Jump to content
×
×
  • Create New...

ჯანმრთელობის დაზღვევა


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

აქ ვისაუბროთ ჯანმრთელობის დაზღვევის შესახებ. ვინ სადაა დაზღვეული, რომელი პოლისი აქვს ან აპირებს. რეკომენდაციები ექიმებზე და კლინიკებზე. 

'წამყვანი' სადაზღვევო კომპანიები: https://imedil.ge/Home/Corporate იმედი L, https://unison.ge/ka/b2b/insurance/medical უნისონი, https://mygpi.ge/

რამე სხვა სადაზღვევოთი თუ სარგებლობთ, დაწერეთ და დაემატება პირველ პოსტს

შეგიძლიათ იკითხოთ ან ისაუბროთ სახელმწიფო დაზღვევის პროგრამების შესახებ.  აქ შეგიძლიათ ნახოთ ჯანდაცვის პროგრამები http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=803

 

https://matsne.gov.ge/ka/document/view/29842?publication=4 ესეც კანონი დაზღვევის შესახებ. სპოილერში ნახავთ სრულ ტექსტს

Spoiler

საქართველოს კანონი

სამედიცინო დაზღვევის შესახებ

ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოში მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის სამართლებრივ, ეკონომიკურ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, მიმართულია საბაზრო ეკონომიკის პირობებში მისი ჯანმრთელობის დასაცავად სახელმწიფოს, დამქირავებლის პასუხისმგებლობისა და დაინტერესების გაზრდისაკენ, უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების განხორციელებას.

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. სამედიცინო დაზღვევა

სამედიცინო დაზღვევა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სოციალური გარანტიაა, რომლის მიზანია სადაზღვევო შესატანებისა და აკუმულირებული ფულადი სახსრების მეშვეობით სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ხელშეკრულების საფუძველზე პირისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება.

    მუხლი 2. სამედიცინო დაზღვევის ფორმები

1. სამედიცინო დაზღვევა საქართველოში ხორციელდება სავალდებულო და ნებაყოფლობითი დაზღვევის ფორმით.

2. (ამოღებულია - 03.12.02 №1815).

3. (ამოღებულია - 03.12.02 №1815).

4. ნებაყოფლობითი სამედიცინო დაზღვევა უზრუნველყოფს დაზღვეულისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას სათანადო წესით რეგისტრირებული და ექსპერტიზებული პროგრამის ფარგლებში.

საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის კანონი №1815- სსმ I, №32, 20.12.2002 წ., მუხ.156

    მუხლი 3. საქართველოს მოქალაქისა და უცხოელის სადაზღვევო უფლებები

1. საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი გარანტირებულია სავალდებულო სამედიცინო დაზღვევით.

2. საქართველოში მყოფი და მომუშავე უცხო ქვეყნის მოქალაქე მონაწილეობს სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის სისტემაში, თუ სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. საქართველოში მცხოვრებ ყველა პირს აქვს ნებაყოფლობითი სამედიცინო დაზღვევის უფლება.

4. საქართველოში მცხოვრებ ყველა პირს აქვს უფლება აირჩიოს ექიმი და სამედიცინო დაწესებულება სადაზღვევო ხელშეკრულების ფარგლებში და შესაბამისად მიიღოს სამედიცინო მომსახურება დაზღვევის პროგრამის სრული მოცულობით, მიუხედავად მის მიერ ფაქტიურად გადახდილი თანხის ოდენობისა.

5. საქართველოში მცხოვრებ ყველა პირს აქვს უფლება აღძრას სარჩელი სამედიცინო დაწესებულების, დამზღვევის ან მზღვეველის მიმართ მათ მიერ მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად.

თავი II

სამედიცინო დაზღვევის სისტემა

    მუხლი 4. სამედიცინო დაზღვევის ობიექტი

სამედიცინო დაზღვევის ობიექტია სადაზღვევო რისკი, რომელიც დაკავშირებულია სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მოსალოდნელ დანახარჯებთან.

    მუხლი 5. სამედიცინო დაზღვევის სუბიექტები

სამედიცინო დაზღვევის სუბიექტები არიან:

ა) დაზღვეული – პირი ან პირთა ჯგუფი, ვის სასარგებლოდაც ხორციელდება დაზღვევა;

ბ) დამზღვევი – დამქირავებელი, სახელმწიფო, ვინც იხდის სადაზღვევო შესატანს დაზღვეულის სასარგებლოდ;

გ) მზღვეველი – სადაზღვევო ორგანიზაცია, რომელსაც აქვს სამედიცინო დაზღვევის ლიცენზია.

    მუხლი 6. სამედიცინო დაზღვევის ხელშეკრულება

1. სამედიცინო დაზღვევა ხორციელდება ხელშეკრულების ფორმით. სამედიცინო დაზღვევის ხელშეკრულება იდება სამედიცინო დაზღვევის სუბიექტებს შორის, რომლებმაც ზუსტად უნდა შეასრულონ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

2. სამედიცინო დაზღვევის ხელშეკრულებაში სრულად აისახება:

ა) მხარეთა დასახელება;

ბ) ხელშეკრულების მოქმედების ვადები და მისი ვადაზე ადრე შეწყვეტის წესები და პირობები;

გ) დაზღვეულთა რაოდენობა;

დ) სადაზღვევო შესატანის ოდენობა, მისი გადახდის ვადები და წესები;

ე) სადაზღვევო პროგრამის შინაარსი;

ვ) მხარეთა უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობის ზომები.

