Jump to content
×
×
  • Create New...

მითოლოგიის განყიკი გვაქვს ფუნთუშელებო?


კიჭარტი
 Share

Recommended Posts

9 minutes წინ, L_Autre_monde said:
ფისოს ფბ-დან :popcorn:

lol მევთქვი საიდან იცის ვამპირ ჰანტერ D.

მევასა ეგ ანიმე თავის დროზე. აქვს შარმი.

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, ნაკო said:

ბუნდოვნად მახსოვს. მაგრამ მითის პირდაპირი გადმოცემით (თუ ალეგორიებს არ ვეძებთ) საბერძნეთის მომავალი მემკვიდრე ფრიქსე დედამ (ქალღმერთმა, არ ვიცი რომელმა) იხსნა საფრთხისგან და ოქროს მატყლით მოსილი ვერძით კოლხეთის სამეფოში დატოვა. შემდეგ ვერძი ფრიქსემ მსხვერპლად შესწირა და ვერძის ტყავი აიეტს გადასცა, რომელიც დიდ მუხაზე განათავსეს. 

2 საათის წინ, kvipriane said:

ხოდა ფრიქსეს შვილმა უთხრა არგონავტებს

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
16 minutes წინ, Moor said:

ხოდა ფრიქსეს შვილმა უთხრა არგონავტებს

არგონავტები უკვე წამოსულნი იყვნენ ოქროს საწმისის საძებნელად, როცა ფრიქსეს შვილები სადღაც კუნძულზდ (სახელი არ ვიცი) შეხვდნენ მათ. ;(

*adminis nebiera

Share on other sites

  • ფორუმელი

@ნაკო ფრიქსეს ინფოზე დაყრდნობით გადაწყდა ეგ ტრიპი. მერე ჩააკითხეს ფრიქსეს შვილებს და დაიმგზავრეს. 

რეალში ალბათ ფინიკიელებთან გვქონდა ურთი და მოგვტეხეს პონტიდან

დაველოდოთ სენიორ კვიპრიანეს ვერსიას

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
5 minutes წინ, Moor said:

ხოდა ფრიქსეს შვილმა უთხრა არგონავტებს

მე ასე მახსოვს სენიორ , რომ : - ყველაფერი დაიწყო ზევსისგან :)

დიდი მექალთანე იყო ზევსი, როგორც ძველები იტყოდნენ : -"იუბკას არ უშვებდა" :) ხოლო ჰერამ მშვენივრად იცოდა საკუთარი მეუღლის სუსტი მხარე და ამ მხრივ ყურადღების სრულ მობილიზებას იჩენდა-ხოლმე, თუმცა მექალთანე ზევსისთვის ამას ხელი არ შეუშლია ხშირად გამძვრალიყო "ნა ლევა"...

... ძველი დროის საბერძნეთში ერთი მშვენიერი, ბამბის ქულასავით თეთრი, ულამაზესი გოგონა ცხოვრობდა, სახელად "იო", იმდენად ლამაზი იყო იო რომ მისი შემხედვარე ყმაწვილები გონებას კარგავდნენ და შოკისმომგვრელ მდგომარეობამდე მიდიოდნენ :) 

ერთხელ, სრლიად შემთხვევით, როდესაც იო თავის თანატოლ თანასოფლელებთან ერთად მდინარეზე იყო, იმდენად გაერთნენ ცეკვა-თამაშით რომ მათმა ჟრიამულმა ზევსის ყურადღება მიიპყრო, გადმოიხედა ზევსმა ოლიმპოდან და ულამაზესი იო შერჩა მის მზერას, მისი სილამაზით მონუსხულს სრულიად გადაავიწყდა რომ ადამიანთათვის მისი ხილვა შიშის მომგვრელი გახლდათ და იოს წარუდგა, იოს შეეშინდა და გაიქცა, ზევსმა ნისლი მოუვლინა იოს და გზა აუბნია, ამ დროს ჰერამაც გადმოიხედა ზეციდან და საკვირველი რამ იხილა, მშვენიერი ამინდი იდგა და მდინარესთან  უჩვეულო ნისლის ღრუბელი ტორტმანობდა, გულმა რეჩხი უყო, ჩემი ქმარი ხომ არ ხლართავს რამესო და დაეშვა ნისლის ქულისაკენ, ზევსმა როგორც კი იგრძნო ჰერას მოახლოება, სხვა ვერაფერი მოიფიქრა და ნისლში გზააბნეული საწყალი გოგონა იო ძროხად გადააქცია :) როდესაც ჰერამ ნისლში შემოაღწია , იქ უკვე ულამაზესი ბამბის ქულასავით თეთრი და ძალიან ლამაზი ძროხა დახვდა და იმდენად მოეწონა რომ ზევსს სთხოვა : - მაჩუქე ეს ძროხაო ... სხვა რა გზა ჰქონდა ზევსს , - აჩუქა ...

