ფორუმელი Instance Posted 24 აპრილი, 2022 Posted 24 აპრილი, 2022 (შესწორებული) @Chigurh სათიბელებიც მოდიან აზრზე, ამ ომმა ბევრი დააჭვიანა https://m.facebook.com/story.php?story_fbid=10159879140760816&id=630300815 Quote აფხაზეთიდან ამბავი გამოვიდა, რუსები ომში მიერეკებიანო. ეს ინფორმაცია, სავარაუდოდ, მომდევნო დღეებში ოფიციალურადაც დაიდება. ხელისუფლებას უნდა ეყოს პატრიოტიზმი და ეს თემა არ გაატაროს. აფხაზები მონაწილეობას იღებენ ეთნოწმენდის კიდევ ერთ დანაშაულში და უნდა გაიზიარონ პასუხისმგებლობაც. ომის შემდეგ როგორც ადგილზე ვერ დარჩება ლუკაშენკო, კადიროვი და სხვები, მათი ბედი ამ დამნაშავეებმაც უნდა გაიზიარონ. ევროკავშირში გაწევრიანებასთან ერთად, ეს უნდა იყოს ჩვენი ხელისუფლების მთავარი მესიჯი დასავლეთელ პარტნიორებთან საუბრისას. დაივიწყეთ რომ იქ ყველაფერი მხოლოდ რუსეთის ბრალია და ენგურს გაღმა "აფხაზი ძმები" გველოდებიან ეთნოწმენდის ავტორთა სახით. ეს რუსეთი განჭვრეტად მომავალში აღარ იქნება. ახლა მსოფლიოს უნდა ვესაუბროთ ეთნოწმენდის ისტორიაზე, ავტორებზე, სამართლებრივად, პოლიტიკურად და დოკუმენტებით. ბიბილოვ-ბჟანიები ლუკაშენკოს უნდა გაყვნენ. იმპერიის დასასრულის შემდეგ მათ წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაცია არათუ ლეგიტიმურ, არამედ აუცილებელ ქმედებად უნდა იყოს აღიარებული საერთაშორისო დონეზე. აი ამ ნიადაგზეა ახლა სამუშაო და მათი რუსეთის მხარეზე ომი ამის ერთი ძლიერი არგუმენტია. საქართველოს პრეზიდენტი უნდა შეხვდეს იმ ადამიანებს, ვისაც ოჯახის წევრები და უბრალო ადამიანები ეთნიკური ნიშნით მოუკლეს, ქართულად სწავლის უფლება არ მისცეს, მკურნალობის უფლება არ მისცეს და სხვ. პროკურატურამ დამატებით უნდა დადოს საქმეები და წაიღოს სტრასბურგში. ვინც ძალიან გულჩვილები ხართ და გგონიათ რამე პირუტყვულს ვლაპარაკობ, ესაუბრეთ გალელებს და ახალგორელებს. პირუტყვობის ისტორიებს ისინი მოგიყვებიან და მათ მაგივრად პატიების უფლებას თავს ნუ მისცემთ. სუდეტელი გერმანელები უნდა დაისაჯონ. https://m.facebook.com/story.php?story_fbid=10159884952865816&id=630300815 Quote რა ასწავლა 2020 წლის ყარაბაღისა და წლევანდელმა ომმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს? უფრო სწორად, რა უნდა ესწავლებინა? ბევრს შორის სამი მთავარი: 1. ტოტალური და ტერიტორიული თავდაცვის მნიშვნელობა; 2. ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მნიშვნელობა; 3. უპილოტო აპარატების დანერგვა-განვითარების აუცილებლობა. ჯერ კიდევ 2016 წლის დასაწყისში, თავდაცვის სამინისტროში მუშაობისას, მინისტრისთვის მოვამზადე პატარა კვლევა სავალდებულო საბრძოლო მომზადების (და არა "ვიშკაზე სამსახურის") საერთაშორისო პრაქტიკაზე. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ჩვენს ოთხივე მეზობელს სავალდებულო გაწვევა არასდროს შეუწყვიტავს. ნატოს ყველა წევრს, ვისაც პოტენციური კონფლიქტის საფრთხე უდგას, გაწვევა არასდროს შეუწყვიტავს. 1991 წლიდან 2014 წლამდე ევროპული სახელმწიფოების დიდმა ნაწილმა დაიწყო სამხედრო ხარჯების შემცირება და სავალდებულო გაწვევის გაუქმება. 