Jump to content
×
×
  • Create New...

სავალდებულო გაწვევა და დასავლური სტანდარტები


Recommended Posts

9 საათის წინ, Instance said:

უკრაიანში ეხლაც მიდიან ქართველები მაღალი მოტივაციით,

კრწანისშიც მივიდნენ მაღალი მოტივაციით.

 

9 საათის წინ, Instance said:

კარგით ყარაბაღის ბოლო ომი ავიღოთ, სომხეთი 4K დაღუპული 11K დაჭრილი. აბსოლუტურად ყველა ვინც იბრძოდა  დაიჭრაა და დაიღუპა?

სომხეთი სოციალურად სამართლიანი სახელმწიფოა თუ 2020-ში იყვნენ იმედებით და ოცნებებით?

სომხებმა წააგეს.

 

9 საათის წინ, Instance said:

აფხაზეთი მოხდა სამოქალაქო ომის მერე ამიტომ ეს იმედების და ოცნებების დასაწყისი იყოო არაა სწორი შეფასებაა

სწორი შეფასებაა.

 

9 საათის წინ, Instance said:

ამისთვის უკვე გვჭირდება სოციალური სამართლიანობა აქ გეთანხმებით.

საკუთარ თავს ესაუბრებით სენიორ

ერთ პოსტში ერთგან არგუმენტს უარყოფთ მეორეგან ეთანხმებით

ბოლობოლო ეს სოციალური სამართლიანობა კარგია და სჭიროა თუ არა?)

Share on other sites

8 საათის წინ, Seth said:

უზარმაზარი არმია შეუკრიბეს სოციალური თანასწორობის შეთავაზების გამო? :დ

საფრანგეთი რევოლუციის შემდეგ და რევოლუციამდე ?

Share on other sites

სენიორეს, იმჰო ორი მაგალითი, ვაიმარის რესპუბლიკა და ისრაელი ასაღებია და დასამუშავებელი და არა რათქმაუნდა პირდაპირ გადმოსატანი.

თუმცა ვფიქრობ ჰანს ფონ სექტის რეფორმებს ჩვენ ვერც ვერაფერს მოვაკლებთ ვერც შევმატებთ, გურჯებს საამისო საშტაბო კულტურა არ გვაქვს.

 

რა გააკეთა ფონ ზეკტმა?

მაშინ როცა გერმანიას აკრძალული ჰქონდა 100 000 ზე მეტი ჯარისკაცის ყოლა, მან შექმნა 100 000 იანი არმია იმ პრინციპით რომ თითოეულ ჯარისკაცს შესძლებოდა უნტეროფიცრობა და საჭიროების შემთხვევაში ოცმეთაურობა.

ერთი ბრძანების გაცემით ეს 100 000 კაცი ხდებოდა 2 000 000 ( ორმილიონიანი) არმიის ბირთვი და მაქსიმუმ 3 იდან 6 თვეში სრულიად ცარიელ ადგილზე , ხოლო გერმანიაში ვეტერანების მაღალი რაოდნოების გამო ეს დრო შეიძლება დავწიოთ ორი კვირიდან ერთ თვემდე.

 

რაც შეეხება ისრაელს, ისრაელის მაგალითი იმითაა კარგი რომ გეოგრაფიულ ტერიტორიულად საქართველოს ჰგავს, ისრაელს არ შეუძლია როგორც უკრაინას მობილიზაციის სამი ეტაპის ჩატარება თან ომი თან ტერიტორიების დაკარგვა იმედით რომ გაზაფხულზე დაკარგა?

შემოდგომით დაიბრუნებს

 

ისრაელის და საქართველოს შემთხვევაში ეს შეუძლებელია, ტერიტორია დაკარგე? მას ან იბრუნებ კონტრშეტევით მაშინვე (უახლოეს დროში) ან მიმდინარე ომი წაგებულია.

სტრატეგიული სიღრმე სადაც გადალაგდები გადაჯგუფდები ამოისუნთქვ რეზერვებს გადაალაგებ დახმარებას მიიღებ და ასე შემდეგ არც ისარელს აქვს არც საქართველოს.