ჰერამ ძროხა იოს ჯერ 40 თვალიანი ბუმბერაზი დაუნიშნა მწყემსად, შემდეგ კი როდესაც ზევსის მცდელობით მიძინებულ ბუმბრაზს იო დაუძვრინა ხელიდან, ჰერამ კვლავ მიაგნო და ახლა გრძნეული კრაზანა მიუჩინა დარაჯად ...

ეს კრაზანა აწუხებდა, ჰკმენდა საწყალ იოს და დაარბენინებდა აღმა-დარმა, ასე შემოატარა მთელი მაშინდელი ცივილიზებული სამყარო, სწორედ ასე მოხვდა იო კოლხეთში, სადაც იქროს მოპოვებას ეწეოდა მოსახლეობა და ეს საქმიანობა უნდა ვივარაუდოთ რომ გასაიდუმლოებული უნდა ჰქონოდათ, თუმცა ვინ დაუმალავდა ზროხას ადამიანურ საიდუმლოს, ან რა აზრი ჰქონდა, ან ვინ იფიქრებდა რომ იგი ყოფილი ადამიანი გახლდათ ? :)

ფრიქსეს შვილმა უთხრათ არგონაველებს "ოქროს საწმისის" არსებობის შესახებ, თუმცა მითის მიხედვით კოლხეტისაკენ გზა სწორედ იომ ასწავლათ :)

.................................. 

სხვათაშორის იო-ს კულტი მხოლოდ ჩვენთან და ეგვიპტელებთან გვხვდება გაფეტიშებული, და თუ არ ვცდები მას ისიდა-ს ეძახდნენ , იგი გამოისახებოდა ძროხის თავიანი ქალის ფიგურიტ, რომელსაც ბავშვი უპყრია ხელთ და რქებს შორის მზე აქვს ჩახატული :)

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი

პ.ს. ამასწინათ წავიკითხე, რომ რეალურად კოლხეთის დაპყრობა იყო საბერძნეთის მიზანი, უბრალოდ არგონაგვტების ხელითო. კერძოდ, იმისთვის გამოგზავნეს ეგენი, რომ მისიის დროს მომკვდარიყვნენ, არ ჰქონდათ იმედი, რომ საწმისს მოიპარავდნენ მართლა. და ამაზე ვითომდა განრისხებულებს, სისხლის აღების მიზნით ომი უნდა გამოეცხადებინათ კოლხეთისთვის, მაგრამ მედეაჩკამ გეგმები ჩაუშალათ თავისი სიყვარულით.

გოიმი იასონი კიდევ :41: ტიპური მოღალატე, ცრუ და აბიუზერია. (ეს ბოლო მე დავამატე :41: ) სამართალი რომ არსებობდეს სადმე მეხი დაეცემოდა ან დაასაჭურისებდნენ, დამპლებმა კიდევ ისევ საწყალი მედეა გამოიყვანეს შეშლილი და მკვლელი.

მერი ქრისმეს ია fილthი ენიმალს :shampan:

Share on other sites

  • ფორუმელი
2 საათის წინ, Vermillion said:

მაქს. სენიორები შემოვიდნენ, საინტერესოდ დაიწყონ,მაგრამ ბოლოსკენ ისევ პოლიტიკისკენ გადაუხვიონ.

მითოლოგია თუ პოლიტიკა აღარაა და რავი აბა.

მერე აქედან იმასაც იკადრებთ რო რელიგიაც არაა პოლიტიკა? :D

2 საათის წინ, kvipriane said:

 დიახ, ასე მოხვდა "ოქროს ვერძი" კოლხეთში , მაგრამ საიდან გაიგეს იაზონმა და კო.-მ რომ კოლხეთში იყო ?

@CHAOS

დღეს გვიანია და ხვლა დილით დავწერ, საინტერესო ისტორიაა :)

 

ფრიქსემ და ფრიქსეს შვილებმა ჰქმნეს მაგათმა.

25 minutes წინ, კიჭარტი said:

პ.ს. ამასწინათ წავიკითხე, რომ რეალურად კოლხეთის დაპყრობა იყო საბერძნეთის მიზანი, უბრალოდ არგონაგვტების ხელითო. კერძოდ, იმისთვის გამოგზავნეს ეგენი, რომ მისიის დროს მომკვდარიყვნენ, არ ჰქონდათ იმედი, რომ საწმისს მოიპარავდნენ მართლა. და ამაზე ვითომდა განრისხებულებს, სისხლის აღების მიზნით ომი უნდა გამოეცხადებინათ კოლხეთისთვის, მაგრამ მედეაჩკამ გეგმები ჩაუშალათ თავისი სიყვარულით.

გოიმი იასონი კიდევ :41: ტიპური მოღალატე, ცრუ და აბიუზერია. (ეს ბოლო მე დავამატე :41: ) სამართალი რომ არსებობდეს სადმე მეხი დაეცემოდა ან დაასაჭურისებდნენ, დამპლებმა კიდევ ისევ საწყალი მედეა გამოიყვანეს შეშლილი და მკვლელი.

ჰმ. საინტერესო ვერსიაა.

რაც შეეხება მედეას შეშლილობას, ეგ კორინთოელებს ხუთ ტალანტად დაუჯდათ თურმე.

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share