Jump to content
×
×
  • Create New...

just..


01000001
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
1 საათის წინ, CHAOS said:

რა ყურადღების გამოხატვა, მოფერება

სოც. ფსიქოლოგიიდან მოფერებით, თუ კომპლიმენტებით აჩვენებ რომ მტრად არ უნდა აღგიქვას. კეთილგანწყობას გამოხატავ რომ მოიპოვო სიმპათია. თანამშრომლობისა თუ კოალიციისთვის. აპრორი იცი რომ მასთან მტრობა არ გაწყობს.

ბებია-ბაბუებთან სიყვარულია პროსტა.ან იმ პროექტად უნდათ გაქციონ, რომელიც მათ მოლოდინს გაამართლებს. ყველაფერში ხელს გიწყობენ, სანამ მოლოდინს ამართლებ.

სამსახურში სხვაზე ძალაუფლების განცდა აქვთ და ეგ სიამოვნებთ. ისე მენეჯერზე წარმოდგენა იცვლება, კარგმა ლიდერმა ჯგუფში სინერგია უნდა შექმნას და win-win სიტუაციები დაანახოს.ყველა წევრს მათ უნიკალურობას აჩვენებს.

Share on other sites

ონლაინ, Vermillion said:

სოც. ფსიქოლოგიიდან მოფერებით, თუ კომპლიმენტებით აჩვენებ რომ მტრად არ უნდა აღგიქვას. კეთილგანწყობას გამოხატავ რომ მოიპოვო სიმპათია. თანამშრომლობისა თუ კოალიციისთვის. აპრორი იცი რომ მასთან მტრობა არ გაწყობს.

ეგ პრიმატებში.

ადამიანი გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად არაა ცხოველი. მითუმეტეს ფიქსირებული ბიოლოგიური სტრატეგიით.

ონლაინ, Vermillion said:

ბებია-ბაბუებთან სიყვარულია პროსტა.

rly? არ ფიქრობ რომ სიყვარული ბევრ რამეს დაარქვეს ბოლო ხანებში განსაკუთრებით.

ონლაინ, Vermillion said:

ისე მენეჯერზე წარმოდგენა იცვლება

იმედი მაქვს.

ბიძაშვილია წასული ბურჟუანდიაში. რა სფეროშიც აქ მუშაობდა ზუსტად იგივეში მუშაობს იქ. ვოდა გამოვკითხე სპეციფიკაზე (განსხვავებაზე). რა წარმოდგენაც მქონდა ზუსტად ის კომუნიკაციის მოდელები აღწერა. თავის სიტყვებით იასნია.

ონლაინ, Vermillion said:

კარგმა ლიდერმა ჯგუფში სინერგია უნდა შექმნას და win-win სიტუაციები დაანახოს.ყველა წევრს

8c2c4007954ee5de4e872ea4b2d7ac60.jpg

in fact ბოსი/ლიდერი პროპორციის განმაპირობებელი ფუნდამენტალური ფაქტორია კულტურა. (ამოცანას ვერ დააბრალებ).

საინტერესოა კულტურის რა კონკრეტული ასპექტები მუშაობს მაგ კუთხით.

Share on other sites

  • ფორუმელი
14 minutes წინ, CHAOS said:

ადამიანი გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად არაა ცხოველი.

Ok, მაგრამ სოც.ექსპერიმენტები ადამიანების ქცევაზე გარკვეულ ტენდენციას ავლენს. ნებისმიერ სოც. ფსიქოლოგიის წიგნში მეგობრობა-მტრობა თემაზე საერთო პატერნები ვლინდება. ცალკე ანთროპოლოგიაც მსგავს დასკვნებზე მიდის, ლევი სტროსს აქვს, კულას ტომზე, სამოგზაუროდ უცხო ტომებათან რომ მიდიან, რა სტრატეგიას ირჩევენ, საჩუქრები რომ მიაქვთ. თუ არ დაესხნენ თავს, რომ არ იბრძვიან. პირიქით თანამშრომლობას და სავაჭრო ქსელის გაფართოებას ირჩევენ. კიდევ რადკლიფ ბრაუნს აქვს საყვარლი დაკვირვება, შეხუმრებით ურთიერთობებზე, ზუსტად ბებია-ბაბუებზე, დეიდა-ბიძიებზე და ბავშვებთან ურთბაზე. თავი რომ არ მისკდებოდეს, გამახსენდება ძირითადი თემა.

27 minutes წინ, CHAOS said:

არ ფიქრობ რომ სიყვარული ბევრ რამეს დაარქვეს

 აშკარად ჩემი რეალობიდან შევაფასე :დ წარმოდგენები სიყვარულზე რო გადავდოთ და მოგება/წაგებაზე ორიენტირებული ურთიერთობის ჭრილიდან შევაფასოთ. რაციონალიზმი მკარნახობს რომ ვისგანაც სარგებელს მოელი იმ ბავშვში მეტ ინვესტიციას დებ, ემოციურად თუ მატერიალურად.

33 minutes წინ, CHAOS said:

იმედი მაქვს.

სახელმძღვანელოებში ამას ასწავლიან მომავალ ლიდერებს და პრაქტიკაში რავი, თითქმის ყველას გუგლის და ეფლის CEO-ს მენეჯმენტის მოდელის გამეორება კი უნდათ, სანამ კომპლექსები შეუღიტინებთ.

37 minutes წინ, CHAOS said:

კულტურის რა კონკრეტული ასპექტები მუშაობს მაგ კუთხით.

ჰო, საინტერესოა. ამერიკულ ბიზნესს ბესტსელერების ვაკვირდებოდი, წარმატებული ლიდერები თავის ისტორიებს რომ აზიარებენ, რა აქცენტებს სვამენ და ძირითადად, ფეილებზე, fuck up-ის შემდეგ, საერთო საქმის მნიშვნელობის გაცნობიერებამდე მიდიან. ინდივიდუალური პასუხისმგებლობის თემამაც წამოიწია. თითქოს დას. ბიზნეს კულტურა ცდილობს დაგვანახოს რომ სამსახური საძულველი აუცილებლობა კი არ უნდა იყოს, არამედ რაღაც დიდი იდეისთვის მსახურება, რომელიც პოტენციალის რეალიზების საშუალებაა.

მეტის გააზრებას სიცხიანზე ვეღარ ვქაჩავ, წავედი დავიძინო.

Share on other sites

ონლაინ, Vermillion said:

მეტის გააზრებას სიცხიანზე ვეღარ ვქაჩავ, წავედი დავიძინო.

გამოჯანმრთელდი ბევრი გვაქვს კიდევ საბჟუტურო :*

ონლაინ, Vermillion said:

ანთროპოლოგიაც

მაგ დარგს ტეხავენ ვროდე. ტიპა როგორც კოლონიზაციის ინსტრუმენტს.

ონლაინ, Vermillion said:

ვისგანაც სარგებელს მოელი იმ ბავშვში მეტ ინვესტიციას დებ, ემოციურად თუ მატერიალურად.

და ეს ონფლაი ჰორმონალური ბუსტი ნაკლები სარგებელია? მიადომინირე პატარა აგიმაღლდა განწყობილება.. :]

დომინირების ფორმა - ზრუნვა.

ონლაინ, Vermillion said:

ამერიკულ ბიზნესს ბესტსელერების ვაკვირდებოდი

აუ შენ რეებს კითხულობ ჩემი. საღოლ. რამდენადაც ვიცი თვითონ არ წერენ მაგეებს (მეტი საქმე არ აქვთ). მეტიც. ზოგი დაჟე არ კითხულობს. პერსონალურ ლეგენდას :]

Share on other sites

  • ფორუმელი
2 საათის წინ, CHAOS said:

ვოდა დავფიქრდი მზრუნველ ბებიაბაბუებზე, გამვლელებზე etc. რაღაც მორიგ პატრიარქალურ კრისობას ხო არ აქვს ადგილი. რამდენადაც ვიცი ლიბერალურ ბრიგადაში არაა მიღებული სხვისი ბავშვების მიმართ ინტენსიური უწიპუწობები და ყურადღების გამოვლინება.

ცხადია.

ლიბერალურ ბრიგადაში ზოგადად მიზანთროპების ჯგროა.

და როცა პატარა ბავშვზე ზრუნავ ცუდი რატომაა ვერ ვხვდები. ფრიად ბუნებრივი რამეა.

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

ონლაინ, t-90 said:

ლიბერალურ ბრიგადაში ზოგადად მიზანთროპების ჯგროა.

პერსონალური სივრცის პატივისცემა მიზანთროპიაში გერევა.

ონლაინ, t-90 said:

როცა პატარა ბავშვზე ზრუნავ ცუდი რატომაა ვერ ვხვდები.

თუ ამ ზრუნვის რეზულტატი ბავშვის შეწუხებაა?

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

"სიბერე განა გვაბავშვებს მართლა,
სიბერეს კაცი ბავშვადვე ხვდები". <3 

ამ დიდ ბავშვებსა და ყმაწვილებს შორის ბუნებრივად და ძალდაუტანებლად დაისადგურებს ხოლმე უშუალობა და გულითადობა :) 

თანაც, განსხვავებით "ლიბერალური ბრიგადისგან", ჩვენთან ბებია-ბაბუები და შვილიშვილები ხშირად ერთ სახლში ცხოვრობენ, რომელსაც ერთ-ერთი შვილი იღებს მემკვიდრეობით მოხუც მშობლებზე ზრუნვის სანაცვლოდ.

ხოლო განსაკუთრებული როლი ჩვენს ყოფით ცხოვრებაში ბებია-ბაბუებმა საბჭოთა კავშირის დროს, სოციალისტური საზოგადოების მშენებლობისას შეიძინეს. როცა ახალგაზრდა ქალებიცა და კაცებიც ერთბაშად სოციალიზმის შენებაში ჩაებნენ და მთელს დღეებს ქარხნებსა და კოლმეურნეობებში ატარებდნენ, სახლში მოხუცებიღა რჩებოდნენ და ბავშვების მოვლაც მათი საზრუნავი იყო. ბებიები ძიძებად, გადიებად იქცნენ.
ასე მივიღეთ ბებიას საკრალური ხატი და სესილია თაყაიშვილი. :) 

დღეს კი "ჩემი ცოლის დაქალები"-ს აბეზარი მანანა ბებო გვყავს, როგორც ლიბერალური რეაქცია მავნე სოვიეტური გადმონაშთების წინააღმდეგ :) 

Edited by Alfred Albion
Share on other sites

სავოკს თავისუფლად შეეძლო სრულიად უზრუნველეყო ყველა ოჯახი საცხოვრებელი სახლით. სამშენებლო რესურსების პრობლემა ყველაზე ნაკლებად ჰქონდათ. მარა არ იყო პრიორიტეტი ეგ მიმართულება. ზემოდანაც ქვემოდანაც და გარდიგარდმოც. რაღაცნაირი ხალხი იყო რა, ამერიკის ჯავრით ცოცხლობდნენ.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   332 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 331 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(9)
    • Googlebot(4)