Jump to content
×
×
  • Create New...

მეგრულის


Mulan
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
2 minutes წინ, marguerite said:

@Mulan

გოგო, ნუ გაქვს შენ რამდენიმე კუთხი ამოჩემებული, თორემ მიიტყიპები :nope:

არაფერი მაქვს მე ამოჩემებული, ერთიან საქართველოში მინდა ცხოვრება და სეპარატისტულ ტრაკის თამაშებს არ უნდა ახალისებდეს ქართველი დღეს წესით მარა უცნაურად ბნელი ერი ვართ იქნებ არც ვიმსახურებთ ერთიანობას...

სამეფო სამთავრობოებად ვიყავით არც ისე დიდი ხნის წინ დანაწევრებული და კიდევ ესო და ისო :lol: 

მერე ნუ ილანძღებიო...

 

 

Share on other sites

1 minute წინ, York Ge said:

სეპარატიზმის საფრთხე ყოველთვის (ყოველთვის!) ეყრდნობა ეკონომიკურ მიზანშეწონილობას.

გლეხები და თავადები მაგას ვერ გაიგებეწ. ჩარჩენილები არიან სადღაც ფეოდალურ ეპოქაში. წიხლი რო იყო არგუმენტი.

Share on other sites

  • ფორუმელი
3 minutes წინ, Mulan said:

მეგრელები როგორ არ ქართველობენ და მათი რაოდენობა ცოტა ნამდვილად არ არის!

მოკლე კომენტარს გავაკეთებ მხოლოდ, რადგან თემის პირველი პოსტი და სხვა დანარჩენი არაკონტექსტურად გადავიკითხე. 

მაქვს საქმიანი შეხება საშუალო ასაკის და ზემოთ მეგრელებთან, რომლებიც, მხოლოდ ან მეგრულად საუბრობენ ან რუსულად. უჭირთ სალიტერატურო ქართულით გამოვლინონ სათქმელი ან არ უნდათ. ამით მყარდება ჩემს ზემოთ დაციტირებული. (ახალგაზრდებთან შესაძლოა არ იდგეს ეს პრობლემა). 

ნებისმიერი სახის ცოდნა სასარგებლოა, მაგრამ საჭიროა არ იყოს ცალმხრივი. ასე, რომ ვასწავლოთ ერთმანეთს და სეპარატულ ტენდენციებს გავემიჯნოთ. 

*adminis nebiera

Share on other sites

  • ფორუმელი
6 minutes წინ, CHAOS said:

მაგას ვამბობ, ერთი მოხდენილი ტელადვიჟენიით გაგვიიასნეს მონა გყავთო თავში. ნაკლებად მონური რესენტიმენტების მქონე ხალხისათვის საერთოდ გაუგებარი უნდა ყოფილიყო ბიჭოს შეურაცხმყოფლობა. არ ყლაპავდნენ მაგ თემას.

მე კი იმას ვამბობ, რომ მონური რესენტიმენტები საერთო-საკაცობრიოა და არც ევროპელები არიან გამონაკლისები-მეთქი.

7 minutes წინ, Mulan said:

მე მოსკოვში მაქვს ჩემი ყურით გაგონილი და მოსმენილი ათასი ისტორია მეგრელები როგორ არ ქართველობენ და მათი რაოდენობა ცოტა ნამდვილად არ არის! ეგ რომ მხოლოდ იი არჩევითი საგნები არ არის მალე დარწმუნდებით ყველანი. მოგიბრუნდებით და დაგთვლით სათითაოდ ყველას ვინც ამ იდეით აღტკინებული ხართ!

რით დაგვეხმარება საქართველოს ერთ-ერთი კუთხის ხალხის ჩაყენება მუდმივი თავის მართლების რეჟიმში?

@marguerite არც ჩემს გვარში ყოფილა ვინმე აზნაური: არც ყმა, არც აზნაური :)

Share on other sites

  • ფორუმელი
3 minutes წინ, Mulan said:

მე მოსკოვში მაქვს ჩემი ყურით გაგონილი და მოსმენილი ათასი ისტორია მეგრელები როგორ არ ქართველობენ და მათი რაოდენობა ცოტა ნამდვილად არ არის! ეგ რომ მხოლოდ იი არჩევითი საგნები არ არის მალე დარწმუნდებით ყველანი. მოგიბრუნდებით და დაგთვლით სათითაოდ ყველას ვინც ამ იდეით აღტკინებული ხართ! 

