Jump to content
×
×
  • Create New...

მოგწონთ


Damnoc
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
48 minutes წინ, Mulan said:

არ გჭირდება დღეს დიპლომი რამე თუ გინდა აკეთო, თუახლა საჯარო სექტორში გინდა იმუშავო და ან სამეცნიერო კვლევები აწარმოო მაშინ ოკ მარა ისე დღევანდელ სამყაროში დიპლომის ქონა საჭირო არაა რამე არსებითი და თან კარგად აკეთო... 

მე დავფიქრდებოდი შენ ადგილას რატო გინდა ჩააბარო ისევ, იმიტომ რომ თავდაჯერების ნაკლებობა გაქვს არ შეგიძლია დამოუკლიდებლად უნის გარეშე შენი სასწავლო გეგმა დასახო და აღასრულო თუ პროსტა დიპლომია საჭრო იქ სადაც მიდიხარ და მეტი არაფერი? 

განა რამეა ცუდი ჩაბარებაში კაცო, უბრალოდ ახლანდელი გადასახედიდან თუ რამ უნარი და ცოდნა მაქვს საკუთარ თავზე მუშაობის შედეგად მიღებული...

მესმის რასაც იძახი, მაგრამ სადაც მე. მინდა იქ არის საჭირო დიპლომი.

და ეს საქართველოა :facepalm: /+ :lolz:

Share on other sites

  • ფორუმელი

თავდაჯერების ნაკლებობა ვერ მექნება ისეთებს აქვთ დიპლომი

და ისეთებს არ აქვთ თან 

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Damnoc said:

და რატომ ტუნტუ?

ისედაც honesty-ს დიდი ბაგაჟი მაქვს და ბარემ ესეც, ოკ. >> 

@კიჭარტი არაო რომ იძახი, მთელ ოჯახს შენ არჩენ 9 შვილი და ღლე ქმარი გყავს სარჩენი თუ რა ვალდებულებები გაქვს ეგეთი აკიდებული ის არ აკეთო რაც გინდა, გაბედულების დეფიციტი გაქვს? ვიცი როგორ სკეპტიკურადაც გიყურებენ როცა შენსას მიერეკები ყოველთვის როგორც იდეის ისე საქმის კეთების დონეზე მარა ღლეზეა სხვების აზრი დასაკიდებელი თუ შენ გჯერა და ყველა ლოგიკითაც მართალი ხარ დროსთან ერთად გახვალ იმ შედეგებზე რაზეც გინდა და რაც უფრო გადადებ იმის კეთებას რისი სურვილიც გაქვს მით უფრო დაბლა 

 

 

—-

სანამ დავწერდი ამაზე პასუხს, ცოტა ხანი ვერ ვაყალიბებდი აზრს. მეთქი რო არა ვიცი, მაგრამ რატომ არა? და სიცარიელე მქონდა თავში პასუხად.

არ მიპოვია საკუთარი თავი და ისიც არ ვიცი როგორ ვიპოვო.

მაღალი იდეალების დევნაში მარტივი რაღაცები მრჩება.

კარგი სიტყვათშეთანხმება დაწერე ზემოთ: უმწეობა. რეალურად ეგეთი მგონია ხოლმე თავი, შრომისმოყვარე ვარ, გარკვეული პოტენციალიც მაქვს თუკი მიმართულება მივეცი ოდესმე, მაგრამ ჭრიჭინასავით ვარ. სწრაფად მეცვლება ინტერესები და კონცენტრაცია მეკარგება. დავხტივად იქეთ-აქეთ და ბოლომდე არაფერი არ მიმყავს.

პატარა დაბრკოლებაზე/შეცდომებზეც კი ეგრევე ვიფუშები და მგონია რომ ყველაფერს ყველაზე ცუდად ვაკეთებ და რეალურად არც არასდროს გამომივა რამე ღირებული. არადა მინდა რომ გამომივიდეს.

სტრესულ სიტუაციებთან დიდად გამკლავების უნარი არ მაქვს ესე მგონია, იმიტომ რომ სტერილურად და მოფერებაში ვარ გაზრდილი. სოციალურადაც მგონი ზედმეტად მყიფე ვარ, არ მომწონს ადამიანი? ამიცრუვდა გული? -აღარ მინდა. ქლესობები არ შემიძლია და ეგეც ხელისშემშლელი ფაქტორია.  

ასევე, მგონია რომ არადისციპლინირებულობა ყველაზე მეტად მიშლის ხელს.

არ მყოფნის გამბედაობა ბევრ რამეზე და გულით აღმაფრთოვანებთ ის ხალხი ვისაც ეს ბრძოლის ჟინი, გამბედაობა და არ ვიცი კიდევ რა ჰქვია, მაგრამ “ის” გაქვთ. ალბათ რომ ვიყო დარწმუნებული იმაში რაც მინდა და რასაც ვაკეთებ, ვიქნებოდი მეტად გამბედავი, მაგრამ არ ვარ. 

რამე გამორჩეული ნიჭი ან კომპეტენციაც არ მგონია მქონდეს, რითაც მეტად კონკურენტუნარიანი ვიქნები და ეს ყველაფერი ერთიანობაში ქმნის იმ აზრს რომ არ ვარ კმაყოფილი საკუთარი თავით.და ნი ფაქტ რო ოდესმე ვიქნები.

იმიტომ რომ მაქვს 1) კარგი გოგოს კომპლექსი 2) პერფექციონიზმისკენ მიდრეკილება და სულ მღრღნის ის განცდა, რომ რაც ჩემზე იყო “დაკისრებული” ის არ ვარ და იქ არ ვარ სადაც უნდა ვყოფილიყავი. :yes: მთელი ცხოვრება ეგ მესმოდა რომ უნდა მესწავლა და შევმდგარიყავი და ძაან საშუალო და ყველაფერში ცოტა-ცოტა კომპეტენტურად აღვიქვამ თავს, ელიავას მუშასავით რა

ხოდა კლეობაა.

 

მერი ქრისმეს ია fილthი ენიმალს :shampan:

Share on other sites

  • ფორუმელი
4 საათის წინ, Mulan said:

იუზერ რატო დამაუსერე? 

საკუთარი თავის ძებნის პროცესში ხარ ხო ? 

დარეგისტრირდი და აბიტურიენტი ხარ წელს თუ მომავლისთვის გადადე? 

ვინც ეძებს პოულობსო მარა არაა მაგი მარტივი საქმე, სულ მიკვირდა იმ ადამიანების აკვნიდანვე რომ იცოდნენ რა უნდოდათ ეკეთებინათ ცხოვრებაში, ჩააბარეს იურდიულზე და იურისტებად მუშაობენ, რანაირად? 18 წლის ასაკში როგორ იცოდნენ რა უნდოდათ მთელი ცხოვრება ეკეთებინათ? 

:wtf:

 

 

აი მაგის გამოც კომპლექსი მაქვს აკიდებული. ვიღაცამ 15 წლისამ რომ გადაწყვიტა რაღაც და იცოდა რა უნდოდა, მიჰყვა და აკეთებს და მე 30-2 წლის ასაკშიც რო მოსწავლის დონეზე ვარ ძაან აღიზიანებს ეგოს.

მერი ქრისმეს ია fილthი ენიმალს :shampan:

Share on other sites

  • ფორუმელი
17 minutes წინ, კიჭარტი said:

აი მაგის გამოც კომპლექსი მაქვს აკიდებული. ვიღაცამ 15 წლისამ რომ გადაწყვიტა რაღაც და იცოდა რა უნდოდა, მიჰყვა და აკეთებს და მე 30-2 წლის ასაკშიც რო მოსწავლის დონეზე ვარ ძაან აღიზიანებს ეგოს.

პერფექციონიზმი წყევლაა რეალურად. პროცესში ისწავლი რაღაცებს და შეცდომები მოსულა კიდევ, ამის არ უნდა შეგეშინდეს არც აღიარების მათ შორის...

