Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'პროექტი' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 2 results

  1. 21 აპრილს, ნამახვანჰესის პროტესტის დაწყებიდან 178-ე დღეს, ვითარება კვლავ დაძაბულია. რიონის ხეობის მცველების ერთ-ერთი ლიდერის – ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, გონივრული ვადა ამოიწურა და ხელისუფლებისგან კონკრეტულ პასუხებს ითხოვენ. ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ მას გუბერნატორი დაუკავშირდა, რომელმაც უთხრა, რომ პრემიერის COVID-19-ით ინფიცირებისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის გამო ხელისუფლებას არ ჰქონდა დრო, განეხილა ის საკითხები, რაც მუნიციპალიტეტში შეხვედრისას წამოჭრეს რიონის ხეობის მცველებმა. გოლეთიანმა ისიც განაცხადა, რომ მთავრობა მათ კონკრეტულ კითხვებზე პასუხების გაცემას ჰპირდება არაუგვიანეს პარასკევისა. თუმცა, იგი ასევე ფიქრობს, რომ ხელისუფლება შესაძლოა, მიზანმიმართულად წელავდეს დროს მანამდე, სანამ პანდემიის გამო საქალაქთაშორისო მიმოსვლა შეწყდება. მისი თქმით, ამით ისინი თავიდან აიცილებენ ფართომასშტაბიან აქციებს საქართველოს სხვადასხვა წერტილში, რასაც, პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რიონის ხეობის მცველები აანონსებენ. „ჩვენ არაერთგზის გვითქვამს, რომ არ ვართ ჰესების საწინააღმდეგო მოძრაობა. უბრალოდ, როცა საკითხი დგას ასე მარტივად – რის ფასად რას ვთმობთ, ვფიქრობთ, რომ ეს არის ყველაზე სწორი დამოკიდებულება ამ პროცესების მიმართ და ის, თუ როგორ უნდა დავაყენოთ ჩვენ საკითხი, შევაფასოთ, რა დევს სასწორის ორივე მხარეს და ამის მიხედვით გადავწყვიტოთ. იმდენად დიდია ხოლმე დისბალანსი კაპიტალის ინტერესსა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესს შორის, რომ ეს აჩენს პროტესტის დიდ ტალღას ყველგან.“ – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა 18 აპრილს. გოლეთიანი ასევე ამბობს, რომ მათი მოკლევადიანი გეგმა ნამახვანში, პროტესტის ადგილას, დაბრუნება და ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოების შეჩერებაა. გრძელვადიანი გეგმა კი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ნაბიჯებს დაგადგამს ხელისუფლება. IPNთუ პროექტი საბოლოოდ შეჩერდება, საქართველოს მთავრობას თურქული კომპანიისთვის კომპენსაციის გადახდა მოუწევს. თუმცა, ამჟამად უცნობია, რა დათმობებზე შეიძლება წავიდნენ მხარეები, შესაძლებელია თუ არა პროექტის ჩაშლა და როგორ შეიძლება აისახოს ეს ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობაზე. ამ თემებზე Business Feed ფინანსისტ გიგა ბედინეიშვილს ესაუბრა: „ჩვენი ქვეყნის სანდოობა და საინვესტიციო მიმზიდველობა, სამწუხაროდ, ისეთ დაბალ დონეზეა, რომ ამასთან შედარებით რამდენად გაუარესდება, ძნელი სათქმელია. ერთი მხრივ, ამას შეიძლება შევხედოთ ისე, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ხელს უშლის ხანდახან გამართლებული და ხანდახან გაუმართლებელი პოპულიზმი. შესაბამისად, ასეთი მსხვილი პროექტების რისკი ძალიან მაღალია. მეორე მხრივ, ეს აჩვენებს იმას, რომ ქვეყანაში არის არაკომპეტენტური ხელისუფლება, რომელიც ვერ ახერხებს, თავის ხალხს ეფექტურად, გამჭვირვალედ აუხსნას ასეთი პროექტების ხეირები და რისკები.” ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა დიდი ნაწილი განსაკუთრებით აღაშფოთა იმ ფაქტმა, რომ რიონის ხეობა თურქულ კომპანიას 99 წლით გადაეცა. ამ საკითხთან დაკავშირებით ბედინეიშვილი პრობლემას ვერ ხედავს და აცხადებს, რომ მიწა უნდა იყიდებოდეს იმ ბარიერების გარეშე, რომელიც ხელოვნურად შექმნა საქართველოს მთავრობამ: „მე მიმაჩნია, რომ მიწა უნდა იყიდებოდეს და კერძო საკუთრებაში გადადიოდეს ყოველგვარი ბარიერების გარეშე. ჩვენს ქვეყნაში მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით ბარიერებია, ქართული ოცნების მიერ შექმნილი, სხვათა შორის. ქართული ოცნების შემოტანილია ეს ბარიერები, რომ ქართული მიწა არ უნდა გაიყიდოს და რა ჯინიც ამოუშვეს ბოთლიდან, როცა თვითონ პოპულისტობდნენ, ახლა ის ჯინი მოუტრიალდათ და ამაზე აწყობილია ემოციური და ხანდახან პირდაპირ ქსენოფობიური კამპანიები.” გიგა ბედინეიშვილი არც იმას გამორიცხავს, რომ ამ ყველაფრის უკან სხვა სცენარი იყოს. იგი ამბობს, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ხელოვნურად ქმნიან პრობლემებს და შემდეგ მათ გადაჭრაში ქრთამს იღებენ. იგი დარწმუნებულია, რომ საქართველოში კორუფცია, განსაკუთრებით კი ასეთი მასშტაბის პროექტებში, ძალიან გაზრდილია: „შეიძლება ქართული ოცნების ერთი ფრაქცია მეორეს ებრძოდეს, შეიძლება რუსეთი იყოს, შეიძლება ვიღაც მთავრობასთან დაახლოებული შანტაჟისტები იყვნენ ამის უკან, რომლებიც მერე მივლენ, ალბათ, ამ პროექტის ინვესტორებთან და ეტყვიან, რომ ჩვენ დაგილაგებთ მთავრობასთან, თუ ჩვენთან მოხვალთ, ჩვენ ვართ ბიძინასთან დაახლოებული ხალხი და მარტო ჩვენ შეგვიძლია ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოგიყვანოთ.“ როგორც ამ დროისათვის ცნობილია, ხელისუფლება საკუთარ პოზიციას რიონის ხეობის მცველებს 23 აპრილისთვის შეატყობინებს. აქციის მონაწილეები ამის შემდეგ გადაწყვეტენ, როგორ გააგრძელონ პროტესტი. ამასთანავე, ისინი მუდმივად განმარტავენ, რომ არ არიან ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგეები და მათთვის, უპირველეს ყოვლისა, მიუღებელია ხელშეკრულების პირობები. მოსახლეობის აღშფოთებას იწვევს ის ფაქტიც, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თურქულ კომპანიას 44.5 ჰექტარი ტერიტორია ისე მიჰყიდა, რომ ჯერ არ არსებობდა კვლევა, შეიძლებოდა თუ არა ამ ადგილას ჰესის მშენებლობა. ამ საკითხებზე საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად Business Feed დაუკავშირდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომლის წარმომადგენლებსაც კომენტარის გაკეთებაზე უარი არ უთქვამთ, თუმცა, რამდენიმედღიანი კომუნიკაციის მიუხედავად, ჯერ არ დაგვკავშირებიან. The post რა მოხდება, თუ ნამახვანჰესის პროექტი გაჩერდება appeared first on BusinessFeed.
  2. დეცენტრალიზებული ფინანსების პროექტმა Meerkat Finance-მა Binance Smart Chain-ის ბლოკჩეინზე 31 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოაქტივების მოპარვის შესახებ გამოაცხადა. არსებობს ეჭვი, რომ თანხები პროექტის ორგანიზატორებმა მიითვისეს. სტარტაპი გაშვებიდან სულ რაღაც ერთ დღეში დაიხურა. Meerkat Finance-ის გუნდმა განაცხადა, რომ საცავზე ჰაკერების შეტევა განხორციელდა, რომლის შედეგადაც 31 მილიონი დოლარის ღირებულების 13 მილიონი BUSD და 73 000 BNB იქნა მოპარული. ტოკენები რამდენიმე მისამართზე იქნა გადატანილი. Binance Smart Chain ბლოკჩეინის დამკვირვებლის, BscScan- ის მონაცემების თანახმად, ჰაკერმა Meerkat-ის სმარტ კონტრაქტის ელემენტები შეცვალა, რომლებიც პროექტის საცავის მუშაობას განსაზღვრავდნენ. ცვლილებები Meerkat-ის დეველოპერის ექაუნთიდან განხორციელდა, რომელმაც სმარტ კონტრაქტი ჩაუშვა. გამოიკვეთა ორი ვარაუდი – ან ბოროტმოქმედებმა შეძლეს დეველოპერის პირადი გასაღების ხელში ჩაგდება, ან დანაშაული თავად პროექტის შემქმნელებმა ჩაიდინეს. ინციდენტის შემდეგ პლატფორმის საიტი დაიხურა, Meerkat Finance-ის ტვიტერის ექაუნთი კი გაუქმდა. ეს ბადებს ეჭვს, რომ მეორე ვარიანტი სიმართლესთან უფრო ახლოსაა. კრიპტოვალუტის ბირჟის, Binance-ის სპეციალისტებმა დაადასტურეს, რომ Meerkat Finance-ის სერვისზე მოზღვავებული აქტიურობა უყურადღებოდ არ დარჩენიათ. გამოძიებაში ჩაერთვნენ აუდიტორული ფირმები Certik, PeckShield და Slowmist. ცოტა ხნის წინ მომხმარებლები მსგავს თაღლითურ პროექტს, Binance Smart Chain-ზე გაშვებულ DeFi Wine Swap-ს ემსხვერპლნენ. მაგრამ მაშინ მოპარული თანხა გაცილებით ნაკლები, 345 000$ იყო. როცა Binance-მა ჰაკერის ვინაობა გაარკვია, იგი თანხის დაბრუნებას დათანხმდა. რადგან მსგავსი შემთხვევების გამოძიება მნიშვნელოვან მატერიალურ რესურსებთან არის დაკავშირებული, ამიტომ წინასწარ არასდროს არის ცნობილი დასრულდება თუ არა ძიება წარმატებით. Binance Smart Chain-ის ძირითადი ქსელი 2020 წლის 1 სექტემბერს იქნა გამოშვებული. ქსელი დეველოპერებს ტრანზაქციების სიჩქარის შემცირებისა და საკომისიოს ზრდის გარეშე DeFi-ის აპლიკაციების შექმნის შესაძლებლობებით იზიდავს. წყარო: https://bits.media/ The post Meerkat Finance-ის პროექტი გაშვებიდან ერთ დღეში დაიხურა appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.