Jump to content
×
×
  • Create New...

ალფა მამრები


Recommended Posts

  • ფორუმელი
11 minutes წინ, Alfred Albion said:

ყველას ბუნებრივი, შესისხლხორცებული კარგი მანერები აჯობებს. ასეთიც არსებობს.

ვთვლი, რომ ჯენტლმენობა თავხედობასა და მაღვალაკობას დიდი თუ მცირე დოზით სწორედაც რომ გამორიცხავს a priori.
"გეი პადრუგა" რომ არ ხარ, მაგის გამოსახატად სხვა მეთოდები უნდა არსებობდეს, თუკი თავი მაღალ და  გონიერ არსებებად მიგვაჩნია.
შებმისა და ფლირტის თავხედურ და მაღვალაკურ ხერხებში კი არის რაღაც პირველყოფილი, ცხოველური, რასაც შევხვდებით პრიმატებში, მაგალითად. :) 

“There’s a lot of different mating behaviors and it seems like different males have different styles, there’s some variability there,” she said. “You’ll often see the male approach the female and sometimes he’ll tap her or get in her face to get her attention and he’ll make faces such as lip smacking, where it’s rapid movement of the lips, or jaw thrusting, where the lower jaw is stuck out and the head is raised. Or they’ll do suave upper body dips or bouncing in front of the female.”

https://cnprc.ucdavis.edu/of-monkey-dates-and-flirting/   :) 

 

ქალი ან უნდა გააღმერთო, ან უნდა მიატოვოო, ხომ გაგიგიათ? :D
რემარკის ეს ფრთიანი ფრაზა ბევრს პათეტიკურად და სასაცილოდ ეჩვენება, თუმცა მე ვეთანხმები. :) 
ბიურგერული ზომიერება და შუაშისტობა და ვაჟკაცის საკადრისია! :დ 

იმას კი არ ვგულისხმობ, რომ ღირსებასა და სიამაყეზე უარი უნდა თქვა, არამედ მხოლოდ იმას, რომ საყვარელ ქალს ყოველთვის ნაზად, სათუთად, ფაქიზად და მოწიწებით უნდა მოექცე, როგორც უიშვიათესსა და უძვირფასესს. ძლიერ კაცებს სამარცხვინოდ არ მიაჩნიათ ამგვარი სინაზე და სიბუნჩულე :დ 
თავხედობა, მაღვალაკობა და ყანყრატოს კბილებით გამოგლეჯვა საჭიროა მტრის მიმართ, რომელიც შენს ქალს შეუარცხყოფს ან სულაც, მის წართმევას დაგიპირებს. ალფაკაცობა და კაცური კაცობა ესაა ჩემთვის. :) 

ალფამაჩოურ, ფსევდომასკულინურ კულტურაში კი პირიქითაა: ქალთან სინაზე და მოწიწება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში, რამეთუ ისინი, როგორც წესი, სისუსტედ მიიჩნევა. ქალებთან საჭიროა თავხედობა, ბრიყვული თავდაჯერებულობა და საარაკო სიმამაცე. :დ  მხოლოდ ასეთი კაცების ალფამამრობა მდედრებთან იწყება და ჩვეულებრივ, იქვე მთავრდება. როგორც წესი, ეს ალფამაჩოები ფრიად ორდინალური ხალხია, რომლებსაც ნამდვილი მგლების გარემოცვაში ხელად მიუჩენენ ხოლმე კუთვნილ ადგილს. ამიტომაც ბოროტდებიან და სახლში დაბრუნებულნი ისევ და ისევ თავის ქალებს უმტკიცებენ ალფაუპირატესობას ერთობ უხეში და ძალისმიერი მეთოდებით. :) 

პატივისცემის მიუხედავად, ვერ დაგეთანხმებით იმ აზრში რაც გავიგე, და თან ბოლომდე ვერც გავიგე რა აზრს ანვითარებთ

ბუნჩულობაში რას გულისხმობთ, ფერად, ბამბის ქულა ტიპაჟებს?

