Jump to content
×
×
  • Create New...

ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი ...


Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

თიტოეულ სიტყვას თავისი მნიშვნელობა აქვს, ძირი აქვს, დანიშნულება აქვს, ძველი დროიდან მოყოლებული ასე იყო.

პირველი საქმე რომელიც ღმერთმა ადამს დაავალა, სწორედ ყოველივე შექმნილისადმი სახელების დარქმევას გულისხმობდა, როგორც ძველი აღთქმიდან ვიცით, ღმერთი ადამს უხსნიდა თითოეული შენაქმნის შინაგან ბუნებას და აქედან გამომდინარე ადამი ადამიანურ სახელს არქმევდა.

ანუ გამოდის რომ ყოველი სიტყვა რაღაცას ნიშნავს ...

 

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი

ეს ყველაფერი მთლიან ბმაში უნდა იქნეს განხილული, რაც რამ ცოდნაზე ხელგვეწიფება, ცოდნა კი ერთის მხრივ აურაცხელია ურთიერთგამომრიცხავი თეორიებით რაც გვხვდება თუ ისტორიაში თუ თავად სამყაროს განვითარების თანმიმდევრობაში

ენა არის ის ჟესტი, ის ბგერა თუ ის მოქმედება რომლითაც ერთი ინდივიდი მეორეს აწვდის გადასცემს ინფორმაციას, არამარტო ადამიანებს არამედ ყველა ცოცხალ ორგანიზმს გააჩნია ენა და ის კონტაქტობს თუ თავის სოციუმთან თუ გარესამყაროსთან პირველადი კოდით - გადარჩენა, ეს შეიძლება ზოგისთვის დავის საგანია თუმცა არც ეს იქნება შემდგომ ნაწერებში პრობლემა

ამ პირველწყაროზე დაყრდნობით იმპულსურად ხდება კონტაქტი, მაგალითად ძაღლი ყეფს, ჩიტი ჭიკჭიკებს, დელფინები გადასცემენ ინფორმაცია... ეს ის ინივიდებია რომელთა შესახებ მეტი ვიცით და მარტივად აღქმადია თუმცა არც სხვა დანარჩენი ჩამორჩებიან თუმცა თავისი გონებრივი თუ ფიზიკური შესაზლებლობიდან გამომდინარე

ენა - ეს ის მექანიზმია რომელიც არის ორის კონტაქტის საშუალება და ის განაპირობებს ერთობის, თუმცა ერთ ინდივიდს მეორესი ესმის უკეთ თუ არიან მსგავსი, მსგავსი - ეს ნიშნავს იგივე 

უხვი ახსნილსა დააბავს, იგი თვით ების ვინ ების

უხვი საბოლოო ჯამში ამ ყველაფერს ახერხებს ენით, აქარ იგულისხმება ის ენა რაც წარმოგვიდგენია და რასაც ქვია, ეს არის გამოვლინება და დაკმაყოფილება იმ შინაგანი განცდების რაც გააჩნია ინდივიდს

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

აბსტრაგირება - ეს მეტად საინტერესო და ერთერთი ფასეული მიღწევაა კაცობრიობის, აბსტრაგირება ეს არის რაიმე საგნების, ჯგუფების საერთო სახელი რომლებიც რაიმე ნიშნით არიან მსგავსნი

მაგალითად სიტყვა - მთა     როცა ამ სიტყვას ერთი იყენებს საუბარში ეს არის აბსტრაგირებული ინფორმაცია თუ მას არ ახლავს დაკონკრეტება, მთა მრავალფეროვანია თავისი ფლორით, ზოგი მაღალია ზოგი დაბალი, ზოგი ვულკანურია და ზოგი კლდესავით მაგრამ მათ ქვიათ მთა, ისინი საერთო ნიშნით ერთიანდებიან თუმცა არ გვაქვს კონკრეტიკა როგორც ავღნიშნე

ასეა ყველაფერზე, ზოგადად სამყარო უფრო მეტად აბსტრაგირებულია ვიდრე კონკრეტული :)

 