 

აქედან გამომდინარეობს ორივე შემთხვევაში მობილიზაციის მაღალი ხარისხის საჭიროება,

ისრაელში მობილიზაციის გამოცხადებიდან

1) რეზერვისტების ბაზებზე მიღება

2) აღჭურვა

3) ფრონტის ხაზზე გაყვანა

ამისთვის გამოყოფილია 24 საათი !

პრინციპით "ისრაელის ყველა მოქალაქე არის ჯარისკაცი რომელიც წელიწადში 11 თვე იმყოფება შვებულებაში"

მობილიზაციის ეს ხარისხი შეუძლებელია სოციალური სამართლიანობის გარეშე

 

ჩემი დასკვნა რა არის რომა

ომი შეგვიძლია სოციალური სამართლიანობის პრინციპის გარეშეც

მარა ომში შედეგს მის გარეშე ვერ დავდებთ რადგან გეოფიზიკის გამო ძალების მაქსიმალური დაძაბვა გვჭირდება ომისთვის.

 

რათქმაუნდა დღესვე არ შეგვიძლია ისრაელის ან შვეიცარიის მსგავსი სამობილიზაციო სისტემის შექმნა მაგრამ მთავარი პრინციპებია რაზე უნდა იდგას საქართველოს თავდცვა

 

ისე როგორს ეს განსაზღვრა ფონ სეკტმა შეიძლება ამ ორი ვაიმარ/ისრაელის მაგალითის შერწყმა და სწორი პროტოტიპის აგება.

ვისაც ისრაელი არ გესიმპატიურებათ შეგვიძლია ამოვიღოთ და შვეიცარია ჩავსვათ არაფერი იცვლება.

Share on other sites

Posted (შესწორებული)

ამიტომ ჩვენი სახწლმწიფოს გენიალურ და ვერდაფასებულ მენეჯერებს რომ სწორად გაეთვალათ ფუნდამენტური სტრატეგია უნდა მიმხვდარიყვნენ რომ 15 000 იანი "მცირე და მობილური" არმიით საქართველო ომს ვერ მოიგებდა ვერც რუსებთან ვერც ... დაჟე სომხებთან,

მენეჯერებმა გენიალური სტრატეგია დადეს ->

"ვომობთ ორი კვირა და მერე მოდიან იანკები ნატო იაპონელები ავსტრალიელები და ვსე"

გენიალნო)))

მარა ჯერ ერთი ომი სამ დღეში წავაგეთ და გასარკვევი დარჩა მოვიდოდნენ თუ არა დანარჩენები დასახმარებლად :gigi:

ვფიქრობ რო არა. არავინ აპირებდა

 

აბა უკაცრავად და რა ბაბაიაროს აკეთებდნენ და აკეთებენ ამდენი ექსპერტშმექსპერტ ასოცირებული თუ უბრალოდ პრაფესორი?

არაფერს

ვოზდუხ

ფუჰ

რომ შეუბერავ და ... ფუჰ :lolz:

Edited by Eric
Share on other sites

აფხაზეთის ომის დროს ხალხი დუბაიში დადიოდა და აგვისტოს ომის დროს რესტორნები მუშაობდაო

ჰოოდა ესაა ზუსტად სოციალური უსამართლობა

მოვიგეთ?

 

Share on other sites

Posted (შესწორებული)

დგანან ამოდენა და ამოტოლა ხალხი და ზოგი პრაფესორი ზოგი იქ ნატოს კონსულტანტი))... ზოგი აქედან ზოგი გენერალი ზოგი სერჟანტი ზოგი ოფიციალური არხებიდან

ზოგი იუთუბ კანალზე და იკლაკლნებიან იპრანჭებიან რაღაცას გიმტკიცებენ

რა ამერიკული ჯიაის ქვეითი სტრუქტურა შვილოსა)) რა იაკუძები ...

ერთი არ იტყვის რო რაცა გვაქვს ყლეობაა და რა ომი რის ომი არც გაიფიქროთ და თუ გაიფიქრეს თქვენ სხვა მხარეს გაიქეცით :givi:

ერთს არ წამოცდება ვეჟო

 

Edited by Eric
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
1 საათის წინ, Eric said:

ერთს არ წამოცდება ვეჟო

რომ წამოცდეს ან უნდა ერკვეოდეს სენიორ და ან თავიდანვე არ უნდა წარმოადგენდეს მხარეს.

