Sunk cost fallacy არის შეცდომა როცა ადამიანი უკვე გაწეულ ხარჯს იყენებს არგუმენტად კიდევ უფრო მეტი ხარჯის გასაწევად.
მაგალითად როცა ადამიანი ჩადებს რაღაც ბიზნესში თანხას, ეს ბიზნესი არ გაამართლებს და მფლობელი იმ ლოგიკით ამართლებს კიდევ უფრო მეტ ინვესტიციას, რომ თუ დანებდება მისი წარსული ინვესტიცია დაკარგულია.
პრობლემა აქ ის არის რომ ობიექტური ანალიზის პირობებში, შეიძლება აღმოჩნდეს რომ მომავალი ინვესტიციაც გადაყრილი იქნება და მთელი სიტუაცია მკვდარი ცხენის ცემას ემსგავსება.
ამ ჩარჩოში რომ ვუყურებ საქართველოს ნატო-ევროკავშირისკენ ლტოლვას, ის გრძნობა მიჩნდება რომ შეიძლება იმ ბიზნესის პატრონივით თავს ვიტყუებთ.
კი, ძალიან დავიხარჯეთ მაგ მიმართულებით მაგრამ შემშვები აქამდე არ შეგვიშვებდა უკვე? თეორიულად მაინც კიდევ რამდენი იმედგაცრუება უნდა დაგროვდეს რომ ვთქვათ "ამათი კარგიც"-თქო?