Jump to content
×
×
  • Create New...

იცით როდის ეშველება საქართველის?


Mulan
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
1 minute წინ, Mulan said:

ბიო მასის

:drug: რატომ მრჩება კითხვისას, იმის განცდა, რომ რა თქმა უნდა, თავი ამ ბიომასაზე უკეთესად მიგაჩნია? :m1221:

4 minutes წინ, Mulan said:

ერთით ნაკლები სამუშაო დღე გექნება და უფრო მეტად მომხმარებელი გახდები, ეს ნიშნავს რომ კიდევ უფრო მეტი უსარგებლო სისულელით ამოიტენება შენი ყოველდღიურობა

ტიპური ქართველი დამსაქმებლის ცნობიერება, როგორც ასეთი.

Share on other sites

  • ფორუმელი

@Moor

ასეთი პოსტებისას გაიშიფრა შენი ბერაიობა და დედას გოჭობა :hah:

 

@დათვების მეგობარი

რამდენიმე მიზეზს გეტყვი, უშველებელ პოსტებს მოვერიდები. აქ საუბარია, არა რამე სახის მავნებლობაზე და კომპანიის დაზარალებაზე, არამედ დაგვიანებაზე. ჩვენთვის ნაცნობი ჭიკუნა რომ ავიღოთ, დარწმუნებული ვარ, უკარგესი თანამშრომელია, მაგრამ ჩვევა აქვს ასეთი. დედიკო მყავს ასეთი, არ არსებობს სადმე დათქმულ დროზე მივიდეს. თუმცა, მასზე პასუხისმგებლიანი და კეთილშობილი ადამიანი ქვეყნად არ არსებობს(ობიექტურად). უბრალოდ ჩვევაა ასეთი და სხვა მხრივ კარგი თანამშრომელია, თავადაც აწუხებს ეს, მაგრამ ასეთია. პატარა ნაკლი ყველას გვაქვს, თვალის დახუჭვა ჯობს ამ დროს. 

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი
4 minutes წინ, საწყალი ოსვალდო რიოსი said:

ის ტყემლის ხე ჩემს ეზოში უნდა გადმოვრგო

კარგი აზრია. მის ახლანდელ ადგილას თუთა დარგე, იქნებ ბედს ეწიო 

 

 

ნესტანი მშვენიერი ჯანმრთელი გოგოა © 

Share on other sites

  • ფორუმელი
5 minutes წინ, marguerite said:

 აქ საუბარია, არა რამე სახის მავნებლობაზე და კომპანიის დაზარალებაზე, არამედ დაგვიანებაზე.

არც მე მაქვს საუბარი დაჭერაზე და დახვრეტაზე. დაჯარიმებას წინ რა უდგას?

 

 

Quote

ჩვენთვის ნაცნობი ჭიკუნა რომ ავიღოთ, დარწმუნებული ვარ, უკარგესი თანამშრომელია, მაგრამ ჩვევა აქვს ასეთი.  

ჰოდა როცა მარტივად შეიძლება გადააჩვიო, რატომაც არა?

 

 

10 minutes წინ, marguerite said:

მასზე პასუხისმგებლიანი და კეთილშობილი ადამიანი ქვეყნად არ არსებობს

პიროვნულად მოიძულე-მეთქი, ხომ არ ვამბობ :) კეთილშობილება კარგაი, მაგრამ აქ საქმის წარმოებაზე გვაქვს საუბარი.

 

 

12 minutes წინ, marguerite said:

თავადაც აწუხებს ეს

ჰოდა რომ მიეხმაროს ადამიანი, დააძლევინოს და წუხილის მიზეზი მოუსპოს, რა ჯობია? ნუ ვიქნებით გულქვები

 

 

13 minutes წინ, marguerite said:

თვალის დახუჭვა ჯობს ამ დროს

თვალის დახუჭის დრო ისედაც მოგვივა ყველას, ჯერ ადრეა :) 

 

 

აქ რაც დაწერე, შეკითხვას პასუხს არ სცემს. ყველა ქმედება (უმოქმედობაც ქმედებაა) ხომ რამე მიზანს უნდა ემსახურებოდეს? უაზროდ და უმიზნოდ ხომ არ ვიმოქმედებთ? ჰოდა თვალის დახუჭვას რა დადებითი შედეი მოჰყვება? მე ვერაფერი მოვიფიქრე და იქნებ შენ მოიფიქრე-მეთქი რამე. ამის პასუხი მაინტერესებდა.
დასჯას რა შედეგი მოჰყვება? ან გადაეჩვევა დაგვიანებას, ან კომპანია ფულს დაზოგავს მის ხელფასზე (ჯარიმის თანხას) ან სულაც ორივე - ჯერ დაჯარიმდება რამდენჯერმე, მერე გადაეჩვევა. სულ კარგი შედეგებია და რატომ უნდა ვთქვათ უარი? ამის პასუხიც მაინტერესებს.

ნესტანი მშვენიერი ჯანმრთელი გოგოა © 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

@დათვების მეგობარი

ერთ რაღაცას გეტყვი საიდუმლოდ, ადამიანები არ იცვლებიან(უიშვიათესი გამონაკლისების გარდა).

ახლა გამოსწორების შესაძლებლობაზე არ მომედავო.

ასევე რაღაცის სანაცვლოდ რაღაცის დათმობაც უპრიანი მგონია.

Edited by marguerite

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

დილის ცხრა ძალიან გვიანია :)

 

ზოგადად ძალიან დიდი თემაა, გაგიშლიდით ფულს რომ მიხდიდეთ :lolz:;)

 

საქართველოს როდის ეშველება ყველას თავისი ფორმულა რომ აქვს და ის ერთადერთი ჰგონია გამოსავალი :lool:

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, York Ge said:

ადამიანის არაშემოქმედებითი შრომა უკვე წამგებიანია ეკონომიკური თვალსაზრისით.

ადამიანის შრომის რამდენი პროცენტია შემოქმედებითი სენიორ იორკ? ვინც შემოქმედებითად აზროვნებს მას საქმოს კეთებისთვის ტექნოლოგიები ექნება ხელთ, ის მასა რომელსაც უხარია 4 დღიანი სამუშაო დღე მაინც შესამცირებელია იმიტომ კი არა რო უხარიათ, იმიტომ რომ ჩანაცვლებადია მათი შრომა. 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Vermillion said:

რატომ მრჩება კითხვისას, იმის განცდა, რომ რა თქმა უნდა, თავი ამ ბიომასაზე უკეთესად მიგაჩნია? :m1221:

რა თქმა უნდა მიმაჩნია.სხვანაირად რატო უნდა მიმაჩნდეს ვერ ვხვდები :lol:

 

1 საათის წინ, Vermillion said:

ტიპური ქართველი დამსაქმებლის ცნობიერება, როგორც ასეთი.

:scared:

უკვე მოგისწრია ამ იდეით აღფრთოვანება. სგ სგ :lol:

 

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share