ზოგადად ეს სამობილიზაციო რესურსების საკითხი ძალიან პატარა შემადგენელი ნაწილია იმ დიდი დავალებისა რაც გურჯებს გვაქვს, რომ ავაშენოთ ნორმალური სახელმწიფო. ამიტომ რავიცი, რამდენად სწორია ასე ცალკე ამოგლეჯილად განხილვა და რეცეპტის დადება.

2 საათის წინ, Eric said:

ამ ორი ვაიმარ/ისრაელის მაგალითის შერწყმა და სწორი პროტოტიპის აგება.

ჩვენთან ეს ამბავი როგორ გამოვა არ ვიცი სენიორ. ვაიმარი და გურჯისტანი ისე განსხავდება ერთმანეთისგან რომ მეტი არ შეიძლება :დ ისრაელს რაც შეეხება - აქ შეიძლება გარკვეული მსგავსების მონახვა, მაგრამ ამ მსგავსებების გურჯულ ფუნდამენტად გადაქცევა სენიორ წარმოუდგენელი სირთულის ამოცანად მიმაჩნია. როგორც მინიმუმ ამისთვის საჭიროა არამარტო ელიტის, არამედ ლუმპენამდე არსებული ყველა ფენის უდიდესი უმრავლესობის ან ჩარეცხვა და/ან მენტალიტეტის კარდინალური ცვლილება :დ

Edited by Seth
Share on other sites

10 minutes წინ, Seth said:

ზოგადად ეს სამობილიზაციო რესურსების საკითხი ძალიან პატარა შემადგენელი ნაწილია იმ დიდი დავალებისა რაც გურჯებს გვაქვს, რომ ავაშენოთ ნორმალური სახელმწიფო. ამიტომ რავიცი, რამდენად სწორია ასე ცალკე ამოგლეჯილად განხილვა და რეცეპტის დადება.

რათქმაუნდა სენიორ.

თუმცა უკაცრიელ კუნძულზე მოხვედრისას ჯერ ხომ უსაფრთხო ადგილს ვეძებთ? მერე ამ ადგილს ვამზადებთ წვიმების და ქარისგან დასაცავად, შემდეგ ეკონომიკაზე ვფიქრობთ)

ვერანაირი დასავლური მოდელი ვერ გამოგვადგება რადგან უბრალოდ თავზე დაგვამხობენ და არავინაა მომკითხავი.

14 minutes წინ, Seth said:

ჩვენთან ეს ამბავი როგორ გამოვა არ ვიცი სენიორ. ვაიმარი და გურჯისტანი ისე განსხავდება ერთმანეთისგან რომ მეტი არ შეიძლება :დ ისრაელს რაც შეეხება - აქ შეიძლება გარკვეული მსგავსების მონახვა, მაგრამ ამ მსგავსებების გურჯულ ფუნდამენტად გადაქცევა სენიორ წარმოუდგენელი სირთულის ამოცანად მიმაჩნია. როგორც მინიმუმ ამისთვის საჭიროა არამარტო ელიტის, არამედ ლუმპენამდე არსებული ყველა ფენის უდიდესი უმრავლესობის ან ჩარეცხვა და/ან მენტალიტეტის კარდინალური ცვლილება :დ

ასეა.

მაგრამ ამის გამო მცდარზე არ უნდა ვთქვათ რომ სწორია.

სწორი პროტოტიპის განსაზღვრა არის მთავარი.

შემდეგ უბნდა ვიფიქროთ როგორ შეიძლება თეორიის მიღება პრაქტიკაში.)

 

და ამაზე რომ ვფიქრობთ მივდივართ პირველივე რაც არის - სოციალური სამართლიანობა.

ეს არ ეყოფა რათქმაუნდა მარა თეორიის პრაქტიკაში გადასატანი თეორიის) პირველი პუნქტი უნდა იყოს - იმჰო

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share