 

აუუ აღტკინებული არა გაპიწკინებული. მაგრად მკიდია ვინ ისწავლის მეგრულ-სვანურს და ვინ არა, უბრალოდ გასაპრიტესტებელს ვერაფერს ვხედავ მაგაში. 

ან ვაბშე დიდი ამბავი, ქართული ენის გაკვეთილზე თუ 4-5 გაკვეთილი დაეთმობა ძველ ქართული ენების გარჩევას, შემდეგ ამ 2-ის ზედაპირულ მიმოხილვას, ამას დაჟე მივესალმები.

სავალდებულო საგნად მაგის დამატება მაგრად მეკლევება, ისედაც დიდი დროის კარგვაა სკოლა, მაგრამ მოკლე ინტროს სახით ინტეგრირებული ფორმატით ან არჩევითი მოკლე კურსივით თუ იქნება რა პრობლემაა.

მე მოსკოვში მაქვს ჩემი ყურით გაგონილი და მოსმენილი ათასი ისტორია მეგრელები როგორ არ ქართველობენ- ეს მეც მაქვს მოსმენილი და ყველას მემგონი და მაგრადაც მერცხვინება! მაგის გამო მაქვს პროტესტები ბავშვობიდან, მაგრამ ეგეც არა ზიზღის ენით არამედ ახსნა-განათლებით კორექტირებადია. მითუმეტეს ეგეც გარკვეული ისტორიული კონტექსტითაა განპირობებული, რაც პრინციპში ახსენეთ. საქართველოს ომებმა, ასიმილაციებმა და ჟლეტებმა ძირითადად ქართლის თავზე გადაიარა. დას.საქ ან ბიზანტიას იყო შეფარებული და ან კიდე ვინმეს, + სავაჭრო კავშირები და გატუტუცდა ეგ მხარე ;დ

მერი ქრისმეს ია fილthი ენიმალს :shampan:

Share on other sites

  • ფორუმელი

  

35 minutes წინ, Mulan said:

 

ეს ენა ის ენაა რომელზეც შენი ეროვნული იდენტობა და აწმყო დგას... 

რა ქნას მეგრელმა და სვანმა რომლის იდენტობაც მეგრულზე და სვანურზეც დგას?

36 minutes წინ, Mulan said:

 

მეგრულ ენაზე ნიუსებს წაიკითხავთ? მეგრულს გადაცემებს მოუსმენთ? მე გულწრფელად ვამბობ- არა! ჩემთვის სახელმწიფო და სალიტერატურო ენა ქართულია და სხვა დანარჩენი ტრაკის თამაშია პირადად ჩემი გადასახედიდან!

არც მე არ მოვუსმენ იმიტომ რომ გამიჭირდება ჩემი ეხლანდელი მეგრულის ცოდნით რამის მოსმენა.

მაგრამ არ ნიშნავს რომ ვინმეს დავუშალო. 

26 minutes წინ, Mulan said:

@კიჭარტი ძნ სორი მარა, შენ კულტურულ განათლებაზე თავადვე იზრუნე თუ ასე გაწუხებს რომ რააც არ იცი. შენ სახელმწიფოს ტრაკში აქვს საქმე, კულტურის ფინანსირება სწორად ცოდნას და დიდ ფულს საჭიროებს... მეგრელი ხარ, რატო არ იცი მეგრული? გინდა თქვა რომ სკოლაში რომ არ გასწავლეს მაგიტო? მე რომ მეგრელი ვიყო გამიტყდებოდა მეგრულის არცოდნა, მაგრამ იმერელი ვარ და არ მიტყდება იმიტომ რომ ჩემი და შენი N1 ენა ქართულია! თუ არ იცი გეპატიება, ამხელა გოგო ხარ ამის საჭიროება რომ გქონოდა ისწავლიდი აქამდე, თუ ამის საჭიროებაც სახელმწიფომ უნდა გაგიჩინოს? 

მეორეც, მეგრული დიალექტია და მართლა მიკვირს მსგავსი მეამიტური ურამაგარია დამოკიდებულება ამ სიახლისადმი.

79 ში დავიცავით ქართული, არც აწი ვაპირებთ რამე მოუვიდეს მას, კუთხური სეპარატიზმი ჩასარეცხი მავნებლობაა, ყველაზე მეტი თუ ვინმეს აქვს საქართველოსთვის გაკეთებული ერთიანი საქართველოსთვის ეს ქართლი, კახეთი და მესხეთია. არ ათამაშებენ ტრაკს როგორც ვხედავთ! ეროვნული იდენტობის განცდა ასე დედის რძესთან ერთად არ რგებია ქართლოსს, სისხლზე დგას ყველაფერი რაც დღეს გვაქვს...

