ფორუმელი Alfred Albion Posted 16 თებერვალი, 2022 Posted 16 თებერვალი, 2022 @Vermillion ძლიერი და დამოუკიდებელი ქალი არ ცვლის სალ კლდეებს სხვა ქვეყნის სამოთხეზედ. პატიოსანი ქართველი მანდილოსანი კი მხოლოდ ქართულ ბანჯგვლიან მკერდზე სველდება. იფიქრე ამაზე Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 16 თებერვალი, 2022 Posted 16 თებერვალი, 2022 53 minutes წინ, Vermillion said: ოკ, მაგრამ შენ რისთვის იბრძვი, რეალში რას ქმნი ისეთს, რომელიც შენს არაპარაზიტულ ცხოვრებაზე მიუთითებს? რამდენი არასწორი კითხვა დასვი ვერც იაზრებ ალბათ მაგალითად ის რომ მე მინდა უფრო მეტი ადამიანი დავასაქმო ვიდრე მყავს დასაქმებული, მეტი დოვლათი შევქმნა, მინდა ბიუჯეტში იმდენი შევიტანო რომ ამაყმა ვწრუპო სასურველი კონიაკი ყოველი წლის ბოლოს, ძნ მყუდრო კომფორტულ ადგილას საყვარელ და ძვირფას ადამიანებთან ერთად. ეს ჩემი კომფორტია. ამ ფულით მერე ბევრი რამ მინდა ქვეყანაში გაკეთდეს. ნაკლებ ადამიანს მოშივდეს და ნაკლებს მოუნდეს ოჯახის მიტოვება და უცხო ქვეყანაში გაქცევა. კი მე ამ მცირე ამბიციებით ბევრის გაკეთება მინდა და არა უბრალოდ ინსტაგრამ და ფბ სთორები და წითელზე ვაუვ მანქანით სხვებისთვის თვალების დაფსება, ეგზოტიკურ ადგილებში მოგზაურობა და ისევ და ისევ სხვების ჩაბოღმვა მაშინ როცა მცხეთის მიდამოებში ღამის აყვავებული ნუშნარიც ძვირფას ხალხთან ერთად შეიძლება უფრო ბევრს მაძლევდეს ვიდრე ფიჯიზე რაღაც ლერწმის კოქტეილით გამოტყვრომა და ამაზე უწუწაჟიტირებულს პოსტვა... შენთვის თუ საქართველო მხოლოდ ტერიტორიაა, ძნ მიკვირს ისევ აქ რომ ხარ. ვინც კი მეხვია გარს ეგეთი ყველა წასულია. არ კვდებიან ბედნიერებისგან, იმაზე ბედნიერები ვიდრე იყვნენ ჩემი დაკვირვებით ნამდვილად არ არიან! შენ წარმატებები. ჩემთვის საქართველო მხოლოდ ტერიტორია არაა, მე ემოციური და სისხლისმიერი კავშირი მაქვს აქაურობასთან, კულტურული და ენობრივი რომელიც ძნ მძლავრია პირადად ჩემში. მინდა ის განცდა რაც მაქვს ხოლმე საზღვრის გადმოკვეთისას სულ მქონდეს, ვჩუყდები, ვცმუკავ და ბედნიერი ვარ რომ შინ ვარ. მე აქ შინ ვგრძნობ თავს! ის რაც არ მოგწონს ამ კულტურაში შეგიძლია დაიკიდო და გადაუარო, რაც ღირებულია კიდევ მოუარო და ელოლიავო. სითამამესაც და ისე ცხოვრებასაც ასეთი ტრადიციული კულტურის მქონე საზოგადოებებში გაბედულება ჭირდება, იმაზე მეტი გაბედულება ვიდრე დასავლურ სტერილურ შენთვის უცხო და გულგრილ საზოგადოებაში სადაც ყველას კიდიხარ და საბრძლო არც არაფერია... ამიტომ კი, გაქცევა გამოსავალი და სისუსტის ნიშანია... 45 minutes წინ, Alfred Albion said: პატიოსანი ქართველი მანდილოსანი კი მხოლოდ ქართულ ბანჯგვლიან მკერდზე სველდება. ვაფშე არ ვარ კლასიკური გაგებით პატიოსანი მდედრი მარა ვგიჟდები უხვტესტოსტერონიან მამრებზე. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Alfred Albion Posted 16 თებერვალი, 2022 Posted 16 თებერვალი, 2022 (შესწორებული) 2 საათის წინ, Mulan said: გაქცევა სისუსტეა რისგან გაქცევა? საპყრობილიდან, პატიმრობისა და მონობისგან გაქცევა სისუსტეა? 2 საათის წინ, Mulan said: აქ შენ სამშობლოში სოციალური კაპიტალი უფრო მეტი გაქვს ვიდრე სხვაგან, აქ კუთვნილება გაქვს კონკრეტული სოციალური წრისადმი რაც შენი სიძლიერეა სხვაგან არავინ ხარ, უცხო და ეგეთად დარჩები სამუდამოდ მთლად რომ მილიარდები დააგროვო. ამაშია საქმე სამშობლოში სოციალური კაპიტალი გაქვს, ნათესავები, მეგობრები, თვისტომები გიჭერენ მხარს და ამიტომ შეგიძლია, მინიმალური ძალისხმევითა და კომპეტენციით ცხოვრება მოიწყო. უცხოეთში კი არავინ არ ხარ, როგორც თავადაც შენიშნავ, სოციალური ნული ხარ, შეიძლება, ადამიანადაც არ გთვლიან საერთოდ, არავის იმედი არ გაქვს და მარტოს გიწევს თავის გატანა. ასეთ პირობებში თუ წარმატებას მიაღწევ ცივსა და ულმობელ საზოგადოებებში, სადაც ცხოველი კონკურენცია და ცხოვრების მაღალი ტემპია, ძლიერი თუ არ ხარ, აბა, ვინ ხარ? Edited 16 თებერვალი, 2022 by Alfred Albion Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 16 თებერვალი, 2022 Posted 16 თებერვალი, 2022 @Alfred Albion წარმატებას? რას ეძახით წარმატებას? რომელ წარმატებას ყოველ თვეში რო 5 კას გამოაგზავნი ისევ ამ ბანძ ქვეყანაში ეგეთ წარმატებას? და შეიძენ იმ ხალხს რომელთათვისაც შენ გაძვირფასდები? დარწმუნებული ხარ? საპყრობილე? ოკ დედამოდღნული რეალობაა და არაა მარტივი აქ ცხოვრება მარა მონად არ ვგრძნობ თავს, არც ციხეში... და რა კონკურენცია გეხვეწები, რიგითი ჭანჭიკი რომ იქნები უუუზარმაზარი უსულო მექანიზმის ეგაა მიღწევა და კონკურენციაში ყოფნა? რამის ქმნა? შენ არ იქნები იქნება სხვა რომელსაც სისტემა გამოჭედავს და დასვამს თავის ადგილას! Share on other sites More sharing options...
ფორუმელი კიჭარტი Posted 16 თებერვალი, 2022 Author Posted 16 თებერვალი, 2022 @Vermillion კი ბატონი გლობალიზაცია დ და ინტერნატები თავისას შვრება, მაგრამ კულტურული სხვაობანი никто не отменял. ერთი მხრივ, მიფიქრია მაგაზე და მინდა ეგრე მოქცევა და მეორე მხრივ, ძაან პარაზიტიზმი მგონია რო შენი ბანძი ქვეყნიდან აესე აიღო და სხვის აწყობილ სისტემაში ინტეგრირდე, ვირუსივით რა ;დ იმენა რნმ ჩააშენო და მერე დაფუძნდე. რიავიცი. მაგრამ ისევდაისევ ადამიანს გააჩნია, მე სენტიმენტალური და ძაან attached ტიპი ვარ, მენატრება რაღაცები, ვიღაცები და მინდა ნაცნობი გარემო, სითბო, ურთ.გაგება და ა.შ და განსხვავებულ გარემოში ადაპტაცია მიჭირს. შენ შეიძლება არ ხარ ეგეთი, უფრო ცივი და მკიდია ხარ და გაგისწორდეს. ესე გადაჭრით ვერ იტყვი ვერაფერს. ნუ, ეთ ლისთ, ვცდი. მგონი. 1 მერი ქრისმეს ია fილthი ენიმალს Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Vermillion Posted 16 თებერვალი, 2022 Posted 16 თებერვალი, 2022 (შესწორებული) @Mulan სწორი და არასწორი კითხვები არ არსებობს. არსებობს კითხვები, რომელიც მოგვწონს ან არ. 39სიცხე მაქვს და ყურადღება გადამაქვს. თუ ნერვებს გიშლი არ მოგერიდოს შორს გამიშვი, ჩემს თავს რა კითხვებსაც ვუსმევ ეგ კითხვები დავსვი, ნასინგ ფერსონალ. 58 minutes წინ, Mulan said: და ისევ და ისევ სხვების ჩაბოღმვა მაშინ რ და როცა გკიდია სხვები? ისევ სხვებზე აკეთებ სწორებას, არც მესია მინდა ვიყო ვინმესთან, ვათრიო და გავმართო.არც მინდა შევახსენო რამე. საერთოდ ხალხის გარეშეც შემიძლია ცხოვრება, Digital Nomand-ები გავიცანი წინაზე და ძაან მესიმპატიურა მათი ცხოვრების წესი, სივრცის და კულტურის სხვაობას თითქმის ვერც გრძნობენ. თავისთვის მუშაობენ და თან მოგზაურობენ. სხვადასხვა ხასიათები გვაქვს და ვერ შევთანხმდებით, ძაან ემოციურ რაღაცებს ვსაუბრობთ, ცოტა უაზროდ. მე არ ვანიჭებ ჩემს სოციუმს ისეთ მნიშვნელობას, რომ მათ გარეშე ცხოვრება გამიჭირდეს. არ მყავს ისეთი ადამიანები ვისი მიტოვებაც გამიჭირდება, ხვალევე. მეგობრებს და საინტერესო ხალხს იქაც შევიძენ. ვინც მომენატრება ონლაინ გვესაუბრებიან და მეყოფა. იმჰო, წარმატების მიღწევა იქ უფრო რთულია, როცა არავინ ხარ,არც შენი დიპლომები მნიშვნელობს და არც სოც.კაპიტალი. ყველას უნდა უმტკიცო და აჩვენო რისი თავი გაქვს. აქ სანაცნობო თუ გყავს ან საქმეს ერთგულად მიყვები ბოლოს რამე უეჭველი გამოდის. Edited 16 თებერვალი, 2022 by Vermillion Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Alfred Albion Posted 16 თებერვალი, 2022 Posted 16 თებერვალი, 2022 (შესწორებული) 35 minutes წინ, Mulan said: რომელ წარმატებას ყოველ თვეში რო 5 კას გამოაგზავნი ისევ ამ ბანძ ქვეყანაში ეგეთ წარმატებას? თვეში 5 კ თავბრუდამხვევი წარმატებაა. ასეთ თანხებზე თურქეთის ჩაის პლანტაციებში ან პოლონეთის ხორცკომბინატებში მომუშავეები ვერც კი იოცნებებენ. 35 minutes წინ, Mulan said: და რა კონკურენცია გეხვეწები, რიგითი ჭანჭიკი რომ იქნები უუუზარმაზარი უსულო მექანიზმის ეგაა მიღწევა და კონკურენციაში ყოფნა? რამის ქმნა? შენ არ იქნები იქნება სხვა რომელსაც სისტემა გამოჭედავს და დასვამს თავის ადგილას! ეგაა სწორედ კონკურენცია - გამუდმებული და დაძაბული ბრძოლა ერთი შეხედვით უმნიშვნელო ადგილისთვის. პატარა შეცდომა და ისე მოგისვრიან, თვალსაც არ დაახამხამებენ. არავინ არაა შეუცვლელი. ემიგრანტებსაც ჯოჯოხეთის გავლა უწევთ. ამიტომ ისე ნუ დავხატავთ სურათს, თითქოს სიძნელეებს გაურბის ეს ხალხი. საწვალებლად მიდიან ისინიც და არა კისლავოდსკის ჰაერის ჩასაყლაპად :დ Edited 16 თებერვალი, 2022 by Alfred Albion Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Alfred Albion Posted 16 თებერვალი, 2022 Posted 16 თებერვალი, 2022 (შესწორებული) 21 minutes წინ, Vermillion said: 39სიცხე მაქვს და ყურადღება გადამაქვს. მალე გამოჯანმრთელდი 37 minutes წინ, კიჭარტი said: attached ტიპი ვარ, მენატრება რაღაცები, ვიღაცები და მინდა ნაცნობი გარემო +1 აჭარაში რომ მივდივარ დასასვენებლად, 3 დღის მერე გამოვრბივარ უკან. ვეღარ ვძლებ. :დ ჩემი კაბინეტი და ნაცნობ ქუჩებში ხეტიალი მენატრება ხოლმე. ჩემი უდიდესი სისუსტეა ეს. არადა დიადი და საკაცობრიო საქმეებისთვის ვარ დაბადებული! Edited 16 თებერვალი, 2022 by Alfred Albion Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა