Jump to content
×
×
  • Create New...

როგორც იქნა


Mulan
 Share

Recommended Posts

ონლაინ, ნაკო said:

წმინდანის მინიჭების ლეგიტიმაცია, როგორ შეიძლება ჰქონდეთ მოკვდავთ? 

არ ვიცი - მე უბრალოდ მკითხველი ვარ და მომწონს რასაც ვკითხულობ!

Share on other sites

  • ფორუმელი
6 minutes წინ, ნაკო said:

წმინდანის მინიჭების ლეგიტიმაცია, როგორ შეიძლება ჰქონდეთ მოკვდავთ?

ჩვეულებრივად, სპეც. საბჭოა, რომელიც გარდაცვალების მერე აკვირდება წმინდანობაზე ეჭვმიტანილის ნეშტს რამდენად დაექვემდებარება გახრწნას, პარალელურად სწავლობენ მის ცხოვრებას და თუ მისაღებად ჩაითვლაბა, გამოაცხადებენ წმინდანად :uxe:

მოკვდავებს რომ არ შეეძლოთ, მაშინ მარტო ენოქი, ილია და გიორგი იქნებოდნენ წმინდანები და მორჩა

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, საწყალი ოსვალდო რიოსი said:

ჩვეულებრივად, სპეც. საბჭოა, რომელიც გარდაცვალების მერე აკვირდება წმინდანობაზე ეჭვმიტანილის ნეშტს რამდენად დაექვემდებარება გახრწნას

:დდდ

1 minute წინ, საწყალი ოსვალდო რიოსი said:

სწავლობენ მის ცხოვრებას და თუ მისაღებად ჩაითვლაბა, გამოაცხადებენ წმინდანად 

ჩემი მეზობელიც ძაან კეთილშობილი ადამიანია, რომ შეისწავლო მისი ცხოვრება აქვს წმინდანად აღიარების პოტენციალი. 

3 minutes წინ, საწყალი ოსვალდო რიოსი said:

მოკვდავებს რომ არ შეეძლოთ

ცნებების შინაარსით დატვირთვა და დასახელება შეუძლიათ მოკვდავთ, მაგრამ ღმერთის მიმღებლობის შესახებ კონკრეტულ სულთან წარმოდგენა არ აქვთ. 

*adminis nebiera

Share on other sites

  • ფორუმელი
26 minutes წინ, კიჭარტი said:

ძველი ღმერთები არ მომკვდარან, უბრალოდ მიძინებულები არიანო. იმიტომ რომ აღარავინ ლოცულობს მათზე. რომ ჰყავდეთ მრევლი მათი ეგრეგორიც გაიზრდებაო. საინტერესო მოსაზრებაა

1. მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე.
პირველი მცნებაა :) 

ანუ სულ ერთი არაა, იაჰვე გწამს, ბერძნული პანთეონის ღმერთი თუ მფრინავი სპაგეტი. :დ
ნებისმიერი რელიგია მოითხოვს, რომ სწორედ მისი ღმერთი გწამდეს, ხოლო ამ თემაში რომ შეხმატკბილდით და ათეისტებს თავისუფალ მორწმუნეობასა და ტოლერანტულ ღვთისმეტყველებას უპირისპირებთ, ეგ კი ცოდვაა და ერესი. :დ

"ღმერთი არის (არსებობს)" - სრულიად ცარიელი და არაფრის მომცემი მტკიცებაა.
მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, თუ რა არის ღმერთი. :) 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
12 minutes წინ, Moor said:

@კიჭარტი ბერი ნიკოლოზი და კო?

ხოხო ეგ ამერია ;დდდ გალობით რო დასდევენ :( 

13 minutes წინ, Sylar said:

ეხლახანს წაიკითხე?

თინეიჯერობაში მაქვს წაკითხული და გადაკითხვა მინდა, ძალიან. თუ მოგეპოვება, მათხოვე.

წიგნებს როგორ ვეპყრობი მაგაზე საუბარს არ დავიწყებ. უბრალოდ "ატვიჩაი" ვარ რო არაფერი დაუშავდება ))

ხო და კიდევ, სტავროგინი როა ჩემი ყველა დროის ფავორიტი პერსონაჟი, ავადმყოფი ვარ შენი აზრით? :lol:

არ მაქვს, 10 კლასში წავიკითხე თუ არ ვცდები, ბიბლიოთეკიდან ავიღე. მაშინ ქიმიაში ვემზადებოდი ნუცუბიძეზე და გზაში 2 სთ რო მქონდა, მეტროში ვკითხულობდი ხოლმე :drug: ეგეც მაგარი ფარისევლური ქცევა იყო. 1 გვერდს ერთი წელი ვუნდებოდი, საკმაოდ რთული წიგნია, უბრალოდ ეგ ფრაზა იმენა ჩამრჩა თავში.

სტავროგინის პერსონაჟი არ მახსოვს და ამიტომ ვერ გეტყვი, მაგრამ შენი  მიდრეკილება უთანაგრძნობდე და გიჟდებოდე ყველა ანტაგონისტ პერსონაჟზე კი, რაღც კომპლექსის ანაბეჭდი მგონია :yes: ცუდად არ გეუბნები ოღონდ. ყველას გვაქვს ჩვენი რაღაც ზაიობები. მაგრამ ცუდი ადამიანი არ მგონიხარ ნამდვილად

5 minutes წინ, kvipriane said:

... ერთხელ სენიორა, იოანემ (ბოდიშით და) ქაქები ესროლა ერთ-ერთ ხატს ქალაქში შემოსატარებლად რომ გამოაბრძანეს ... ბოლოს გაირკვა რომ ეშმაკუნები ესხდნენ და იმათ ესროდა ... ბევრი საინტერესო ამბები აქვს წმ.იოანე კრონშტატელს ...

:lol: ხოდა ეგ წმინდანობებიც ცოტა მეკითხვისნიშნება რა.

ზედმეტი რიტუალები მაღიზიანებს მულანას თქმის არ იყოს. ცოტა ხსნის წინ ვიყავი მცხეთაში და მამა გაბრიელის საფლავთან იყო რიგი. დემონსტრაციულად გამოვეყვე. რაღაც ნერვები მომეშალა, რას დააწოწიალებენ ამ გარდაცვლილებს არ მესმის. 

კიდევ, მუზეუმი როა, მანდ მორჩილი გვიწევდა გიდობას. ზედმეტად დაბეჩავებული მეჩვენა, ასევე ფოტოებზე აღბეჭდილი იღუმენიები და დედაოები ყველა ცივი და ჩამქრალი გამოხედვით მომეჩვენნენ და თავი ვერ შევიკავე, 1-2 ისეთი კითხვა დავუსვი იმ გოგოს. მეთქი რატომ გადაწყვიტე მონაზვნობა, ის ეს, და შემეცოდა. 

ჩემმა შეყვარებულმა, შენი საზომით ზომავო, წითელი პომადა რო არ უსვია და შენსავით არ დადის კაფეებში მაგის გამო გგონია უბედურიო, არადა ის იმითაა ბედნიერი რომ

თავისი საქმე პირნათლად შეასრულაო. მე კიდევ მგონია რომ უბედურია და ამ უბედურების გადასაფარად მიაშურა მონასტერს და ცოტა გონება აქვს გათიშული. ანუ ეკლესიურ ფანატიზმშია გადავარდნილი, თითეულ საეკლესიო ფაჩუჩს გულისფანცქალით და აღფრთოვანებით ხსნიდა. ჰოდა იმედია გაიგეთ რატომ მოვყევი ეს ამხელა ეპოსი.

ვერა? ოკ.

პს ისევ იმ აზრზე ვარ რომ საეკლესიო ენა უნდა ადაპტირდეს :yes: 

მერი ქრისმეს ია fილthი ენიმალს :shampan:

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, კიჭარტი said:

არ არაებობდეს საერთოდ ანარქია დაისადგურებდა და ვეღარაფერი შეგვაკავებდა ალბათ.

ეგ თეორიაა. ერთ-ერთი ვარიანტი.

იმავენაირად, შეიძლება უფრო განვითარებულ, პროგრესს ორიენტირებულ სოციუმში გვეცხოვრა, სადაც ადამიანების უფლებები და თავისუფლებები, რაღაც მეტაფიზიკური ელემენტების შემოტანის გარეშეც დაფასებული იქნებოდა. ვითომ არ არსებობს ჰუმანიზმი მასზე ტრანსცენდენტურის გავლენის გარეშე?