მეგრული ქართულის დიალექტი არაა. ზანურის დიალექტია.

მესხეთი იყო ის ვინც ქართული სეპარატიზმი წამოიწყო. სწორედ ყვარყვარე ჯაყელი იყო პირველი.

ჰეჰე ღადაობა  ლევანა სანიკიძის 309 ქართულ სირცხვილში ჩემი გვარი ორჯერაა მოხსენიებული ამის გამო :D

18 minutes წინ, Mulan said:

ბებია მეგრულ ხაჭაპურებს რომ გიცხობდა და  მეგრულად გესაუბრებოდა შენი ბავშვობის და პიროვნების ნაწილია მარა არა ჩემი. გააკეთეთ საკვირაო სკოლები და ისწავლეთ იქ მეგრული, თუ ამხელა მოთხოვნაა ამ ''ენებზე'' ცოტა მეგრელს იცნობ მეგრული რომ არ იცის? მე ბევრს!

მეგრული ენის გამო სისხლი არ დაღვრილა, სამეგრელო საქართველოს ნაწილია, საქართველოს იდეა კიდევ ქართულ ენაზე და საერთო ისტორიულ წარსულზე დგას ამ ხალხების რომლებიც საქართველოშ ვცხოვრობთ. მეც მიჩქროლდება გული იმერულად მოლაპარაკე ადამიანებს რომ ვხვდები თბილისში და სიამოვნებით ვსაუბრობ იმერულად როცა იქ ვარ მაგრამ ეს ჩემი პირადი ბავშვობის და აღზრდის სენტიმენტებია...

ვერ გავიგე რას ითხოვთ? გინდათ მეგრელმა და სვანმა შეგითანხმოთ რას ისწავლის და რას არა?

15 minutes წინ, Vermillion said:

მოცლილობის ამბავში ლათინური ან ძველი ბერძნულიც შემოვაგდოთ, მაგარი ინწელექტუალი ბავშვები გვეყოლება:smoke:

ეგ აუცილებელია. მე პირადად ტრივიუმთან ერთად ლათინურს დავაბრუნებდი.

16 minutes წინ, კიჭარტი said:

მე მთელი ცხოვრება მეგრელები მგონია სეპარატისტები თავად მეგრელს. ეს რაღაც ახალი გავიგე და ვერც ვხვდები ისტორიულ ჭრილს და იქნებ ამიხსნაათ სენიორიკებო?

არ არსებობს მეგრული სეპარატიზმი იმიტომ რომ არასდროს არსებობდა ამის ეკონომიკური ბაზისი. ის ფაქტი რომ მეგრელებმა ვაჭრობა კარგად იციან ჰაერიდან არაა მოტანილი, იმიტომ იციან რო ზღვასთან ახლოს ცხოვრობენ და ოფილ ჭაობში.

5 minutes წინ, Mulan said:

ბარბაზიზმების სვანური და მეგრული ალტერნატივები დაიდოს :lol: 

სენიორ იორკ, თქვენ ხომ გაიგეთ რასაც ვგულისხმობ? მეგრულად ტრაკის თამაშს გაიგებენ მხოლოდ მეგრელები. ცოცხალია ქართული ენა და რა თქმა უნდა იქნება სიტყვები და ფრაზები რომლებიც შემოდინებიან და გაედინებიან მასში, ამაში ტრაგიკულს ვრაფერს ვხედავ, ვინმე ქართული ენის სიწმინდეზე საუბრობს ამ წამს? კუთხურ სეპარატიზმზე ვსაუბრობთ მემგონი. ვისაც რა გინდათ მას თუ ხედავთ ოკ მაგრამ მე ვხედავ საშიშროებას ვინც ვერა იძინეთ მშვიდად! 

მართლა მაინტერესებს ამდენი მეგრულის უცოდინარი მეგრელი რომ დადის თბილისში რატომ არ არსებობს ერთი საკვირაო სკოლა მაინც სადაც ბავშვებს მიიყვანთ და ასწავლით მეგრულს / სვანურს? 

მაინც და მაინც სახელმწიფომ უნდა დაგიორგანიზოთ ეს ყველაფერი? 

