Jump to content
×
×
  • Create New...

სასწავლო კურსი


Sylar
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
3 საათის წინ, Sylar said:

პატარა კურსი მინდა გავიარო html-ის, მერე ჯავასკრიფრს მინდა ჩავახტე

ინებე: https://rutracker.net/forum/viewforum.php?f=1565 ყველაფერია თემის და რეიტინგის მიხედვით.

რაც მისწავლია ყველაფერს ჩემით ვსწავლობ ხოლმე, უმეტესად. ონლაინ ფასიანი კურსები, ლექტორთან ინტერაქციას რომ მოითხოვს არ მომწონს, სხვებზე ხარ დამოკიდებული. თან ფულს რომ იხდი გგონია, რომ ვიღაცამ უნდა გასწავლოს. შენს თავზე რომ იღებ პასუხისმგებლობას, უფრო საინტერესოა.

კურსებს ვიწერ ხოლმე, მერე პატარა პროექტს ვიწყებ და მივყვები კეთებას. რეალობაში, პრაქტიკაა მნიშვნელოვანი. რაც უფრო მეტჯერ ცდი, უფრო დახელოვნდები.

IMHO, ნებისმიერი რამის სწავლა როცა გინდა დრაივი და ინტერესია მთავარი, თუ მალე ამოგეწურება, წარმატებასაც ვერ მიაღწევ.

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
4 საათის წინ, Sylar said:

თავიდან პატარა კურსი მინდა გავიარო html-ის, მერე ჯავასკრიფრს მინდა ჩავახტე

მე ჩემი მხრივ ამ საიტს გირჩევ დასაწყისისთვის:
W3Schools Online Web Tutorials

html-ის ტუტორიალებიცაა, ჯავასკრიპტისაც და კიდევ ბევრი რაღაცისაც.

შემდეგ კი ამ წიგნს ჯავასკრიპტისთვის:
Amazon.com: JavaScript: The Definitive Guide: Master the World's Most-Used Programming Language eBook : Flanagan, David: Kindle Store

კლასიკური ლიტერატურაა <3 

ამ რესურსზე უამრავი უფასო ციფრული წიგნია თავმოყრილი:
Electronic library. Download books free. Finding books (sng1lib.org)

Edited by Alfred Albion
Share on other sites

  • ფორუმელი

რამდენი საკითხში გათვითცნობიერებული ადამიანი ყოფილხართ, ღმერთmoney.

 

@Vermillion @Alfred Albion

სათითაოდ გადავყვები ყველა ლინკს.

დისციპლინით რო დიდად არ დავიკვეხნიდი არასდროს, მაგიტო გადავწყვიტე კურსის გავლა, მარა თუ შემოვარტყი ჩემ თავს 1-2 მწარე სილა, შეიძლება ჩემითაც ჩავუჯდე, ნუ რაღაც ეტაპამდე მაინც. 

Angels lie to keep control.

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Sylar said:

რამდენი საკითხში გათვითცნობიერებული ადამიანი ყოფილხართ, ღმერთmoney.

ქვეყანა გამეცნიერდა და ჩვენ რატომ უნდა ჩამოვრჩეთ? mad.gif.990135fd8eab5ec626674b0b3a708e79.gif

როგორც ინგლისურის ცოდნაა აუცილებელი, უკვე ისეთივე აუცილებელია რომელიმე პროგრამირების ენის ცოდნაც, როგორც დამხმარე სპეციალობისა :) 

არაა ეს გადაულახავი წინააღმდეგობა. შენ ერთი ამოსუნთქვით აითვისებ :*

შეხედავ მერე და გადაწყვეტ, გიღირს გაგრძელება თუ არა.
მხოლოდ კოდის წერის უმაღლესი ხელოვნებისა და ნამდვილი სოფტის ინჟინერიისთვის ძალზე გრძელი და ეკლიანი გზის გავლა მოგიწევს. ამისთვის აუცილებელია, რომ ვიცნობდეთ არა მხოლოდ საკუთრივ პროგრამირების ენებს, არამედ მრავალ სხვა დაკავშირებულ საგანსა და დისციპლინასაც:
კომპიუტერისა და ოპერაციული სისტემების არქიტექტურებს, ოპერაციულ სისტემათა API-ებს, ალგებრასა და დისკრეტულ მათემატიკას, მონაცემთა სტრუქტურებსა და ალგორითმებს, ქსელურსა და სხვა სახის პროტოკოლებს და ა.შ. 

ერთი სიტყვით, აუცილებელი იქნება, რომ ზღვა ლიტერატურა წავიკითხოთ, ღამეები ვათენოთ და საბოლოოდ თავადაც გამომთვლელ მანქანად ვიქცეთ. :) 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Sylar said:

რამდენი საკითხში გათვითცნობიერებული ადამიანი ყოფილხართ

:lolz:როგორი მწარე ირონიაა))

წინა წელს, ერთმა it-მ დამქრაშა, მისი ჩატყნა მომინდა და სწავლა დავიწყე. ორი სერტიფიკატი ავიღე ამასობაში :uxe:

უნიში ჩაბარებას ვფიქრობდი, მაგრამ ოთხი წელი სწავლა დამეზარა :/ ისევ კურსებს ვაწვები.

Share on other sites

  • ფორუმელი

მოკლედ, 3 დღეა რაც Bitcamp-ის კურსში ჩავერთე. პირველი ეტაპის ბოლოსკენ ვარ გასული და ერთ-ერთ დავალებაზე ვარ გაჭედილი დაახლოებით 1 საათია. ძალიან დედაარღნიანი შეგრძნებაა. თან მინდა მალე გავაკეთო და დახმარების მოძიებაზეც ვიფიქრე, მაგრამ სულიერ satisfaction-ს მხოლოდ მაშინ მივიღებ თუ ჩემით ამოვხსნი და თავს ვიკავებ :boli: 

Angels lie to keep control.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share