3. ხელშეკრულება დადებულად ითვლება პირველი სადაზღვევო შესატანის გადახდის დღიდან, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

    მუხლი 7. სამედიცინო დაზღვევის პოლისი

პირი, რომელიც დაზღვეულია სამედიცინო დაზღვევის პროგრამით, ღებულობს ამ დაზღვევის დამადასტურებელ დოკუმენტს – სამედიცინო დაზღვევის პოლისს, რომელიც დაზღვეულს პირადად ეძლევა. ამ პოლისის მოქმედების სფერო განისაზღვრება შესაბამისი სამედიცინო დაზღვევის ხელშეკრულებით.

    მუხლი 8. დამზღვევის უფლებები

დამზღვევი უფლებამოსილია:

ა) აირჩიოს ნებაყოფლობითი სამედიცინო დაზღვევის პროგრამა შესაბამისი ლიცენზიის მქონე ნებისმიერ სადაზღვევო ორგანიზაციაში;

ბ) განახორციელოს კონტროლი სამედიცინო დაზღვევის ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე.

    მუხლი 9. დამზღვევის მოვალეობები

დამზღვევი ვალდებულია:

ა) მონაწილეობა მიიღოს სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის პროგრამაში;

ბ) დროულად და სრულად გადაიხადოს სადაზღვევო შესატანები დაზღვევის ხელშეკრულებით დადგენილი წესის მიხედვით.   

    მუხლი 10. მზღვეველის უფლებები

მზღვეველი უფლებამოსილია:

ა) დაზღვევის პროგრამის შესასრულებლად აირჩიოს შესაბამისი ლიცენზიის მქონე ნებისმიერი სამედიცინო დაწესებულება;

ბ) ნებაყოფლობითი დაზღვევის პროგრამაში თავად განსაზღვროს სადაზღვევო შესატანების ოდენობა და მათი გადახდის პირობები;

გ) შეამოწმოს სამედიცინო დაწესებულებებში დაზღვეულისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხი და მოცულობა;

დ) შეამოწმოს დაზღვეულის შრომისა და ყოფის პირობები;

ე) შეწყვიტოს სამედიცინო დაზღვევის ხელშეკრულება კანონმდებლობით და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებში;

ვ) აღძრას სარჩელი სასამართლოში იურიდიული ან ფიზიკური პირების მიმართ, თუ მათი ქმედებით ან უმოქმედობით დაზღვეულს მიადგა მატერიალური, ფიზიკური ან/და მორალური ზიანი, და მოითხოვოს ამასთან დაკავშირებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება;

ზ) გამოიყენოს მიღებული სადაზღვევო შესატანები (პრემიები) მხოლოდ კანონით განსაზღვრული წესით.

    მუხლი 11. მზღვეველის მოვალეობები

მზღვეველი ვალდებულია:

ა) დაზღვევის პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოს დაზღვეულის სამედიცინო მომსახურება იმ სამედიცინო დაწესებულებებში, რომელთაც აქვთ შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია;

ბ) დადგენილი წესით და შესაბამისი ნორმატივების დაცვით შექმნას სამედიცინო დაზღვევის სათანადო ფონდები;

გ) დადგენილი წესით წარუდგინოს ანგარიში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.

თავი III

(ამოღებულია)

საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის კანონი №1815- სსმ I, №32, 20.12.2002 წ., მუხ.156

    მუხლი 12. (ამოღებულია)

საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის კანონი №1815- სსმ I, №32, 20.12.2002 წ., მუხ.156

    მუხლი 13. (ამოღებულია)

საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის კანონი №1815- სსმ I, №32, 20.12.2002 წ., მუხ.156

    მუხლი 14. (ამოღებულია)

საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის კანონი №1815- სსმ I, №32, 20.12.2002 წ., მუხ.156

თავი IV

ნებაყოფლობითი სამედიცინო დაზღვევა

    მუხლი 15. ნებაყოფლობითი სამედიცინო დაზღვევის სამართლებრივი ასპექტები

1. ყველა პირს აქვს ნებაყოფლობითი სამედიცინო დაზღვევის უფლება.

2. ნებაყოფლობითი სამედიცინო დაზღვევის პროგრამა განისაზღვრება მზღვეველსა და დამზღვევს შორის დადებული დაზღვევის ხელშეკრულებით.

3. ნებაყოფლობითი სამედიცინო დაზღვევის პროგრამა ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას და ექსპერტიზას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.

4. ნებაყოფლობითი სამედიცინო დაზღვევისას დამზღვევი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი.

    მუხლი 16. მზღვეველი ნებაყოფლობითი სამედიცინო დაზღვევისას

1. ნებაყოფლობითი სამედიცინო დაზღვევის უფლება აქვს ნებისმიერ ლიცენზირებულ სადაზღვევო ორგანიზაციას. მზღვეველზე ნებაყოფლობითი სამედიცინო დაზღვევის ლიცენზიის გაცემა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ჯანმრთელობის დაცვის მმართველობითი ორგანოები და სამედიცინო დაწესებულებები არ შეიძლება იყვნენ იმ სადაზღვევო ორგანიზაციის დამფუძნებლები, რომელიც მონაწილეობს სამედიცინო დაზღვევაში.

3. მზღვეველს უმტკიცდება მინიმალური საწესდებო ფონდის ნორმატივი, რომელსაც ნებაყოფლობითი სამედიცინო დაზღვევის ლიცენზირების სხვა წესებთან ერთად ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.

თავი V

სამედიცინო დაზღვევის სისტემაში მხარეთა ურთიერთობის რეგულირება

    მუხლი 17. სამედიცინო დაზღვევის სუბიექტთა ურთიერთობის რეგულირება

1. სამედიცინო დაზღვევის სუბიექტთა ურთიერთობა რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით, აგრეთვე სამედიცინო დაზღვევის სუბიექტებს შორის დადებული ხელშეკრულებებით.

2. სამედიცინო დაზღვევის საკითხებზე დავა წყდება სასამართლო წესით.

    მუხლი 18. სამედიცინო დაზღვევის სისტემაში მხარეთა პასუხისმგებლობა

1. (ამოღებულია - 03.12.02 №1815).

2. სამედიცინო დაწესებულება სათანადო შეთანხმებით ვალდებულია გაუწიოს დაზღვეულს სამედიცინო მომსახურება ლიცენზიის შესაბამისი მოცულობითა და ხარისხით. აღნიშნულის შეუსრულებლობის შემთხვევაში მზღვეველს უფლება აქვს სამედიცინო დაწესებულებას არ აუნაზღაუროს ან ნაწილობრივ აუნაზღაუროს მკურნალობისათვის გაწეული ხარჯები.

3. მზღვეველი მატერიალურად პასუხისმგებელია დამზღვევის წინაშე დაზღვევის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისათვის. მატერიალური პასუხისმგებლობის ზომა გათვალისწინებული უნდა იყოს დაზღვევის ხელშეკრულების პირობებით.

4. სამედიცინო დაწესებულების მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდა ხორციელდება შესაბამისი შეთანხმების პირობების დაცვით.

საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის კანონი №1815- სსმ I, №32, 20.12.2002 წ., მუხ.156

თავი VI

დასკვნითი დებულებები

    მუხლი 19. კანონის ძალაში შესვლა

ეს კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი   ე. შევარდნაძე.

თბილისი,

1997 წლის 18 აპრილი.

№660IIს

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 - სსმ I, №47(54), 26.11.1999 წ., მუხ.239

2. საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000 წ., მუხ.88

3. საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის კანონი №1815- სსმ I, №32, 20.12.2002 წ., მუხ.156

4. ძალადაკარგულია - საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5129 - სსმ I, №27, 17.07.2007 წ., მუხ.262

 

 

Edited by Moor

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

შეღავათები ვისაც გიყვართ https://mygpi.ge/page/christmas sale health/

 

დააზღვიე ჯანმრთელობა და დასაჩუქრდი!  

 

 
1-ლი დეკემბრიდან შეიძინე ჯანმრთელობის დაზღვევის ნებისმიერი პაკეტი და მიიღე საჩუქრად:
 
 
• Curatio card- კლინიკა კურაციოს სასჩუქრე ბარათი ოჯახის დაუზრვეველი წევრისთვის, რომელიც კურაციოში 50% ფასდაკლებით ისარგებლებს სრულ სამედიცინო მომსახურებაზე, ხოლო კომპიტერულ ტომოგრაფიაზე 30% ფასდაკლებით:
 
 
• Onco care-ავთვისებიანი სიმსივნური დაავადებისგან დაზღვევის პოლისი 12 500 ლარიანი ლიმიტით;
სადაზღვევო დაფინანსებით სამედიცინო მომსახურების მიღება კიდევ უფრო მოსახერხებელი გახდა
პირად ექიმთან ვიზიტისთვის ან სხვა სამედიცინო სერვისებით სარგებლობისათვის სახლიდან შორს, ქალაქის ცენტრალურ უბნებში სიარული აღარ მოგიწევს.
ამიერიდან, მრავალფეროვანი მომსახურების დაფინასებით მიღებას შენს უბანშიც, სახლთან ახლოს შეძლებ.
 
კლინიკა „ჯერარსი“ 
კლინიკა "ენ მედიცი" 
 
 
 
დააზღვიე შენი და შენი ოჯახის ჯანმრთელობა 12 ლარიდან, მიიღე საჩუქრები და ისარგებლე დაზღვევის უპირატესობებით:
 
 
პირადი ექიმი - დაზღვევისთანავე მომსახურე კლინიკაში შენ ირჩევ პირად ექიმს, რომელიც იცნობს შენს სამედიცინო ისტორიას, აკონტროლებს შენს ჯანმრთელობის მდგომარეობას, გაძლევს რეკომენდაციებსა და საჭირო მიმართვებს, რომლითაც იღებ ამბულატორიულ მომსახურებას;
 
 
პედიატრია - ბავშვის დაზღვევა 1 წლიდანაა შესაძლებელი. დაზღვევის მომენტიდან მის ჯანმრთელობასა და სწორ განვითარებაზე პედიატრი ზრუნავს და ყველა საჭირო ამბულატორიული მომსახურების მიღებაში გეხმარება;
 
 
ამბულატორია - დაზღვევის ძალაში შესვლისთანავე შენ სარგებლობ ისეთი სამეიდიცნო მომსახურებებით , როგორიცაა ვიზიტი ვიწრო სპეციალისტის ექიმებთან, გამოკვლევები, ანალიზები, რომელსაც იღებ ჩვენს პარტნიორ , პროვაიდერ კლინიკაში, მომსახურების ღირებულებას კი თანადაფინასებით იხდი;
 
 
მედიკამენტები - ექიმის მიერ დანიშნული სამკურნალო ან ქრონიკულ მედიკამენტებს ჩვენს პარტნიორ მსხვილ სააფთიქაო ქსელებში შეიძენ თანადაფინასებით;
პროფილქატიკური კვლევევბი - დაზღვევა სრულად აფინასებს ასაკისა და სქესის შესაბამის სასკრინინგო-პროფილაქტიკურ კვლევებს; კვლევების გრაფიკის დაგეგმვაში შენი პირადი ექიმი გეხმარება;
 
 
ჰოსპიტალიზაცია - გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურება (ოპერაცია) დაზღვევის ძალაში შესვლისთანავე ფინასდება, გეგმიური ოპერაციები კი დაზღვევიდან 1 წლის შემდეგ;
 
 
სტომატოლოგია - სტომატოლოგიური მომსახურება მოიცავს როგორც გადაუდებელ, ისე გეგმიურ პროცედურებს, ასევე ორთოპედიულ და ორთოდონტიულ მომსახურებას ჩვენს პროვაიდერ კლინიკებში; გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურების მიღება ნებისმიერ სტომატოლოგიური კლინიკაშია შესაძლებელი;
 
Covid-ექიმის მომსახურება - covid დადებით პაციენებს ემსახურება ჩვენი covid-ექიმების ჯგუფი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინების მიხედვით, მართავს პაცინეტების ბინაზე მკურნალობას;
 
 
 
 
 
ონლაინ სერვისები
 
 
სადაზღვევო მომსახურებას კიდევ უფრო მარტივად და სწრაფა მიიღებ ონლაინ პლატფორმების მეშვეობით პირადი კაბინეტიდან (ლინკი) ან აპლიკაციით MyGPI:
 
• აპლიკაციით ყველა სადაზღვევო სერვისს მარტივად და სწრაფად იღებ;
• მომსახურების ანაზღაურება,
• ოპერაციის დასაფინანსებლად საგარანტიო წერილის მიღება,
• დაზღვევის ელექტრონული ბარათი APP Card, რომელიც პლასტიკური ბარათის ნაცვლად შეგიძლია გამოიყენო კლინიკებსა თუ აფთიაქებში.
• მედიაკმენტებისა და ანალიზებისთვის მიმართვეის მოთხოვნა
• აქვე შეგიძლია, ნახო შენი პოლისების დაფარვები, ლიმიტები, პროვაიდერი კლინიკები; აპლიკაციით აგროვებ ეკომონეტებსაც;
 
 
აპის ლინკები და აიქონები
დააზღვიე ჯანმრთელობა და დააგროვე ეკომონეტები
დაზღვევის შეძენით შენ ერთვები ჩვენს ლოიალობის პოგრამაში, რომელითაც ყოველი გადახდილი პრემიიდან (პოლისისი ყოველთვიური ღირებულებიდან) 5% გიბრუნდება ეკომონეტების სახით. ეკომონეტა „ვალუტაა“, რომელიც შეგიძლია, დაზღვევაში გადაცვალო პოლსის განახლებისას ან ახლის შეძენისას. 100 ეკომონეტა = 1₾.
 
 
 
 დაზღვევის შესაძენად გადადი ბმულზე:

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

მოძებნე შენი თავი ჯანდაცვის ახალ პროგრამაში. გაიგე, რა დაზღვევით ისარგებლებ

რა მოხდა?

1 მაისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პრინციპი შეიცვალა. ანუ, თუ ადრე ამ პროგრამით საქართველოს ყველა მოქალაქე სარგებლობდა, ახლა ასე აღარ არის.

მთავარი ცვლილება ისაა, რომ სოციალურად დაუცველებზე სახელმწიფო უფრო მეტ თანხას დახარჯავს, ხოლო მაღალშემოსავლიანები თითქმის საერთოდ ვეღარ ისარგებლებენ საყოველთაო ჯანდაცვით.

ახალ პროგრამაში 19 ჯგუფია: 0-დან 6 წლამდე ბავშვები, 6-დან 18 წლამდე მოზარდები, სტუდენტები, შშმ პირები, ვეტერანები, სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, იძულებით გადაადგილებული პირები და სხვა მოწყვლადი ჯგუფები, რომლებსაც სახელმწიფო ყველაზე მეტად დააფინანსებს.

დანარჩენი მოქალაქეებისთვის კი დიფერენცირებული პაკეტები მოქმედებს. მთავარი კრიტერიუმი, რის მიხედვითაც ადამიანს საყოველთაო ჯანდაცვის ესა თუ ის პაკეტი ენიჭება, მისი პირადი შემოსავალია. პირადი შემოსავლის მიხედვით, მოქალაქეები ოთხ ჯგუფად არიან დაყოფილები: მაღალშემოსავლიანები, საშუალოშემოსავლიანები, დაბალშემოსავლიანები და სოციალურად დაუცველები.

რა განსხვავებაა ამ ოთხ პაკეტს შორის?

ჯერ, მოდით, ის გავარკვიოთ, რა არის საერთო: ის, რაც ყველა ჯგუფს უფინანსდება (მათ შორის, მაღალშემოსავლიანსაც), არის მშობიარობა/საკეისრო კვეთა (ლიმიტი წელიწადში 500-800 ლარი) და მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა სტაციონარული მომსახურებაა. ანუ, თუ მაგალითად, საკეისრო კვეთის ფასი 1200 ლარია, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 800 ლარს აგინაზღაურებთ, დარჩენილი 400 ლარის დაფარვა კი თავად მოგიწევთ. ეს ერთადერთი სერვისია, რომელიც მაღალშემოსავლიან მოქალაქეებსაც უფინანსდებათ.

•  წითელა – ამ დაავადების გავრცელების ერთ-ერთ მიზეზი აცრებზე უარის თქმაა

•  რას სუნთქავს თბილისი 

•  საქართველოში ყოველ მეხუთე ოჯახში სადილი ნასესხები ფულით კეთდება 

• “ბრაზი მომდის, ბოღმისგან ვიგუდები”. სამუშაო ადგილზე დაშავებული მუშების ისტორიები

გარდა ამისა, ყველა ჯგუფი, მაღალშემოსავლიანიც და სოციალურად დაუცველიც, შეძლებს ისარგებლოს ჯანდაცვის სხვა სახელმწიფო პროგრამებით, როგორებიცაა C ჰეპატიტის, ტუბერკულოზის, დიაბეტის მართვის და ა.შ.

ახლა განსხვავებებზე ვისაუბროთ. თანმიმდევრობით მივყვეთ:

მაღალშემოსავლიანები. ვინ არიან და რა პაკეტი ეკუთვნით

ადამიანი, რომლის წლიური შემოსავალი 40 ათას ლარს აღემატება, მაღალი შემოსავლის მქონედ ითვლება. პირველი მაისიდან მაღალშემოსავლიანი მოქალაქე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებს (გარდა ზედა ქვეთავში ჩამოთვლილი სერვისებისა).

გამონაკლისია პენსიონერი, რომელიც იმ შემთხვევაშიც კი, თუ მაღალშემოსავლიანია და წელიწადში 40 000 ლარზე მეტს იღებს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სრული პაკეტით ისარგებლებს და ამავე დროს, კერძო სადაზღვევო პაკეტის გამოყენების უფლებასაც შეინარჩუნებს.

უნდა გაითვალისწინოთ, რომ, ახალი წესით, ითვლება არა ოჯახის, არამედ მოქალაქის ინდივიდუალური შემოსავალი. ანუ კონკრეტული მოქალაქის წლიური შემოსავლის ოდენობაზეა დამოკიდებული, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის როგორი პაკეტით ისარგებლებს ის.

საშუალოშემოსავლიანები. ვინ არიან ისინი და რა პაკეტით ისარგებლებენ

საშუალო შემოსავლის მქონედ მიიჩნევა ის მოქალაქე, რომლის ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარზე მეტია, მაგრამ წლიური შემოსავალი 40 000 ლარს არ აღემატება.

საშუალოშემოსავლიანმა მოქალაქემ არჩევანი უნდა გააკეთოს: ან ისარგებლოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ან კერძო დაზღვევით. ორივე პაკეტით ერთად ვერ ისარგებლებს.

თუმცა, კერძო დაზღვევის შეძენის შემთხვევაშიც კი, ამ კატეგორიის ადამიანებს სახელმწიფო ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობისთვის საჭირო ქიმიო და ჰორმონოთერაპიას (80%) დაუფინანსებს.

საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში უფინანსდება:

  • გეგმური ამბულატორიული მომსახურება (ოჯახის ექიმის მომსახურება) – 100%
  • ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული პროფილაქტიკური აცრები -100%
  • გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება განსაზღვრული ნუსხის მიხედვით – 90% ( ლიმიტი 15 000 ლარი)
  • სხვა გადაუდებელი მდგომარეობები, რომლებიც სპეციალურ ნუსხაში არ შედის, განსხვავებული პრინციპით ფინანსდება – თუ ასანაზღაურებელი თანხა არ აღემატება 1000 ლარს, თანხას თავად პაციენტი იხდის. ხოლო თუ თანხა 1000 ლარზე მეტია, პაციენტი ასანაზღაურებელი თანხის 30%-ს (მაგრამ არანაკლებ 1000 ლარისა) იხდის.
  • გეგმური ქირურგიული, ონკოქირურგიული და კარდიოქირგიული ოპერაციები -70% ( წლიური ლიმიტი 15 000 ლარი).
  • ონკოლოგიურ დაავადებათა არაქირურგიული მკურნალობა (ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, სხივური თერაპია), (წლიური ლიმიტი 12 000 ლარი)- 80%.

დაბალშემოსავლიანები. ვინ შედის ამ კატეგორიაში

დაბალი შემოსავლის მქონედ მიიჩნევიან მოქალაქეები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარზე ნაკლებია. ამავე ჯგუფში შედიან თვითდასაქმებული და არარეგულარული შემოსავლის მქონე პირებიც.

