Jump to content
×
×
  • Create New...

საჭმელის დატოვება


marguerite
 Share

Recommended Posts

16 minutes წინ, დათვების მეგობარი said:

ნაგავსაყრელისთვის და კანალიზაციისთვის გამეტება არის რესურსების ფლანგვა, რაც ირაციონალურია

ღვიძლი. არის ეგეთი ორგანო. ცვეთადი. აღდგენას ძნელად ექვემდებარება. სისტემატიური ზედმეტი ორი ლუკმა იწვევს მაგ ცვეთას. ასაკში just რეზულტატს ამჩნევ. yk +20 წელი სიცოცხლე, მითუმეტეს ჯანმრთელი სიბერე ბევრად მაღალი ღირებულებაა ვიდრე რამოდენიმე ტონა დაზოგილი საკვები.

22 minutes წინ, დათვების მეგობარი said:

იდეაში ადამიანმა უნდა იცოდეს, დაახლოებით რამდენის შეჭმა შეუძლია

ხუთიანზე იცის ეგ ადამიანმა. სანამ წვრთნას დაუწყებენ. შია ჭამს არ შია არ ჭამს.

Share on other sites

  • ფორუმელი

არასწორი კუთხით წაიყვანეთ ჩემი თემა 

 

საჭმელს არ ვყრი. 

დღეს უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი და ამიტომ გავხსენი. თანამშრომელმა დამპატიჟა რაღაცაზე. მომეწონა, მაგრამ ვერ დავასრულე. ჩავირბინე და ეზოში ძაღლს ვუწილადე. მარკეტიდან გამოიარა და უი, არ მოგეწონაო? ავუხსენი, მაგრამ ალბათ ვერ გამიგო ;(

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, CHAOS said:

სისტემატიური ზედმეტი ორი ლუკმა იწვევს მაგ ცვეთას.

მე ვამბობ სისტემატურად ზედმეტი ვჭამოთ-მეთქი? კარგად გადაგეკითხა პოსტი. ზედმეტი წესით არ უნდა მოგივიდეს. ნუ ათასში ერთხელ. და ამის რეგულირების მექანიზმები აქვს ორგანიზმს - უფრო გვიან მოგშივა, ნაკლებად მოგშივა და ა. შ. უნდა იცოდე საკუთარი ორგანიზმის მოსმენა. დამუღამებაზეა. სანამ დაამუღამებ, უბრალოდ შეგიძლია ეცადო რომ ცოტა მშეირი ადგე სუფრიდან და ნორმალურად გამოვა ძირითად შემთხვევებში. სწორედ შიმშილის წლები რომ აღარაა, ეგ გვაძლევს ამის ფუფუნებას. დაგაკლდება და რა მოხდა, მერე აინაზღაურებ. შიმშილობა ხომ არ იწყება.

 

 

@marguerite რა მიზეზები?

ზანგი მივედი ოფისში © Mulan

Share on other sites

  • ფორუმელი

  

ონლაინ, marguerite said:

დღეს უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი და ამიტომ გავხსენი. თანამშრომელმა დამპატიჟა რაღაცაზე. მომეწონა, მაგრამ ვერ დავასრულე. ჩავირბინე და ეზოში ძაღლს ვუწილადე. მარკეტიდან გამოიარა და უი, არ მოგეწონაო? ავუხსენი, მაგრამ ალბათ ვერ გამიგო

მაგ მხრივ გამიმართლა. ფაქტობრივად ვერავინ შემომთავაზებს ისეთ რამეს, რომ დამანაყროს, არათუ ზედმეტი მომივიდეს :) მეგობრებმა კი იციან ჩემი მადის შესახებ, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ წარმოუდგენიათ მასშტაბები და როცა სხვა მეპატიჟება, თითქმის სულ მშიერი ვრჩები :) 

ზანგი მივედი ოფისში © Mulan

Share on other sites

19 minutes წინ, დათვების მეგობარი said:

უფრო გვიან მოგშივა, ნაკლებად მოგშივა

შიმშილის გამო ბოლოს როდის ჭამე?

აი იმენა რომ მოგშივდა. ფიზიკურად. ჩვევას და ფსიქოლოგიურ პრივიაზკას (დისციპლინის შედეგს) არ ვგულისხმობ.

 

გვიან მოგშივდება მითია. კუჭში 1კგ საკვები და 3 კგ საკვები ერთიდაიგივე ქიმიურ პროცესს ექვემდებარება. ერთი დრო სჭირდება გადამუშავებას. დალშე ნაწლავში მიდის ეგენი ტვინს არ უსიგნალებენ შიმშილზე.

Share on other sites

40 minutes წინ, marguerite said:

ავუხსენი, მაგრამ ალბათ ვერ გამიგო ;(

ეწყ?  

))

ეს ზოგადად დამღლელი თემაა, აბა როგორ გაიგო? იქნებ ვერ გაიგო? გაიგო?

ხვალ თქვენ დაპატიჟეთ და თან უთხარით თუ მოგეწონება ცოტა ძაღლს ვაჭამოთ ისე მიყვარს ეგ ძაღლი რაც მომწონს ყველაფერს მასაც ვუწილადებო.

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, CHAOS said:

შიმშილის გამო ბოლოს როდის ჭამე?

ჯობია ის მკითხო, შიმშილის გარეშე როდის ვჭამე ბოლოს. საშუალოსტატისტიკური მოქალაქისგან განვსხვავდები ამ მხრივ. 

 

 

1 minute წინ, CHAOS said:

უჭში 1კგ საკვები და 3 კგ საკვები ერთიდაიგივე ქიმიურ პროცესს ექვემდებარება. ერთი დრო სჭირდება გადამუშავებას

ერთი დრო არ სჭირდება. ეტაპობრივად გადადის ნაწლავებში და ბევრს მეტი დრო უნდა. მაგრამ მარტო ეს არაა. მეტს რომ შეჭამ, ენერგია უფრო გვიან შემოგაკლდება. სამი ნაჭერი პური (ან რამდენიც დაგანაყრებს მსუბუქად) და ორი მთლიანი ბუხანკა შეჭამე სხვადასხვა დროს მოშიებულზე და დააკვირდი შედეგს :)  ამ პურს რას გადავეკიდე, ყველი იყოს თუ გინდა :) 

ზანგი მივედი ოფისში © Mulan

Share on other sites

  • ფორუმელი

@დათვების მეგობარი

 

რატომ არ ხარ მსუქანი?

 

@Eric

მგონი

6 minutes წინ, Eric said:

ეწყ

არაუშავს, გამიარა ამაზე ფიქრმა. მე ცუდად არ მოვქცეულვარ,პლუს ავუხსენი და მეტი რა შემიძლია

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share