Jump to content
×
×
  • Create New...

სავალდებულო გაწვევა და დასავლური სტანდარტები


Recommended Posts

ფეოდალურ ეპოქაში გლეხი მონაწილეობდა მობილიზაციაში.

შეიძლება ვთქვათ რო სხვა რა გზა ჰქონდა?

მარა გზების მეტი რა იყო? არ იბძოლდებდა ბოლობოლო ან ნახევრად იბრძოლებდა ან ისე რა და საბოლოოდ იმდენს იზავდა აღარ გაიწვევდნენ.

 

საქმე იმაშია რომ მაშინდელ ფეოდალური წყობაშიც კი დღევანდელზე მეტად ცდილობდნენ სოციალური სამართლიანობის დაცვას.

გლეხს ჰქონდა თავისი მოვალეობა და იმაზე მეტად არ აწუხებდნენ - "როს ამოწყდეს გლეხი კაცი საქართველო გადაშენდეს"

 

როსტომ მეფის დროს მერამდენე იყო აღარ მახსოვს, ტფილისში 12 საათამდე გლეხი ვაჭრობდა მხოლოდ, 12 საათზე ზარბაზნის გასროლის მერე შედიოდა გადამყიდველი )

 

გლეხს შეეძლო გამხდარიყო ანზაური, ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცის გამო.

ხოლო უციხო აზნაური რომელიც სამ თაობაში ვერ შესძლებდა ციხის აშენებას გლეხების კლასში ქვეითდებოდა.

 

დღეს რაც არის არის შუა საუკუნეების ფეოდალურ სისტემაზე ბევრად უარესი

 

 

 

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
10 minutes წინ, Eric said:

ჯერ იყო საფრანგეთის რევოლუცია სენიორ

 

ეგრე საფრანგეთის რევოლუციამდე, ჯერ უვრარი და კო იყვნენ და კაპიტალიზმი უნდოდათ სენიორ. მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა ამ წუთას.

13 minutes წინ, Eric said:

ფული წამოიღო - ეს ტექნიკური საკითხია.

არ არის. ფული ამ შემთხვევაში ძალუაფლებას წარმოდგენს. მან აიღო (სამხედრო კამპანიის გზით) და ძალაუფლება დააბრუნა ბაყალენდში. ზუსტად ამის გამო გაერთიანდა დანარჩენი ყველა.

15 minutes წინ, Eric said:

წამოიღო იმიტომ რომ მოდელით სხვებს ჯობდა ერთი ერთზე

რა თქმა უნდა სჯობდა :) თუ არ აჯობებდა ვერც მოიგებდა. მაგრამ სოციალური სამართლიანობა აქ არაფერ შუაშია საერთოდ. თუ თქვენ ამ სამართლიანობაშ იმას გულისხმობთ რომ ვინმე გლეხი მარშალი გახლდათ, მაგალითად კელერმანი აქვე შეგახსენებთ რომ მაგალითად მეფე მზის პირველი კაცი, მუსიე კოლბერიც არ გახლდათ მაინცდამიანც არისტოკრატი.

9 minutes წინ, Eric said:

სოციალურად სამართლიანი სისტემა

ჩემთვის))

არ ნიშნავს აპრიორი მემარცხენე სისტემას სენიორ

არც ზოგადად ნიშნავს სენიორ. ამ თემაში ბევრი ურევს ამ საკითხს, ასევე ურევს 2 საკითხს მემარცხენეობას როგორც ქვეყანაში დასაფუძნებელ სისტემას და სოციალურ "სამართლიანობას".

მეორე საკითხია ზოგადად ზედსართავი "სამართლიანი" სენიორ. არ არსებობს ასეთი რამ. მაქსიმუმ არსებობდეს კონკრეტული სოციალური მოდელი, რომელზეც მმართველი ელიტების დიდი ნაწილი არის შეთანხმებული რომ არსებობდეს. ეს არის და ეს.

Share on other sites

2 minutes წინ, Seth said:

არც ზოგადად ნიშნავს სენიორ. ამ თემაში ბევრი ურევს ამ საკითხს, ასევე ურევს 2 საკითხს მემარცხენეობას როგორც ქვეყანაში დასაფუძნებელ სისტემას და სოციალურ "სამართლიანობას".

არა, სოციალურად სამართლიანი შეიძლება იყოს ფეოდალური სისტემაც სენიორ.

ზევით დავწერე კიდეც.

3 minutes წინ, Seth said:

მეორე საკითხია ზოგადად ზედსართავი "სამართლიანი" სენიორ. არ არსებობს ასეთი რამ. მაქსიმუმ არსებობდეს კონკრეტული სოციალური მოდელი, რომელზეც მმართველი ელიტების დიდი ნაწილი არის შეთანხმებული რომ არსებობდეს. ეს არის და ეს.

როგორ არ არსებობს ? საოცარია სენიორ რომ ამას უარყოფთ

აკადემიური ტერმინები არ მაინტერესებს

 

მმართველი ელიტები თანხმდებიან რათქმაუნდა და შემდეგ ვოქსპოპული თანხმდება სამართლიანია თუ არა ეს მოდელი.