• სიცოცხლე, თუ სიკვდილი. როგორ დადიან აფხაზები საქართველოში სამკურნალოდ 

•  სამი რამ, რაც საქართველოში გვწამლავს

•  ლუგარის ლაბორატორია საინფორმაციო ფრონტის წინა ხაზზე

•  როგორ გადაარჩინეს ბელარუსმა ექიმებმა ქართველი გოგონა

ისინიც არჩევნის წინაშე დგანან – თუ კერძო სადაზღვევო პაკეტს შეიძენენ, მაშინ საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტით სრულად ვეღარ ისარგებლებენ. კერძოდ კი, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან  მათთვის ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ონკოლოგიური დაავადებების მართვა – ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპია, ასევე გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება – 50% და გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება განსაზღვრული ნუსხის მიხედვით – 100%.

იმ შემთხვევაში, თუ დაბალშემოსავლიანი მოქალაქე უარს იტყვის კერძო დაზღვევაზე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მას დაუფინანსდება:

  • გეგმური ამბულატორიული მომსახურება – 100%
  • ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული პროფილაქტიკური აცრები -100%
  • ოჯახის ან სოფლის ექიმის დანიშნულებით ექიმ-სპეციალისტების მომსახურება – 70%
  • ექიმის დანიშნულებით ინსტრუმენტული და კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები – 70-100%
  • გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება – 50%
  • გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება განსაზღვრული ნუსხის მიხედვით – 100% ( ლიმიტი 15 000 ლარი)
  • სხვა გადაუდებელი მდგომარეობები, რომლებიც სპეციალურ ნუსხაში არ შედის (სასწრაფო დაუყოვნებელი ინტერვენციები), სხვა პრინციპით ფინანსდება – თუ ასანაზღაურებელი თანხა არ აღემატება 500 ლარს, თანხას თავად პაციენტი იხდის. ხოლო თუ თანხა 500 ლარზე მეტია, პაციენტი ასანაზღაურებელი თანხის 30%-ს (მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა) იხდის.
  • გეგმური ქირურგიული, ონკოქირურგიული და კარდიოქირგიული ოპერაციები -70% ( წლიური ლიმიტი 15000 ლარი). დაფინანსების იგივე პინციპია, რაც ზედა პუნქტშია აღწერილი.
  • ონკოლოგიურ დაავადებათა არაქირურგიული მკურნალობა – ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, სხივური თერაპია – 80% (წლიური ლიმიტი 12000 ლარი)

სოციალურად დაუცველები, ბავშვები, პენსიონერები და სხვა მოწყვლადი ჯგუფები

ამ კატეგორიის მოქალაქეები ყველაზე ძვირიანი და სრული ჯანდაცვის პაკეტით სარგებლობენ.

გარდა ამისა, მხოლოდ ამ ჯგუფის წარმომადგენლებს აქვთ უფლება, სრულად ისარგებლონ, ერთდროულად, სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამით და კერძო სადაზღვევო პაკეტითაც.

სოციალურად დაუცველებს, რომელთაც “სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” მინიჭებული აქვთ 70 ათასიდან 100 ათასამდე ქულა, ასევე მოზარდებს 6-დან 17 წლის ჩათვლით, პროგრამის ფარგლებში უფინანსდებათ:

  • გეგმური ამბულატორიული მომსახურება – 100%
  • ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული პროფილაქტიკური აცრები -100%
  • ოჯახის ან სოფლის ექიმის დანიშნულებით ექიმ-სპეციალისტების მომსახურება – 70% ( დანარჩენ 30%-ს იხდის მოქალაქე)
  • ექიმის დანიშნულებით ინსტრუმენტული და კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები – 70-100%
  • გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება – 100%
  • გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება – 70-100% ( ლიმიტი 15 000 ლარი)
  • გეგმური ქირურგიული, ონკოქირურგიული და კარდიოქირგიული ოპერაციები -70%( წლიური ლიმიტი 15000 ლარი).
  • ონკოლოგიურ დაავადებათა არაქირურგიული მკურნალობა (წლიური ლიმიტი 12000 ლარი), ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, სხივური თერაპია – 80%

იმავე პაკეტით, ოღონდ ნაკლები თანაგადახდით, ისარგებლებენ 0-5 წლის (ჩათვლით) ბავშვები, პენსიონერები, სტუდენტები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.

ამავე პაკეტით, თუმცა ყოველგვარი თანაგადახდის გარეშე, ისარგებლებენ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოქალაქეები (ვისაც 70 ათას ქულაზე ნაკლები აქვს), პედაგოგები, სახალხო არტისტები, სახალხო მხატვრები, რუსთაველის პრემიის ლაურეატები.

გარდა ამისა, სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფ მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 100 ათასს არ აღემატება, ზაფხულიდან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო გარკვეული მედიკამენტები დაუფინანსდებათ. კერძოდ, 30-მდე დასახელების წამალი ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორებიცაა: მაღალი არტერიული წნევა, გულის უკმარისობა, კორონარული სისტემის დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, ფილტვების ქრონიკული დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები.

რაღაც კითხვები მაინც დამრჩა. მე თუ 40 ათას ლარზე მეტი მაქვს შემოსავალი, ჩემი მეუღლე კი უმუშევარია, ასეთ შემთხვევაში რა ხდება? მას ეკუთვნის საყოველთაო პროგრამის პაკეტი? რომელი პაკეტი შეეხება მას?

