Jump to content
×
×
  • Create New...

ბავშვებს


Mulan
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
14 minutes წინ, Vermillion said:

აი, მათემატიკის მასწი იყო ეგეთი წამპალი, თუ არ ემზადებოდი მასთან 10-იანს არ წერდა, თუ მის კონკურენტ მასწთან მოემზადებოდი, საერთოდ 8-იანს წერდა.

მე პირიქით - მათემატიკის გაკვეთილი ერთადერთი იყო, რომელზე დასწრებაც მსიამოვნებდა.
მათემატიკის მასწავლებელი ის იშვიათი გამონაკლისი იყო, რომელიც როგორც მხეცს, ისე არ მეპყრობოდა.
ჩემი სკოლა ნამდვილი შრომა-გასწორებითი დაწესებულება იყო (მისი კორპუსებიც კი ციხის ბარაკებს მაგონებდა ყოველთვის), რადგან ქალაქის ცენტრში მდებარეობდა და ელიტარულ სასწავლებლად ითვლებოდა. :) 

Share on other sites

  • ფორუმელი
18 minutes წინ, ნაკო said:

რამდენადაც წამიკითხავს თქვენი ნააზრევი,  სტაგნაციურ და უმოძრაო ადამიანად ვერ აღგიქვამთ მე პირადად. 

მადლობელი ვარ :blush:

18 minutes წინ, ნაკო said:

ჩემი კეთილგანწყობა თქვენ

ჩემი კი თქვენ <3 

Share on other sites

  • ფორუმელი
21 საათის წინ, Sylar said:

არ ვფიქრობ, რომ კრიტიკულად მოაზროვნე, რაციონალურ და მიწაზე მდგომ ადამიანს არ შეიძლება პოეზია მოსწონდეს. ეგეთი ადამიანიც შემხვედრია და ისეთიც, ლოგიკურ, რაციონალურ აზროვნებასთან არაფერი რომ აქვს საერთო და პოეზია ეზიზღება. ჩემთვის ეს უკვე საკმარისი არგუმენტია მაგ მტკიცების საწინააღმდეგოდ.

ადამიანი რომ ან ჰუმანიტარია და ან მეორე, რომლის სახელსაც ვერ ვიხსენებ, მაგასაც არ ვეთანხმები.

სწორი შენიშვნაა :* 

დასავლური უნივერსიტეტები სხვა მრავალთან ერთად იმითაც არიან გამორჩეული, რომ ტექნიკოსებიც კი უამრავს წერენ - წიგნებს, სამეცნიერო სტატიებსა და პუბლიკაციებს... მათი სიმრავლითა და ციტირების ინდექსით განისაზღვრება საგანმანათლებლო დაწესებულების წარმატება. ამისთვის კი მხატვრული აზროვნება და სალიტერატურო ნორმების ცოდნაა აუცილებელი.
მრავალი წარმატებული ინჟინერი კლასიკური განათლების ერთგულია და თავისუფლად ფლობს მაგალითად, ლათინურ ენას. :) 

ჩვენთან ტექნიკოსები ორ სიტყვას ვერ აბამენ ხეირიანად, ჰუმანიტარებმა კი გამრავლების ტაბულა არ იციან.

ჰუმანიტარულისა და ტექნიკურის ამგვარი დაყოფა და მტრული დაპირისპირება ერთმანეთთან ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია იმისა, რომ ტექნიკური ინტელიგენცია არ გვყავს. :) 
 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

"ჰუმანიტარული მეცნიერება ადამიანს შეისწავლის. ჰუმანიტარული პროფესიის ყოველ სახეობას მშვენიერი ფორმის იდეა უდევს საფუძვლად. მას რაღაც კეთილშობილური და ამაღლებული შემოაქვს ჩვენს ცხოვრებაში, გრძნობასა და თავაზიანობას გვმატებს..." - ასე მსჯელობს თომას მანის რომანის "ჯადოსნური მთის" გმირი, ინჟინერი ჰანს კასტორპი. :) 

Edited by Alfred Albion
Share on other sites

  • ფორუმელი
31 minutes წინ, Alfred Albion said:

ჩვენთან ტექნიკოსები ორ სიტყვას ვერ აბამენ ხეირიანად, ჰუმანიტარებმა კი გამრავლების ტაბულა არ იციან.

ჰუმანიტარულისა და ტექნიკურის ამგვარი დაყოფა და მტრული დაპირისპირება ერთმანეთთან ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია იმისა, რომ ტექნიკური ინტელიგენცია არ გვყავს. :) 

სხვა [მრავალთა] შორის თსუს მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტიც დამთავრებული მაქვს და ერთობ ხეირიანად მოსაუბრე ლექტორები მყავდნენ უმეტესობა, სამეცნიერო ჟურნალებშიც ბევრი მათგანი ბეჭდავდა სტატიებს და საწყალ საფრანგეთსა თუ სხვა ქვეყნებშიც დადიოდნენ ლექციების წასაკითხად.

აი პირიქით არ ვიცი :uxe:

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
10 minutes წინ, საწყალი ოსვალდო რიოსი said:

სხვა [მრავალთა] შორის თსუს მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტიც დამთავრებული მაქვს და ერთობ ხეირიანად მოსაუბრე ლექტორები მყავდნენ უმეტესობა, სამეცნიერო ჟურნალებშიც ბევრი მათგანი ბეჭდავდა სტატიებს და საწყალ საფრანგეთსა თუ სხვა ქვეყნებშიც დადიოდნენ ლექციების წასაკითხად.

ენაცვალოთ ჩემი თავი!
არც ისეთი უმეცარნი და ჯაბანნი ვართ, როგორც ვიღაც-ვიღაცებს ჰგონიათ, მაგრამ ასეთი ხალხი ამინდს ვერ ჰქმნის, რადგანაც სახელმწიფო პოლიტიკა არ არის საამისო. :) 

ამაშია საქმე. :დ

Edited by Alfred Albion
Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, Alfred Albion said:

მაგრამ ასეთი ხალხი ამინდს ვერ ჰქმნის, რადგანაც სახელმწიფო პოლიტიკა არ არის საამისო.

ჰო, სამწუხაროდ. თან მათ შორის ზოგი უკვე გარდაიცვალა 

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

Posted (შესწორებული)
On 4/14/2022 at 9:00 PM, Alfred Albion said:

მე პირიქით - მათემატიკის გაკვეთილი ერთადერთი იყო, რომელზე დასწრებაც მსიამოვნებდა.
მათემატიკის მასწავლებელი ის იშვიათი გამონაკლისი იყო, რომელიც როგორც მხეცს, ისე არ მეპყრობოდა.
ჩემი სკოლა ნამდვილი შრომა-გასწორებითი დაწესებულება იყო (მისი კორპუსებიც კი ციხის ბარაკებს მაგონებდა ყოველთვის), რადგან ქალაქის ცენტრში მდებარეობდა და ელიტარულ სასწავლებლად ითვლებოდა.

პირველ სკოლელი ბრძანდებით მილორდ? რომელ უბნელი.

Edited by Eric
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share