Jump to content
×
×
  • Create New...

სავალდებულო გაწვევა და დასავლური სტანდარტები


Recommended Posts

  • ფორუმელი
  On 5/28/2022 at 2:25 PM, York Ge said:

ტრიარიები

Expand  

ესენი ვინ არიან მილორდ ?

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Expand  
Share on other sites

  • ფორუმელი
  On 5/28/2022 at 3:23 PM, kvipriane said:

ესენი ვინ არიან მილორდ ?

Expand  

მანიპულარული წყობის ლეგიონის ყველაზე გამოცდილი და ასაკოვანი მეომრები - "მამები". ბრძოლაში ერთვებოდნენ მაშინ, თუ უმცროსები (ჰასტატები - "უმცროსი შვილები" და პრინციპიები - "უფროსი შვილები") გამარჯვების მოპოვებას ვერ მოახერხებდნენ.

"საქმე ტრიარიებამდე მივიდა" - ეს გამოთქმა რომაულ ანდაზად გადაიქცა.

Share on other sites

  • ფორუმელი
  On 5/28/2022 at 12:59 PM, Instance said:

მე ის არ მითქვამს სენიორ რეზერვისტები არ იბრძვიან თქო ან ნაკლებად მოყივირებული. უბრალოდ ბრძოლების დიდი ნაწილი მაინც მოდის გაწვეულებზე და ეს გაწვეულები რომლებსაც შეადგენენ ესენი რატომ არ გარბიან. ანუ ცოლ-შვილი მაგათ არ ჰყავთ საერთოდ ხომ?

არ ვიცოდი ზაგრანატრიადები თუ ჰყავდა ცახალს

Expand  

ზაგრადატრიადები ერთია და მამაშენი/ბიძაშენი რო დაგყვირიის "დავაი ეხა გაადჟვი წინ უკან არ დაგინახო" და ისიც უკან დგას ეს ცოტა სხვა რამეა.

თან ბავშვობიდან რო იცი რომ რაღაცა გარდაუვალია უფრო ნაკლებადაა პრობლემა.

  On 5/28/2022 at 1:49 PM, York Ge said:

რამდენს უნდა აქედან გაქცევა, მაგრამ რჩება, რადგან მშობლები არ მიჰყვებიან თან?

Expand  

აგერ მე. 23 წლიდან მივდიოდი და აგერ მეთერთმეტე წელია "მივდივარ". პრინციპში ახლა სხვაგან დამკვიდრებაც მაგრად დამეზარება თუ რაღაცა გენოციდში არ მოვყევით.

ძნელია ამ ხნის სასტავის დაძვრა ქეყნიდან.

  On 5/28/2022 at 1:57 PM, Instance said:

სურათი რა არის გაქცევის საშუალებას არ აძლევენ თუ მაინც გარბის რას შვრებიან?

Expand  

ანუ დეზერტირია? დეზერტირს იჭერენ.

  On 5/28/2022 at 2:25 PM, York Ge said:

ტრიარიები რომ გვყავდეს, მათ ჯანრთელობა უნდა შეინარჩუნონ, რისთვისაც, როგორც მინიმუმი, საჭიროა, ცვეთაზე არ ამუშაონ და სამედიცინო სისტემით უზრუნველყონ.

Expand  

სენიორ მინიმუმ ეგ რაც ჩამოთვალეთ + სწორი კვება და ვარჯიში უნდა ჰქონდეს უზრუნველყოფილი.

 

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Expand  
Share on other sites

  On 5/28/2022 at 3:52 PM, York Ge said:

მანიპულარული წყობის ლეგიონის ყველაზე გამოცდილი და ასაკოვანი მეომრები - "მამები". ბრძოლაში ერთვებოდნენ მაშინ, თუ უმცროსები (ჰასტატები - "უმცროსი შვილები" და პრინციპიები - "უფროსი შვილები") გამარჯვების მოპოვებას ვერ მოახერხებდნენ.

Expand  

სხვათაშორის აქ სადღაც დავდე მგლების ხროვა მარშზე ვიდეო, ზუსტად ლეგიონის პრინციპით გადაადგილდებიან ))

 

წინ მიდიან მზვერავები , ყველაზე ბებერი და ასაკისგან დასუსტებული მგლები, ჯერ ხროვის მარშის ტემპს ირჩევენ როგორიც თვითონ შეუძლიათ და ამასთან ყველაზე ფრთხილები და გამოცდილები არიან და + საშიშროებას პირველები ხვდებიან და დაღუპვის შემთხვევაში დიდი დანაკლისი ხროვის ბიოლოგიისთვის არ წარმოადგენენ.

 

შემდეგ მოდის ახალგაზრდა მგლების ჯგუფი, ამათ შემდეგ ძუ მგლები მოდიან ლეკვებით და უკან კეტავს ყველაზე გამოცდილი და ტანიანი მგლების ჯგუფი.

