Jump to content
×
×
  • Create New...

ფიფლიკო


ნაკო
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
32 minutes წინ, ნაკო said:

ტანზე შემოცმული ხომ არ გეყოლება პარტნიორი:დდ

 

ქალების შემთხვევაში, უფრო პირიქით ხდება ხოლმე.

Angels lie to keep control.

Share on other sites

Quote

თუ არა და მაშინ სექსი

საყვარელთან რო წაგასწრებენ და მულანას  დააბრალებ - მციოდა და მაგან მირჩიაო :rolf:

Share on other sites

  • ფორუმელი

ეხლა დავფიქრდი რომ ალბათ ნაკლებად ტექნიკური ახსნა აჯობებდა.

 

პირველ ეტაპზე უნდა გადამოწმდეს ის რომ რეალურად ნორმალურზე უფრო ცივია სხეული როცა ადამიანს სცივა.

თუ მართლაც ცივია - ესეიგი მისახედია ქვემო საკითხებიდან ერთერთი მაინც.

თუ არ არის ცივი - ესეიგი სხვა პრობლემასთან გვაქვს საქმე.

 

იმისთვის რომ თბილად იყო ადამიანი:

1) ტვინმა უნდა გაგზავნოს სხეულში ქიმიური სიგნალი "ჩართეთ გათბობა"

2) "გათბობა"-ს უნდა ჰქონდეს ყველა საჭირო პირობა მუშაობისთვის (საწვავი, ჟანგბადი, დ.ა.შ.)

3) სხეული საკმარისად უნდა იყოს "შეფუთული" ცხიმში რომ ეს გამომუშავებული სითბო უცებვე არ დაიკარგოს.

შესაბამისი პრობლემები:

1) სიგნალებიდან ერთერთი მაინც არეულია. ასეთი სიგნალებია ძირითადად  T3 და T4.

ფარისებრი აკეთებს ლომის წილს ამ საქმეში მაგრამ სხვაც ბევრი ფაქტორია კიდე.

ჰიპოთიროიდიზმი არის როცა ფარისებრი რაღაც მიზეზის გამო იმდენ საქმეს ვერ აკეთებს რამდენსაც უნდა აკეთებდეს.

 

2) სიგნალი არის გამართული მაგრამ "გათბობა"-ს ან ჟანგბადი არ მიეწოდება საკმარისი ან საწვავი.

მაგალითად ჟანგბადი სხეულში გადააქვთ სისხლის წითელ უჯრედებს - ერითროციტებს. ამათ ზედაპირზე აქვთ სპეციალური ცილები რომლებიც იჭერენ და ათავისუფლებენ ჟანგბადს საჭირო ადგილებში.

ანემია არის როცა ან თვითონ წითელი უჯრედებია სისხლში საჭიროზე ნაკლები, ან ის ცილები არ აქვთ საკმარისი რომლითაც საქმეს აკეთებენ.

 

3) დაგინებული არ იყო რომ ცხიმი კანქვეშ უნდა ყოფილიყო. შეგვეძლო სადმე შიგ მუცელში დაგვეგროვებინა, მაგრამ ასე ორ კურდღელს ვიჭერთ, თან დარეზერვებული კალორიებია და თან ორგანული კანქვეშა "კურტკა".

თუ ცხიმი ცოტაა, ან ზედმეტად არათანაბრად განაწილებული, მაშინ სითბო იმაზე სწრაფად იკარგება ვიდრე სხეულს გამომუშავება შეუძლია.

Share on other sites

  • ფორუმელი
33 minutes წინ, marguerite said:

დემნა, ექიმი "ც" ხარ? 

დიპლომს მეკითხები, ჰიპოკრატეს ფიცს, კომპეტენციას თუ სულისკვეთებას? :D

34 minutes წინ, marguerite said:

ვეგეტარიანელი და ძალიან უწიპუწი მჭამელი ვარ და ვითომ ეს იქნება შუაში?

სრულიად შესაძლებელია.

Share on other sites

  • ფორუმელი

@Damnoc

დიპლომს ვის მოვკითხავ, არ შესწრებიხარ ალბათ იმ თემას 

ახალი მანქანის რა ვთქვა და ახალი ფონეიდოსკოპი კი გეკუთვნის :hah:

 

როგორც მივხვდი, ცხიმი ვერ ინახავს, ფარისებრი გადამოწმებული მაქვს, სისხლის საერთოც. 

პ.ს. ცოტა სისხლძარღვების პრობლემაც მაქვს

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი
3 minutes წინ, marguerite said:

მანქანის რა ვთქვა და ახალი ფონეიდოსკოპი კი გეკუთვნის

:mad:

4 minutes წინ, marguerite said:

ცოტა სისხლძარღვების პრობლემაც მაქვს

მაშინ უფრო ხელები და ფეხები გექნება პრობლემური.

მაგ ადგილებში არ არის ცხიმი არსებითი რაოდენობით და იმის ხარჯზე თბებიან რომ "თბილი" ადგილიდან გამოვა თბილი სისხლი, გაათბობს და მალევე შებრუნდება ისევ სითბოში.

თუ სისხლი საკმარისი რაოდენობით ვერ გაატარე, იქნებიან ცივად.

Share on other sites

  • ფორუმელი
48 minutes წინ, Damnoc said:

ალერგია ანტისხეულებს ეტყობათ, ანემია ძირითადად ერითროციტების რაოდენობას ან მათ ზედაპირზე ჰემოგლობინის კონცენტრაციას.

სისხლში ისედაც უკვე არსებული  ცვლილების გამო აღვნიშნე ალერგიულობა.

bmi მაჩვენებლი გადავამოწმე ახლა და ნორმაშია 19.4

 

*adminis nebiera

Share on other sites

  • ფორუმელი
24 minutes წინ, Damnoc said:

ნორმალურზე უფრო ცივია სხეული

ჩემი ბუნებრივი სხეულის ტემპერატურა +35

*adminis nebiera

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share