Jump to content
×
×
  • Create New...

როგორც იქნა


Mulan
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
ონლაინ, marguerite said:

შეწყნარებულზე თუ შეუწყნარებელზე?

სხვა რამე გკითხე.

ონლაინ, marguerite said:

რელიგია რა შუაშია მერე რწმენასთან

:geek:

ონლაინ, marguerite said:

თუ რიტუალურად არ ჩაუღრმავდი

რელიგიის ფენომენის შესწავლა რიტუალების სწავლა არაა, უფრო კულტურულ, ისტროიულ და სოციო-პოლიტიკურ კონტექსტში რელიგიის არსის და გავლენის ჩაწვდომის სურვილია.

1 minute წინ, marguerite said:

ან ყველა რელიგიის სწავლებაში როგორ უნდა ერკვეოდე

5 კინკილა ძირითადი რელიგია გვაქვს, თუ რომელიმეს უპირატესობა გინდა ირწმუნო, ბარემ სხვებითაც დაინტერესდი, რომ მათი შედარების საშუალება გქონდეს და მხოლოდ სტერეოტიპებით არ აფასო სხვა რელიგიების მქონე ადამიანები.

5 minutes წინ, marguerite said:

ან რატომ უნდა კარგო ფუჭად ამდენი დრო

იმიტომ, რომ ცნობისმოყვარე ადამიანი ხარ და არ გინდა ვინმეს მიერ მომზადებული პასუხებით დაკმაყოფილდე. შენი რეფლექსია უნდა გადარდებს.

Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, Vermillion said:

სხვა რამე გკითხე.

დაგიკონკრეტე

3 minutes წინ, Vermillion said:

რელიგიის ფენომენის შესწავლა რიტუალების სწავლა არაა, უფრო კულტურულ, ისტროიულ და სოციო-პოლიტიკურ კონტექსტში რელიგიის არსის და გავლენის ჩაწვდომის სურვილია.

რელიგიის ფენომენის სწავლა, ყველა რელიგიის შესწავლას არ გულისხმობს და მათში მორწმუნეებზე უკეთესად გარკვევაში. რელიგიისგან პასუხი მაშინ გჭირდება, როცა რომელიმე კონკრეტულის მიმდევარი ხარ, თორემ მე პირადად სრულებით არ მაინტერესებს ამა თუ იმ საკითხზე რომელ რელიგიას რა შეხედულება თუ ახსნა გააჩნია

4 minutes წინ, Vermillion said:

კინკილა

:up:

შენ თუ ბიბლია, თავისი 2638რ84672620000 განმმარტებლიწაკითხული გაქვს და ამას ინტერესის გამო აკეთებ, პლუს დეოც გყოფნის, მაშინ საათების ჩაკერება გცოდნია და იქნებ მასწავლო მეც

6 minutes წინ, Vermillion said:

პასუხებით დაკმაყოფილდე

რა კითხვებს სვამ, როცა მისი არსი არ გწამს. 

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, marguerite said:

დაგიკონკრეტე

იმ კუთხით არა, რომელიც მაინტერსებდა.

ონლაინ, marguerite said:

რელიგიის ფენომენის სწავლა, ყველა რელიგიის შესწავლას არ გულისხმობს და მათში მორწმუნეებზე უკეთესად გარკვევაში.

 აბა, რას გულისხმობს?:gramatikikina:

1 minute წინ, marguerite said:

რელიგიისგან პასუხი მაშინ გჭირდება, როცა რომელიმე კონკრეტულის მიმდევარი ხარ, თორემ მე პირადად სრულებით არ მაინტერესებს ამა თუ იმ საკითხზე რომელ რელიგიას რა შეხედულება თუ ახსნა გააჩნია

გაგვიმართლა, რომ ამ სტერეოტიპებს რელიგიის მკვლევარები არ იზიარებენ. მესმის რომ შენი აზრია, მაგრამ იმდენად დოგმატურად აწყობილი წინადადებაა, რომელ მონაკვეთზე შემოგედავო არ ვიცი.

ძაან ზოგადად, კითხვების დასმით შემეცნების პროცესი იწყება.

4 minutes წინ, marguerite said:

თავისი 2638რ84672620000 განმმარტებლიწაკითხული გაქვს

ნწ, ერთხელ მაქვს წაკითხული, ძველი და ახალი აღთქმა. +აპოკრიფული ტექსტები. ვიღაცის განმარტებების კითხვაზე დრო არც დამიკარგავს. ინტერპრეტაციები ძალიან სუბიექტურია.

უფრო საინტერესო მონაკვეთების და იგავების გარჩევით ვერთობოდი.

6 minutes წინ, marguerite said:

რა კითხვებს სვამ, როცა მისი არსი არ გწამს. 

დავწერდი, მაგრამ არ მგონია იმ აუდიტორიაში ვიყო, სადაც პასუხების ძიების მზაობა იქნებოდა და არა ბრმა ოპონირება.

Share on other sites

  • ფორუმელი
13 minutes წინ, Vermillion said:

იმ კუთხით არა, რომელიც მაინტერსებდა

სამწუხაროდ, ჩემს კითხვაზეც ვერ მივიღე პასუხი

13 minutes წინ, Vermillion said:

რელიგიის მკვლევარები

ეს მათი პროფესიაა და არა რიგითი ინტერესი, რომ მორწმუნეებზე უკეთესად იციან მათი რწმენა, იიიშ

14 minutes წინ, Vermillion said:

ბრმა ოპონირება

ოკ

 

პ.ს. შენი გამოჯიბრება, რომ რაღაც მორწმუნეებზე უკეთ იცი, პირდაპირ რომ გითხრა, ბავშვურია. ჯობს, საკუთარ თავს გაეჯიბრო ხოლმე 

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი
47 minutes წინ, Vermillion said:

იდეაში, იმის გამო გამოგეხმაურე, რომ აღნიშნე, რომ ათეისტებს ვერ ეგუები. ისეთი პოზიცია გქონდა, თითქოს universal truths ფლობ და ათეისტები გზას აცდენილი, უაზროდ მოქიშპო, მოცლილი ტიპები არიან.

მაგ ინტერპრეტაციას აბსოლუტურად შენ აძლევ. მე ვიცი რას ვამბობ, მაგრამ სხვა რას იგებს მისი აღქმითი პრიზმის საკითხია უკვე.

გამოყენებული მაქვს ვარაუდის ტონი. ისიც დავწერე აგნოსტიკ-მართლმადიდებლის ჰიბრიდკა ვარ თქო. ანუ ვუშვებ რომ არსებობს ან არ არსებობს, თუ არსებობს, რა ფორმით ეგეც არ ვარ ჩამოალიბებული მეთქი. უბრალოდ ჩემთვის გადავწყვიტე რომ მირჩევნია არსებობდეს ვიდრე არა.

პირად უპირატესობას გავუსვი ხაზი ზედაპირულ კონტექსტში, აბსტრაქტულად. პრაქტიკულობაში კი აღვნიშნე იგივე ათეისტის უკეთესადამიანობის შესაძლებლობა იგივე ორთოდოქს ადამიანთან მიმართებაში. ისიც აღვნიშნე, რომ მნიშვნელოვანია ადამიანური/ქცევითი კაპიტალი და არა რელიგიური კუთვნილება.

თუმცა:

ყველა ადამიანს ურჩევნია მისნაირი საბაზისო თვისებების/იდეების/ხედვის მქონე ადამიანები, მისგან რადიკალურად განსხვავებულს და რა პრობლემაა ვერ გავიგე.

ამავე მიზეზით გამიჭირდება სხვა რელიგიური მრწამსის მქონე ადამიანთან ოჯახის შექმნა. იმიტომ კი არა რომ თავს უპირატესად მივიჩნევ, იმიტომ რომ რადიკალურად სხვაგან ვართ. მე არ მინდა ჩემი იდენტობის დაკარგვა და არც სხვას მსურს დავაკარგინო, ამიტომ მჭირდება ის ბაბლი რომელიც +- ერთ რადიკალზეა ჩემთან.შენც ეგრე ხარ და ყველა ეგრეა.