ლოთეთში გურჯისტანში თანხმდებიან რომ მოდელი უსამართლოა, ისლანდიაში კმაყოფილები არიან.

რა არის აქ საკამათო?

Share on other sites

რაც შეეხება მემარცხენეობას როგორც გურჯისტანში საჭირო მოდელს ამას ვეთანხმები

~იმიტომ რომ მემარჯვენე ლიბერალურ მოდელში გამოჭამეს ქვეყანა და ერთადერთი რასაც დაუპირისპირებ არის მემარცხენეობა

სხვა გზა უბრალოდ არაა.

Share on other sites

  • ფორუმელი
5 minutes წინ, Eric said:

სოციალურად სამართლიანი შეიძლება იყოს ფეოდალური სისტემაც სენიორ.

ამაზე არც გეკამათებით. დაგეთანხმეთ კიდეც ზევით. ერთი შესწორებით რომ სამართლიანი მაინც არ იქნება. მისაღები კი ბატონო.

6 minutes წინ, Eric said:

მმართველი ელიტები თანხმდებიან რათქმაუნდა და შემდეგ ვოქსპოპული თანხმდება სამართლიანია თუ არა ეს მოდელი.

ვოქსპოპულს არავინ არაფერს ეკითხება სენიორ, ისინი დაეთანხმებიან იმას რასაც ელიტების დიდი ნაწილი შესთავაზებს. იმას უწოდებენ სამართლიანს. იგივე თემა არასამართლიანი გახდება, როგორც ელიტა (ან კონტრელიტა) უწოდებს მას ასე.

ასე რომ ამ საკითხს არაფერ აქვს სამართლიანობასთან სენიორ.

8 minutes წინ, Eric said:

ლოთეთში გურჯისტანში თანხმდებიან რომ მოდელი უსამართლოა, ისლანდიაში კმაყოფილები არიან

ისლანდიაში იმიტომ არიან კმაყოფილები რომ ელიტებმა სწორად შესთავაზეს რაც შესთავაზეს, ხოლო გურჯებმა და ლოთებმა არასწორად. 

გურჯს რომ იმის ნახევარი მაინც ჰქონდეს შეთავაზებული რაც ისლანდიელს, გურჯი ისლანდიელზე უფრო კმაყოფილი იქნება, მაგრამ ისლანდიელს რომ იმის ნახევარი ჰქონდეს რაც ეხლა აქვს გურჯზე გაცილებით უკმაყოფილო იქნება.

Share on other sites

  • ფორუმელი
9 minutes წინ, Eric said:

რაც შეეხება მემარცხენეობას როგორც გურჯისტანში საჭირო მოდელს ამას ვეთანხმები

~იმიტომ რომ მემარჯვენე ლიბერალურ მოდელში გამოჭამეს ქვეყანა და ერთადერთი რასაც დაუპირისპირებ არის მემარცხენეობა

სხვა გზა უბრალოდ არაა.

გურჯისტანს რაც შეეხება - იმ მდგომარეობაში რაშიც დღეს გურჯისტანია, მას არ აქვს ფუფუნება არჩევანისა. ერთადერთი რაც მას შეუძლია არის ის რო თავშესაფარი იშოვოს ევროპაში, ნებისმიერ (დიახ ნებისმიერ) ფასად. თავშესაფრის შემდეგ, სხვა ამბავია უკვე. იმჰო.

Share on other sites

1 minute წინ, Seth said:

ვოქსპოპულს არავინ არაფერს ეკითხება სენიორ, ისინი დაეთანხმებიან იმას რასაც ელიტების დიდი ნაწილი შესთავაზებს. იმას უწოდებენ სამართლიანს. იგივე თემა არასამართლიანი გახდება, როგორც ელიტა (ან კონტრელიტა) უწოდებს მას ასე.

ასე რომ ამ საკითხს არაფერ აქვს სამართლიანობასთან სენიორ.

მე ხომ არ ვამბობ ეკტხებიანთქო?

მარა რომ გადაწყვიტოს ეს შემოთავაზება მისთვის სამართლიანია თუ არა ამის ნებაც არ აქვს?

საოცარია სენიორ

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
56 minutes წინ, Eric said:

მარა რომ გადაწყვიტოს ეს შემოთავაზება მისთვის სამართლიანია თუ არა ამის ნებაც არ აქვს?

როგორ არ აქვს, აქვს რა თქმა უნდა. თუმცა შეზღუდულად. 

ისიც უნდა ვთქვათ რომ მაგალითად 500 წლის წინანდელთან შედარებით, ნამდვილად უფრო მეტი აქვს. ამავდროულად, იმასთან ერთად რომ ეს ნების გამოხატვა შეზღუდულია, ამასთანავე შეხედულებაც ამ "სამართლიანობაზე" იმდენად მანიპულირებადია რომ ფაქტიურად მაგ ნებას ნიველირებას უკეთებს.

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share