაფერი მარტივადაა. ბანძებმა ძველი, ნაცნობი და საყვარელი კორუფცია დააბრუნეს :)

2 საათის წინ, Mulan said:

უკვე სხვაგვარად რომ მოყვა

:დ

Share on other sites

  • ფორუმელი
38 minutes წინ, Seth said:

არა, ამჯერად ყველაფერი მარტივადაა. ბანძებმა ძველი, ნაცნობი და საყვარელი კორუფცია დააბრუნეს :)

ის რაც მიშას დროს ხდებოდა კორუფცია არ იყო? 

რა მექანიზმით კეთდებოდა ეს წმინდა გაყოფის "რიტუალი" ?

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

@Seth და კიდევ, იდეაში ღორია ეს ტიპი როგორც ჩანს თორემ ვინმე რო დააინტერესოს ქოცებიდან თავისუფლად შეუძლია მოიგოს ეს პროცესი და თან იმ  მთავრობას შეტენონ. 

ნუ თუ არა და მართლა აქვს მიქარული მარა არც ეგაა განაჩენი როგორც ჩანს...

Edited by Mulan

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
2 საათის წინ, Mulan said:

ის რაც მიშას დროს ხდებოდა კორუფცია არ იყო? 

განზოგადებულად თუ ავიღებთ ამ ტერმინის მნიშვნელობას, დიახ, რა თქმა უნდა ისიც კორუფცია იყო.

ოღონდ რეალობაში ეს განსხვავებული იყო.

გიჟის დროს ქვედა და საშუალო დონის კორუფცია შედარებით მოისპო. და ეს ძალიან ცხადი იყო ნებისმიერი მეტ-ნაკლებად ობიექტური შემფასებლისთვის. ელიტური ნაწილობრივ დარჩა, ოღონდ დარჩა სახეცვლილი. თუ მაგალითად ბაბუს მინისტრს პირდაპირ სახლში მიჰქონდა ბიუჯეტის ფულის x ნაწილი, გიჟის მინისტრს (არა ყველას თან, გაცილებით ცოტას) ჯერ ბიუჯეტში მიჰქონდა და იქიდან გამოსული თანხის X ნაწილის გარკვეული % მიჰქონდა და თანაც არა სახლში. 

ამ მიდგომამ ა) გაზარდა ბიუჯეტი და ბ) უზრუნველყო შედარებით მეტი საქმის გაკეთების შესაძლებლობა ვიდრე ადრე.

ამ მიდგომას ჰქონდა მე-2 უზარმაზარი ბენეფიტი ჩემი აზრით, ე.წ. perception შეიცვალა. თუ რამე მიზეზით არ გახსოვთ, ყველაფრის ჩანაწერი არსებობს და შეგიძლიათ ნახოთ - დღევანდელი მოურავის საათების კოლექცია და გიჟის დროინდელი ნებისმიერი მინისტრის რამე მაგდაგვარი კოლექცია თუ არსებობს :) 

ჩვენ ვინც მარტო ვიცოდით გაი, მე-6 სამმართველო, პროკურატურა, პასპორტის მაგიდა და საგადასახადო სადაც კანონის, წესრიგის და მკაფიო წესების გარდა ყველაფერი იყო, უცებ აღმოვჩნდით ახალი რეალობის წინაშე :დ ანუ ვისაც აზროვნების უნარი ჰქონდა ეგრევე დაინახა რომ თურმე სხვანირადაც შესაძლებელი ყოფილა. 

რა თქმა უნდა გიჟს შეცდომები ჰქონდა, დანაშაულებიც, მაგრამ შედარება არც მანამდელ და არც მერე სიტუაციასთან ამ კუთხით არ არსებობს და ობიექტურად შემფასებელი ადამიანისთვის ვერც იარსებებს.

2 საათის წინ, Mulan said:

და კიდევ, იდეაში ღორია ეს ტიპი როგორც ჩანს თორემ ვინმე რო დააინტერესოს ქოცებიდან თავისუფლად შეუძლია მოიგოს ეს პროცესი და თან იმ  მთავრობას შეტენონ. 

ნუ თუ არა და მართლა აქვს მიქარული მარა არც ეგაა განაჩენი როგორც ჩანს...

ეს ტიპი არ ვიცი და კონკრეტულად ბიზ(მ)ესის შესახებ ქოცების ე.წ. სამართლიანობის აღდგენა რატომ დამთავრდა კრახით თუ იცით? სულ 2 მიზეზია: ა) ნაწილი ქოცებმა თვითონ გადმოიბარეს და ბ) ვინც არ გადმოიბარეს მათი დიდი ნაწილი აღმოაჩინეს რომ მართლაც დასაჭერი იყო.

 

 

Edited by Seth
Share on other sites

  • ფორუმელი
7 საათის წინ, Seth said:

გიჟის დროს ქვედა და საშუალო დონის კორუფცია შედარებით მოისპო. და ეს ძალიან ცხადი იყო ნებისმიერი მეტ-ნაკლებად ობიექტური შემფასებლისთვის. ელიტური ნაწილობრივ დარჩა, ოღონდ დარჩა სახეცვლილი. თუ მაგალითად ბაბუს მინისტრს პირდაპირ სახლში მიჰქონდა ბიუჯეტის ფულის x ნაწილი, გიჟის მინისტრს (არა ყველას თან, გაცილებით ცოტას) ჯერ ბიუჯეტში მიჰქონდა და იქიდან გამოსული თანხის X ნაწილის გარკვეული % მიჰქონდა და თანაც არა სახლში. 

საკაიფოდ ამიხსენით სენიორ სეტ! 

მადლობა ამომწურავი პასუხისთვის

მაგარი წუწურაქია ეს ტიპი დიდი ალბათობით და არც არავის გაუყო, 350 კა ლარში  გააკეთა პროექტი რომელშიც  თითქმის სამმილიონიანი ტენდერი მოიგო ხო და რანაირად არ გაყო როცა ტიპი ამ სფეროში ახალი არ იყო უცნაურია მანამდე ედიკას დროს კაი თანამდებობებზე ჩთავდა უხვად აქვს გაზიდული ბიუჯეტი... ხზ

 

ვარსკვლავები მაქვს პოსტებისთვის დასამატებელი რომ ხარისხი დაფასდეს 5 ვარსკვლავით :lol: 

 

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share