დიახ, თქვენს მეუღლეს ეკუთვნის საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტი. ამ შემთხვევაში, თქვენი მეუღლე დაბალშემოსავლიანთა კატეგორიას მიეკუთვნება (ისევე, როგორც თვითდასაქმებულები და არარეგულარული შემოსავლის მქონე ადამიანები) და ამ კატეგორიისთვის განკუთვნილი პაკეტით ისარგებლებს.

მაგალითად, ვარ მაღალშემოსავლიანი მოქალაქე. მყავს ორი შვილი 3 და 7 წლის. მათ ეკუთვნით საყოველთაო დაზღვევა?

 საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტს ორივე ბავშვი მიიღებს. თქვენი სამი წლის შვილი 0-დან 5 წლის ჩათვლით ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი პაკეტით ისარგებლებს. 7 წლის ბავშვი კი 6-დან 17 წლის ჩათვლით ასაკის მოზარდებისთვის განკუთვნილი საყოველთაო ჯანდაცვის საბაზისო პაკეტით. ამაზე ზემოთ გვიწერია.

თუ მოქალაქის შემოსავალი 40 ათას ლარზე მეტია, ონკოლოგიური დაავადების შემთხვევაში სახელმწიფო არ დაეხმარება? მკურნალობა ხომ ძალიან ძვირია და ხშირად კერძო დაზღვევაც არ აფინანსებს…

მაღალშემოსავლიან მოქალაქეებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ონკოლოგიური დაავადების ხარჯებს არ დაუფარავს. თუმცა, შესაძლებელია ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობისთვის საჭირო რომელიმე პროგრამას ადგილობრივი ბიუჯეტიც აფინანსებდეს. მაგალითად, თბილისის მერია თბილისში მცხოვრები ქალებისთვის ადრეული ძუძუს კიბოს ჰერცეპტინით მკურნალობას აფინანსებს.

მაგალითად, დიასახლისი, რომლის ოჯახის ყველა წევრი მუშაობს და რომელთაც საშუალო და მაღალი შემოსავალი აქვთ, რომელი პაკეტით ისარგებლებს?

მოქალაქე, რომელიც არ მუშაობს ან თვითდასაქმებულია, დაბალშემოსავლიანად ითვლება და დაბალი შემოსავლის მქონეთა კატეგორიისთვის განკუთვნილი პაკეტით ისარგებლებს. თუ ის პენსიონერია, მას პენსიონერთათვის განკუთვნილი დაზღვევა შეეხება.

თუ სწორად გავიგე, ნებისმიერი მასწავლებელი სრული სადაზღვევო პაკეტით სარგებლობს? მის სოციალურ მდგომარეობას მნიშვნელობა არა აქვს? ეს ბაღის მასწავლებლებსაც ეხებათ?

თუ მასწავლებლის წლიური შემოსავალი 40 ათას ლარს აღემატება, ის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებს. სრული სადაზღვევო პაკეტით მხოლოდ სკოლის საშუალო და დაბალშემოსავლიანი მასწავლებლები ისარგებლებენ. ბაღის და სამუსიკო სკოლის მასწავლებლებლებს ეს არ ეხებათ – მათ სახელმწიფო მხოლოდ მათი შემოსავლის გათვალისწინებით დააზღვევს. პედაგოგთა ჯგუფში ისინი არ შედიან.

იმისთვის, რომ ჯანდაცვის ახალი პროგრამით ვისარგებლო, სადმე უნდა დავრეგისტრირდე და რამე საბუთი უნდა ავიღო?

გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში. ამისთვის რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმა უნდა შეავსოთ. რეგისტრაციის შეცვლა შესაძლებელია 2 თვეში ერთხელ.

გეგმური ქირურგიული და ონკოლოგიური მომსახურების მიღებისთვის კი მატერიალიზებული ვაუჩერი/საგარანტიო წერილია საჭირო, რისთვისაც “სოციალური მომსახურების სააგენტოს” უნდა მიმართოთ.

ანუ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში შემიძლია მივიდე? თუ, კერძო სადაზღვევო კომპანიების მსგავსად, აქაც ჰყავთ თავიანთი პროვაიდერები?

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარმა უნდა მიაკითხოს მხოლოდ პროგრამაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებს. რომელია ეს დაწესებულებები, ამის გარკვევა მარტივად შეიძლება ცხელ ხაზზე დარეკვით. ეს წესი არ ეხება იმ შემთხვევებს, როდესაც მოქალაქეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდებათ – ამ შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულების არჩევისას არავითარი შეზღუდვა არ არსებობს.

კიდევ ერთი კითხვა: თუ აპრილამდე კერძო დაზღვევა მქონდა და დღეს აღარ მაქვს, ხომ შემიძლია სახელმწიფო დაზღვევით ვისარგებლო?

ვერა. საქმე ისაა, რომ კერძო დაზღვევა ითვლება 2017 იანვრის მდგომარეობით. ანუ, თუ 2017 წლის იანვარში თქვენ კერძო დაზღვევა გქონდათ, ამჟამად საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით ვერ ისარგებლებთ. კერძო დაზღვევის გაუქმებისთანავე თქვენ ავტომატურად გერთვებათ მხოლოდ მინიმალური პაკეტი (თუ რა თქმა უნდა, მაღალშემოსავლიანი არ ხართ), რომელშიც შედის ოჯახის ექიმის მომსახურება, გადაუდებელი და სტაციონარული მომსახურება განსაზღვრული ნუსხის მიხედვით (90-100% შემოსავლის მიხედვით), ასევე ონკოლოგიურ დაავადებებთან დაკავშირებული გარკვეული მომსახურებები.