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
1 საათის წინ, კიჭარტი said:

იმიტომ რომ მაქვს 1) კარგი გოგოს კომპლექსი 2) პერფექციონიზმისკენ მიდრეკილება და სულ მღრღნის ის განცდა, რომ რაც ჩემზე იყო “დაკისრებული” ის არ ვარ და იქ არ ვარ სადაც უნდა ვყოფილიყავი. :yes: მთელი ცხოვრება ეგ მესმოდა რომ უნდა მესწავლა და შევმდგარიყავი და ძაან საშუალო და ყველაფერში ცოტა-ცოტა კომპეტენტურად აღვიქვამ თავს, ელიავას მუშასავით რა

და რა პრობლემაა?

ყველაფერშI ცოტცოტა კომპეტენტურობაშიც კაი ფული იშოვება.

დამიჯერე მე.

პ.ს. Software Architect არის ყველაზე უფრო დაფასებული პროფესია.

Edited by t-90
I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი
8 საათის წინ, კიჭარტი said:

პატარა დაბრკოლებაზე/შეცდომებზეც კი ეგრევე ვიფუშები და მგონია რომ ყველაფერს ყველაზე ცუდად ვაკეთებ და რეალურად არც არასდროს გამომივა რამე ღირებული. არადა მინდა რომ გამომივიდეს.

სტრესულ სიტუაციებთან დიდად გამკლავების უნარი არ მაქვს ესე მგონია, იმიტომ რომ სტერილურად და მოფერებაში ვარ გაზრდილი. სოციალურადაც მგონი ზედმეტად მყიფე ვარ, არ მომწონს ადამიანი? ამიცრუვდა გული? -აღარ მინდა. ქლესობები არ შემიძლია და ეგეც ხელისშემშლელი ფაქტორია.  

ასევე, მგონია რომ არადისციპლინირებულობა ყველაზე მეტად მიშლის ხელს.

არ მყოფნის გამბედაობა ბევრ რამეზე და გულით აღმაფრთოვანებთ ის ხალხი ვისაც ეს ბრძოლის ჟინი, გამბედაობა და არ ვიცი კიდევ რა ჰქვია, მაგრამ “ის” გაქვთ. ალბათ რომ ვიყო დარწმუნებული იმაში რაც მინდა და რასაც ვაკეთებ, ვიქნებოდი მეტად გამბედავი, მაგრამ არ ვარ. 

რამე გამორჩეული ნიჭი ან კომპეტენციაც არ მგონია მქონდეს, რითაც მეტად კონკურენტუნარიანი ვიქნები და ეს ყველაფერი ერთიანობაში ქმნის იმ აზრს რომ არ ვარ კმაყოფილი საკუთარი თავით.და ნი ფაქტ რო ოდესმე ვიქნები.

იმიტომ რომ მაქვს 1) კარგი გოგოს კომპლექსი 2) პერფექციონიზმისკენ მიდრეკილება და სულ მღრღნის ის განცდა, რომ რაც ჩემზე იყო “დაკისრებული” ის არ ვარ და იქ არ ვარ სადაც უნდა ვყოფილიყავი. :yes: მთელი ცხოვრება ეგ მესმოდა რომ უნდა მესწავლა და შევმდგარიყავი და ძაან საშუალო და ყველაფერში ცოტა-ცოტა კომპეტენტურად აღვიქვამ თავს, ელიავას მუშასავით რა

კარგია რომ ინტროსპექცია გაქვს.

ყველაფერი დანარჩენი ასეთუისე მოგვარებადია მაგრამ ნებისყოფა გიტრაკებს, ეგ არ გიწერია და პირველი პრიორიტეტი იმჰო ეგ უნდა იყოს.

მაგის გარეშე ეგრე დაგორებული ლოდივით, იგორებ იგორებ და ბოლოს გაჩერდები. სულ ეგ იქნება.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share