Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'gamestop-ის' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 1 result

  1. ვინ ადევნებთ თვალს და რას ფიქრობთ? ვინც ვერ ერკვევით ამ ამბებში ძალიან მარტივად ვეცდები ავხსნა: ფასიანი ქაღალდების ბაზარზე არის ორნაირი მოქმედება long და short. long: არის როცა ყიდულობ ქაღალდებს (არა-ფიზიკურებს უმეტეს შემთხვევაში) და გაქვს, ალბათ იმის იმედით რომ ოდესმე უფრო ძვირად გაყიდი. short: არის როცა სესხულობ ქაღალდებს და მაშინვე ყიდი, იმის იმედით რომ როცა უკან გექნება დასაბრუნებელი უფრო იაფი იქნება, ამ აღებული ფულით გაისტუმრებ ვალს და ხინკლის ფულიც დაგრჩება. Reddit-ზე არის შენ*რეულების ბუდე სახელად r/WallStreetBets, ამათი ძირითადი საქმიანობაა ვაჭრობასთან დაკავშირებით ცუდი რჩევების გაცემა და ზოგადი *ლეოპრო*აობა ფინანსურ სფეროში, ამ ყველაფერს სიყვარულით ვამბობ ოღონდ, სამყარო ცოტა უფრო ნათელია იმის გამო რომ ეგ არსებობს საქმე იმაშია რომ ეს ჯგუფი არის საკმაოდ დიდი, ანუ თუ რაღაცაზე შეთანხმდნენ ბაზარზე საკმაოდ დიდი ტალღების აგორება შეუძლიათ კოლექტიურად. GameStop არის ამერიკაში ვიდეოთამაშების ფიზიკური მაღაზიების ქსელი, რომლის მომავალიც კითხვის ნიშნის ქვეშ არის, იმის გამო რომ ვიდეოთამაშების სფეროში ფიზიკურად საყიდელი პროდუქტების სია სწრაფად იკლებს. ამათი აქციების ფასი საკმაოდ დაბალ დონეზე ტივტივებდა და ამ დროს ვოლ სტრიტის ორმა საკმაოდ დიდმა ფონდმა გაიბლატავეს რომ ჩვენ ამ საქმეში ვერკვევით და ამ აქციებს ვ-short-ავთო, ანუ ვწინასწარმეტყველებთ რომ კიდევ უფრო გაიაფდება და კომპანია დასუსტდებაო. ამ დროს რედითის ბუდიდან შეამჩნიეს რომ ამ აქციებზე short პოზიციები იყო არსებული აქციების 120%, ანუ ძალიან ბევრი ფსონი იყო ჩამოსული იმაზე რომ გაიაფდებოდა, მაგრამ ამაში არის ერთი "ფიშკა". short-ის არსი ხომ არის ის რომ ისესხე ქაღალდები, გაყიდე და მომავალში უნდა დააბრუნო, ხოდა როცა ნასესხებია არსებული ქაღალდების 120% იცი რომ მომავალში ამ ფსონის ჩამომსვლელს დასჭირდება ძალიან ბევრის ყიდვა რომ "ჩაასესხოს" და გადაიხდის იმდენს რამდენიც საბაზრო ფასი იქნება. ხოდა მოკლედ ეს ვაჟკაცები (r/WallStreetBets) ადგნენ, იყიდეს არსებული აქციები რაც იყო ბაზარზე და ჩაიდეს ჯიბეში ამ პირობებში ვისაც ჩასასესხებელი აქვს მოუწევს რა ფასადაც არ უნდა იყოს იყიდოს ამათგან, და ეს "რა ფასადაც" არის 20 დოლარიდან ასული თითქმის 400-ზე. ანუ ვინც short ფსონს ჩამოვიდა, როცა გასტუმრების დრო მოუვა, დაკარგავს ამ ფსონზე ჩამოსული ფულის 2000%-ს, იმიტომ რომ გაყიდა 20 დოლარად და რომ დააბრუნოს უწევს რომ იყიდოს 400-ად tl:dr ინტერნეტელების ჯგუფმა ჭკუა ასწავლა ვოლ სტრიტის ორ მსუქან ფონდს და ამ პროცესში დიდი ალბათობით ბევრმა კარგი ფულიც გააკეთა. ეს ყველაფერი საინტერესო არის იმიტომ რომ საერთოდ იმას შეუძლია ბაზრის მანიპულირება და ამით ფულის გაკეთება ვისაც უკვე დიდი ფული აქვს, მაგრამ ამჯერად ინტერნეტ დარეხვილების დიდმა ბანდამ კოლექტიურად მოწველეს ვოლ სტრიტის ორი დიდი ფონდი.