L_Autre_monde Posted 24 იანვარი, 2022 Posted 24 იანვარი, 2022 ყოველ სუვერენულ ქვეყანას აქვს უფლება ნატოს წევრი გახდეს, თუ ის ევროკავშირის დემოკრატიულ სტანდარტებს შეესაბამება. "რუსეთს ვეტოს უფლება არასოდეს არ უნდა ჰქონდეს“. შვედეთმა და ფინეთმა ნატოში წევრობის სურვილი რომ გამოხატონ, მათი სურვილის საწინააღმდეგოდ არავითარი მიზეზი არ არსებობს. საქართველომ წევრობისათვის აუცილებელი პირობები დიდი ხანია შეასრულა, მაგრამ მისი ალიანსში მიღება ამ ეტაპზე "გონივრული არ იქნებოდა“. უკრაინა კი პირიქით, ნატოში მიღების პირობებს არ აკმაყოფილებს - იმიტომ, რომ ამ ქვეყნის ნაწილი, კონკრეტულად დონბასი, სხვა ქვეყნის, კონკრეტულად რუსეთის არმიის ნაწილებით არის ოკუპირებული, რომლებსაც რუსეთში მოლაშქრეებად მიიჩნევენ. ვიცე-ადმირალს არ სჯერა, რომ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში "შეიჭრება“ მიწის "მცირე მონაკვეთის“ გამო, ამის დაჯერება "უაზრობა“ იქნებოდა. კაი-ახიმ შიონბახის თქმით, "ვლადიმერ პუტინი, რომელსაც წინ უნდა აღვუდგეთ, სარგებლობს სიტუაციით და ევროპაში განხეთქილების შეტანას ცდილობს“. ვიცე-ადმირალი აგრძელებს: "ყირიმის ნახევარკუნძული უკრაინას უკან აღარ დაუბრუნდება, ეს უკვე ფაქტია. რაც ნამდვილად სურს პუტინს, ის არის, რომ იგი ითხოვს პატივისცემას ყველასთან თანასწორად. ღმერთო ჩემო, განა პატივისცემის გამოვლენა ვინმეს მიმართ დასაძრახია? მე რომ მკითხონ (მაგრამ არავინ მეკითხება), ვიტყოდი, რომ ამ კაცს იმ პატივისცემით მოვეპყრობოდი, რომელსაც იგი, ალბათ, იმსახურებს“. ამისთვის ანათემას გადასცეს ს ა წ ყ ა ლ ი და გააპანღურეს https://www.ambebi.ge/article/271229-germanelma-vice-admiralma-ar-icoda-rom-konpidenci/ Share on other sites More sharing options...
L_Autre_monde Posted 1 მარტი, 2022 Author Posted 1 მარტი, 2022 და რა დაამატა ჯონსონმა https://www.bbc.com/news/av/uk-politics-60573182 Share on other sites More sharing options...
L_Autre_monde Posted 1 მარტი, 2022 Author Posted 1 მარტი, 2022 ზელენსკიმ, წადი თქვენი დედაც Quote თუ ნატო მზად არ არის უკრაინის მისაღებად, საჭიროა შემუშავდეს უსაფრთხოების გარანტიები მაგრამ, ღარიბა მაინც ღლეაო Share on other sites More sharing options...
ფორუმელი York Ge Posted 1 მარტი, 2022 Posted 1 მარტი, 2022 19 minutes წინ, L_Autre_monde said: და რა დაამატა ჯონსონმა https://www.bbc.com/news/av/uk-politics-60573182 In response, the UK PM, speaking in Warsaw, said that “direct combat” with Russia was not something the UK could do as it would be "truly very difficult". Share on other sites More sharing options...
L_Autre_monde Posted 1 მარტი, 2022 Author Posted 1 მარტი, 2022 2 minutes წინ, York Ge said: In response, the UK PM, speaking in Warsaw, said that “direct combat” with Russia was not something the UK could do as it would be "truly very difficult". სამაგიეროდ, EU-ში უკრაინის კანდიდატობის საკითხი განიხილავენ(წევრობას არა). ჩვენ არც კი გვახსენებენ, როცა სასტარტო კაპიტალი ერთი თვის უკან ათჯერ უკეთესი გვქონდა. Share on other sites More sharing options...
L_Autre_monde Posted 2 მარტი, 2022 Author Posted 2 მარტი, 2022 POLITICO - ევროკავშირის ქვეყნები უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავებს არ გაუგზავნიან დაამატეს ყოფილმა ვარშაველებმა Spoiler უკრაინის ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ ისინი მიიღებდნენ თვითმფრინავებს ევროკავშირის რამდენიმე პარტნიორისგან, - ამის შესახებ გამოცემა POLITICO წერს სტატიაში სათაურით: „ევროკავშირის ქვეყნები უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავებს არ გაუგზავნიან“. „პოლონეთის მთავრობაში გუშინ განაცხადეს, რომ არ გაგზავნიან საბრძოლო თვითმფრინავებს უკრაინაში. გარდა პოლონეთისა, ბულგარეთისა და სლოვაკეთის მთავრობებმა ასევე გამორიცხეს უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების მიწოდება. ამავე დროს, უკრაინის ხელისუფლების ოფიციალური პირი ორშაბათს ირწმუნებოდა, რომ უკრაინელი მფრინავები ევროკავშირის ქვეყნების მიერ ნაჩუქარი თვითმფრინავების ქვეყანაში მისაღებად უკრაინიდან გაემგზავრნენ. კვირას ევროკავშირმა ისტორიული ნაბიჯი გადადგა და განაცხადა, რომ იგი შეასრულებს ბევრად უფრო მტკიცე როლს მისი წევრებისგან უკრაინაში იარაღისა და სხვა სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებაში და ამ ძალისხმევის დასაფინანსებლად 450 მილიონ ევროს გამოიყენებს. უკრაინის ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უკრაინელი პილოტები პოლონეთში ჩავიდნენ, რათა ევროკავშირელი პარტნიორებისგან სამხედრო თვითმფრინავები მიეღოთ. უკრაინის პარლამენტმა „ტვიტერში“ დაწერა, რომ ევროპა, პოლონეთი, ბულგარეთი და სლოვაკეთი, საერთო ჯამში, 70 საბრძოლო თვითმფრინავს აგზავნიდა,” - ვკითხულობთ სტატიაში. გამოცემა წერს, რომ აღნიშნულ ქვეყნებში განსხვავებულად საუბრობენ. “POLITICO-ს ბულგარეთის მთავრობის ოფიციალურმა პირმა განუცხადა, რომ ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტკოვმა განმარტა, რომ მის ქვეყანას აქვს ვარგისი თვითმფრინავების და ნაწილების დეფიციტი და არ გააჩნია საკმარისი საბრძოლო თვითმფრინავები საკუთარი საჰაერო სივრცის დასაცავად, რომ აღარაფერი ითქვას თვითმფრინავების უკრაინაში გაგზავნაზე. სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა ასევე უარყო ინფორმაცია ასეთი სახის დახმარების შესახებ: „სლოვაკეთი არ გადასცემს უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავებს“, - განაცხადა პრესსპიკერმა. პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამაც განაცხადა, რომ მისი ქვეყანა „არ აპირებს თვითმფრინავების გაგზავნას უკრაინის საჰაერო სივრცეში“. მისი თქმით, „ეს გამოიწვევს სამხედრო ჩარევას უკრაინის კონფლიქტში“. რამდენიმე საათის შემდეგ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ უკრაინაში საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნის საკითხზე საუბრისას პირდაპირ განაცხადა, რომ ”პოლონეთს არ აქვს ასეთი გეგმები,“ - აღნიშნულია სტატიაში. გამოცემა განმარტავს, რომ ევროპული ავიაგამანადგურებლების მიწოდებაზე საუბარი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უფროსმა ჯოზეფ ბორელმა გამოიწვია, რომელმაც კვირას გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას გეგმავდა. „ჩვენ ვაპირებთ უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანას ჰყავს თვითმფრინავები, რომლებიც უკრაინას სჭირდება რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად. ბორელმა განაცხადა, რომ ასეთი თვითმფრინავები შესაძლოა ევროკავშირის ფულით დაფინანსდეს. თუმცა, ორშაბათს, ბორელს საჯაროდ უკან დახევა მოუწია. პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საბრძოლო თვითმფრინავები „უკრაინისგან მიღებული დახმარებასთან დაკავშირებული თხოვნის ნაწილი იყო“, ევროკავშირს არ გააჩნდა საკმარისი ფინანსური სახსრები იმისთვის, რომ დაეფინანსებინა თვითმფრინავები, რომელსაც ევროკავშირის ცალკეული ქვეყნები უკრაინას მიაწვდიდნენ,“ - აღნიშნულია სტატიაში. გამოცემა ევროკავშირის დიპლომატებზე დაყრდნობით წერს, რომ ბორელმა არაფორმალურად ჰკითხა ბულგარეთს, პოლონეთს და რუმინეთს, შეეძლოთ თუ არა მათ კიევისთვის გარკვეული თვითმფრინავის მიწოდება. გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნები “აღაშფოთა” ბორელის საჯარო განცხადებამ გამანადგურებელი თვითმფრინავის მიწოდების შესახებ და რომ ეს განცხადებები შეთანხმების გარეშე გაკეთდა. „ასეთი განცხადებების გაკეთება იმავე დღეს, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ბირთვული შემაკავებელი ძალები მზადყოფნაში მოიყვანა, მდგომარეობის ესკალაციის რისკს ზრდის“, - განაცხადა ევროპელმა დიპლომატმა და დასძინა, რომ მაშინაც კი, ქვეყნებს უკრაინაში თვითმფრინავების გაგზავნის საკითხი რომ განეხილათ, ეს გეგმები შესაძლოა გაუქმებულიყო მას შემდეგ, რაც ბორელმა ისინი გაასაჯაროვა. https://www.interpressnews.ge/ka/article/698420-politico-evrokavshiris-kveqnebi-ukrainas-sabrzolo-tvitmprinavebs-ar-gaugzavnian Share on other sites More sharing options...
Recommended Posts