თავად ალფა კონსული კიდევ უფრო უკან და გვერდიდან მოსდევს ისე რომ მთლიან ჯგუფს ხედავს

Share on other sites

  • ფორუმელი
  On 5/29/2022 at 7:06 AM, Eric said:

სხვათაშორის აქ სადღაც დავდე მგლების ხროვა მარშზე ვიდეო, ზუსტად ლეგიონის პრინციპით გადაადგილდებიან ))

 

წინ მიდიან მზვერავები , ყველაზე ბებერი და ასაკისგან დასუსტებული მგლები, ჯერ ხროვის მარშის ტემპს ირჩევენ როგორიც თვითონ შეუძლიათ და ამასთან ყველაზე ფრთხილები და გამოცდილები არიან და + საშიშროებას პირველები ხვდებიან და დაღუპვის შემთხვევაში დიდი დანაკლისი ხროვის ბიოლოგიისთვის არ წარმოადგენენ.

 

შემდეგ მოდის ახალგაზრდა მგლების ჯგუფი, ამათ შემდეგ ძუ მგლები მოდიან ლეკვებით და უკან კეტავს ყველაზე გამოცდილი და ტანიანი მგლების ჯგუფი.

თავად ალფა კონსული კიდევ უფრო უკან და გვერდიდან მოსდევს ისე რომ მთლიან ჯგუფს ხედავს

Expand  

ამ თემაშია? დამაინტერესა

 

 
Expand  
Share on other sites

  • ფორუმელი
  On 5/28/2022 at 7:01 PM, t-90 said:

სწორი კვება

Expand  

ან, უბრალოდ, კვება :)))

  On 5/29/2022 at 7:06 AM, Eric said:

სხვათაშორის აქ სადღაც დავდე მგლების ხროვა მარშზე ვიდეო, ზუსტად ლეგიონის პრინციპით გადაადგილდებიან ))

Expand  

რომაელებს სახელმწიფოც და არმიაც ესმოდათ, როგორც რომაული ოჯახების ფედერაცია და სწორედ ოჯახი იყო არმიის ორგანიზაციის საფუძველი.

ითვლება, რომ ქვეითების ფრონტალური შეჯახებისას ფსიქოლოგიურ ზეწოლას უძლებდა პირველი რვა თუ პირველი ათი მწკრივი, ხოლო დანარჩენები, თუ ბრძოლა მათამდე მიაღწევდა, გარბოდნენ და იხოცებოდნენ.

ამიტომ უნდა განელაგებინათ ჭარბი მწკრივები შეჯახებიდან მოშორებით, მაგრამ ამას სხვა პრობლემის წამოჭრა შეეძლო. ანტიკური ხანის მეომარმა იცოდა, რომ ყველაზე დიდი საფრთხე გაქცევისას ემუქრებოდა, მაგრამ თუ შეჯახების ხაზიდან მოშორებით იქნებოდა განლაგებული, გაქცევა უსაფრთხო ხდებოდა. როგორ გადაჭრეს რომაელებმა პრობლემა? წინა ხაზზე განალაგეს გამოუცდელი და შეუშინებელი მეომრები (ჰასტატები, "უმცროსი შვილები"), რომელთა ამოცანა იყო მოწინააღმდეგის მწკრივის დარღვევა, სავარაუდოდ, ხელჩართულ ბრძოლაში შეუსვლელად, რომელიც გამოცდილი და მოწიფულ ასაკში მყოფი "უფროსი ძმების", პრინციპიების ამოცანას წარმოადგენდა. ამ უკანასკნელთ გაქცევა შეეძლოთ, მაგრამ რამდენი გაიქცევა, თუ წინ მისი უმცროსი ძმები უბრძვიან, უკან კი მამები დგანან? სულ ბოლოს იდგნენ მამები, რომლებსაც გაქცევამდე შეეძლოთ დაელიათ, გამოფხიზლებულიყვნენ და სეირნობით წასულიყვნენ სახლში, მაგრამ რამდენი მამა მოიქცევა ასე, თუ მის წინ შვილები იბრძვიან? რომაელების სარდლობის ამოცანა ის კი არ იყო, რომ ტრიერიებისა და პრინციპიების გაქცევა არ დაეშვათ, არამედ ის, რომ ეს უკანასკნელნი ბრძანების გარეშე არ შესულიყვნენ ბრძოლაში.

ამიტომ იყო, რომ ბრძოლის ველიდან გაქცევა რომში მკრეხელობად ითვლებოდა და ასეთებს მსხვერპლად სწირავდნენ "ქვესკნელის ღმერთებს" - დეციმაცია ყოფილი ადამიანების მსხვერპლშეწირვის რიტუალი იყო, იმიტომ, რომ მამის მოღალატე შვილი და შვილის მოღალატე მამა, რომაელების აზრით, ადამიანი აღარ იყო.

ამრიგად, რომაული არმიის ("პოპულუსის") საფუძველი იყო ოჯახი და რომაული ელიტაც ყველაფერს აკეთებდა რომაული ოჯახის დასაცავად და გასამრავლებლად ვეისა და გალების მიერ რომის აღებიდან კარტაგენის დაცემამდე მოყოლებული, ხოლო, როცა ამის შემდეგ რომაულ ელიტას კითხვა გაუჩნდა, რაღაში გვჭირდებიან ეს პლებეებიო, ამ უკანასკნელებმა ისეთი დამაჯერებელი პასუხი გასცეს, სამ თაობაში ამოწყდა.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share