თუმცა, ყოველ 6 თვეში სისტემა თავიდან გადახედავს ბენეფიციართა სიას და ცვლილებებსაც შეიტანს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ 1 ნოემბრის მონაცემებით თქვენ 6 თვე კერძო დაზღვევით მოსარგებლე არ იქნებით, სისტემა ავტომატურად მოგანიჭებთ უკვე არა მინიმალურ, არამედ კონკრეტულ პაკეტს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან, იმის მიხედვით, თუ რა შემოსავალი გექნებათ იმ დროისთვის.

კერძო სადაზღვევო კომპანიები თქვენი დაზღვევის გაუქმების შესახებ ინფორმაციას თავად მიაწვდიან ჯანდაცვის სამინისტროს, ამიტომ ამის გაკეთება თქვენ არ მოგიწევთ.

და, რა იცის სამინისტრომ მე რამდენი მაქვს შემოსავალი? მე უნდა წარვადგინო რამე საბუთი?

არა, თქვენ არაფერი არ უნდა წარადგინოთ. მოქალაქის პირადი შემოსავლის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან იღებს. თქვენი შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარზე მეტია თუ ნაკლები, ამის დასადგენად სამინისტრო ბოლო 12 თვის მონაცემებს იღებს. შემოსავალი ითვლება წინა თვიდან ბოლო 12 თვის მდგომარეობით დასაბეგრი შემოსავალით, კანონმდებლობით დადგენილი საგადასახადო შეღავათების გარეშე.

ძალიან დეტალურად აგვიხსენით ყველაფერი, მაგრამ კითხვები მაინც დამრჩა. სად უნდა დავრეკო ან ვის მივმართო?

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციისთვის დარეკეთ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე -1505.

ჩვენ დავტესტეთ ამ ნომერზე დარეკვა. საკმაო ხანს ლოდინმა კი მოგვიწია, მაგრამ კომპეტენტური ოპერატორი შეგვხვდა. სხვათაშორის, ცხელ ხაზზე დარეკვით შეგიძლიათ გაიგოთ, გეკუთვნით თუ არა სახელმწიფო დაზღვევა და კონკრეტულად რომელი პაკეტით სარგებლობთ. ამისთვის საჭიროა თქვენი პირადი ნომერი უკარნახოთ ოპერატორს და პასუხს მყისიერად მიიღებთ.

და ბოლოს. ცოტა სხვაგან კი გადავუხვევთ, მაგრამ მაინც გკითხავთ – რატომ შევიდა ცვლილებები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში? ეს ხომ “ქართული ოცნების” ყველაზე წარმატებულ პროექტად ითვლებოდა?

 “ქართული ოცნება” ამომრჩეველს ჰპირდებოდა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში საყოველთაო ჯანდაცვა ყველა მოქალაქის სამედიცინო პრობლემას მოხსნიდა. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2013 წლის 28 თებერვლიდან მმართველმა პარტიამ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა აამოქმედა. პროგრამა შეეხო მოქალაქეთა იმ ნაწილსაც, რომელიც მანამდე მოქმედ ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამებში ჩართული არ იყო („ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლამდე სახელმწიფო ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამებით უკვე აფინანსებდა სოციალურად დაუცველებს, პედაგოგებს, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, 6 წლამდე ასაკის ბავშვებს, პენსიონერებს და სტუდენტებს).

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მომხმარებელთა ოდენობა და შესაბამისად, პროგრამის ბიუჯეტიც დრამატულად გაიზარდა.

ექსპერტები აფრთხილებდნენ ხელისუფლებას, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მზარდ ხარჯს ვერ გაუძლებდა.

2015 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე ბიუჯეტით გათვალისწინებული 470 მილიონი ლარის ნაცვლად 573 მილიონი ლარი დაიხარჯა, 2016 წელს კი ბიუჯეტით თავდაპირველად დაგეგმილი 570 მილიონი ლარი წლის ბოლოსთვის 645 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

სწორედ ფინანსური პრობლემები გახდა პროგრამის შეცვლის მიზეზი.

2017 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის 660 მილიონი ლარია გამოყოფილი.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებების შეტანით სახელმწიფო ცდილობს, ხარჯები ოპტიმალურად შეამციროს – მოწყვლად მოსახლეობას უფრო მეტი ჯანდაცვის სერვისი მიაწოდოს, შედარებით შეძლებულებს კი სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებულ სერვისებზე წვდომა შეუზღუდოს.

კერძო სადაზღვევო პაკეტით საქართველოში 519 000 ადამიანი სარგებლობს.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

გამოცდილებები დაყარეთ პლზ.

და სადაზღვეოების პარალელურად იმათ პროვაიდერ კლინიკებზეც ახსენეთ ორი სიტყვა.

რამდენიმე წლის წინ "იმედი L"-ზე ვიყავი და ევექსის კლინიკაში დავდიოდი პროფილაქტიკებზე. ასეთუისე ყველაფრით კმაყოფილი ვიყავი.

უ-დაზღვევო ანალიზების ფასები მებევრა და დავიწყე მოძიება მაგრამ ასე შორიდან ბევრს ვერაფერს ვარკვევ.

პირობებში რა უწერიათ ერთია და რეალურად რა ხდება მეორე.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share