Jump to content
×
×
  • Create New...

მეგრულის


Mulan
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

@Mulan

ერთნაირი სურვილები გვქონია.

მოგწონს ამ ენების დავიწყება?

იყოს ნებაყოფლობით საგნად, რაში გიშლის ხელს?

ყველაფერს ხომ წმინდა პრაქტიკული გამოყენება ვერ ექნება. პირადად მე, ორი პროფესია მაქვს, ამათგან ერთთან შეხება არასდროს მქონია საქმიანობის მხრივ

@York Ge

გლეხი? 

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

მეგრულზე გამახსენდა - მეგრული ხაჭაპური მომწონს და ქალები

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

  • ფორუმელი
9 minutes წინ, Mulan said:

როგორ გინდა ყველაფერს ქართული სახელი ერქვას

რადგან ყველაფრის გაქართულება შეუძლებელია, არაფერი გაქართულდეს? მეგრულისა და სვანურის საბაზისო ცოდნა ხომ დაგვეხმარება ქართულის დაცვასა და გამრავალფეროვნებაში? რატომ არ უნდა გაგვაჩნდეს მათი საბაზისო ცოდნა?

გარდა ამისა, რადგან მეგრული და სვანური ენების არსებობა ფაქტია, ხომ ცხადია, რომ ვინმე გამოიყენებს ჩვენ მიერ ქართველური ენების უგულვებელყოფას? ან, კიდევ ვიკითხავ, როგორ დაგვეხმარება ერთიანობის შენარჩუნებაში საქართველოს უდიდესი მხარის ხალხის იმ მდგომარეობაში ჩაყანება, რომ ყოველდღე, ნამაზივით, თავი იმართლონ ხოლმე, ცუდი აზრები არ გვაქვსო?

9 minutes წინ, Mulan said:

ნუ მე მირჩევნია ვინერვიულო და მქონდეს ამასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია ვიდრე მშვიდად ვიჯდე და თქვენი ძალიანაც სწორი დაკვირვებით ვიხელმძღვანელო...

თქვენი ხელშეუხები უფლებაა უდაოდ და უთუმცაოდ.

9 minutes წინ, Vermillion said:

სკოლა ისეთი საბაზისო უნარების მიცემაზე უნდა ორიენტირდებოდეს, რომელიც ბავშვს მომავალში გამოადგება.

ვინ არის ის წინასწარმეტყველი, ვინც ასე ზუსტად იცის ბავშვის მომავალი? :)

ბავშვმა უნდა ისწავლოს მომავლის დაგეგმვა და ცოდნის დამოუკიდებლად მიღება. მომავლის მეტ-ნაკლები სიზუსტით პროგნოზი საჭიროებს კაცობრიობის ზოგადი განვითარების კონტექსტის ცოდნას,რაც, თავის მხრივ, კლასიკური ენებისა და ანტიკური ეპოქის ისტორიის ცოდნას მოითხოვს.

12 minutes წინ, Vermillion said:

პროგრესი დღეს ტექნოლოგიებშია და არა ჰუმანიტარულ მეცნიერებებში.

პროგრესი ტექნოლოგიებშია, მაგრამ ის, თუ ვის სამსახურში ჩადგება იგი (პროგრესი), ჰუმანიტარული მეცნიერებების მეშვეობით ირკვევა.

და, ზოგადად, ცოტა რამაა ისე საფრთხილო, როგორც საბუნებისმეტყველო დარგების ჰუმანიტარულად გაუნათლებელი პროფესურა.

Share on other sites

  • ფორუმელი
3 minutes წინ, საწყალი ოსვალდო რიოსი said:

მეგრულზე გამახსენდა - მეგრული ხაჭაპური მომწონს და ქალები

ქალებს ნამდვილად არაუშავთ.

პრინციპში ხაჭაპურსაც, თუმცა აჭარული ჩემპიონის ჩემპიონია.

Angels lie to keep control.

Share on other sites

  • ფორუმელი
5 minutes წინ, Moor said:

სახელმწიფო ყოველთვის ეცდება ინდოქტრინაციას და შენს 'სწორად აღზრდას'

სანამ არ გავიაზრებთ, რომ სახელმწიფო ჩვენ უნდა გვემსახურებოდეს და არა პირიქით, კი.

მთავრობა პოპულისტობს, აგერ აიტიშნიკების გადამზადების პროგრამაში დებენ ფულს და სკოლაში კოდის სწავლების ინიციატივა რომ შეიტანო, არ მგონია უარზე იყვნენ.

მშობლებიან-მასწავლებლიანად ცოტას თუ ადარდებს.

პრინციპში, ეგეც გასაგებია, ზოგმა არ იცის დღეს ბავშვს რა აჭამოს და ჩააცვას, რა კოდი, ლათინური და მაღალი მატერიები.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   301 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 301 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(13)
    • YandexBot(2)