ფორუმელი Mulan Posted 3 აპრილი, 2022 Posted 3 აპრილი, 2022 უმცროს კაცებს რომ ეპადხოდებით, მართლა მაინტერესებს რას ელით, თან 21 წლის ქართველი ბიჭები იმენა აღუები არიან აი სოსკა ტიპები რასაც ქვია, ერთი ოჯახი რო დაგენგრა და გამოცდილება გაქვს უკვე ადამიანს შვილი გყავს და ისევ 21 წლის ბიჭებზე ნადირობ რეავიცი და კი ასაკი ჭირდება გამოცდილებას... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Sylar Posted 16 აპრილი, 2022 Posted 16 აპრილი, 2022 On 4/3/2022 at 5:41 PM, Mulan said: და კი ასაკი ჭირდება გამოცდილებას... ამაზე ჩემს აზრს მოგახსენებთ. ასაკი რა არის? ის დრო, რომელიც ცხოვრებაში გავატარეთ. ამ დროში ვაგროვებთ გამოცდილებას, რის ხარჯზე? ვკითხულობთ, ვუყურებთ, ვისმენთ, ვიგებთ, მაგრამ უპირველესად მაინც, საკუთარი ჩადენილი ქმედებებისა და განვლილი სიტუაციების ანალიზის ფონზე. ამიტომაც, მე შემომაქვს ასეთი თეორია, რომ ადამიანის მიერ ცხოვრებაში დაყოფილი დროის(ანუ ასაკის) ნაცვლად, მის რეალურ გამოცდილებას აქვს მნიშვნელობა, ანუ მის მიერ გამოვლილი სიტუაციების რაოდენობას, ინტენსივობას, კონტრასტულობას და ამ სიტუაციებიდან სწორი დასკვნების გამოტანის უნარს. შევეცდები მაგალითით გავამყარო, ჯერ ძალიან უტრირებულით დავიწყებ: პირობითად, მე რომ ვიყო 30 წლის, მქონდეს რამდენიმე ურთიერთობა წარსულში, მყოლოდა ოჯახი და შემდეგ გავცილებულიყავი მეუღლეს. ამ წლების განმავლობაში, რაღაც გამოცდილება ხომ დავაგროვე? ახლა, მეორე მხარეს წარმოიდგინე 43 წლის მამაკაცი, რომელიც 25 წელია კომაშია და ურთიერთობის გამოცდილებაც არ აქვს. ვის აქვს მეტი გამოცდილება, მე თუ მას? რა თქმა უნდა, მე. ვიცი, რომ უტრირებულ მაგალითად ჟღერს, მაგრამ კომაში მყოფი ბატონის ადგილას უნდა ჩასვა ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ჩემზე უფროსი იქნებოდა, მაგრამ რეალურად ჩემზე ბევრად ნაკლები გამოცდილებით და უარესი ანალიზის უნარით. თავად მაგ პოსტის ავტორს და მის შეყვარებულს რაც შეეხება. ცხადია, რომ ორივე ფსკერს ქვემოთაა და არანაირი მომავალი არ ექნებათ )) Angels lie to keep control. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა