Jump to content
×
×
  • Create New...

ჩემ ფულს


Recommended Posts

  • ფორუმელი

ზოგადად ისეთი კულტურაა, უყვართ სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა.

თან ფული ყოველთვის დასაბოღმი თემაა.

ჩემი ძმა მიყვებოდა დღეს, მისმა ძმაკაცმა ვენახები გაყიდა, ნათესავებმა ყელში ამოყვანეს, ამდენი ჰექტარი გაქვს, მდიდარი კაცი ხარ, დაგვეხმარეო.

მეურნეობის აყვავება უნდოდა ტიპს და ნახევარი სანათესაო ლამის ყოვილ დღე საქეიფოდ და ფულის სასესხებლად აკითხავდა.

Share on other sites

  • ფორუმელი
11 minutes წინ, Mulan said:

ეგეც ინდივიდუალური გემოვნების და ამბიციების თემაა? 

ნაწილობრივ

12 minutes წინ, Mulan said:

დიდი ალბათობით კი მარა რამე ობიექტური საზომიც არსებობს ალბათ ამის...

რა თქმა უნდა. ამ შემთხვევაში კონკრეტული გარემო და ამ გარემოზე თქვენი ზემოქმედების (თქვენი ფინანსებით) საშუალების ხარისხი. ეს თუ ქვეყნის შიგნით რამეზე გაქვთ ამბიცია. თუ არ გაქვთ, მაშინ ამავე ქვეყნის ობიექტურად საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანზე მეტის საშუალება თუ გაქვთ ბორუინგის გარეშე. ძალიან უხეშად ასეა. იმჰო

24 minutes წინ, Mulan said:

როგორც საკუთარი ისე გარშემომყოფების

ეს მეორე მომენტი არასწორია. იმჰო. არ შეიძლება ეს იყოს მიზანი.

Share on other sites

  • ფორუმელი
15 minutes წინ, Seth said:

ეს მეორე მომენტი არასწორია. იმჰო. არ შეიძლება ეს იყოს მიზანი.

რატო? 

:scared:

 

19 minutes წინ, Vermillion said:

ჩემი ძმა მიყვებოდა დღეს, მისმა ძმაკაცმა ვენახები გაყიდა, ნათესავებმა ყელში ამოყვანეს, ამდენი ჰექტარი გაქვს, მდიდარი კაცი ხარ, დაგვეხმარეო.

 

ეზარებოდა ალბათ შრომა თუ არა ამის გამო ეგ როგორ გააკეთა? 

ახლა დებილი იქნება სხვების თვალში, შეეძლო ფულიანი და ნაბიჭვარი ყოფილიყო რომელიც მაინც ეხმარება სირ სანათესაოს როცა თვლის საჭიროდ...

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
27 minutes წინ, Mulan said:

რატო? 

 

დიდი თემაა ეს პატივცემულო. ესეც არის ჩვენი (ქართველების) აღზრდის და განათლების შედეგი. თქვენი ვერ იპოვით ვერცერთ ბრიტანელს ან გერმანელს ან ფრანგს თქვენეული პასუხით.

რატომ? ბევრი მიზეზია, პირველი კი ისაა რომ თქვენი წარმატება იმათ კეთილდღეობას ვერ გაზრდის. მათ თვითნ უნდა გაზარდონ თავიანთი კეილდღეობა. მეორე ის რომ, ეგ თქვენ შეგიშლით ხელს უამრავი სერიოზული გადაწყვეტილების მიღებაში და მესამე, ჩვენ (ქართველები) უნდა გამოვიდეთ გარშემომყოფებზე ზრუნვის პოზიციიდან და ექსკლუზიურად უნდა ვკონცერტრირდეთ საკუთარ თავზე. იმჰო.

 

პ.ს. და საერთოდ რას ნიშნავს გარშემომყოფი? :დ

 

Share on other sites

  • ფორუმელი

@Seth გასაგებია რასაც ამბობთ დასავლურ კულტურაში ეგ ნორმალურია მარა კოლექტიურ საზოგადოებაში სადაც ვერასდროს დააღწევ თავს სანათესაოს სამეგობროს და სამეზობლოს არ მგონია.

მე მინდა ვიზრუნო ჩემ ოჯახზე, დავეხმარო მეგობრებს, ნათესავებს, სხვების ოცნებების ახდენა თუ მინდა რატო ტეხავს ვერ ვხვდები. ვიღაც აუცილებლად გაბრაზდება ჩემზე და ჩათვლის რომ ნაკლები გავუკეთე ვიცი ადამიანი რა უმადურიცაა მაგრამ მე მინდა ვიზრუნო მათზე და ამას უკეთ შევძლებ თუ ბევრი ფული მექნება. ასე მეამიტურად ჟღერს? 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
7 minutes წინ, Mulan said:

ასე მეამიტურად ჟღერს? 

მიამიტობა არაფერ შუაშია პატივცემულო.

7 minutes წინ, Mulan said:

მარა კოლექტიურ საზოგადოებაში სადაც ვერასდროს დააღწევ თავს სანათესაოს სამეგობროს და სამეზობლოს არ მგონია.

დააღწევ

8 minutes წინ, Mulan said:

მე მინდა ვიზრუნო ჩემ ოჯახზე, დავეხმარო მეგობრებს, ნათესავებს, სხვების ოცნებების ახდენა თუ მინდა რატო ტეხავს ვერ ვხვდები

პირველი, მე არ მითქვამს რომ ტეხავს :) არ ტეხავს. მეორე, ოჯახი (ე.წ. იმიდიეით ოჯახი) სხვაა და მეგობრები/ნათესავები/სხვები სხვა. მესამე, ეს თუ გაქვთ მიზანი ეს მიზანი აუცილებლად იქნება გადამწყვეტი ფაქტორი გადაწყვეტილებების (მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი) მიღებაში. შესაბამისად ეს მიზანი არის/იქნება არა დამხმარე არამედ ტორმუზი/წინაღობა. მეოთხე, ვერასდროს მიაღწევთ მაგ მიზანს და მთელი თქვენი ჰარდ ვორქი აღმოჩნდება დისეფიონთმენთი. გაგიმართლებთ ძალიან თუ ეს დისეფოინთმენთი ბოლოსკენ იქნება, არ გაგიმართლებთ თუ სადღაც შუაში. 

მოკლედ ასეა. იმჰო.

Share on other sites

  • ფორუმელი

მარტივი მაგალითი თუ რატომ სძულთ ფულიანები:

გახსნეს ამას წინათ თურქული ბაზარი. შედეგად აღმოჩნდა რომ წამლების საკმაოდ მსუყე ნაწილი თურმე ორმაგ და მეტ ფასებში იყიდება. დიდი ეჭვი მაქვს რომ ესეც არ არის მინიმუმი მაგრამ ფაქტია რომ ჩემი მეზობლის წამალს რომელიც თვეშI 200 ლარამდე ღირდა ეხლა თურმე 50 ლარადაც შეეძლო ყიდვა.

ანუ ტიპები 300%იან მარჟაზე მუშაობენ და ზარცვავენ ყველაზე გაჭირვებულ ხალხს -ავადმყოფებს.

და ამ ყველაფრის მერე მოდი და ნუ გძულდეს ფულიანი.

 

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი

@Seth ჯერ ფული არ მიშოვია და უკვე ვაწყდები წინააღმდეგობებს მაგრამ ჩემი აჩუყება, შეშინება და შეჩერება არც ისე მარტივია. ფიქრობენ რომ გულქვა და ეგოისტი არსება ვარ. იფიქრონ არ მადარდებს. როცა ჩავთვლი რომ შემიძლია დავეხმარო მათ მაშინ გავაკეთებ ამას. ის რომ ყველა ვერ გაამართლებს შენ ქცევებს და მეტიც უმრავლესობა წინააღმდეგი იქნება შენი არჩეული გზის ეგ მე ბავშვობიდან ვიცი. თეთრი ყვავობა უცხო არაა ჩემთვის, გარიყულის დისკომფორტები კიდევ სტიმულია და არა ტკივილი ...

უმადურ ადამიანებს რა დალევს კიდევ. არც ისეთებს რომლებიც მხოლოდ გაკრიტიკებენ და წაქცეულზე წამოსადგომად ხელსაც არ გამოგიწვდიან, ერთი სული აქვთ გაგთელონ და გაკრიტიკონ. ვიცი და გათავისებული მაქვს ეგ ყველაფერი. რამდენჯერაც დამჭირდება იმდენჯერ დავიბადები თავიდან და მაინც გავალ იმ შედეგზე რასაც ვიმსახურებ! 

და კი დააღწევ მათ თავს მარა ზურგსუკან იქნები ლანძღვის ობიექტი, თუ გდაწყვები ზედ მაინც იქნები ლანძღვის ობიექტი უბრალოდ შენ იქნები მშვიდად რომ ყველაფერი გაუკეთე მათ შენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ეგაა განსხვავება თორემ ადამიანებისგან მადლიერებას არ ველი. ვიცი რა ნაგავიცაა თვისობრივად ნაგავი ჩვენი სახეობა.

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   129 all people including: 0 წევრი, 2 ანონიმური, 127 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(12)
    • YandexBot(12)
    • Googlebot(1)