საუკუნეების განმავლობაში, რელიგია ისე ანელებდა კაცობრიობის პროგრესს, ალექსანდრიის დარბევით დაწყებული, ანტივაქსერობით დამთავრებული... რა იცი როგორ წინ წავიდოდით, უფრო მეტ პასუხისმგებლობას ჩვენს თავზე და ადამიანებზე რომ ვიღებდეთ და არა უზენაეს ძალებზე, რომელიც ყველაზე დიდი ფეილის დროსაც კი ხსნას გვპირდებიან?

4 minutes წინ, კიჭარტი said:

თავისი არსით ღმერთი არის სიყვარული

რომელი ღმერთი? ძველი აღთქმის თუ ახლის?იუდაისტური? ქრისტიანული, ინდუისტური თუ შუმერული? სიყვარულს და მიმტევებლობას ძირითადად, ქრისტე ქადაგებდა. ძველი აღთქმის ღმერტი უფრო სასტიკი და ნარცისი იყო))

ღმერთი იმ იდეების პროექციაა, რომელიც ხალხს თავის გასატანად სჭირდება.

8 minutes წინ, კიჭარტი said:

სულ რომ არ არსებობდეს, რაღაც უკანასკნელ იმედზე ჩაბღაუჭება არ სჯობს პესიმიზმს?

ჰოდა, რატომ უნდა გახვიდე საკუთარ ადამიანურ ეგზისტენსს იქით? იგივენაირად ჩაებღაუჭე, წარმატებული, დიდი ადამიანების მაგალითებს, რომლებმაც მხრები არ ჩამოყარეს და შენზე რთული მომენტები გაიარეს ცხოვრებაში.

10 minutes წინ, კიჭარტი said:

რამე ზნეობრივ-ეთიკური რო იკითხო, გაეცნო და დაინტერესდე, ხო უფრო მეტი შანსია კეთილშობილი ადამიანი გახდე ვიდრე, ველურად გაიზარდო ყოველგვარი მოცემულობის და მუხრუჭის გარეშე?

რატომღაც ეჭვი მაქვს, რომ სეკულარულ საზოგადოებაში უფრო ეთიკური და კანონმორჩილი ხალხი ცხოვრობს.მაშინ, როცა რელიგია მასათა შიშის და ზიზღის ლეგიტიმაციის კარგი იარაღია.

11 minutes წინ, კიჭარტი said:

იქნებ და, სულ მინიმუმ მაგ ეფექტს იძლება რწმენა

ჰოდა, ვიღაცისთვის ამ ეფექტის ცოდნა არაა საკმარისი არგუმენტი იმისათვის, რომ თავი რომელიმე რელიგიურ მიმდინარეობას მიაკუთვნოს. ,,რას ვკარგავ" პოზიციით, ირწმუნოს. არც მე ვკარგავ რამეს, იმით რომ არ მწამს. სხვა იდეების მწამს.

Share on other sites

  • ფორუმელი

@Vermillion შენ გეცოდინება, ცეცხლის გარდამოსვლა როდიდან დაიწყო?

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, კიჭარტი said:

არ მაქვს

სამწუხაროა.

2 minutes წინ, კიჭარტი said:

მეტროში ვკითხულობდი ხოლმე :drug: ეგეც მაგარი ფარისევლური ქცევა იყო

მე მქონდა (ნუ ეხლაც მაქვს) პატარა ზომის წიგნები, რომელიც კომფორტული სატარებელი და საკითხავი იყო გარეთ. ამის გამო, აგათას "როჯერ ეკროიდის მკვლელობა" რამდენჯერმე მაქვს გადაკითხული :D

 

4 minutes წინ, კიჭარტი said:

სტავროგინის პერსონაჟი არ მახსოვს

რანაირად მოახერხე?

 

4 minutes წინ, კიჭარტი said:

მაგრამ შენი  მიდრეკილება უთანაგრძნობდე და გიჟდებოდე ყველა ანტაგონისტ პერსონაჟზე კი, რაღც კომპლექსის ანაბეჭდი მგონია

ჰა, ვერ ჩამაანალიზა უცებ? :givikoebi:

შესაძლებელია. ერთი ადამიანიც მუდამ მაგას აღნიშნავდა დამწუხრებით, რომ მარტო უარყოფითი პერსონაჟები მომწონს, თუმცა, ასე არ არის და ვინმეს რომ აინტერესებდეს, იმ პერსონაჟებს გავიხსენებდი, რომლებიც მომწონს და ამავდროულად, კარგები და კეთილები არიან.

Angels lie to keep control.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share