Jump to content
×
×
  • Create New...

ჯანდაცვის სისტემის ფენომენი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ.


Recommended Posts

  • ფორუმელი
8 minutes წინ, Instance said:

ვაიიმეეეეეე

ეს რომ ხატავს რომ აფხაზების სეპარატიზმის გამოძახილი იყო ჩვენი მიტინგები და არა დამოუკიდებლობაო ამ გენიოსს გაახსენეთ რომ 1988 მიდიოდა მიტინგები გარეჯთან რატომ ატარებთ წვრთნებსო და ა.შ

ცხადია რომ ანტიაფხაზური მიტინგები ლიხნის კრების შემდეგ გაიმართა და მანამდე აბსოლუტურად არანირი პრობლემა არ არსებობდა ჩვენი მხრიდან.

9 minutes წინ, Instance said:

კორენიზაციის პოლიტიკა ლენინის იდეა იყო და არა სტალინის. სტალინი პირიქით არ იყო იმის მომხრე რომ საბჭოთა კავშირი შექმნილიყო, უნდოდა ყველა დაპყრობილი ტერიტორია შეერეკა რსფსრ-ში. გაიხსენეთ ბოლობოლო გრუზნიკსოე ძელო და საერთოდ ამიერკავკასიის ფედერაციის შექმნა. 

ცხადია.

ორჯონიკიძე და ორახელაშვილი მოავლინა სპეციალურად რათა უკლონისტები ჩაეჩეხა.

ეს ხო ისედაც იასნია?

9 minutes წინ, Instance said:

ზოგადად როცა მოყავს რომ აგერ სომხები იყვნენო თბილისში და მერე საბჭოთა დროს აღარო და ეს მოყავს იმის საბითად რომ ნაციონალისტური სახელმწიფო იყო სსრკ-ო. ამას კითხეთ თვითონ მე-20 საუკუნეში თუნდაც მეფის რუსეთის დროს ეთნიკური ქართველების წილი იზრდებოდა თბილისში თუ მცირდებოდა. ანუ ეს ტრენდი ნაციონალისტური იყო ჩამოყალიბებული სსრკ-მდე

ტრენდი იყო ბანალური: თბილისში მეცხრამეტეს შუა რიცხვებიდან შემოვიდა დიდი კაპიტალი (ამქრების აჯანყებაც მაგის გამო მოხდა 1860 წელს)

კაპიტალს სჭირდებოდა იაფი მუშახელი, რომელიც ცხადია უფრო ადვილად ჩითავდა აღმსოავლეთ საქართველოში და ჭარბი მოსახლეობის მქონე დასავლეთ საქართველოში

ამან გადააჭარბა სომხების შიდა მიგრაციულ პოლიტიკას.

სსრკს დროინდდელმა ინდუსტრიალიზაციამ ცალსაად გაზარდა ეს რაოდენობა.

19 minutes წინ, Instance said:

 

ბრეჟნევი ტყუილად არ დარბოდა ვიშივანკით და არ აცეკვებდა სუხიშვილებს კრემლში. იცოდა რომ თუ თვითონ სსრკ არ მოფხანდა ეგოს ნაციონალობებს მერე ესენი იფეთქებდნენ.

ამას კიდევ სულ სხვანაირად უწერია.

არ იის ან საქმეს ასე სჭირდება რო ქართელები გაგვლანძღონ.

გერმანულ ფონდებს უფრო სწორედ.

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი

@t-90

Spoiler

1980-იანი წლების მიწურულს, ქართული ეროვნული მოძრაობის მიერ წარმოებული ნაციონალიზმი, იმეორებდა ნაციის საბჭოთა აღქმას. თავის მხრივ, ზვიად გამსახურდიამ, მას შემატა რელიგიური განზომილებაც, რისი მაგალითიც არის მისი 1990 წლის საჯარო ლექცია ანთროპოსოფიულ ფესტივალზე, რომელსაც შემდგომში „საქართველოს სულიერი მისია“ დაერქვა. მის სიტყვაში სჭარბობდა რელიგიური და მითოსური წარმოდგენები. იგი ქართულ კულტურას მესიანისტურად აღწერდა და ცივილიზაციურ საწყისებთან მიჰყავდა, საქართველოს სულიერ მისიას კი ამ კულტურის გაგრძელებად მიიჩნევდა. გამსახურდიას მიზანი ქართველი ხალხის უძველეს ერად, ხოლო მისი არსებობის ისტორიულად უწყვეტობის წარმოჩენა იყო. გამოსვლაში ის საგანგებოდ მიუთითებდა ქართველი ერის სხვა ერებისგან განსხვავებულობასა და აღმატებულებაზე, და ეთნოცენტრისტულ დისკურსს აწარმოებდა. გამსახურდია არ იყო მხოლოდ პოლიტიკური მესია, იგი ერის სულიერი მოძღვარიც იყო. მის მიერ წარმოთქმული სიტყვები, სავსე იყო რელიგიური მოძღვრებითა და სიმბოლიზმით, ცდილობდა სეკულარიზმსა და რელიგიურობას შორის ზღვარი მოეშალა და ისინი საკუთარ პოლიტიკურ თანამდებობაში ან საკუთარ თავში გაეერთიანებინა.[3]

 

კი ბატონო ესე იყო და მერე?

Spoiler

1980-იანების მიწურულს, აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის, საქართველოში გააქტიურდა საუბარი დემოგრაფიულ პრობლემებზე, უმცირესობის მიერ უმრავლესობის (ამ შემთხვევაში, ქართველების) შევიწროებასა  და შეთქმულების თეორიებზე.[4] ზვიად გამსახურდია, 1990 წელს, ჯერ წუხილს გამოთქვამდა, რომ საქართველო სსრკ-ში პირველ ადგილას იდგა უმაღლესდამთავრებული ქალების რიცხვით, შემდეგ კი დასძენდა, რომ ქალებს უნდა შეეზღუდოთ განათლების მიღება, რადგან „სანამ არ შეიზღუდება ქალების უმაღლეს სასწავლებლებში მიღება, შობადობის პრობლემა არ გადაწყდება“.[5] საზოგადოებისა და ერის ცხოვრებაში, მდედრობითი სქესის ადამიანთა როლი დაყვანილია მის ფუნქციურ როლამდე - დაბადოს ახალი ქართველები, რათა მათ გააგრძელონ ქართული სულიერი მისია. გამსახურდიას დემოგრაფიული პრობლემების საპირწონედ მოჰყავდა ქვემო ქართლში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების მაგალითი, რომელთა შორის შობადობა გაცილებით მაღალია, ვიდრე ქართველებში.

ეხლა აქ რა ხდება:

ორი წყარო არის მოყვანილი, იგივე სათაურით, იგივე ჟურნალის იგივე ნომერში და განსხვავებული თარიღით

[4] ზვიად გამსახურდია, საქართველოს ყოფნა არ ყოფნა, ლიტერატურული საქართველო, 08/07/1990, №23.

[5] გაზეთი, ლიტერატურული საქართველო, „საქართველოს ყოფნა არ ყოფნა“, 08/06/1990 №23.

 

ანუ ერთი წყაროა

მეოთხე წყარო სადაც აციტირებს მოყვანილი, იქ შეფასებას იძლება და არა ფაქტს. მეხუთე სადაცაა იქ ციტირებს ტექტს ოღონდ ესაა რაც იძებნება საქართველოს ყოფნა-არყოფნაზე

https://zviadgamsakhurdia.wordpress.com/2018/11/28/ზ-გამსახურდია-საქართველ/

აქ არსად არ ჩანს უმაღლესდამთავრებული ქალების რაოდენობაზე რომ წუხს

თან როგორ წარმოუდგენია ქალებისთვის გამსახურდიას აეკრძალა უნივში ჩარიცხვა როცა ქალების ასეთი მხარდაჭერით სარგებლობდა?

Spoiler

ეროვნული მოძრაობის მთავარი სამიზნე ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ტერიტორიებს მიემართებოდა: ჯავახეთს, სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს. იმდროინდელი ქართული ნაციონალიზმი უპირისპირდებოდა საქართველოში მცხოვრებ აფხაზებს, ოსებს, აზერბაიჯანელებსა და სომხებს, თუმცა საერთოდ არაფერს ამბობდა ადგილობრივ რუსებზე, რომლებიც, ლოგიკურად უნდა ყოფილიყვნენ მთავარი დარტყმის მიმღებები, რადგან რუსეთი მიჩნეული იყო მთავარ მტრად - იმპერიად, რომლისგან განთავისუფლებაც „ეროვნული მოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო. განსხვავებით ზემოთ ჩამოთვლილი ჯგუფებისგან, საქართველოში მცხოვრები რუსები არ ფლობდნენ მიწას - ტერიტორიას, არამედ  უმეტესად მუშათა კლასს წარმოადგენდნენ და დასახლებული იყვნენ ქალაქებში (თბილისი, რუსთავი, ტყვარჩელი და ა.შ.). ქართული ნაციონალიზმი კი მიემართებოდა ტერიტორიაზე მიბმულ ეთნიკურ უმცირესობებს: „აფხაზი ერი ისტორიულად არ არსებობს, აფხაზეთი იყო დასავლეთ საქართველოს სახელწოდება... ის ძველი აფხაზები აღარ არსებობენ, სახელწოდება აფხაზი დღეს არასწორად იხმარება ამ აფსუა ტომთან მიმართებით, აფსუა აფსარნი არის ჩრდილოეთ კავკასიური ადიღეური მოდგმის ტომი და ჩვენ არცერთი ტომის თვითგამორკვევის წინააღმდეგი არ ვართ, თუკი იგი ერად ქცევას გეგმავს, ოღონდ მის ისტორიულ ტერიტორიაზე, ჩრდილოეთ კავკასიაში“.[6] 

კი ბატონო ეგ ესე იყო.

აქ რატომ უკვირს რომ ეთნიკური რუსების წინაამღდეგ არ იყო მიმართული ნაციონალიზმი?

ანუ ეს პირიქით რასაც წერს იმას არ ამტკიცებს რომ ქართველები იმპერიის პოლიტიკურ და ტერიტორიულ ექსპანსიას ებრძოდნენ და არ ამოძრავებდათ ეთნიკური შოვინიზმი?

რამდენადაც ეთნიკური რუსები იმ დროს ამ ექსპანსიის მთავარი ინსტრუმენტი არ იყვნენ რადგან ვერ დამაგრდნენ მიწაზე, ცხადია იმპერიული პოლიტიკის გატარებააი არ იყვნემ მთავარი დასყრდენი და შესაბამისად მთავრი სამიზნეც

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, Instance said:

აქ არსად არ ჩანს უმაღლესდამთავრებული ქალების რაოდენობაზე რომ წუხს

თან როგორ წარმოუდგენია ქალებისთვის გამსახურდიას აეკრძალა უნივში ჩარიცხვა როცა ქალების ასეთი მხარდაჭერით სარგებლობდა?

არა გამსახურდიას სისულელე და არასწორი ბევრჯერ უთქვამს და უქნია. ჩემი მაგისდამი დამოკიდებულებაც იცით.

მარ არა ქალებისთვის უნივში ჩაბარების აკრძალვა? :D რანაირად შეიძLება აეკრძალა 1988 წელს ეგ? 

ის კი არა გრუზია დლია გრუზინაც არაამაგის ნათქვამი დაჯე :D პროსტო აფხაზებს და ოვსებს ადჟვამდა თორე სომხებთან და აზერებთან ფრიად დალაგებული სიტუაცია ჰქონდა 1988 წელს და მხოლოდ მერე დაიწყო რეალურად დაპირისპირება ჯაბა-ჯუბა რაც მოვიდა.

პირიქით წერს რომ პატარა გოგონები სიგარეტს ეწევიანო და უმსგავსობენო და ეგ არ გამოვაო და უმაღლეს სასწავლებლებში ფულებს იღებენო.

ერთი სიტყვა არაა ეთნიკურ უმცირესობებზე ნათქვამი წემ ბოლეე ქვემო ქართლზე.

Quote

 

გადავხედოთ ჩვენს სკოლებს, სადაც მერვე, მეცხრე და მეათე კლასელი გოგონები სიგარეტს წევენ (ზოგჯერ ნარკოტიზირებულს), ბიჭებთან ერთად, ბილწსიტყვაობენ და კიდევ სხვა უმსგავსობას სჩადიან. წარმოვიდგინოთ პერსპექტივაში მათ მიერ შექმნილი ოჯახები,  მათ მიერ აღზრდილი შვილები, მათ მიერ გახარებული დედ-მამა და სამშობლო, მათ მიერ გამრავლებული ერი. გადავხედოთ აგრეთვე პედპერსონალს, რომელიც უმეტეს შემთხვევაში სავსებით არ შეესაბამება პედაგოგის მაღალ დანიშნულებას. გადავხედოთ უმაღლეს სასწავლებლებს, სადაც კიდევ უფრო უნუგეშო სურათია კორუფციისა, პროტექციონიზმისა და სხვა მრავალ მანკიერებათა.

ის კატასტროფულად ფესვგადგმული ობივატელურ-მეშჩანური სენი კი, რომელიც ზემოხსენებულმა ავტორმა ესოდენ გონებამახვილურად დაგვისურათხატა, სწორედ სულიერი ცხოვრების ზემოთხსენებული დაცემითა და დაკნინებით არის გამოწვეული. რელიგიური და ეროვნული შეგნების დაკნინებამ მოგვცა მხოლოდ და მხოლოდ ჩაცმა-დახურვაზე, სმა-ჭამაზე, მაღაზიებზე, ვიდეოფილმებზე, გართობაზე და ფეხბურთზე მოსაუბრე საზოგადოება, რომელიც არას დაგიდევთ არც ერის ტკივილებს და არც მისი ყოფნა-არყოფნის საკითხებს.

 

7 minutes წინ, Instance said:

 

აქ რატომ უკვირს რომ ეთნიკური რუსების წინაამღდეგ არ იყო მიმართული ნაციონალიზმი?

ანუ ეს პირიქით რასაც წერს იმას არ ამტკიცებს რომ ქართველები იმპერიის პოლიტიკურ და ტერიტორიულ ექსპანსიას ებრძოდნენ და არ ამოძრავებდათ ეთნიკური შოვინიზმი?

რამდენადაც ეთნიკური რუსები იმ დროს ამ ექსპანსიის მთავარი ინსტრუმენტი არ იყვნენ რადგან ვერ დამაგრდნენ მიწაზე, ცხადია იმპერიული პოლიტიკის გატარებააი არ იყვნემ მთავარი დასყრდენი და შესაბამისად მთავრი სამიზნეც

რუსების უმრავლესობა ან იყო სამხედრო (ზაკვო და სხვა ობიექტები) ან იყო პოლიტიკური პერსონალი (მეორე მდივნები და მათი აპარატი) და დაქირავებული ტექნიკური პერსონალი (ინჟინრები, მუშები, სპეციალისტები)

ზაკვო იყო ყველაზე დიდი რუსების "წყარო" სადაც მსახურობდა სადღაც 200K რუსი.

დანარჩენები კიდე ქარხნების დაყიდვის შემდეგ წავიდნენ რუსეთში ძირითადად.

დარჩნენ დუხაბორები ნინოწმინდაში და ეხლა ეგენიც მიდიან (სომხების ზეწლის შემდეგო ამბობენ).

ჩემს პადიეზდში მაგალითად 7 რუსი, 1 ოდესელი ებრაელ-რუმინელი და 3 სომეხი ოჯახიდან დარჩა 1 რუსი ისიც მოხუცი ქალი და ორი შვილიდან ერთი აქაა (ქართველზე გათხოვილი) და მეორე კიდე რუსეთში წავიდა იმიტომ რომ მაგის ძმაკაცი (ისიც აქაური) გუბერნატორის მოადგილედ თუ რაღაც ეგეთად გაიჩითა რომელიღაც დალნევასტოჩნი პროვინციაში.

 

ლატვიაში დამაგრდნენ და ამიტომაც არის რუსების წინააღმდეგ დიდი ნაციონალიზმი.

 

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი
Spoiler

ქართული ნაციონალიზმისგან განსხვავებით, თანამედროვე აფხაზური ნაციონალიზმი, არც სსრკ-სგან დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა და არც ეთნიკური უმცირესობების წინააღმდეგ ილაშქრებდა (გარდა ქართველებისა, რომელიც აფხაზეთში დომინანტი ჯგუფი იყო). თუკი ქართული ნაციონალიზმი ძლიერდებოდა რუსულ იმპერიალიზმთან ჭიდილში, ამ შემთხვევაში აფხაზური ნაციონალიზმი ქართულის საპირწონედ ძლიერდებოდა. საბჭოთა ეთნოტერიტორიალიზმის იდეას, პოლიტიკური და ეკონომიკური გამოვლინებაც ჰქონდა, კერძოდ, პრივილეგიებს ის მიიღებდა, ვინც კონკრეტულ ტერიტორიაზე ტიტულოვან ერად გამოცხადდებოდა. ეს კი, თავის მხრივ, აფხაზეთში, ქართველებსა და აფხაზებს შორის, ჩუმ ანტაგონიზმს წარმოქმნიდა.

ოო აგაშენა ღმერთმა. ანუ აფსუებს და გურჯებს შორის ანტაგონიზმს იწვევდა პრივილეგიების თემაო.

ეხლა მივყვეთ გურჯების მცირე ნაწილი ცხოვრობდა აფხაზეთში უდიდესი უმრავლესობა ცხოვრობდა დანარჩენ საქართველოში და შესაბამისად აფხაზეთში თანამდეობები ვერ იქნებოდა ქართული ნაციონლიზმის მთავარი თემა. ხოლი აფსუების რომ იყო ეს ჩანს. ანუ გამოდის რომ როცა გურჯული ნაციონალიზმი ეფუძნებოდა იმპერიასთან ბრძოლას და პოლიტიკურ სტატუსს აფსუური ეფუძნებოდა თანამდეობებზე დაგვნიშნათ, თვითონ ავტორის ლოგიკას რომ მივყვეთ