2014 წლიდან დაიწყო უკუპროცესი - ისეთმა სახელმწიფოებმაც კი აღადგინეს სავალდებულო გაწვევა, როგორიც მაგალითად ნორვეგიაა. ფინეთში ჯარში სამსახური ეროვნული იდენტობის ნაწილია და ორივე სქესის მოქალაქეთა ყოველ მეთორმეტე ადამიანს საბრძოლო მომზადება გავლილი აქვს. 2014 წლიდან მორჩა ის ზღაპარი, რომ თითქოს ოცდამეერთე საუკუნეში ომს მხოლოდ ტექნოლოგია იგებს, ხოლო ადამიანი აღარაფერ შუაშია. ეს მითი საბოლოოდ დაასამარა უკრაინამ. როგორ ვრეაგირებთ ამაზე ჩვენ? არ გვაქვს არავითარი საბრძოლო მომზადება და ტერიტორიული რეზერვის თემას ვღეჭავთ და თავს ვერ ვადგამთ უკვე მრავალი წელია. მიმდინარე საერთაშორისო მოვლენებზე შორეული დასავლეთის ქვეყნებს უფრო ფხიზელი რეაგირება ჰქონდათ სამხედრო თვალსაზრისით, ვიდრე ნაწილობრივი ოკუპაციის ქვეშ მცხოვრებ საქართველოს. მოვლენებს ისე ვუყურებთ, როგორც ფილმს ან სადღაც ახალ ზელანდიასთან მიმდინარე სავალალო კონფლიქტს. რა ისმის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებზე? რა ბედი ეწია ფრანგულ კონტრაქტს? ყარაბაღის ომიდან გავიდა წელიწადნახევარი. პრემიერი დაგვპირდა ჩვენ დრონებს განვავითარებთო, მაგრამ ამ განცხადებისავე დღეებში უპილოტო აპარატების დანაყოფის მეთაური წავიდა ჯარიდან. თითი თითზე არ დადებულა ამ მიმართულებით. თავდაცვის ბიუჯეტი გვაქვს 200 მილიონი დოლარი, რომლის 60% ან მეტი ხელფასებს ხმარდება, დანარჩენი ლოჯისტიკურ ხარჯებს და წრთვნებისთვის ათიოდ პროცენტი რჩება, შესყიდვებისთვის აღარაფერი. საქართველოს აღარ ჰყავს საჰაერო და საზღვაო ძალები, საერთოდ აღარ ჰყავს. ჯარის ქვედანაყოფების კომპლექტაციის დონე სავალალოა. თითოეულ საკონტრაქტო მოსამსახურესა და ოფიცერში უამრავი შიდა და საერთაშორისო რესურსია ჩადებული. ეს ხალხი ჯარიდან გაედინება და, ფაქტობრივად, უკვალოდ იკარგება. მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენები გვაჩვენებს, რომ მომდევნო წლებში საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, მაღალი ალბათობით, გადასაჭრელი ექნება ამოცანები. არ მინდა ამ პოსტის პოლიტიზაცია. კონკრეტულად არავისკენ ვიშვერ ხელს. ან ვისკენ გავიშვირო? შეიარაღებული ძალებისთვის დამღუპველად, ბოლო 15 წელიწადში 10 მინისტრი გამოიცვალა (სიხარულიძე, კეზერაშვილი, ახალაია, შაშკინი, ალასანია, ჯანელიძე, ხიდაშელი, იზორია, ღარიბაშვილი, ბურჭულაძე). ესე იგი, საშუალოდ თითო მინისტრი წელიწადნახევარია თანამდებობაზე. ეს არის კატასტროფა. არც მილიტარიზაციისკენ მოწოდებაა. ელემენტარულის გაკეთებაზე ვსაუბრობ, ოდნავ დაგვეტყოს რომ ლუქსემბურგში არ ვცხოვრობთ. დადგება მომენტი და ორივე იდაყვზე ერთად მოგვინდება კბენა. ჯარი უბედური შემთხვევისგან დაზღვევასავითაა. ის ყოველდღე არ გჭირდება, მაგრამ სულ უნდა იხადო მასში ფული, რადგან როცა დაგჭირდება სხვა ვერაფერი გადაგარჩენს. საქართველოს საფრთხეების ზედაპირული ანალიზიც კი გვაჩვენებს, რომ ჩვენ უბედური შემთხვევისგან დაზღვევა ტყიბულელ მეშახტეზე მეტად გვჭირდება. Edited 24 აპრილი, 2022 by Instance Share on other sites More sharing options...
ფორუმელი marguerite Posted 24 აპრილი, 2022 Posted 24 აპრილი, 2022 მულანკას გასაგებად ამეებს ნუ წერთ, ეგ გვარს და ეროვნებას გადაიკეთებს და ისე იყიდის მიწებს, ოღონდ არ გამოტყდეს რომ რაჭა საოცარი ადგილია და უყვარს ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 24 აპრილი, 2022 Author Posted 24 აპრილი, 2022 @marguerite როდის იყო რაჭველები რამეს აპროტესტებდით ჩვეულებრივი კონფორმისტი ტიპები ხართ, თან კრიჟანები! ნახევრად რომ რაჭველი ვარ ეგ არაფერს ნიშნავს, იმდენი ლობჯანიძეა სამყაროში რომ Share on other sites More sharing options...
ფორუმელი t-90 Posted 24 აპრილი, 2022 Posted 24 აპრილი, 2022 (შესწორებული) 29 minutes წინ, Instance said: ხლა მსოფლიოს უნდა ვესაუბროთ ეთნოწმენდის ისტორიაზე, ავტორებზე, სამართლებრივად, პოლიტიკურად და დოკუმენტებით. ბიბილოვ-ბჟანიები ლუკაშენკოს უნდა გაყვნენ. იმპერიის დასასრულის შემდეგ მათ წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაცია არათუ ლეგიტიმურ, არამედ აუცილებელ ქმედებად უნდა იყოს აღიარებული საერთაშორისო დონეზე. აი ამ ნიადაგზეა ახლა სამუშაო და მათი რუსეთის მხარეზე ომი ამის ერთი ძლიერი არგუმენტია. საქართველოს პრეზიდენტი უნდა შეხვდეს იმ ადამიანებს, ვისაც ოჯახის წევრები და უბრალო ადამიანები ეთნიკური ნიშნით მოუკლეს, ქართულად სწავლის უფლება არ მისცეს, მკურნალობის უფლება არ მისცეს და სხვ. პროკურატურამ დამატებით უნდა დადოს საქმეები და წაიღოს სტრასბურგში. ვინც ძალიან გულჩვილები ხართ და გგონიათ რამე პირუტყვულს ვლაპარაკობ, ესაუბრეთ გალელებს და ახალგორელებს. პირუტყვობის ისტორიებს ისინი მოგიყვებიან და მათ მაგივრად პატიების უფლებას თავს ნუ მისცემთ. სუდეტელი გერმანელები უნდა დაისაჯონ. ფუი ეშმაკს. ეს რა ესმის ჩემ ყურებს? ეს ის კაცი არ არის რომელიც მაგ ძმობას აპიარებდა? ვააა ვააა. ბიჯო ძაან გვიშველა უკრაინის ომმა ჩემი კაი ყოფილი რუსეთუმე ნათესავი ალტინფოს ტიპს ცემდა თურმე 29 minutes წინ, Instance said: ჯერ კიდევ 2016 წლის დასაწყისში, თავდაცვის სამინისტროში მუშაობისას, მინისტრისთვის მოვამზადე პატარა კვლევა სავალდებულო საბრძოლო მომზადების (და არა "ვიშკაზე სამსახურის") საერთაშორისო პრაქტიკაზე. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ჩვენს ოთხივე მეზობელს სავალდებულო გაწვევა არასდროს შეუწყვიტავს. ნატოს ყველა წევრს, ვისაც პოტენციური კონფლიქტის საფრთხე უდგას, გაწვევა არასდროს შეუწყვიტავს. 1991 წლიდან 2014 წლამდე ევროპული სახელმწიფოების დიდმა ნაწილმა დაიწყო სამხედრო ხარჯების შემცირება და სავალდებულო გაწვევის გაუქმება. 2014 წლიდან დაიწყო უკუპროცესი - ისეთმა სახელმწიფოებმაც კი აღადგინეს სავალდებულო გაწვევა, როგორიც მაგალითად ნორვეგიაა. ფინეთში ჯარში სამსახური ეროვნული იდენტობის ნაწილია და ორივე სქესის მოქალაქეთა ყოველ მეთორმეტე ადამიანს საბრძოლო მომზადება გავლილი აქვს. 2014 წლიდან მორჩა ის ზღაპარი, რომ თითქოს ოცდამეერთე საუკუნეში ომს მხოლოდ ტექნოლოგია იგებს, ხოლო ადამიანი აღარაფერ შუაშია. ეს მითი საბოლოოდ დაასამარა უკრაინამ. ვახ პიზდეც აი მალადეც კობახიძე, სუდეტელი გემრანელები რო არ ჩაგექსოვა არ იქნებოდა? მარა ხიტრაჟოპი რო იქნები კაცი მაგად დარჩები. თუმცა თქვენი სეგმენტისთვის კაია. პ.ს. ერო ჩემო როდის ჩვენ მილიტარისტები ვიძახდით გაწვევას ყურად არ გვიგდეთ და ახლა კობახიძე გაიჩითება და გირჩი გაწვევის ინიციატორებად და ამაზე პოლიტიკური ქუელბს დაიწერს. Edited 24 აპრილი, 2022 by t-90 I killed my master. Why did he then give me a weapon?" Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords. შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098 Why carry a gun? Because 1911 > 911. t90a.sarahah.com Share on other sites More sharing options...
ფორუმელი marguerite Posted 24 აპრილი, 2022 Posted 24 აპრილი, 2022 @Mulan არ გინახავს შენ მთის რაჭა და იგონებ აქ რაღაცებს პლუს უყურძნო მთის რაჭა არ იცი, თორემ ამას არ იტყოდი ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 24 აპრილი, 2022 Author Posted 24 აპრილი, 2022 14 minutes წინ, marguerite said: @Mulan არ გინახავს შენ მთის რაჭა და იგონებ აქ რაღაცებს პლუს უყურძნო მთის რაჭა არ იცი, თორემ ამას არ იტყოდი გვარი დავწერე მე ჩემი, თავისას ამბობს ეგ რა მინახავს და რა არა რაჭაში Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Instance Posted 24 აპრილი, 2022 Posted 24 აპრილი, 2022 (შესწორებული) 25 minutes წინ, t-90 said: ერო ჩემო როდის ჩვენ მილიტარისტები ვიძახდით გაწვევას ყურად არ გვიგდეთ და ახლა კობახიძე გაიჩითება და გირჩი გაწვევის ინიციატორებად და ამაზე პოლიტიკური ქუელბს დაიწერს. რა მნიშვნელობა აქვს ვინ დაიწერს პლიუსს? ეგრე პოროხამ ააწყო ჯარი, სარაკეტო პროგრამა, რომელიც ზელემ დახურა, მაგრამ ნეპტუნი შემორჩა აგერ და კი ჩაძირეს "მასკვა", მაგრამ ქულები ზელეს ჩაეწერება და არა პოროხას. ჩვენთანაც მთავარია საქმე გაკეთდეს და მიეწეროს პლიუსები. აქ კარგი ისაა რომ ეს სეგმენტიც რომ ასე მოვიდა აზრზე იმას ნიშნავს რომ ხვდებიან რომ საქართველოში ლობოტომიის ოპერაცია რასაც თვითონაც ატარებდნენ ჩავარდა და "გიჟი ისევ თავისუფალია", განსვავებით მაგალითად მოლდოვისგან პ.ს ამ სუდეტელ გერმანელებზე რას ერჩი? მე ასე გავიგე, რომ როგორც სეპარატიზმით ფაშიტების ნავში ჯდომისთვის ისინი დაისაჯნენ, ასე ესენიც უნდა დაისაჯონო. ანუ თუ ვთარგმნით ქართულ ენაზე იმას ამბობს კავკასიონს იქით უნდა გადავრეკოთ ყველა სეპარატისტიო Edited 24 აპრილი, 2022 by Instance Share on other sites More sharing options...
ფორუმელი marguerite Posted 24 აპრილი, 2022 Posted 24 აპრილი, 2022 (შესწორებული) @Mulan ვიცი მე შენი გვარი, ნუ იგონებ რაღაცებს პ.ს. ჩვენ რქებით არ ვაწვებით, გონებას ვატანთ Edited 24 აპრილი, 2022 by marguerite ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი... Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა