Jump to content
×
×
  • Create New...

ამ ბუნკერებში


Recommended Posts

  • ფორუმელი

უნდა შევაფაროთ რო რამე თავი? :givi:

მიწისქვეშა თბილისი – საბჭოთა პერიოდის ბუნკერები ომის დროს თავის შესაფარებლად

8 მარტი, 2022 • რეკლამა   290

მიწისქვეშა თბილისი – საბჭოთა პერიოდის ბუნკერები ომის დროს თავის შესაფარებლად
169Shares
facebook sharing button
messenger sharing button
whatsapp sharing button
twitter sharing button
pocket sharing button
gmail sharing button

რუსეთის ომმა უკრაინაში გააქტიურა დისკუსია მიწისქვეშა თავშესაფრების შესახებ, რადგან მასიური დაბომბვის დროს მხოლოდ ასე შეიძლება გადარჩე. ეს სტატია მიწისქვეშა დედაქალაქზეა, რომლის შესახებ ყველას გვსმენია, მაგრამ ბევრს არ გვინახავს.

_____________________________________

National Geographic Magazine – საქართველოს თებერვლის ნომერში ფოტოგრაფ დავით თაბაგარის ფოტოპროექტი მიწისქვეშა თბილისი გამოქვეყნდა: „დიდი ხანია ვიცი, რომ თბილისის ქვეშ კიდევ ერთი თბილისია და მისი ხილვისა და გადაღების სურვილი მუდამ მქონდა. სწორედ ამან გადამაწყვეტინა პროექტის მიწისქვეშა თბილისი განხორციელება და ჩვენი დედაქალაქის დაფარული ნაწილის შესახებ პატარა გამოძიების წარმოება.“ – წერს თაბაგარი. 

ცნობილია, რომ საბჭოთა კავშირი ცივი ომისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდა და ამისთვის საკმაოდ დიდი ბიუჯეტი ჰქონდა გამოყოფილი. თბილისში 450-მდე ბუნკერია, ერთერთში შემონახული სამართავი პულტი კი გვამცნობს საქართველოს იმ ქალაქების სახელებს, რომლებიც ასევე ემზადებოდნენ ომისთვის. რამდენიმე ადგილის შესახებ ფოტოგრაფისთვის უკვე ცნობილი იყო, რამდენიმეს კი მეგობრებთან ერთად მიაგნო: „როგორც წესი, ასეთ ადგილებს დამახასიათებელი ნიშნები და განლაგება აქვთ, შესაბამისად, დაკვირვებული თვალისთვის მათი იდენტიფიცირება რთული არ არის.“   ვკითხულობთ ფოტოჟურნალში. 

0-5.jpg

“ეს ორი მასიური ჰერმეტული კარი 424-ე ბუნკერის ერთ-ერთ ფლიგელში გადავიღე. ამ კარებს, სავარაუდოდ, ძლიერი აფეთქების ტალღა უნდა შეეჩერებინათ და თავშესაფარში მყოფი ადამიანები დაეცვათ,” – ამბობს დავით თაბაგარი.

0-4.jpg

XX საუკუნის 80-იან წლებში ამ ადგილას წყლის რეზერვუარის მოწყობა იგეგმებოდა თბილისის ერთ-ერთი გარეუბნისთვის, თუმცა მოგვიანებით პროექტი შეჩერდა. კადრი გადაღებულია ხანგრძლივი ექსპოზიციით, 13-წამიანი დაყოვნებით, ხელოვნური განათების გარეშე.

1.jpg

ბუნკერებში გახიზნულებს აირწინაღები იმ შემთხვევაში დასჭირდებოდათ, თუ სავენტილაციო სისტემა გამოვიდოდა მწყობრიდან ან ბირთვული თუ ბიოლოგიური შეტევის დროს იქაურობის დატოვება მოუწევდათ.

22.jpg

ბუნკერი №424. ცნობილია, რომ თბილისის ქვეშ დაახლოებით 450 ბუნკერი არსებობს. ეს კონკრეტული თბილისის შემოსასვლელში მდებარეობს და თავდაცვითი დანიშნულება აქვს.

3.jpg

165161312_2148081475323557_2465208265732

თბილისის ცენტრში მეტროს მესამე ხაზის გვირაბი „რუსთაველი 2“. გვირაბს ამ დროისთვის დანიშნულება არ აქვს, გამოიყენება როგორც დამატებითი ნაგებობა და მეთვალყურეობის ქვეშაა.

4.jpg

ეს ბუნკერი თბილისის ერთ-ერთი ცენტრალური საავადმყოფოს ქვეშაა; ის 150 კაცზეა გათვლილი და მძიმედ დაჭრილებისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა 1990-იან წლებში ამ თავშესაფარმაც დაკარგა დანიშნულება.

0-2.jpg

თბილისის ცენტრში არსებულ ბუნკერში დღემდეა შემორჩენილი სამართავი პულტი, რომლის საშუალებითაც ბირთვული ომის შემთხვევაში საქართველოს სხვა ქალაქებთან უნდა დამყარებულიყო კავშირი. ღილაკებზე ჩვენი ქვეყნის პრაქტიკულად ყველა ქალაქის სახელის ამოკითხვა შეგვიძლია.

22-1.jpg

165161312_2148081475323557_2465208265732

0-1.jpg

ბუნკერის ერთ-ერთ ოთახში 90-იანი წლების დანატოვარიც არის – არაყი „სტალინის“ დაცლილი ბოთლი.
 

ფოტოჟურნალმა National Geographic-ის სათაო ოფისის განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა, ის თვის საუკეთესო ნამუშევრად (Best Edit) დასახელდა, ინგლისურად ითარგმნა და მთავარ ვებგვერდზე გამოქვეყნდა სახელწოდებით: See the abandoned Soviet bunkers hidden, ამასთანავე, ფოტოჟურნალი კვირის გამოკითხვაშიც მოხვდა: This week: a Mars rover’s nickname, underground Soviet bunkers, and a stunning pterosaur fossil

აღსანიშნავია, რომ ეს National Geographic Magazine-ის ქართული გუნდის მეორე ნამუშევარია, რომელიც ჟურნალის ინგლისურენოვან ვერსიაში მოხვდა და ამ გზით National Geographic-ის მილიონობით მკითხველისთვის გახდა ხელმისაწვდომი: „მიწისქვეშა თბილისი მართლაც განსაკუთრებული ფოტოპროექტია, რომელიც საბჭოთა ეპოქის იდუმალებით მოცულ გარემოს გვაცნობს. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ უკვე მესამე ავტორს გავუხსენით გზა საერთაშორისო ასპარეზზე და მისი ნამუშევარი National Geographic-ის მილიონობით მიმდევარმა იხილა.“ – ამბობს ჟურნალის მთვარი რედაქტორი ნათია ხულუზაური.

მსოფლიოს ნომერ პირველი სამეცნიეროპოპულარული ჟურნალი National Geographic Magazine 1888 წლიდან გამოდის. იგი იბეჭდება 31 ენაზე და 100-ზე მეტ ქვეყანაში ვრცელდება. ჟურნალის ბეჭდურ ვერსიას მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 100 მილიონი მკითხველი ყავს, ციფრულ პლატფორმებს – 400 მილიონზე მეტი.

National Geographic-ის ქართულენოვანი გამოცემა 2012 წლიდან სილქნეტის მხარდაჭერით გამოდის. ჟურნალი სპეციალურ ფასად ხელმისაწვდომია სილქნეტის აბონენტებისთვის და სტუდენტებისთვის.

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share