Spoiler

1954 წელს, მეცნიერმა პავლე ინგოროყვამ გამოსცა წიგნი, რომელშიც აფხაზები მიჩნეულ იყვნენ არამკვიდრ მოსახლეობად, რომელიც მე-17 საუკუნეში ჩამოსახლდნენ აფხაზეთში. ნამდვილი აფხაზები კი ქართველები იყვნენ. აფხაზურ პოლიტიკურ და სამეცნიერო ელიტებში, ინგოროყვას თეზისი გადაითარგმნა როგორც იდეოლოგიური ბაზისი ქართული ექსპანსიისთვის.[7] თავის მხრივ, აფხაზმა ისტორიკოსმა შალვა ინალ-იფამ 1976 გამოსცა მონოგრაფია, რომელშიც ინგოროყვას თეზისის საპირისპიროს ამტკიცებდა. ინალ-იფას მიხედვით, აფხაზები კი არა, ქართველები არიან ტერიტორიაზე „სტუმრები“. ის ამტკიცებდა, რომ აფხაზო-ადიღები იყვნენ არა მხოლოდ აფხაზეთის პირველმკვიდრნი, არამედ მთლიანად კოლხეთის. მისი აზრით, ქართული ტომები ტერიტორიაზე ბევრად გვიან დაფუძნდნენ, ხოლო აფხაზეთის სამეფოს ჩამოყალიბებაში ფაქტობრივად სრულად გამოთიშა ქართული როლი.[8] თავდაპირველად ღია დაპირისპირება აკადემიური ხასიათის იყო (1947,1956-57, 1965-67, 1978), რომელიც მეტნაკლებად მშვიდობიანად სრულდებოდა. პერიოდულად, აფხაზები მოსკოვში გზავნიდნენ წერილებს, რომელშიც ავტორები სხვადასხვა მოთხოვნას აყენებდნენ. 1930-1950 წლებში, ძირითადი მოთხოვნები მიემართებოდა ტოპონიმიკის ცვლილებებს, ენასა და სასკოლო რეფორმებს. 1960-1978 წლებში, ცენტრალური საკითხი ისტორიოგრაფია და ეთნოტერიტორიული მიკუთვნებულობაა, ამავე დროს, საუბარი იყო საქართველოსადმი სხვადასხვა ისტორიულ ბრალდებაზე. სტატუსის ცვლილება, ამ პერიოდში გაგზავნილი წერილებიდან, 7-დან მხოლოდ 4-შია ნახსენები, თუმცა ის არ არის მთავარი მოთხოვნა. 1978-1989 წლებში, მოსკოვში 6 წერილი გაიგზავნა და 1985 წლის შემდეგ, ყველა სხვა ბრალდება თუ მოთხოვნა მეორეხარისხოვანი ხდება, სტატუსის ცვლილება კი - ცენტრალური საკითხი.[9] შეიძლება ითქვას, რომ აფხაზური ელიტა, საკუთარ მოთხოვნებს ორ მთავარ არგუმენტზე აფუძნებდა: (1) ეს არის აფხაზეთში დემოგრაფიული სურათის ხელოვნური ცვლილება და ეთნოტერიტორიული მოწყობა და (2) პოლიტიკური სტატუსი საბჭოთა კავშირში შესვლის და მისი არსებობის პირველ წლებში.

ნეტავ რა მოხდა 1978 წელს უცებ რომ სტატუსის ცვლილება ხდება მთავარი საკითხი?

ის ხომ არა რომ ცენტრს არ გამოუვიდა სახელმწიფო ენის გაუქმება?

ანუ ეს ჩანს ხომ რომ ეს სტატუსის ცვლილების მოთხოვნა ესაა ცენტრის შურისძიება თბილისზე.

Spoiler

1989 წლისთვის აფხაზეთში დემოგრაფიულ უმრავლესობას ქართველები წარმოადგენდნენ 46%-ით, ხოლო აფხაზები - 17.9%-ს. მიუხედავად ეთნიკური სიმცირისა, საბჭოთა ეთნოტერიტორიული პოლიტიკის შედეგად, აფხაზები „ტიტულოვან“ ერად გამოცხადნენ, ე.ი. სხვადასხვა პრივილეგიით სარგებლობდნენ, მათ შორის, ჰქონდათ ბიუროკრატიული კვოტები, საკუთარი ტელევიზია, რადიო, უნივერსიტეტი და ა.შ. 1980-იანი წლებისთვის, 67% სახელმწიფო მინისტრის პოზიციაზე აფხაზი იყო დანიშნული, სამხარეო კომიტეტში (ობკომი) კი - 71%.[10] თანამედროვე აფხაზური ნაციონალური პროექტი აყენებდა მოთხოვნას - უმცირესობას ემართა უმრავლესობა, რომელსაც ხსნიდნენ ისტორიული სამართლიანობით - მუჰაჯირობისა და სტალინის მმართველობის პერიოდის რეპრესიებით, როცა ისინი ჯერ გადაასახლეს, შემდეგ კი იქ ხელოვნურად ჩაასახლეს ქართველები და აღმოჩნდნენ ეთნიკურ უმცირესობაში (ქართველები მანამდეც ცხოვრობდნენ ამ ტერიტორიაზე, თუმცა აფხაზეთში გადასახლებების შემდეგ მათი რიცხვი ფაქტობრივად გაორმაგდა). მაგალითად, 1926 წლის აღწერით, აფხაზეთში ცხოვრობდა 27% აფხაზი (სულ 55918 ადამიანი), ხოლო 33.6% ქართველი (სულ 67494 ადამიანი). 1989 წლისთვის 17.8% აფხაზი ( სულ 93267 აფხაზი) და 45.7% ქართველი (სულ 239872 ადამიანი).

 

ქართული ნაციონალიზმი, ეთნიკური უმცირესობების სახით ხედავდა იმპერიიდან წამოსულ საფრთხეს, რაც, თავის მხრივ, იწვევდა ამ ჯგუფების სურვილების თუ მოთხოვნების იგნორირებას, უარეს შემთხვევაში კი მტრულად გამოცხადებას.  თავის მხრივ, აფხაზური ნაციონალიზმი, მეტწილად ანტიქართული განწყობების საფუძველზე აღმოცენდა, მათთვის მიუღებელი იყო 1940-50 წლებში ქართველთა ჩასახლებები აფხაზეთში, რის გამოც ისინი ეთნიკურ უმცირესობაში აღმოჩნდნენ და დაკარგეს ტერიტორიაზე მართვის პოლიტიკური და ეკონომიკური ჰეგემონია.

თუ ქართვრლი 40-50 წლებში აფხაზეთში გაორმაგდა, რუსი რვაჯერ გაიზარდა და სომეხი სამჯერ.

აფხაზი ვერ გაიზრდებოდა უბრალოდ რადგან აფხაზეთის გარეთ არ ცხოვრობდნენ შესაბამისად ვერც ჩასახლდებოდნენ.

ანუ როცა ამბობ რომ სტალინის პერიოდში სტალინმა და ბერიამ ჩაასახლეს გურჯები, რადგან ზემოთ ხსენებული პერსონაჟები იყვნენ გურჯები და ასე შეცვალეს ბალანსი არ შეესაბამება სიმართლლეს. აფხაზეთი იძლეოდა ეკონომიკური ზრდის საშუალებას და სახლდებოდა ყველა ეთნოსი.

ხო და ვიღაც როცა იზრდება რვაჯერ ვიღაცა სამჯერ და ვიღაცა ორჯერ და ამ ორჯერ გაზრდილზე ამბობ ბოროტი პოლიტიკის შედეგია ამათი ზრდაო, რა ვიცი აბა რა ვთქვათ. ეს ბუნებრივი ნაციონალიზმია თუ ცენტრის მეთოდიჩკა?

თან ამაზე კითხვამს არ სვამს არავინ როცა ქართველების ნაციონალიზმი რატომ არ იყო ეთნიკური რუსების წინაამღდეგ მიმართულიო როცა კითხულობენ.

 

თაბ რომ ამბობ უმცირესობაში აღმოჩდნენო და თავად მოგყავს 1926-ის სტატისტიკა სადაც უკვე არიან უმცირესობაში ეს საინტერესო ლოგიკაა.

პოლიტიკური და ეკონომიკური ჰეგემონია დაკარგეს არა ეთნიკური ბალანსის ცვლილების გამო, არამედ ლაკობას კლანის ჩაეწევის გამო. მერე როცა გურჯები ჩაწიეს და აფსუური კლანები დაბრუნდნენ, ისევ აღდა ჰეგემონია.

Spoiler

საბჭოთა კავშირი, მთელი ამ ხნის განმავლობაში, ქართულ-აფხაზურ ჩუმ დაპირისპირებაში მომრიგებლის როლს ასრულებდა, მაგრამ ცენტრის დასუსტებას აფხაზური პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტების სამოქმედო სივრცის გაზრდაც მოჰყვა  და ლიხნის კრებით, რომელსაც 30 000 ადამიანი ესწრებოდა, საკუთარი მოთხოვნები ფართო საზოგადოებამდე მიიტანეს. აფხაზური ნაციონალიზმის გააქტიურებას, ქართული ეროვნული მოძრაობის წინააღმდეგობა შეხვდა, რამაც კიდევ უფრო გაამყარა აფხაზური ნაციონალიზმი და გააერთიანა ანტიქართული იდეის გარშემო. შედეგად, აფხაზური პოლიტიკური ელიტები ცდილობდნენ, რაც შეიძლება „შორს“ წასულიყვნენ საქართველოსგან.

ვაიმეე.

ანუ მივყვეთ 1978 წელს გურჯები გამოდიან ქართული ენის სტატუსის გამო. აფსუები ზიან და არც არაფერი. ამის მერე კონსტიტუციის ცვლილებები ჩავარდება და მხოლოდ ამის მერე გამოდიან აფსუები ჩვენი ენის სტატუსი შეგვინარჩუნეთო. ამის მერე ჩნდება წერილები აფსაზეთის ასსრ-ს სტატუსის ცვლილებაზე.

1988 იწყება ეროვნული მოძრაობა და ამის მერე აფსუები გამოდიან ლიხნის კრებაზე.

ანუ ვინ ახდენს რეაქციას? ჩვენ თუ ისინი?

არა მაინც ჩვენ აფსუებს ლიხნის ჯრება რომ არ მოეწვიათ არ მოვითხოვდიგ დამოუკიდებლობას:facepalm:

 

Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, Instance said:

ეხლა მივყვეთ გურჯების მცირე ნაწილი ცხოვრობდა აფხაზეთში უდიდესი უმრავლესობა ცხოვრობდა დანარჩენ საქართველოში და შესაბამისად აფხაზეთში თანამდეობები ვერ იქნებოდა ქართული ნაციონლიზმის მთავარი თემა. ხოლი აფსუების რომ იყო ეს ჩანს. ანუ გამოდის რომ როცა გურჯული ნაციონალიზმი ეფუძნებოდა იმპერიასთან ბრძოლას და პოლიტიკურ სტატუსს აფსუური ეფუძნებოდა თანამდეობებზე დაგვნიშნათ, თვითონ ავტორის ლოგიკას რომ მივყვეთ

მეორე მხრივ აფსუასებს ჰქონდათ საკმაოდ დიდი პრივილეგიები თბილისშიც.

თანამდებობები საერთოდ ვერ იქნებოდა თემა ქართული მხრიდან.

7 minutes წინ, Instance said:
 

1954 წელს, მეცნიერმა პავლე ინგოროყვამ გამოსცა წიგნი, რომელშიც აფხაზები მიჩნეულ იყვნენ არამკვიდრ მოსახლეობად, რომელიც მე-17 საუკუნეში ჩამოსახლდნენ აფხაზეთში. ნამდვილი აფხაზები კი ქართველები იყვნენ. აფხაზურ პოლიტიკურ და სამეცნიერო ელიტებში, ინგოროყვას თეზისი გადაითარგმნა როგორც იდეოლოგიური ბაზისი ქართული ექსპანსიისთვის.[7] თავის მხრივ, აფხაზმა ისტორიკოსმა შალვა ინალ-იფამ 1976 გამოსცა მონოგრაფია, რომელშიც ინგოროყვას თეზისის საპირისპიროს ამტკიცებდა. ინალ-იფას მიხედვით, აფხაზები კი არა, ქართველები არიან ტერიტორიაზე „სტუმრები“. ის ამტკიცებდა, რომ აფხაზო-ადიღები იყვნენ არა მხოლოდ აფხაზეთის პირველმკვიდრნი, არამედ მთლიანად კოლხეთის. მისი აზრით, ქართული ტომები ტერიტორიაზე ბევრად გვიან დაფუძნდნენ, ხოლო აფხაზეთის სამეფოს ჩამოყალიბებაში ფაქტობრივად სრულად გამოთიშა ქართული როლი.[8] თავდაპირველად ღია დაპირისპირება აკადემიური ხასიათის იყო (1947,1956-57, 1965-67, 1978), რომელიც მეტნაკლებად მშვიდობიანად სრულდებოდა. პერიოდულად, აფხაზები მოსკოვში გზავნიდნენ წერილებს, რომელშიც ავტორები სხვადასხვა მოთხოვნას აყენებდნენ. 1930-1950 წლებში, ძირითადი მოთხოვნები მიემართებოდა ტოპონიმიკის ცვლილებებს, ენასა და სასკოლო რეფორმებს. 1960-1978 წლებში, ცენტრალური საკითხი ისტორიოგრაფია და ეთნოტერიტორიული მიკუთვნებულობაა, ამავე დროს, საუბარი იყო საქართველოსადმი სხვადასხვა ისტორიულ ბრალდებაზე. სტატუსის ცვლილება, ამ პერიოდში გაგზავნილი წერილებიდან, 7-დან მხოლოდ 4-შია ნახსენები, თუმცა ის არ არის მთავარი მოთხოვნა. 1978-1989 წლებში, მოსკოვში 6 წერილი გაიგზავნა და 1985 წლის შემდეგ, ყველა სხვა ბრალდება თუ მოთხოვნა მეორეხარისხოვანი ხდება, სტატუსის ცვლილება კი - ცენტრალური საკითხი.[9] შეიძლება ითქვას, რომ აფხაზური ელიტა, საკუთარ მოთხოვნებს ორ მთავარ არგუმენტზე აფუძნებდა: (1) ეს არის აფხაზეთში დემოგრაფიული სურათის ხელოვნური ცვლილება და ეთნოტერიტორიული მოწყობა და (2) პოლიტიკური სტატუსი საბჭოთა კავშირში შესვლის და მისი არსებობის პირველ წლებში.

ნეტავ რა მოხდა 1978 წელს უცებ რომ სტატუსის ცვლილება ხდება მთავარი საკითხი?

ის ხომ არა რომ ცენტრს არ გამოუვიდა სახელმწიფო ენის გაუქმება?

ანუ ეს ჩანს ხომ რომ ეს სტატუსის ცვლილების მოთხოვნა ესაა ცენტრის შურისძიება თბილისზე.

ცალსახად ეგრეა.

მაგრამ გაბროს როგორც ჩანს გერმანულმა ფონდებმა მსგასი დავალება არ მისცეს.

12 minutes წინ, Instance said:

თუ ქართვრლი 40-50 წლებში აფხაზეთში გაორმაგდა, რუსი რვაჯერ გაიზარდა და სომეხი სამჯერ.

აფხაზი ვერ გაიზრდებოდა უბრალოდ რადგან აფხაზეთის გარეთ არ ცხოვრობდნენ შესაბამისად ვერც ჩასახლდებოდნენ.

ანუ როცა ამბობ რომ სტალინის პერიოდში სტალინმა და ბერიამ ჩაასახლეს გურჯები, რადგან ზემოთ ხსენებული პერსონაჟები იყვნენ გურჯები და ასე შეცვალეს ბალანსი არ შეესაბამება სიმართლლეს. აფხაზეთი იძლეოდა ეკონომიკური ზრდის საშუალებას და სახლდებოდა ყველა ეთნოსი.

ხო და ვიღაც როცა იზრდება რვაჯერ ვიღაცა სამჯერ და ვიღაცა ორჯერ და ამ ორჯერ გაზრდილზე ამბობ ბოროტი პოლიტიკის შედეგია ამათი ზრდაო, რა ვიცი აბა რა ვთქვათ. ეს ბუნებრივი ნაციონალიზმია თუ ცენტრის მეთოდიჩკა?

თან ამაზე კითხვამს არ სვამს არავინ როცა ქართველების ნაციონალიზმი რატომ არ იყო ეთნიკური რუსების წინაამღდეგ მიმართულიო როცა კითხულობენ.

ცხადია.

მეორე მხრივ საინტერესოა ბერძნების და იმავე სომხების ზრდის ფაქტორი რუსეთის იმპერიის დროს.

13 minutes წინ, Instance said:

 

პოლიტიკური და ეკონომიკური ჰეგემონია დაკარგეს არა ეთნიკური ბალანსის ცვლილების გამო, არამედ ლაკობას კლანის ჩაეწევის გამო. მერე როცა გურჯები ჩაწიეს და აფსუური კლანები დაბრუნდნენ, ისევ აღდა ჰეგემონია.

კი ბატონო.

ბაბუაჩემი ჰყვებოდა თუ როგორ უშვებდნენ ტყვარჩელიდან გურჯებს მაგის გამო ტყიბულშI.

18 minutes წინ, Instance said:

ნუ მივყვეთ 1978 წელს გურჯები გამოდიან ქართული ენის სტატუსის გამო. აფსუები ზიან და არც არაფერი. ამის მერე კონსტიტუციის ცვლილებები ჩავარდება და მხოლოდ ამის მერე გამოდიან აფსუები ჩვენი ენის სტატუსი შეგვინარჩუნეთო. ამის მერე ჩნდება წერილები აფსაზეთის ასსრ-ს სტატუსის ცვლილებაზე.

1988 იწყება ეროვნული მოძრაობა და ამის მერე აფსუები გამოდიან ლიხნის კრებაზე.

ანუ ვინ ახდენს რეაქციას? ჩვენ თუ ისინი?

არა მაინც ჩვენ აფსუებს ლიხნის ჯრება რომ არ მოეწვიათ არ მოვითხოვდიგ დამოუკიდებლობ

აუ იმენა ბლოგი უნდა გავაკეთოთ და ეს გამოლევაკებულები უნდა ვამხილოთ რა :D

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი

ჰეჰეჰე ინალამ ნუ გვიჩხრიკავთ დეპუტატებსო.

https://jam-news.net/ru/абхазия-просит-москву-относиться-с-ув/

დაჩა დაჯვით ბიჭO! :D

 

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, Instance said:

@t-90

ეს ვინ ჩემი მჭლეა?

https://forum.ge/?showuser=248134

 

გაბრიელ ჩუბინიძე.

გაბრო777

ეჰ რა კაი ბიჭები იყვნენ ეგ და მაგის ძMა სანამ გერმანულ ფონდერბზე დაჯდებოდნენ.

ძმა დაჟე წაუნაცისტებდა :D

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   276 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 275 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Googlebot(4)
    • Chrome(6)
    • YandexBot(1)