Jump to content
×
×
  • Create New...

სავალდებულო გაწვევა და დასავლური სტანდარტები

Recommended Posts

  • ფორუმელი

სოციალური სამართლიანობა შეიძლება, შეფასდეს კაპიტალზე წვდომის მიხედვით, რომელიც შეიძლება, განხორციელდეს უშუალოდ, კერძო სტრუქტურების, ან სახელმწიფო ინსტიტუტების მეშვეობით.

როგორც ანტიკური ისტორიიდან არის ცნობილი, ომში წასვლის ძირითადი მოტივატორი იყო მიწის ფლობა, ხოლო უახლესი ისტორიიდან ირკვევა, რომ, მას შემდეგ, რაც მასობრივი არმიის შექმნა გახდა აუცილებელი, ხალხმა მიიღო სოციალური დაზღვევა, ხელფასის მინიმუმი, სამუშაო კვირის მაქსიმუმი, საცხოვრებელი, სახალხო განათლების და უფასო/დაზღვეული მედიცინის სისტემები.

ახალი დროის პირველი მასობრივი არმია კი შეიქმნა საფრანგეთში მას შემდეგ, რაც გლეხებმა მიწა მიიღეს და გააცნობიერეს, რომ მონარქიის აღდგენას შესაძლოა, მიღებული მიწის დაკარგვა მოჰყოლოდა თან.

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
13 minutes წინ, York Ge said:

ისრაელის მოტივატორიც ეგ იყო, ომის წაგება უდრიდა ისრაელის მიწიდან განდევნას და თავშესაფრის დაკარგვას გაურკვეველი ვადით. მათთვის უბრალოდ რეჟიმი არ იცვლებოდა სუვერენიტეტის დაკარგვით.  ამიტომ ითმენდნენ ბანძ რეჟიმს. 

=

მათ არ ქონდათ ფუფუნება ბიუროკრატია ეკრიტიკებინათ. როცა ექსისტენციალური საფრთხე აირიდეს, მერე საკუთარ მთავრობასაც მიხედეს.

=

ქართული სიტუაცია განსხვავებულია.  

რა ხდება თუ სუვერენიტეტის დაკარგვით პირობები არ იცვლება?

Edited by Moor

Share on other sites

  • ფორუმელი
6 minutes წინ, Moor said:

მათ არ ქონდათ ფუფუნება ბიუროკრატია ეკრიტიკებინათ. როცა ექსისტენციალური საფრთხე აირიდეს, მერე საკუთარ მთავრობასაც მიხედეს.

როცა საჭირო იყო, სოციალისტური სისტემა შექმნეს და როცა შესაძლებელი გახდა - ლიბერალური.

კრიტიკის ფუფუნება - გადაჭარბებული ნათქვამია პარტიებისა და პროფკავშირების მასობრიობის გამო.

გნებავთ, ისევ ბრიტანეთს დავუბრუნდეთ, სადაც გაწვევა მხოლოდ დიდი ომის დროს არსებობს. როგორც ვიცით, მე-2 მსოფლიოომის წინ ბრიტანეთი უყოყმანოდ გადავიდა სოციალიზმზე ომის დროს, ომის შემდეგაც 6 წელი ახორციელებდა სოციალისტურ რეფორმებს, რამაც მას მრეწველობისა და არმიის მოდერნიზაციისა და საგარეო ვალის მომსახურების საშუალება მისცა.

8 minutes წინ, Moor said:

რა ხდება თუ სუვერენიტეტის დაკარგვით პირობები არ იცვლება?

კითხვას ვერ მიგიხვდით.

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, York Ge said:

კრიტიკის ფუფუნება - გადაჭარბებული ნათქვამია პარტიებისა და პროფკავშირების მასობრიობის გამო.

როდის გაიმართა პირველი მასობრივი (სოციალური) პროტესტი ისრაელში?

სოციალისტურში სტეიტიზმის მაღალ ხარისხს ვგულისხმობთ თუ რატო ვეძახით ყველაფერს სოციალისტურს, ვერ ვხვდები?

Share on other sites

  • ფორუმელი
2 საათის წინ, t-90 said:

ტფილისი იყო ურთიერთOბას რო მოესწრო :D

ეგ დიდი ხნის წინ იყო - ოღონდ ცოტა იყო და გათავდა :D

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, Moor said:

როდის გაიმართა პირველი მასობრივი (სოციალური) პროტესტი ისრაელში?

ვერ გეტყვით, არ მახსოვს, მაგრამ ერთი რომ დაიწყეს, მერე არც შეუწყვეტიათ. უყვართ და ეხერხება ებრაელებს ეგ საქმე. სოციალისტების დროს საპროტესტო აქციები ხშირად იმართებოდა.

3 minutes წინ, Moor said:

სოციალისტურში სტეიტიზმის მაღალ ხარისხს ვგულისხმობთ თუ რატო ვეძახით ყველაფერს სოციალისტურს, ვერ ვხვდები?

სოციალიზმის უნიფიცირებული გააზრება არ არსებობს. ჩემთვის, პირადად, სოციალიზმის ყველაზე სიმპათიური ვერსია ბატლიზმია, რომელიც საერთოდაც უარყოფს სოციალისტურობას.

Share on other sites

  • ფორუმელი
18 minutes წინ, Moor said:

ქართული სიტუაცია განსხვავებულია.  

რა ხდება თუ სუვერენიტეტის დაკარგვით პირობები არ იცვლება?

@York Ge მილორდ - თქვენ ახსენით რომ მეფის მოსვლით გლეხებისათვის შესაძლებლობა გაჩნდა მიწების დაკარგვისაო

ასევე ახსენით რომ მასიური ჯარისათვის მთელი რიგი სოც.უზრუნველყოფის კომპლექსები დაიდო 

ამეების გათვალისწინებით ზემოთ მოყვანილ კითხვას მე ასე შეგეკითხებოდით : - სუვერენიტეტის ისეთი დაკარგვით ; რომლის დროსაც ქვეყანა კი კარგავს სუვერენიტეტს მაგრამ მისი მოქალაქეებისათვის პირობები არ იცვლება (ნუ მეტ-ნაკლებად) - ასეთ დროს რა ხდება ??? ემორჩილება ხალხი დამპყრობელს და აგრძელებენ მშვიდად (ან არა მშვიდად) ცხოვრებას ??? 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, kvipriane said:

ამეების გათვალისწინებით ზემოთ მოყვანილ კითხვას მე ასე შეგეკითხებოდით : - სუვერენიტეტის ისეთი დაკარგვით ; რომლის დროსაც ქვეყანა კი კარგავს სუვერენიტეტს მაგრამ მისი მოქალაქეებისათვის პირობები არ იცვლება (ნუ მეტ-ნაკლებად) - ასეთ დროს რა ხდება ??? ემორჩილება ხალხი დამპყრობელს და აგრძელებენ მშვიდად (ან არა მშვიდად) ცხოვრებას ??? 

თუ მეხსიერება არ მღალატობს, მილორდ, ოტომანების მიერ დაპყრობამდე სერბი გლეხი ყველა სახის გადასახადის სახით იხდიდა 45%, ხოლო შემდეგ - 20% ნაკლებს.

რამდენი ანტიოტომანური აჯანყება მოხდა სერბიაში მე-14-დან მე-19 საუკუნემდე?

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in

შესვლა
 Share

  • Who's Online   88 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 88 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(15)
    • YandexBot(1)
    • Googlebot(3)