Jump to content
×
×
  • Create New...

ამასობაში ქართველობა მართლა წაგვართვეს!


Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

მოგესალმებით სასაცილო საქართველოდან! საქართველო ოკუპირებულია გასროლის გარეშე, გონიერთი ადამიანი 2012-დან ვხვდებოდა, მაგრამ ზოგს 2022-მდე დაგროვილი ფაქტებიც არ ჰყოფნის. საქართველო რომ რუსეთის პროქსი მთავრობაა გამოვლინდა ანტისაჰაერო სისტემების შეძენის მცდელობის დროს, როცა ბიძინა ივანიშვილმა თავდაცვის მინისტრის საყვარელზე ჭორაობა დაიწყო, მოგვიანებით მთელი სამინისტრო "კაბელების საქმეზე" გასკვანჩეს; გავრილოვის ვიზიტი იყო ერთგვარი შემოწმება, თუ დავჭკვიანდით და ბოლომდე დავჩმორდით, მაგრამ რაღაც ვერ გათვალეს, რომ არა პარლამენტის სავარძელში მოთავსება, გავრილოვი ორი დღე დონ პერინიონს წრუპავდა კობახიძესთან ერთად, არავინ ატრაკებდა, ქე წავიდოდა ქეიფისგან გასიებული 5 კილოს ნამატით; ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესს მოყვა ხაზარაძის დაშანტაჟება და დაპატიმრება... მოკლედ, ეს სამიც ეყოფოდა გონიერ თავს, მაგრამ ეხლა კონკრეტული მტკიცებულებები დაგვიდეს: საქართველო მოაზრებულია რუსეთ-ბელორუსიის აქსისში, ამოგვიღეს მტრული სახელმწიფოების სიიდან და 25 ათასი რუსი შემოყარეს ყოველგვარი კონტროლის გარეშე. კობახიძემ კი გაგვაფრთხილა, რუსებს ხელი არ ახლოთ თორე ციხეში დაგალპობთო.

გაჟღერდა მოსაზრებები, რომ საქართველო შესძლოა ჩაერთოს რუსეთთან ვაჭრობაში და ერთგვარ ხიდად მოევლინოს სანქცირებულ რუსეთს. სწორედ საქართველოს სახელით შეიძინონ საჭირო ელექტრო ჩიპები და სხვა ელექტრო ტექნიკა. არ ვიცი რამდენად სიმართლეა, მაგრამ თუ საქართველო ასეთ ავანტიურაში გაეხვევა, ეს შეუმჩნეველი არავის დარჩება, ჩვენ აღმოჩვნდებით სანქციების ქვეშ და "მოძმე რუსებთან" ერთად გავიზიარებთ რთულ დროს.

საქართველოს ჰიპსტერ ახალგაზრდობა "აპროტესტებს პონტში", მაგრამ გატრაკების ეშინია. რუსეთის პსეცსამსახურებმა დააკვრიდნენ არაძალადბრივ წინააღმდეგობას მივიდნენ დასკვნამდე, რომ თუ პროტესტი არ არის ფრანგულ ჟანრში, მისი დამარცხება მოთმინებით უმარტივესია. აცალე ჯიგარსონებს ორთქლის გამოშვება და რამოდენიმე დღეში მოედანი მისით დაიშლება, დარჩება მხოლოდ პარტიული აქტივი და ამის მერე პროტესტის მონაწილეთა დისკრედიტაცია და გაბანძება ტროლბოტების კამპანიით უმარტივესია. ხალხიც მარტივად ჭამს, რადგან მხოლოდ პარტიული აქტივით მოხოდილი აქცია უკვე "ბინძურია" და იქ მისული სასტავი "ჟოპოზიციის" მართული მასაა, ამიტომ მერე მისვლა უკვე პრინციპულად ტეხავს. ეს სქემა გვაჭამეს შვილმკვდარი მამების, გავრილოვის ღამის, გახარია-თვალთხარია, ეხლა უკვე უკრაინა რუსეთის პროტესტის დროს.

საქართველოში ვისაც ძალადობა უაპელაციოდ შეუძლია, ის ნაწილი მენტალურად პირდაპირ თუ არა ირიბად რუსეთუმეა: "აბა ნაციონალები გინდა?" თან რუსი "ნატაშების" შესახებ ლეგენდებზე სიამოვნებისგან ცქმუტავს; ჰიპსტერი ახალგაზრდობა კი მეტისმეტად "სნობურია" ძალადობისთვის და ქე ვართ ასე ნამუს ახდილები.

სხვათაშორის რუსეთმა 25 ათასი რუსი მოქალაქის შემოშვებით, პრაქტიკულად მიზეზიც მოიმზადა რომ, თუ რამეა რუსული ტანკებით დაიცვას პრორუსული ხელისუფლება. ხვალ რომ ღმერთი გაგვიწყრეს და გადევირიოთ, მოვინდომოთ ხელისუფლების დამხობა, რუსეთი ტანკებით წამოვა რუსეთის მოქალაქეების დასაცავად "დენაციფიკაციის" მიზეზით.

ხოდა გილოცავთ მეგობრებო, 1801 წელს წმინდა ნინოს ჯვარის ჩამოტანით მაინც დაგვალოხეს, ეხლა კი ბეზ პადარკა გვიხმარეს! :givi:

Edited by Mepar

ამის წაკითხვა ნებაყოფლობითია, მაგრამ სავალდებულო!

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share