Jump to content
×
×
  • Create New...

ჩვენი მოგონებების თემა


Recommended Posts

  • ფორუმელი

მაშინ სსრკ-ს მასშტაბიტ სერიოზული სელექციური მუშაობა იყო გაჩაღებული, ახალგაზრდა ფეხბურთელებს ყველა აკვირდებოდა და სბაჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ძალიან ზლიერი ახალგაზრდული ტურნირი ეწყობოდა - "ტყავის ბურთის პრიზი" - ასე ერქვა და ასაკი 16-17  წლის თინეიჯერებით შემოიფარგლებოდა, ამის შემდეგ უკვე 1-ლი და 2-ე ლიგის გუნდებში მიყავდით სათამაშო პრაქტიკისატვის  ერთი-ორი წელი , ან დუბლ შემადგენლობასი და აქედან უკვე ახალგაზრდულ სსრკ  ნაკრებებში (თუ შეესაბამებოდი, ნუ ასეთი იყო ლიფტი იმ დროს)

"ტყავის ბურთის" ტურნირი ითვლებოდა ყველაზე პრესტიჟულად ახალგაზრდათა შორის და მთელი რიგი სელექციონერები ესწრებოდნენ სხვადასხვა სსრკ ცნობილი გუნდებიდან, რასკლადი ასეტი იყო, -  ჯერ 15 რესპუბლიკის მასშტაბით ავლენდნენ გამარჯვებულს და შემდეგ , ზაფხულის პერიოდში, რომელიმე ქალაქში, 10-12 დღის განმავლობაში იმართებოდა საკავშირო ტურნირი 16 საუკეთესო გუნდის მონაწილეობით  (15 რესპუბლიკის გამარჯვებული + 1 გუნდი მოსკოვი)  ... 

საქართველოში საბავშვო ფეხბურთი ყოველთვის განვითარებული იყო თბილისის დინამოს წარმატებების ხარჯზე, მაგრამ კარგი გუნდები ყავდა რათქმაუნდა თბილისს, ქუთაისს, სოხუმს, ლანჩხუთს, - ამათგან ძლიერები მაინც თბილისი და ქუთაისი იყო

თბილისში იმ დროს მაგარი საფეხბურთო სკოლები იყო, დინამო თავისთავად, ავაზა, 35-ე სკოლა, შრომითი რეზერვები, სკა-თბილისი, გლდანის სპორტ სკოლა ,,, 

მოკლედ , ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, 1984-ში თბილისში 1-ლი ადგილი ავიღეთ, მერე გორში, დილას სტადიონზე ქუთაისს მოვუგეთ და მაისში განაცხადიც მოგვივიდა "ტყავის ბურთის" ტურნირიდან .... 

... ორკვირიანი "ზბორები" გვქონდა ლესელიძეში "დინამოს" ბაზაზე , ქუთაისიდან ორი ბიჭი დაიმატა გუნდმა , ერთი შრომითი რეზერვებიდან დაიმატა, - მოკლედ 16-17 წლიანი ფეხბურთელებისგან გაკეთდა საქართველოს ნაკრები და თბილისის "დინამოს" სახელით წავედით ნავარასისკში, სადაც ორკვირიანი "ტყავის ბურთის" ტურნირი იმართებოდა ... 18 ფეხბურთელი, ორი მწვრთნელი, ექიმი, მასაჟისტი, ორი მშობელი  და კგბ-ს თანამშრომელი ;) ...

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

... ახალაძიდან ჩამოვედით სოხუმში და სოხუმიდან "კომეტით" ნავარასისკამდე  , საღამოს გავიდა "კომეტა" (ფრთებიანი დიდი კატერია აა ეს "კომეტა") 8 საათი უნდოდა ნოვოროსისკამდე , - ღამის 2 საათი იყო რომ ჩავედით, ჩაგვსვეს "იკარუსში" წინ "Динамо" Тбилиси ეწერა დიდი ასოებით, მიგვიყვანეს  სადღაც, დიდი 4 სართულიანი შენობა დგას, 4 დიდი სადარბაზო კარით, ამ შენობის წინ პატარა სპორტული მოედანი სეტკებით შემორაგული, დილის მოთელვისთვის, - შენობასი ბოლო სადარბაზოში შეგვიყვანეს ჩვენი ბარგით და რამე , მშვენიერი ორკაციანო ოთახები დუში ორ ოთახს საერთო (მაშინდელ დროს ვიში კლასი იყო ;) ) - ნამგზავრებმა და დაღლილებმა მალე დავიძინეთ ... 

