Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'meerkat' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 1 result

  1. დეცენტრალიზებული ფინანსების პროექტმა Meerkat Finance-მა Binance Smart Chain-ის ბლოკჩეინზე 31 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოაქტივების მოპარვის შესახებ გამოაცხადა. არსებობს ეჭვი, რომ თანხები პროექტის ორგანიზატორებმა მიითვისეს. სტარტაპი გაშვებიდან სულ რაღაც ერთ დღეში დაიხურა. Meerkat Finance-ის გუნდმა განაცხადა, რომ საცავზე ჰაკერების შეტევა განხორციელდა, რომლის შედეგადაც 31 მილიონი დოლარის ღირებულების 13 მილიონი BUSD და 73 000 BNB იქნა მოპარული. ტოკენები რამდენიმე მისამართზე იქნა გადატანილი. Binance Smart Chain ბლოკჩეინის დამკვირვებლის, BscScan- ის მონაცემების თანახმად, ჰაკერმა Meerkat-ის სმარტ კონტრაქტის ელემენტები შეცვალა, რომლებიც პროექტის საცავის მუშაობას განსაზღვრავდნენ. ცვლილებები Meerkat-ის დეველოპერის ექაუნთიდან განხორციელდა, რომელმაც სმარტ კონტრაქტი ჩაუშვა. გამოიკვეთა ორი ვარაუდი – ან ბოროტმოქმედებმა შეძლეს დეველოპერის პირადი გასაღების ხელში ჩაგდება, ან დანაშაული თავად პროექტის შემქმნელებმა ჩაიდინეს. ინციდენტის შემდეგ პლატფორმის საიტი დაიხურა, Meerkat Finance-ის ტვიტერის ექაუნთი კი გაუქმდა. ეს ბადებს ეჭვს, რომ მეორე ვარიანტი სიმართლესთან უფრო ახლოსაა. კრიპტოვალუტის ბირჟის, Binance-ის სპეციალისტებმა დაადასტურეს, რომ Meerkat Finance-ის სერვისზე მოზღვავებული აქტიურობა უყურადღებოდ არ დარჩენიათ. გამოძიებაში ჩაერთვნენ აუდიტორული ფირმები Certik, PeckShield და Slowmist. ცოტა ხნის წინ მომხმარებლები მსგავს თაღლითურ პროექტს, Binance Smart Chain-ზე გაშვებულ DeFi Wine Swap-ს ემსხვერპლნენ. მაგრამ მაშინ მოპარული თანხა გაცილებით ნაკლები, 345 000$ იყო. როცა Binance-მა ჰაკერის ვინაობა გაარკვია, იგი თანხის დაბრუნებას დათანხმდა. რადგან მსგავსი შემთხვევების გამოძიება მნიშვნელოვან მატერიალურ რესურსებთან არის დაკავშირებული, ამიტომ წინასწარ არასდროს არის ცნობილი დასრულდება თუ არა ძიება წარმატებით. Binance Smart Chain-ის ძირითადი ქსელი 2020 წლის 1 სექტემბერს იქნა გამოშვებული. ქსელი დეველოპერებს ტრანზაქციების სიჩქარის შემცირებისა და საკომისიოს ზრდის გარეშე DeFi-ის აპლიკაციების შექმნის შესაძლებლობებით იზიდავს. წყარო: https://bits.media/ The post Meerkat Finance-ის პროექტი გაშვებიდან ერთ დღეში დაიხურა appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.