სწორედ ასე იძლეოდა ბგერები და მათ ერქვათ თავიანთი სახელი თავისი სიმარტივით, ასევერა რიცხვებიც და ისინი აბსტრაგირებულია, თუ ვამბობთ ორი და არ დავაკონკრეტებთ ის უშინაარსოდ დარჩება თუმცა ორი ყველმ ვიცით,

აბსტრაგირებულია ყველა სიტყვაც და არათუ წინადადებები ხოლო ბოლოს შინაარსი, ამიტომ უჭირს ადამიანებს კომუნიკაცია რადგან სიტყვების უკან მათი ცოდნა იმალება და მათატვის წარმოსახვით მნიშვნელობას იძენს, გაგვიგია ალბათ - მეგონა)) სხვა რამ წაემოედგინა... 

 

როგორც ძველქარათულ ანბანს ჰქონდა  რიცხვითი მნიშვნელობა ასევე ისინი რაღაც აბსტრაგირებულ ერთობის სახელს ნიშნავდნენ

 

გაგვიგია პიქტოგრამა, იეროგლიფი ... დიახ სწორედ მსგავს რამეზე ვსაუბრობ, ვთქვათ დახატავდა მზეს და უკან დაუყენებდა ხეს, ეს რაღაც აზრეი იყო, მაგრამ ამ ხეს თუ წინ დაურთობდა მაშინ ცოტა განსხვავებულ შინაარს გულისხმობდა

Share on other sites

  • ფორუმელი

აბსტრაგირების მომენტის გააზრება უმნიშვნელოვანესია ამ თემაში, ის ბევრ ინფორმაციას იძლევა იმ აბსტრაგირებულ სამყაროზე რომელიც ჩვენ კონკრეტული გვგონია

ისტორიაზე დაკვირვება გვეუბნება ფაქტებითურთ რომ არ არსებობს ჯოგი, ჯგუფი თუ რაიმე სახის სოციუმი რომელიც ყოფილა და მათ ქონდათ რაიმე სახის რწმენა, ღმერთები და ზეძალები ამიტომ ენა ყოველთვის ბმაში იყო უფალთან

წერა, აღწერა სწორედ ეს გენიალური რამაა რაზეც ვსაუბრობთ და ერთად განვიხილათ თუ რიცხვს  ბგერას და წერას,  ყველაფერი იწყება ამ ვითომ მარტივი მაგრამ მრავლისმომცველი ინფორმაციისგან 

აქ საჭიროა დაერთოს უკვე სიძველე ხალხისა აქ მაცხოვრებლები რომ რა შანსი აქვთ მათ ამ მემკვიდრეობაზე? რადგან თუ ფუძე ჰქონდათ მაშ მასზედ დააშენებდნენ მაგრამ ამდენ დროჟამ გამოვლილს დაკარგული ექნება საძირკველი . მაგრამ არ დაიმალა დალოცვილი :)

 

Share on other sites

  • ფორუმელი

 

ის რაც გვაქვს არის ამ მიწაზე მცხოვრები პროტოქართველების სიძველე, თავად ენაზე წერს :

იოვანე ზოსიმე რომელიც ჩანაწერს აკეატებს:

 