რადგან ალფა პოპულარობას გულისხმობს, გიდასტურებთ, რომ ზემორე ტიპაჟები დღეს საკაოდ სარგებლობენ მაგით

ცხადზე უცხადესია კაცმა საყავრელ ქალთან რქებით არ უნდა დაიწყოს რაიმეს მტკიცება, და ძალადობაზე ხო საუბარი არც ღირს პატივსაცემ საზოგადოებაში :)

მარა სხვა მხრივ იქნებ სიმკაცრე და გნებავთ დაარქვით უჟმური ხასიათი თუ არარომანტიულობა პიროვნების განუყოფელი ნაწილია, ჩამოვწეროთ როგორც მგელი? :))

  პირადად მე ვერ ვარ რომანტიული და ემოციების გამოხატვასთანაც  ვერ ვმეგობრობ, დიდად არც  მევსება ჩემი ხასიათი მარა რაცაა ეგაა, "კაცები არ ტირიან" "ჟღვლინტები მოიხოცე და იჩხუბე" იდეოლოგიის ხალხი მუშაობდა ჩემთან ბალღობიდან.

ასევე რამდენიმე მეგობარიც მყავს,  არაპოპულარულები ქალთა საზოგადეობებში (არანაირი უხეშობა თუ უზრდელობა, პროსტა ხასიათი აქვთ უჟმური მათაც ;დ) დამერწმუნეყ მგლების საზოგადოებაში მგლებო არიან, ფსევდომასკულინებს ვერ უწოდებ ვერანაირად.

  საბოლოოდ ვფიქრობ ალფაც პოპკულტურის ნაწილი და დამკვიდრებული ტერმინია, ალფა-ბეტობა პირველ რიგში, სტრესულ სიტუაციებში გამოვლენილი უნარ-ჩვევებით და სტრესისადმი რეზისტენტობით განისაზღვრება.

:)

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
16 minutes წინ, Chigurh said:

ბუნჩულობაში რას გულისხმობთ, ფერად, ბამბის ქულა ტიპაჟებს?

ვერ მიმიხვდით, მილორდ.
მხოლოდ იმას მოგახსენებთ, რომ ძლიერ კაცს არ უნდა შერცხვეს ქალისადმი სინაზის გამოხატვა (თუკი ხასიათი აძლევს ამის საშუალებას, ცხადია) იმის გამო, აქაოდა ვინმემ ეს სისუსტეში არ ჩამომართვასო. 
 

16 minutes წინ, Chigurh said:

ასევე რამდენიმე მეგობარიც მყავს,  არაპოპულარულები ქალთა საზოგადეობებში (არანაირი უხეშობა თუ უზრდელობა, პროსტა ხასიათი აქვთ უჟმური მათაც ;დ) დამერწმუნეყ მგლების საზოგადოებაში მგლებო არიან, ფსევდომასკულინებს ვერ უწოდებ ვერანაირად.

პირიქით სენიორ, სწორედ იმას ვამბობდი, რომ ქალთა გულთამპყრობელი ალფამაჩოები როგორც წესი, მგლობისაგან მეტად შორს არიან-მეთქი.
მეც, რაღა დაგიმალოთ და არასდროს არ ვსარგებლობდი პოპულარობით საპირისპირო სქესში. :user:

  

Edited by Alfred Albion
Share on other sites

  • ფორუმელი
3 minutes წინ, Alfred Albion said:

ვერ მიმიხვდით, მილორდ.
მხოლოდ იმას მოგახსენებთ, რომ ძლიერ კაცს არ უნდა შერცხვეს ქალისადმი სინაზის გამოხატვა (თუკი ხასიათის აძლევს ამის საშუალებას, ცხადია) იმის გამო, აქაოდა ვინმემ ეს სისუსტეში არ ჩამომართვასო. 
 

გასაგებია, პარდონ პირველ ჯერზე ვერ გაგიგეთ.

 მხოლოდ ექსტრავერტები გამოდიოდნენ მგლები თითქოს :დ

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
24 minutes წინ, Chigurh said:

პირადად მე ვერ ვარ რომანტიული და ემოციების გამოხატვასთანაც  ვერ ვმეგობრობ, დიდად არც  მევსება ჩემი ხასიათი მარა რაცაა ეგაა, "კაცები არ ტირიან" "ჟღვლინტები მოიხოცე და იჩხუბე" იდეოლოგიის ხალხი მუშაობდა ჩემთან ბალღობიდან.

სენიორ ჩიგურ , გააჩნია ადგილს, მომენტს და დროს , თორე არის მომენტები როდესაც - წვინტლი, დორბლი და სიხარულის კურცხალი ერთად ჩამოდის მიუხედავად იმისა რომ გეთანხმებით სიმკაცრესთან მიმართებაში :) 

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
23 minutes წინ, Chigurh said:

"კაცები არ ტირიან" "ჟღვლინტები მოიხოცე და იჩხუბე" იდეოლოგიის ხალხი მუშაობდა ჩემთან ბალღობიდან.

ერთხელ, ბავშვობაში მაგრად ვიჩხუბე, შემდგომში ჩემს ძვირფას მეგობართან.
მომერია და გამლახა ძლიერ. ისეთი ნაცემი ვიყავი, სად პირი მქონდა და სად - ცხვირი, ვეღარ ვარჩევდი. :დ 
მამაჩემი იქვე იჯდა, გვიყურებდა და მშვიდად და ნეტარებით აბოლებდა პაპიროსს.
მოწევა რომ დაამთავრა, მერეღა ინება წამოდგომა და ჩვენი გაშველება.
მაშინ ვერ მივხდი ამას და ვიწყინე. მერეღა გავიგე ეს საქციელი და უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მადლიერიც ვიქნები ამის გამო. :) 

Edited by Alfred Albion
Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, kvipriane said:

სენიორ ჩიგურ , გააჩნია ადგილს, მომენტს და დროს , თორე წვინტლი, დორბლი და სიხარულის კურცხალი ერთად ჩამოდის მიუხედავად იმისა რომ გეთანხმებით სიმკაცრესთან მიმართებაში :) 

ეს უტრირებაა რაც მე დავწერე თორემ გასაგებია რომ ადმიანი გლოვობს კოდეც და უხარია, სქესის მიუხედავად

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, Alfred Albion said:

ერთხელ, ბავშვობაში მაგრად ვიჩხუბე, შემდგომში ჩემს ძვირფას მეგობართან.
მომერია და გამლახა ძლიერ. ისეთი ნაცემი ვიყავი, სად პირი მქონდა და სად - ცხვირი, ვეღარ ვარჩევდი. :დ 
მამაჩემი იქვე იჯდა, გვიყურებდა და მშვიდად და ნეტარებით აბოლებდა პაპიროსს.
მოწევა რომ დაამთავრა, მერეღა ინება წამოდგომა და ჩვენი გაშველება.
მაშინ ვერ მივხდი ამას და ვიწყინე. მერეღა გავიგე ეს საქციელი და უკაანსკნელ ამოსუნთქვამდე მადლიერიც ვიქნები ამის გამო. :) 

ერთი თაობა ვართ ვფიქრობ,  მეც მაქვს მსგავსი ისტორიები

"მეორედ ტირილით არ მოხვიდე" :love:

Share on other sites

  • ფორუმელი
4 minutes წინ, Chigurh said:

ერთი თაობა ვართ ვფიქრობ

ვეჭვობ, ასეა სწორედ :) 

აქ ამ ჯენტლმენურ მანერებზე საუბრისას თქვენი პოსტი გამახსენდა ერთ ქართველ გრანდზე. დიდებულად შეგინიშნავთ. :) 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share