Jump to content
×
×
  • Create New...

დეპრესიაში ვარ


Mulan
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

დე-პრე-სიტო

ვამო აჯაფსანდალი ენ უნა პლაია ენ პუერტო რიკო

:uxe:

Aerodynamically, the bumble bee shouldn't be able to fly, but the bumble bee doesn't know it so it goes on flying anyway.

Share on other sites

ვიტყოდი ბოლო 5 წელი დეპრესიაში ვარ

არის პერიოდები რომ მსუბუქად, არის პერიოდები მძლავრად...

მაგრამ სულ საკუთარ თავს ვეჭიდავები ყველაფერში ბოლოს როდის მოვდუნდი არ მახსოვს

დიდი ხანია ცხოვრების მიზანს არ ვეძებ რადგან გავაანალიზე რომ ცხოვრება თვითმიზანია

უბრალოდ ამ ეგოს და შეხედულებებს ვერაფერს ვუხერხებ

სხვა მხრივ კარგად ვარ, ფიზიკურ, ყოფით დონეზე :boli:

Share on other sites

  • ფორუმელი

@მფრინავი.სამურაი მე კიდევ არც ერთი პერიოდი არ მახსოვს დეპრესიის გარეშე. 20 წლამდეც და 30 წლამდეც არ მქონია პერიოდი როცა ფონად ეა არ მქონია. არა და მუდმივად ვებრძვი ამ დედამოდღნულს. ათასი მეთოდი მაქვს. არც არასდროს დავუნებდები. ზოგჯერ მგონია რომ ადამიანური არსებობა ამ მინორულობების გარეშე უბრალოდ აე არსებობს და ოკ მოდი როგორც კარგ არტ ჰაუსში ისე უბრალოდ გავაესთეტიუროთ ეს ყველაფერი, ვიკაიფოთ ამით მარა პოზაში არ გადაგვივიდეს. უკვე ასე ვარ. სიცოცხლე მტკივნეულია მარა ლამაზიც ამავდროულად, თან სრულიად მარტო ხარ აბსოლუტურ შინაგან  სიცარიელეში და თან უამრავი ადამიანი გაკრავს ირგვლივ. რეავიცი

 

 

Share on other sites

Posted (შესწორებული)

@Mulan

მე პირადი ინდივიდუალური გამოცდილებით გეტყვი, რაც მეტია ტანჯვა, მით ძლიერია პატარა სიხარულიც კი, და ამ მარტოობაში შემიძლია თუნდაც იმ პატარა რამით ვიყო აღფრთოვანებული რასაც ჭიანჭველის ყურება ქვია, როგორ დაბაჯუნებს, ეგეც პატარა არსებაა ჩემსავით და არაფრით განსხვავებული, ან კიდევ ის რომ ხეებზე ფოთლები ამოდის, ან ის რომ ქარი როცა უბერავს მგონია რომ მეხუტება, მზეს გავხედავ ხოლმე, თვალებდახუჭული რა თქმა უნდა და მადლობას ვეუბნები სრულიად უსასყიდლოდ რომ მათბობს და გზას მინათებს... მგონია ძალიან ბევრი რამაა რის გამოც შეგიძლია უბრალოდ სავსე იყო, თუ ოდნავ მაინც მოახერხებ და საკუთარ უაზრო ინდივიდუალურ და სუბიექტურ შეხედულებებს თავს დაანებებ...

Edited by მფრინავი.სამურაი
Share on other sites

  • ფორუმელი

@მფრინავი.სამურაი მესმოს რასაც ამბობ, წვრილმანებით კაიფის გარეშე სიცოცხლე ერთი დიდი ტანჯვაა. სულ მაგას ვამბობ. 

 

დილას წვიმის ხმამ გამაღვიძა ნისლია თქეში ქარი და მე პიჟამოთი გავვარდი რომ გუშინ ეზოში გასაშრობად გაფენილი ლურჯი ხუნხულა გადასაფარებელი შემომეთრიე. წვიმის წვეტები ცრემლებად აჯდა და  აბუზულ ლურჯ ბეღურას გავდა, თავფერთხე და თან ვკიოდი, მესხმებოდა ეს წყალი, მოკლედ ავხალისდი გავიყინე და შემოვტანტალდი. იასნად პოზიტიურად იმოქმედა ამან ჩემზე და ის რომ ჩემ გადასაფარებელს წვიმაში ბეღურობა შეუძლია დილის აღმოჩენა იყო აბა არ იყო? :fofo:

 

 

Share on other sites

@Mulan

წეღან იმაზე დავფიქრდი, აი როგორ შეუძლია ადამიანს რომ ფანტაზიებს ემოციები დაურთოს

ანუ აი ზოგადად ემოცია თვითონ საინტერესო ცნებაა

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share