ქებაჲ და დ~ბჲ ქა:რთლისა ენისაჲ჻

დამარხულ არს ენაჲ ქართული

დღედმდე მეორედ მოსვლისა მისისა

საწამებელად რ~ა ყო~სა ენასა ღთ~მნ

ამხილოს ამით ენითა. და ესე ენაჲ

მძინარჱ არს დღესამომდე, და სახარე

ბასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან

და ახალმან ნინო მოაქცია და ჰელე

ნე დედოფალმან ესე არიან ორნი დანი

ვ~ა მარიამ და მართაჲ და მეგობრო

ბაჲ ამისთჳს თქუა ვ~დ ყ~ლი საიდუმლოჲ

ამას ენასა შინა დამარხულ არს

და ოთხისა დღისა მკდარი ამისთჳს

თქ~ა დავით წწყ~ლმან რ~ წელი ათასი ვ~ა ერთი დღჱ

და სახარ~ბასა შინა ქარ

თულსა თავსა ხ~, თავსა მათჱსსა წილი (ან წერით) ზის

რ~ლ ასოჲ არს და იტყჳს ყ~ლად ოთხ ათასსა

მარაგსა და ესე არს ოთხი დღჱ და ოთ

ხისა დღისა მკ~დარი ამისთჳს მისთანავე

დაფლუჱთ სიკდ~ლითა ნათლისღებისა მისისაითა

და ესე ენაჲ შემკული და კურთხეული

სახელითა უ~საჲთა, მდაბალი და დაწუ

ნებული მოელის დღესა მას მეორედ მოსვლასა

უფლისასა და სასწ~ლად ესე აქუს ოთხმეოც

და ათოთხმეტი წელი უმეტჱს სხუათა ენა

თა ქრ~ჱს მოსლვითგან ვ~ე დღესამომდე

და ესე ყ~ლი რ~ლი წერილ არს მოწამედ წარ

მოგითხარ ასი ესე წილი და წილი ანბანისაჲ.

Share on other sites

  • ფორუმელი

შეკითხვები მაქვს და იქნებ იყოს პასუხიც :

- როდის ჩამოყალიბდა ქართული ენა, რამე არის გამოკვლეული ამ მიმართულებით ???

- ქართული დამწერლობის შესახებ რა მონაცემები გვაქვს ??? (რომელ საუკუნეში დაიდო ქართული ანბანი)

- ცნობილ კოლხეთში , ასრერიგად განვითარებულ კულტურას დამწერლობა არ ქონდა ???

@ვეგა

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი

არის მითითებები თავად რამაზ პატარიძის მხრიდან რომ ის პირველი არქაული ენა რომელიც როგორც ბიბლიურად ვიცით ერთი იყო სანამ დაიყოფოდა, სწორედ ამ მხრივ აქვს კვლევები რაც საბოლოოდ ითხოვს კომპიუტერულ ჩარევას და სხვადასხვა ქვეყნის ლინგვისტების მუშაობას რათა შესაძლებელი გახდეს მთლიანის აღდგენა, ამას ვწერ შინაარსობრივად თუ რა ვითარებაა ლინკების გარეშე, საინტერესო მომენტი ისაა რომ მან მიმართულება მისცა სადაც ის აჟღერებს ეგვიპტესთან კონტაქტს, აქედან არის წასული თუ იქიდან წამოსული ეს ჯერ ბუნდოვანია და შემდგომი სირთულეა

 

როგორც ზოსიმე ამბობს დაფარულია ენა რომელი გამომჟღავდნება 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

ეხლა დავიწყოთ ზღაპარი)) ზღაპარი როგორც იწყება: იყო და არა იყო რა და ზღაპარი გვთავაზობს არ არსებული სამყაროს წარმოსახვას, ეს ზღაპარი ქრისტოშობამდელ ისტორიულ ფრაგმენტს ჩამოგავს, ხომ გვინახია ძველი დროის ფილმები, ისინი რეალობას მიმსგავსებულია ჩასაცმელით სახლებით და ზოგადად იმ დეოინდელი გარემოა გადმოტანილი

ამ ძველ დროში ქურუმები იყვნენ ის ადამიანები რომლებიც ფლობდნენ ცოდნებს, ასე ვთქვათ ძველი მეცნიერები რომლებიც აკვირდებოდნენ ცას, ადგენდნენ სხვადასხვა მიზეზშედეგობრიობებს, წელიწადის დროები, სახნავსათესების პერიოდები, ამინდზე იყვნენ დამოკიდებული მოსავლიანობაზე რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, ქურუმები როგორც წესი დიდგვაროვანთა შვილები იყვნენ და ცოდნა გადაეცემოდათ, ქურუმთა ცოდნის ჭეშმარიტება დასტურდება იმ სამი ქურუმის სახით რომლებმაც შეიცნეს მხსნელი ციური სხეულების საშუალებით, ქურუმთა კასტა განვითარებული იყო ძველ საქართველოშიც

 

ის ხალხი ვინც ამ ენაზე საუბრობდა ქონდა აღქმა სამყაროსი ღრმა სულიერი და ხედვა ის ზუსტი ცოდნით რაც დროთაგანმავლობაში დაიკარგა "გაფუჭებული ტელეფონის" პრინციპით, განიბნა და პირველის სახე ანუ აღქმა დაიკარგა

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share