დილით 8 საათზე წამოგვყარეს მოთელვაზე, გავედით მოედანზე , - აბა მწვრთნელებმა 5 წრე წავიდა, გახურება რამე , ბურთით პასები და ვაძლევ პასს ჩვენ გუნდელს და დგას დებილივით , ბურთი თავში მოხვდა :D მე ზურგით ვდგევარ შენობისკენ, ის პირისახით , დაუღია პირი და ჩამოსდის დორბლი :)

მეორეს გავხედე ისიც ეგრე დგას პირდაღებული, მესამეც ... მეოთხეც .... 

შევტრიალდი შენობისკენ : - ყველა ფანჯრიდან, რომელიც ამხელა შენობას ქონდა 5-6 თავია გამოყოფილი, ყველა გოგოები, თურმე სამედიცინო სასწავლებლის მამაკაცთა "დამაქცევარი" სქესის საერთო-საცოვრებელია ამ შენობაში ... :rofl:

იმ ფანჯრებში თავგამოყოფილი სუსტი სქესის წარმომადგენლებისგან მიდის "პერეკლიჩკა" : - ნომერ 5 მოი, ნომერ 7 მოი და ასე ... ჩვენ ვდგავართ პირღიები, ვიღას აინტერესებს ბურთი ?! მერე ისევ ტრენერებმა შეგვიკურთხეს : - რა იყოთ თქვე ჩემა გოგოები არ გინახიათ ???? (ჰაჰ, სად გვინახია 16-17 წლისები ვართ ??? მაშინდელ თბილისში გოგოს რა უნდოდა ??? თან ამდენს ??? ) ...

... მოკლედ, ჩვენს თამაშებზე ხო სტადიონი ივსებოდა, მიდიოდა გულშემატკივრობა დინამო-დინამოს გუგუნი, - 2-3 დღის მერე მწვრთნელები უკვე გვეხვეწებოდნენ 2 საათი მაინც დაიძინეთ ხვალ თამაში გაქვთო :D , მარა თვითონაც სად იყვნენ კაცმა არ იცის :) , - ჰაჰ, და ყველაზე სასაცილო ისაა , რომ ფინალამდე მივედით, ფინალში წაგვაგებინეს პენლებით ადგილობრივ, ნავარასისკის გუნდთან ... 

იქ ისტორიები იყოოო, - უცხო ქალაქში , თამაშზე რომ სხვადასხვა ადგილებიდან ტაქსებით ვიკრიბებოდით სტადიონის შესასვლელთან :) ... 

 

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
12 საათის წინ, kvipriane said:

მოკლედ , ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, 1984-ში თბილისში 1-ლი ადგილი ავიღეთ, მერე გორში, დილას სტადიონზე ქუთაისს მოვუგეთ და მაისში განაცხადიც მოგვივიდა "ტყავის ბურთის" ტურნირიდან .... 

... ორკვირიანი "ზბორები" გვქონდა ლესელიძეში "დინამოს" ბაზაზე , ქუთაისიდან ორი ბიჭი დაიმატა გუნდმა , ერთი შრომითი რეზერვებიდან დაიმატა, - მოკლედ 16-17 წლიანი ფეხბურთელებისგან გაკეთდა საქართველოს ნაკრები 

ჩემზე მცირედღა პატარა ყოფილხართ :smoking:

არ გეტყობოდათ, კიდევ უფრო ახალგაზრდა მეგონეთ

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

  • ფორუმელი
2 საათის წინ, საწყალი ოსვალდო რიოსი said:

ჩემზე მცირედღა პატარა ყოფილხართ :smoking:

არ გეტყობოდათ, კიდევ უფრო ახალგაზრდა მეგონეთ

50-ს კაი ხანია გვაცდი :)

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   347 all people including: 1 წევრი, 1 ანონიმური, 345 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(15)
    • Micawber
    • YandexBot(6)
    • Facebookexternalhit(1)
    • Googlebot(1)