არა ხოო

ამაში ფულს არავინ გადაიხდის, არც დროს გამოყოფს...

ბარბარიზმების აღკვეთაც საჭიროა, ახალი ტერმინოლოგიების შემოღებაც.

კუთხური სეპარატიზმი მეგრელებში არ არის და ვერც იქნება. საერთოდ შეურაცხმყოფელია მსგავსი ტონით საუბარი.

 

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, York Ge said:

სასაცილო ამაში არაფერია, რადგან ალტერნატივები, მიღებული მეგრულისა და სვანურის გადასხვაფერებით, ქართულის დაცვის ერთ-ერთი გზაა.

მეოცე საუკუნის დასაწყისში მუშაობდა ხო ხალხი ამ თემაზე? ვიცი რომ რაღაც სიტყვები კოწიამაც დაამკვირდა ქართულ ენაში, და სიები იდებოდა და იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში, ჯობია ამ მიმართულებით ვიმუშავოთ და რაღაცნაირ გამოწვევად ვაქციოთ თუნდაც ქართული ენის გამრავალფეროვნება და შენარჩუნება, ეს გავატრენდოთ მაგრამ ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად როგორ გინდა ყველაფერს ქართული სახელი ერქვას?  იაპონელებიც კი ბარბარიზმებს კატაკანაზე წერენ, ჰირაგანაზე კი არა კატაკანაზე, იაპონურშიც არის ბარბარიზმები და ამას გვერდს ვერ უვლიან, ამაშინ მე ტრაგებიას ვერ ვხედავ...

5 minutes წინ, York Ge said:

სეპარატიზმის საფრთხე ყოველთვის (ყოველთვის!) ეყრდნობა ეკონომიკურ მიზანშეწონილობას. თუ ის ჩამოყალიბდა, ენობრივი ერთობა ვერაფერს შეცვლის. განა ტაოელები და კლარჯები ქართულად არ საუბრობდნენ? მაგრამ მათთვის ეკონომიკურად ხელსაყრელი იყო ტრაპიზონთან და არა ტფილისსა და ქუთაისთან ურთიერთობა. მე-16 საუკუნეში კახებმა ქართლთან გაერთიანება უარყვეს, იმიტომ, რომ იმ წილების გაყოფა არ ისურვეს, რომლებსაც ჩრდილოეთ ირანის ვაჭრობაში ფლობდნენ

მესმის რასაც ამბობთ სენიორ იორკ, მაგრამ მაგ ლოგიკით გამოდის რომ ენების საკითხის შემოგდება, ემოციური მანიპულირების და ყურადღების გადატანის მცდელობაა სახელმწიფოს მხრიდან და მეტი არაფერი... არანაირი ქვენა მიზნები და რომც იყოს მერე რა? 

ნუ მე მირჩევნია ვინერვიულო და მქონდეს ამასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია ვიდრე მშვიდად ვიჯდე და თქვენი ძალიანაც სწორი დაკვირვებით ვიხელმძღვანელო...

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
5 minutes წინ, York Ge said:

სასიცოცხლოდ აუცილებელია

რისთვის?

სკოლა ისეთი საბაზისო უნარების მიცემაზე უნდა ორიენტირდებოდეს, რომელიც ბავშვს მომავალში გამოადგება.

კარგად ასწავლოს მომავლის პროფესიები. საფუძველი შეუქმნას, ადამიანის პროფესიონალად გახდომაში. ეს ცოდნა ინვესტიცია რომ იყოს, ორივე მხარისთვის.

უფრო მეტი აქცენტით და კარგი მასწავლებელებით ზუსტ მეცნიერებებზე.

თორემ ვისაც ინტერესი გაუჩნდება თომა აქვინელის ორიგინალში წაკითხვის, ის ზრდასრულობაშიც, ისედაც დაიკმაყოფილებს ამ სურვილს. ეგეთი ერთეულები იქნებიან და პრინციპში, თანამედროვეობაში, რამდენად საჭიროა ლათინურის ცოდნა? გარდა იმისა, რომ ძველი ტექსტების ორიგინალში წაკითხვის შესაძლებლობას გაძლევს და გულს უხარია?

IMHO, სკოლა პროგრესზე უნდა ორიენტირდებოდეს, პროგრესი დღეს ტექნოლოგიებშია და არა ჰუმანიტარულ მეცნიერებებში.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   353 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 352 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(10)
    • t-90
    • YandexBot(2)
    • Googlebot(1)