მხოლოდდამხოლოდ კითხვა დავსვი: ვერ ვიგებ კატეგორიულად რატომ უნდა უარყო კატეგორიულად/ებრძოლო იმის არსებობა რაც შესაძლებელია არსებობდეს მეთქი და იდეალში რასაც დადებითი მისია აქვს.ვსიო.

მწამს/არ მწამს პირადი პრეფერენციაა უკვე.

მერი ქრისმეს ია fილthი ენიმალს :shampan:

Share on other sites

  • ფორუმელი
22 საათის წინ, marguerite said:

არა რიგითი ინტერესი, რომ მორწმუნეებზე უკეთესად იციან მათი რწმენა,

გეწყინა?

თითქმის ყველა კამათში ისეთი კონსერვატიული ხარ, ჩემდაუნებრუად დავინტერესდი, თუ არის ისეთი თემები, რომლებშიც უფრო ლაღი და თავისუფალი ხარ? :wtf: დოგმებში და ჩარჩოებში მოქცეული პოსტინგი გაქვს.

23 საათის წინ, marguerite said:

ბავშვურია

სხვის დასანახად მორწმუნეობას მირჩევნია.

22 საათის წინ, კიჭარტი said:

ვერ ვიგებ კატეგორიულად რატომ უნდა უარყო კატეგორიულად/ებრძოლო იმის არსებობა რაც შესაძლებელია არსებობდეს მეთქი და იდეალში რასაც დადებითი მისია აქვს.ვსიო.

იმიტომ, რომ დადებითი მისია მედალის ერთი მხარეა. ღმერთის და რელიგიის სახელით იმდენი ბოროტება კეთდება, მეტი პოზიტივი ეროთი- ვერ ვცხოვრობთ))

Share on other sites

  • ფორუმელი

@Vermillion

წყენით არ, მიკვირს მორწმუნეებზე გამოჯიბრება და ზოგადად სხვებზე გამოჯიბრება. სხვის დასანახად მირწმუნეობა, არასერიოზულია ნამდვილად. ეს ვიღაც შეიძლება აკეთებს ბოროტებას ღმერთის სახელით(რაც მეტი ბოროტებაა), მაგრამ თვითმარქვია ,,მორწმუნეს" რატომ გვადარებ? ათეისტები არ არიან ავის მქმნელები?

ვარ კონსერვატორიც და ვცდილობ თავს არ მივცე იმაზე მეტი უფლება, ვიდრე მე მეკადრება, ხან გამომდის, ხან არ

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, marguerite said:

თვითმარქვია ,,მორწმუნეს" რატომ გვადარებ?

კონკრეტულად აქაური ვინმე არ შემიდარებია. უბრალოდ, მიკვირს ქვეყნაში მოსახლეობის 80% მართლმადიდებელი ქრისტიანი რომაა, მაგრამ პრაქტიკაში არაფერი ეტყობათ ქრისტიანული იდეების გაზიარების. ქრისტიანობის ძირითადი იდეები, რომ კითხო ხალხს, ამაზეც შეიძლება ვერ გიპასუხონ. ჰოდა, ასეთი რწმენით თავს რატომ იტყუებენ, მიკვირს.

1 საათის წინ, marguerite said:

ათეისტები არ არიან ავის მქმნელები?

არიან, მაგრამ აპრიორულად ბოროტ თუ დესტრუქციულ ძალად რომ აღიქვამენ, ეგეც არასწორია. შემდეგ უკვე პირადი პრეფერენციების ამბავია, ვიღაცას ისეთი ტიპები მოსწონთ, რომლებსაც გამზადებული პასუხების ნაცვლად, თავად ურჩევნიათ ჭეშმარიტებების ძებნა, ვიღაცას მღვდელი მოსწონს, ვიღაცას მღვდლის ცოლი...

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share